რატომ ხმება მანდარინის ნერგები ჩაქვის საცდელ პლანტაციაში

ჩაქვის საცდელ პლანტაციაში, „აგროსერვის ცენტრის“ ტერიტორიაზე მანდარინის ნერგები ხმება. ეს პლანტაცია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალურად მანდარინის საადრეო ჯიშების გასახარებლად აქვს გაშენებული. „ეს ნერგები გამხმარი არ არის, შეიძლება გადარჩეს,“ – ირწმუნება გოჩა ბერიძე, ააიპ „აგროსერვის ცენტრის“ ხელმძღვანელი. მისივე მტკიცებით, პლანტაციაში, სადაც 10 ათასი ნერგია, მხოლოდ ათს შეექმნა პრობლემა. თუმცა, ჩვენ მიერ დაახლოებით ერთი თვის წინ …

ვინ ხარჯავს ყველაზე მეტ საწვავს უმაღლეს საბჭოში

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შემდეგ, დეპუტატებს შორის ყველაზე მეტ საწვავს დავით ბაციკაძე ხარჯავს, ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარას“ ხელმძღვანელი. იგი რომელიმე კომისიის თავმჯდომარე არ არის. პირველ ოთხ თვეში მან ზუსტად 1578 ლიტრი საწვავი დახარჯა. „გასდიოდა მანქანას, ამიტომ გამოვიდა ამდენი,“ – გვითხრა დეპუტატმა. დავით ბაციკაძის განმარტებით, ავტომანქანას ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, რაც ახლა დაფიქსირდა და შემდეგ თვეებში ამ …

როდის აღადგენს მთავრობა დიდთოვლობისას ჩამონგრეულ გზას

ხელვაჩაურში დიდთოვლობის დროს დაზიანებული გზის აღდგენას ითხოვენ. თხილნარი-ახალსოფლის დამაკავშირებელი გზის ნაწილი ჩამოშლილია და ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდულია. ამ გზას ბათუმი-ახალციხის შემოვლითი გზის ფუნქციაც აქვს, თუკი ხელვაჩაურის მაგისტრალი ჩაიკეტება. „არსებობს საფრთხე, რომ დარჩენილი გზაც ჩამოიშალოს. ამ გზით სარგებლობა სერიოზული საფრთხეა,“ – ამბობს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ ბოლქვაძე. ის ხელისუფლებას უმოქმედობაში სდებს ბრალს და აღნიშნავს, რომ …

საგამოძიებო სამსახურმა ხილ-ბოსტნეულის იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, სამი სხვადასხვა შპს-ს ხელმძღვანელი პირი დააკავა. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საკუთარი კომპანიების სახელით  ჯამში განახორციელა   8 158 225 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, რა დროსაც, არ მოახდინა იმპორტირებულ პროდუქციაზე გაანგარიშებული გადასახდელების გადახდა,  რითაც,   სახელმწიფო ბიუჯეტს  653 852,10 …

ალექსანდრე ჯეჯელავა დისტანციურ სწავლებაზე

ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ 500-მდე ქართველ ბავშვს ქართულ ენას წელს, დისტანციური მეთოდით, ოცი ქართველი პედაგოგი შეასწავლის. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შუახევში პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა. „საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის ქართული ენის შესასწავლად დისტანციური სწავლება გასულ წელს დავიწყეთ. ლონდონში მცხოვრებ 20 ბავშვს ქართულ ენას ორი ქართველი პედაგოგი ასწავლიდა, დისტანციური სწავლების პროექტი საკმაოდ პოზიტიური და წარმატებული …

9 მაისი – ვეტერანებისა და მთავრობის შეხვედრის დღე

ისევე როგორც ყოველი წლის 9 მაისს, მთავრობის წარმომადგენლები ვეტერანებს დღესაც შეხვდნენ. უცვლელია შეხვედრის ადგილი და საჩუქრის ოდენობაც. ყოველი წლის ამ დღეს ბათუმის მერია ვეტერანებს ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს ჩუქნის. ვეტერანების რიგები კი ყოველწლიურად მცირდება. ამჟამად ბათუმში მეორე მსოფლიო ომის 26 ვეტერანი და ომში დაღუპული 18 ოჯახი ცხოვრობს. გმირთა ხეივანში შეკრებილმა მთავრობის წარმომადგენლებმა, ბათუმის საზღვაო აკადემიის …

ალექსანდრე ჯეჯელავა: „ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევა“

საქართველოს განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ეროვნულ სასწავლო პროგრამაში ცვლილებები იგეგმება. მინისტრის ინფორმაციით, ცვლილებები ძირითადად მეშვიდე-მეცხრე კლასის ეროვნულ სასწავლო პროგრამაში შევა. „მეხუთე-მეექვსე კლასების ეროვნული სასწავლო პროგრამა არ მომწონს, განსაკუთრებით არ მომწონს მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასების სასწავლო პროგრამა. დიდია დატვირთვა ამ კლასებში და უნდა მოხერხდეს ეროვნული სასწავლო პროგრამის განტვირთვა. საათობრივი ბადე უცვლელი დარჩება, მხოლოდ ორჯერ …

კონკურსი მოსწავლეებისთვის ესეს მომზადებაზე

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი აცხადებს კონკურსს ესეს მომზადებაზე. კონკურისის თემაა გამოხატვის თავისუფლება კონკურსში მონაწილეობის მიღება აჭარის საჯარო და კერძო სკოლების 14 -18 წლის მოსწავლეებს შეუძლიათ. ესეს თემა შეიძლება იყოს მრავალმხვრივი და ასახავდეს ავტორის ორიგინალურ და ინდივიდუალურ მოსაზრებას გამოხატვის თავისუფლებაზე, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონკრეტულ მაგალითებს, ან თემასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ავტორისეულ ხედვას. ტექსტის …

მოიალაღეები სახლებს ტოვებენ და მთაში მიდიან

აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან მოსახლეობამ იალაღებზე გადასვლა დაიწყო. მოიალაღეები ძირითადად ოჯახის უხუცესი წევრები არიან. ისინი ყოველი წლის მაისში საცხოვრებელ სახლებს ტოვებენ, და მთაში მიდიან, სადაც რამდენიმე თვით პირუტყვი მიჰყავთ გამოსაკვებად. მთელ ზაფხულს ისინი იალაღებზე, ფიცრულ სახლებში ცხოვრობენ. მთაში ყოფნისას მოიალაღეები ყველს, კარაქს, ნადუღს აგროვებენ და შემოდგომაზე ქალაქში ჩააქვთ გასაყიდად. მესაქონლეობა აჭარის მთაში ოჯახების ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყაროა. მემთეურები …

ივლისიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 50 ხანდაზმულს თავშესაფრითა და მკურნალობით უზრუნველყოფს

წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიკური პრობლემების მქონე ხანდაზმული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფას გეგმავს. ამის შესახებ  8 მაისს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, სადაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2018-2021 წწ. საშუალოვადიანი გეგმა განიხილა. ქვეპროგრამა ხანდაზმული ასაკის, ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა რეაბილიტაციას, მკურნალობას, მათ სოციალურ და მორალურ მხარდაჭერას გულისხმობს. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ბენეფიციართა უზრუნველყოფა …

ფორმა ორი ახალი გენერლისთვის პირდაპირი შესყიდვით

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 1 798 ლარად გეგმავს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებისათვის ყოველდღიური სამხედრო ფორმის შესყიდვას. ფორმებს სამინისტრო ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვით განახორციელებს, რასაც გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებში გენერალური შტაბის გენერლებისათვის შესაბამისი სამხედრო ტანსაცმლის უქონლობა, უარყოფითად აისახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო იმიჯზე…  ღონისძიებებში გენერალური შტაბის გენერლებისათვის …

ჯეჯელავა: ხანდაზმული პედაგოგების სკოლიდან წასვლის საკითხი არ განიხილება

შუახევში, პედაგოგებთან შეხვედრაზე, საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საპენსიო ასაკის პედაგოგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლიდან პედაგოგის წასვლის საკითხი მხოლოდ მაშინ დადგება, თუ პედაგოგს გაკვეთილის ჩატარება და მოსწავლეებთან ურთიერთობა არ შეეძლება. „როცა შეფასების სქემიდან ამოვიღეთ  – „თუ არა და სახლში წადი“,  წამოვიდა კრიტიკა, რომ არასდროს არავინ წავა სახლში და იყო კითხვები, თუ არ დაიხოცებიან დაფებთან, მანამდე …

ისწავლე მაგისტრატურაზე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში

ვისაც სურვილი გაქვთ, ისწავლოთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში, შეგახსენებთ, რომ თვითდაფინანსებული სტუდენტებისათვის ამ უნივერსიტეტში აპლიკაციების გაგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 1-ელი ივნისი !!! ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი 2017/2018 აკადემიური წლისათვის განაცხადებს იღებს 52 სხვადასხვა პროგრამაზე შემდეგ დისციპლინებში: [checklist] ბიზნესი კოგნიტური მეცნიერება (PhD) ეკონომიკა გარემოს დაცვა და პოლიტიკა გენდერული კვლევები ისტორია საერთაშორისო ურთიერთობები სამარათალი გამოყენებითი მათემატიკა …

განათლების მინისტრი: სკოლებში მალე არჩევითი გაკვეთილები გაჩნდება

საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დღეს, 8 მაისს, აჭარის მაღალმთიანეთის სკოლის პედაგოგებს შუახევის კულტურის ცენტრში შეხვდა. მინისტრმა პედაგოგებთან შეხვედრაზე სამინისტროს მიერ დაგეგმილ და განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა. მინისტრმა განაცხადა, რომ სკოლების საათობრივ ბადეში მალე არჩევითი გაკვეთილები გაჩნდება, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს მათთვის სასურველი საგანი აირჩიონ. არჩევითი საგნები, მინისტრის თქმით, სპორტისა და ხელოვნების სფეროებს მოიცავს. მინისტრმა მცირეკონტიგენტიანი …

„ბათუმის აქციის საქმეზე“ 300 მოწმე დაიკითხება

„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ 17 ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა დღეს, 8 მაისს გაიმართა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე ზუსტად 6 საათის განმავლობაში განიხალავდა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს, ასევე იმას, უნდა გათავისუფლებულიყვნენ თუ არა ბრალდებულები პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ. საბოლოოდ, სასამართლომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად მიიჩნია და პატიმრობაც ძალაში დატოვა. პროკურატურამ ამ საქმეზე 16 ტომი წარმოადგინა. როგორც პროცესზე პროკურორებმა …

ელექტროგადამცემი ხაზის გამო აჭარაში უკვე 270 კუბ/მ წითელი ნუსხის ხე მოიჭრა

ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო, აჭარის ტერიტორიაზე 4200 კუბ/მ სხვადასხვა სახეობის ხე-ტყეა მონიშნული, რომელიც უნდა მოიჭრას. აჭარის სატყეო სააგენტოს მონაცემებით უკვე მოჭრილია 1550 კუბ/მ სხვადასხვა სახეობის და 270 კუბ/მ წითელი ნუსხის ხე-ტყე. საქართველოს მთავრობის განკარგულებით 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სახელმწიფო კომპანიას – „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, პერიოდულად ეძლევა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს …

კვამლი ყოფილი ფოსტის შენობის თავზე [ფოტოამბავი]

კვამლი გაჩნდა ბათუმში, ყოფილი ფოსტის შენობაში, სადაც ამჟამად კაზინო და სასტუმრო მდებარეობს. ადგილზე გამოძახებული სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის კერა შენობაში არ არის და კვამლის მიზეზი ძველი გენერატორის ამუშავება გახდა.

ბათუმის მერია: ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩებისთვის 13,3 მილიონი ლარი დაიხარჯა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩის [რომლის გაგრძელებაც მოიცავდა ერისთავის ქუჩასაც] რეკონსტრუქცია დასრულდა; ამ ორი ქუჩის რეკონსტრუქციისთვის კი 13 მილიონ 378 ათასი ლარი დაიხარჯა. „პროექტი ეტაპობრივად ხორციელდებოდა. ბოლო ეტაპზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები სულაბერიძის ქუჩიდან, შავშეთისა და ერისთავის ქუჩების გავლით, გოგოლის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში ჩატარდა“ – აცხადებენ ბათუმის მერიაში. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ერთი თვის წინ უთხრეს „ბათუმელებს“, რომ …

„ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულების ახლობლები პოლიციის მანქანას თავს დაესხნენ

„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ 9 ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ბრალდებულების ახლობლებმა სასამართლოს წინ სამართალდამცველების მანქანებს ხელები დაუშინეს. ისინი ასევე არ აძლევდნენ წასვლის საშუალებას სასჯელაღსრულების მანქანას, რითაც ბრალდებულებს უკან, ციხეში აბრუნებდნენ. პოლიციელებმა მოქალაქეებისგან გზა ხმამაღალი შეძახილებით გაათავისუფლეს. ბრალდებულების ახლობლების ერთი ჯგუფი ამბობდა, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს შეხვედროდნენ, რომელიც დღეს ბათუმში იმყოფება. ზოგიერთმა კი …

გიორგი მარგველაშვილი ბათუმში ზურაბ პატარაძეს შეხვდა

დღეს, 8 მაისს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს, ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროექტებს, ასევე ტურისტული სეზონისათვის მზადების საკითხებს. შეხვედრას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდნენ. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და …

ვსარგებლობ დუმილის უფლებით – “ბათუმის აქციის საქმეზე” დაკავებულები

“ბათუმის აქციის საქმეზე” წინასასამართლო სხდომა დღეს, 8 მაისს, დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლომ.  ამ სხდომაზე უნდა გადაწყდეს, გაათავისუფლებენ თუ არა რომელიმე მათგანს წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ და ასევე, საქმეზე საპროცესო შეთანხმება შედგება, თუ მისი არსებითი განხილვა დაიწყება. თუკი ბრალდებულები უდავოდ მიიჩნევენ ყველა იმ მტკიცებულებას, რაც პროკურატურამ 14-ტომიანი საქმით წარმოადგინა, ამ შემთხვევაში არსებითად განსახილველი არაფერი დარჩება. “ჩვენ …

ალექსანდრე ჯეჯელავა მაღალმთიან აჭარაში პედაგოგებს შეხვდება

საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აჭარაში იმყოფება. დღეს, 8 მაისს, ალექსანდრე ჯეჯელავას აჭარის განათლების მინისტრთან, ინგა შამილიშვილთან ერთად,  საზოგადოებრივი კოლეჯის -„ახალი ტალღა“ –  ტრენინგ-ცენტრის დათვალიერება და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. დღის მეორე ნახევარში ჯეჯელავა მაღალმთიან აჭარაში აპირებს გამგზავრებას. შუახევის კულტურის სახლში მინისტრები მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების 300-მდე პედაგოგს შეხვდებიან, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, ალექსანდრე ჯეჯელავა …

ბათუმის ნაგავსაყრელზე ნარჩენების დამუშავების პრობლემა შეიქმნა

მიმდინარე წლის აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში ბათუმის ნაგავსაყრელზე, რომელიც ისედაც არ აკმაყოფილებს არანაირ სტანდარტებს, საგანგებო ვითარება შეიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის კუთხით. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომლების მიერ შედგენილ აქტში აღნიშნულია, რომ 28 აპრილის მდგომარეობით ნაგავსაყრელთან მისასვლელ გზაზე, გზის ორივე მხარეს თითქმის 1 კილომეტრის მანძილზე დაყრილი იყო 1080 ტონა ნაგავი, ხოლო საუტილიზაციო მოედანზე …

36 აფთიაქის ხელმძღვანელს გამოძიება 15 მილიონის უკანონოდ მიღებას ედავება

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით 36 სხვადასხვა აფთიაქის 18 ხელმძღვანელ პირს წაუყენა ბრალი. საუბარია აფთიაქებზე, სადაც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ყიდიან. აფთიაქის ხელმძღვანელებს ჯამში დაახლოებით 15 მილიონი ლარის უკანონო მიღება ედებათ ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, 36 აფთიაქში 14 590 866 ერთეული მედიკამენტი გაიყიდა ურეცეპტოდ. ეს მედიკამენტები სპეციალურ …

სოფლის მეურნეობის ახალი უწყება 50 ათას ლარად ახალ ავტომობილს შეიძენს

აგროპროექტების მართვის ცენტრი ახალი ავტომანქანის შეძენას აპირებს, რაშიც ეს უწყება მაქსიმუმ 50 ათას 300 ლარს გადაიხდის. ტენდერი 4 მაისს გამოცხადდა და წინადადების მიღება 24 მაისს დასრულდება. ააიპ „აგროპროექტების მართვის ცენტრი“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გასული წლის დეკემბერში დააფუძნა. სატრენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომანქანა 2016 წელს უნდა იყოს გამოშვებული, მე-3 კლასის, ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, მსუბუქი და მაღალი გამავლობის …

რეკლამის დაფინანსებას ტურიზმის დეპარტამენტი მილიონით ზრდის

სარეკლამო და პიარკამპანიებისთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბიუჯეტის გაზრდას 929 700 ლარით აპირებს [+18 პროცენტი]. რეკლამისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი წელს 6 094 700 ლარია. დეპარტამენტი რეკლამისთვის გათვალისწინებული დაფინანსების დახარჯვას ძირითადად 16 სამიზნე ქვეყანაში აპირებს. დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გარე რეკლამისთვის 5 594 700 ლარი დაიხარჯება, შიდა რეკლამისთვის კი, მხოლოდ ნახევარი მილიონი. ტურიზმის დეპარტამენტი ონლაინრეკლამის გაძლიერებას გეგმავს. …

რა იცვლება აჭარის კონსტიტუციაში

საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში იცვლება კონსტიტუციური კანონიც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“. პროექტის მიხედვით, ამ კანონის ცვლილებიდან 6 თვეში აჭარას ახალი კონსტიტუცია უნდა ჰქონდეს. „აჭარის კონსტიტუცია“ აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს და პარლამენტმა დაამტკიცოს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ამბობს, რომ  აჭარის ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყება, როცა საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში პირველი მოსმენით უყრიან კენჭს, …

ჩავარდნილი პროექტი – კომპანია სოფლის მეურნეობის სამინისტროს უჩივის

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე მიიღო წარმოებაში ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ სარჩელი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ. ამ კომპანიას აჭარაში „აგრარული ექსტენციის მიწოდების“ პროგრამა უნდა განეხორციელებია. ექსტენცია გულისხმობს ადგილზე, მაგალითად, მანდარინის ბაღში, სხვადასხვა სეზონზე ფერმერისთვის თეორიული და პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებას. პროგრამა საქართველოში პირველად ხორციელდებოდა, თუმცა იგი ჩავარდა. „ფერმერების სიები, რაც სამინისტრომ მოგვაწოდა, „მკვდარი სულებით“ იყო სავსე,“ – …

ქართველი და უცხოელი მეცნიერები მდინარეთა გონივრული გამოყენების შემთხვევებზე მუშაობენ

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში პარიზის, ანკარის, სტამბულისა და დანიის უნივერსიტეტის მეცნიერები მდინარეთა ეკონომიკური რესურსებისა და პოტენციალის კვლევის საკითხებზე მუშაობენ. უნივერსიტეტში გამართულ რიგით მეორე სამუშაო შეხვედრაზე, მეცნიერებმა მოხსენებები წარმოადგინეს მდინარეების გონივრული გამოყენების შემთხვევებზე, უძველესი წყლის წისქვილიდან თანამედროვე კაშხლების ჩათვლით. ასევე, საირიგაციო სისტემებისა და ურბანული წყალმომარაგების საკითხებზე. უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს თევზჭერის როგორც უძველეს, ისე …

აჭარის გეოლოგიური სამსახურის უფროსი: თხილვანაში მაღალი რისკის შემცველი პროცესები მიმდინარეობს

სოფელ ქვედა თხილვანაში, ადგილობრივების თქმით, ბოლო ორი დღეა მდინარის კალაპოტში წყლის მასამ იმატა, რასაც მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყრული კერების გააქტიურება მოჰყვა. მოსახლეობა ამბობს, რომ მთაზე, რომელიც სოფელს ემუქრება, თოვლმა  დნობა დაიწყო.  აჭარის გეოლოგიური სამსახურის უფროსის, მამუკა ფუტკარაძის თქმით, მეწყრის გააქტიურება თხილვანაში მოსალოდნელი იყო:„დასკვნაში, რომელიც სოფელ ქვედა თხილვანაზე იანვრის თვეში დავწერეთ, მითითებულია, რომ პროცესები გააქტიურდება …

გაკეთებული და გასაკეთებელი გზები ხელვაჩაურში

2017 წლის დასაწყისიდანვე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დააანონსა, რომ წელს აჭარაში  ერთ-ერთი  ყველაზე მნიშვნელოვანი, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნებოდა. განსაკუთრებული ყურადღება კი მუნიციპალურ და შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებას, გამაგრებას დაეთმობოდა.  მიმდინარე წელს მხოლოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 27კმ-მდე ასფალტბეტონის საფარის და 53 ერთეული ხელოვნური ნაგებობის მოწყობაა დაგეგმილი. ყველა მუნიციპალიტეტში ერთდროულად მიმდინარეობს რამდენიმე ათეული პროექტი. ამჯერად მხოლოდ მათ მცირე ნაწილზე, …

საჯარო მოხეელეების უსაფუძვლო გამდიდრება სასამართლომ დაადასტურა

მოსამართლე სალიხ შაინიძემ საჯარო მოხელეების უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი დაადასტურა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. უსაფუძვლო გამდიდრებას საკუთარ თანამშრომლებს: ლაშა კილაბერიას და ირაკლი მექვაბიშვილს, ასევე ყოფილ თანამშრომელს, თომა ხალვაშს, ააიპ „ბათუმის კორპუსი“ ედავებოდა. სამივე მათგანის გათავისუფლება 2015 წელს უკანონოდ მიიჩნია სამივე ინსტანციის სასამართლომ.  ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, თომა ხალვაშის გარდა. ის …

გამამართლებელი განაჩენი ნარკოტიკების საქმეზე

მოსამართლე ირაკლი შავაძემ ასიმ ე. გაამართლა. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად. მოსამართლის დასაბუთება ჯერ უცნობია, თუმცა ბრალდებულის ადვოკატი, ჯემალ კიკნაძე მიიჩნევს, რომ გამოძიებამ ფუნდამენტური ღირებულება დაარღვია საქმის წარმოების დროს, რაც გამამართლებელი განაჩენის საფუძველი გახდა. ასიმ ე. თურქეთის მოქალაქეა. ის პოლიციელებმა ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე დააკავეს. გამოძიების მასალების მიხედვით, ასიმ ე.-ს ჩხრეკის დროს …

საბავშვო ევროვიზიისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 5,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საბავშვო ევროვიზიისთვის 5,5 მილიონ ლარს გამარტივებული შესყიდვით, ტენდერის გარეშე დახარჯავს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება უნდა ჩატარდეს 2017 წლის 19-26 ნოემბერს, თუმცა 2017 წლის მაისიდან დაიწყება სხვადასხვა საქონლისა და მომსახურებების შესყიდვა. შესყიდვების სააგენტომ ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებაზე თავისი პოზიცია 11 მაისამდე უნდა დააფიქსიროს. „2017 წელს, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, პროექტ „Check in Georgia 2017”-ს ფარგლებში, დაევალა ტურისტულად …

საქართველოს მოსახლეობა ბოლო 10 წელში 676 500-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახელეობა ბოლო ათ წელიწადში 676 500 ადამიანითაა შემცირებული. 2017 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოში 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 1 781 500 მამაკაცი და 1 936 700 ქალი. 2007 წლის იანვრის მონაცემებით კი საქართველოში 4 394 700 ადამიანი ცხოვრობდა. საქართველოს მოსახლეობა ასაკობრივ ჭრილში [2017 წლის იანვრის მონაცემები/საქსტატი] ამავე თემაზე: …

Exit mobile version