ბათუმის ციხიდან გამოგზავნილი წერილი ადრესატამდე არ მივიდა

მსჯავრდებული კახა მ. ბათუმის ციხიდან, ამბობს, რომ ციხიდან ადვოკატისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც ის სხვადასხვა პრობლემას ასაჩივრებდა, ადრესატს არ მისვლია. კახა მ.-მ წერილი ბათუმის სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებიდან პირველ მაისს გააგზავნა და ამის დამადასტურებელი ქვითარიც აქვს. წერილი ადვოკატ მალხაზ ზოიძეს უნდა ჩაბარებოდა. „გზავნილი დაწესებულებიდან გაგზავნილია, წერილის ადრესატამდე მიტანას ფოსტა უზრუნველყოფს“, – მოგვწერეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან. „წერილი ფოსტას …

გართობა უფასოდ – ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება

9 ივნისს, ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ბათუმში, „ალი და ნინოს“ ძეგლთან, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო მუსიკალურ შოუს გამართავს. სამინისტროს ინფორმაციით, სანახაობა -„ზაფხული იწყება აქ“ -სპეციალურად საზაფხულო დეკორაციებით მორთულ პლაჟზე გაიმართება. სამინისტროს ინფორმაციით, მთელი დღის მანძილზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ ელექტრონულ მუსიკას . წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებენ: Friendly Mosquito, Autumn tree, Gabunia, Mzhavia და ლაშა გურული. „პლაჟზევე …

უმაღლესმა საბჭომ მაისში ტონანახევრით მეტი საწვავი დახარჯა, ვიდრე თებერვალში

აჭარის უმაღლესმა საბჭომ წელს ყველაზე მეტი საწვავი მაისის თვეში გახარჯა – 6013,48 ლიტრი [შედარებისთვის: თებერვლის თვის ხარჯი იყო 4580,07 ლიტრი, აპრილის თვის კი – 5624,48 ლიტრი]. მიუხედავად იმისა, რომ 11-12 მარტის აქციის დროს ბათუმში უმაღლესი საბჭოს ერთი ავტომანქანა დაიწვა, საწვავის ხარჯზე ეს არ ასახულა. უმაღლეს საბჭოს „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ამჟამად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“, …

სარფში 81 აბი „სუბოქსინის“ შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ვ.დ., სარფში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ვ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას, 81 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,634542 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული …

აჭარის მთავრობის პროექტები ხულოს მუნიციპალიტეტში

რეგიონის ხელისუფლებისთვის მაღალმთიანი აჭარის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების, მთის კურორტებისა და ტურიზმის განვითარების, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის და გზების კეთილმოწყობის მიმართულებით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიანი აჭარის სხვადასხვა ხეობასა თუ სოფელს ხშირად სტუმრობს. გასულ დღეებში, ზურაბ პატარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ლოკაცია მოიარა, მათ შორის სხალთისა და ღორჯომის ხეობა, …

BMW X1 და მინიკუპერი – ოპოზიციონერი დეპუტატის საჩუქრები ცოტნე ანანიძეს და ტურიზმის დეპარტამენტს

„ომეგა მოტორსმა“ დღეს, 7 ივნისს, ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე BMW-სა და MINI-ს სადილერო ცენტრები გახსნა. ცენტრების გახსნის ცერემონიალზე „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ამჟამად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“, ზაზა ოქუაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს BMW X1-ის მარკის ავტომობილი გადასცა. თუმცა, როგორც მოგვიანებით განმარტა, ავტომობილი კონკრეტულად დეპუტატ ცოტნე ანანიძის საჩუქარი იყო. ცოტნე ანანიძის გარდა საჩუქარი აჭარის ტურიზმის …

საია „ბათუმის წყალს“ სასამართლოში უჩივის

საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ შპს „ბათუმის წყალს“ სასამართლოში უჩივის. შესაბამისი სარჩელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს საია უახლოეს დღეებში მიმართავს. სარჩელის მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის მიღება იქნება, რაზეც „ბათუმის წყალმა“ უარი თქვა იმ მოტივით, რომ იგი ბიუჯეტიდან არ ფინანსდება და არ ახორციელებს საჯარო სამართლის უფლებამოსილებას. შპს „ბათუმის წყალი“ ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა და 100 …

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა

აჭარის საპატრულო პოლიციის  დეპარტამენტის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. 31 წლის ლევან მაისურაძე თბილისშია დაბადებული და აქამდე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა. უფრო ადრე კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პირველი განყოფილების უფროსი იყო. აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად იანვრიდან კახაბერ ბუხრაძე მუშაობდა. ის გუშინ როტაციის პრინციპით ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად …

რატომ არის გათიშული ბათუმის მერიის ოფიციალური ვებგვერდი

ბათუმის მერიის ოფიციალური ვებგვერდი www.batumi.ge გათიშულია. ამასთან, შეზღუდულია წვდომა ამ ვებგვერდთან დაკავშრებულ ელექტრონულ ფოსტებზე. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვა დროებითია და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს უკავშირდება. „მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო ბათუმის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.batumi.ge და მასთან დაკავშრებულ ელექტრონულ ფოსტებზე წვდომა დროებით შეზღუდულია. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებამდე შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელ. მისამართზე: batumismeriapress@gmail.com ბათუმის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დოსკომფორტის გამო“, …

ბათუმში ქუჩის მხატვრობის ფესტივალი გაიმართება

ბათუმში „სთრით არტ“ ფესტივალის ჩასატარებლად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ  30 მაისს ტენდერი გამოაცხადა. ამ ეტაპზე წინადადებების მიღება დასრულებულია და მათი განხილვა მიმდინარეობს. ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია შპს „არტ სტუდია“ “Dotcomma“ მონაწილეობს, რომელმაც სამინისტროს ფესტივალის ჩატარება 34 300 ლარად შესთავაზა. „სთრით არტ“ ფესტივალი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის პროექტის „ქუჩის ხელოვნების ფესტივალის ორგანიზება აჭარაში“ ქვეპროგრამის …

„ივანიშვილისთვის მოპარული ხის“ საქმის განხილვა სასამართლოში

„აჭარის საპატრულო პოლიციის მთელი ხელმძღვანელობა იდგა იქ და უყურებდა, როგორ მიჰქონდათ ხეები უკანონოდ. მე მხოლოდ დახმარებას ვითხოვდი. პირიქით მოხდა – დამაკავეს“ – უთხრა მოსამართლეს ელგუჯა ბაგრატიონმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ის და ამ პარტიის კიდევ ერთი წევრი, რევაზ ხარაზი გუშინ ღამით ჩაქვში, ხეების გადატანის დროს დააკავეს – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო. …

4 გოჭი და 200 ტოლმა 110 პერსონაზე – ქობულეთი სეზონის გახსნისთვის ემზადება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ზაფხულისა და ზღვის სეზონს  ღონისძიება „ქობულეთობით“  გახსნის. გამგეობაში გვითხრეს, რომ სეზონის გახსნას და „ქობულეთობას“, რომელიც 5 დღე გასტანს, უკვე წლებია ერთმანეთთან აიგივებენ; „წელსაც, დაგეგმილი აქტივობებით გავხსნით სეზონს“. სეზონი ქობულეთში წელს ოფიციალურად 28 ივნისს გაიხსნება. სეზონის გახსნის [„ქობულეთობის“] ორგანიზებისთვის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ქობულეთის გამგეობას სეზონის გახსნის ღონისძიებებისთვის 30 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი, შესაბამის მომსახურებას მას …

35 900-ით მეტი ბიჭი საქართველოში – სქესთა დრამატული დისბალანსი

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში 0-4-დან 10-14-წლამდე ასაკის ბავშვებში ბიჭები ჭარბობენ. ამ პერიოდში საქართველოში 35 900-ით მეტი ბიჭია დაბადებული გოგონებთან შედარებით. სქესთა შორის ასეთი დისბალანსი, გენდერის სპეციალისტების შეფასებით, წინასწარ დაგეგმილი შობადობის შედეგია. გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით [გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში],  სქესთა შორის ასეთი განსხვავების გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერ …

ბათუმის ამერიკული კუთხე თექაზე მუშაობის მსურველებს იწვევს

ბათუმის ამერიკული კუთხე, თექაზე მუშაობის შემსწავლელ პრაქტიკულ კურსებზე 30-დან 45 წლამდე ქალებს იწვევს. „მსურველები ორი კვირის მანძილზე გაივლიან პრაქტიკულ საათებს, სპეციალურად შერჩეული ტრენერის დახმარებით და თექისგან  სხვადასხვა ნივთებს დაამზადებენ. ჩვენი პროგრამის მონაწილეებს საშუალებამიეცემათ სამომავლოდ მონაწილეობა მიიღონ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვის აქციაში, რომლის ორგანიზებასაც ბათუმის ამერიკული კუთხე უზრუნველყოფს. „ჩვენ მიერ შერჩეული აპლიკანტები ავტომატურად გახდებიან ტრეინინგ-მოდულის მონაწილეებიც თემაზე …

აჭარის პოლიციის ავტომანქანები ტექნიკური მომსახურების გარეშე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი თავის ბალანსზე არსებულ SHKODA-ს, TOYOTA-ს, ასევე სხვადასხვა მარკის [HYUNDAI, MITSUBISHI, NISSAN] ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე დროებითი ხელშეკრულების გაფორმებას ტენდერის გარეშე ითხოვს. „გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი მოძველებულია, ამასთან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს რიგ შემთხვევაში გადაადგილება უხდებათ რთულ რელიეფურ მიდამოებში, რის გამოც აუცილებელია მათი სისტემატიური ტექნიკური მომსახურება. ამასთან, შპს „მათემოტორსის“ …

იალაღებზე მისასვლელად შუახევის მოსახლეობას ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა საზაფხულო იალაღებზე – კატრიანის, გრძელგორის, ყავრიანის, ჩირუხის, ღომას, თაგინურის, ჯანჯღნარის, მერიაყელის, შედრეკილის, თეთრობის მთებზე ივნისის ბოლოდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე  [ორი თვის განმავლობაში] უფასო  გადაადგილებით ისარგებლებს. შუახევის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი ამ მომსახურებაზე გუშინ, 6 ივლისს, 28 460 ლარზე გამოაცხადა. შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია, რომელსაც შუახევის გამგეობა ხელშეკრულებას გაუფორმებს: [checklist] კატრიანის …

“ნაციონალური მოძრაობა” დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ხეების გადარგვის დროს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული ელგუჯა ბაგრატიონის და რევაზ ხარაზის დაუყონებლივ გათავისუფლებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს. ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია “ნაციონალური მოძრაობიდან”, რევაზ ხარაზი კი, ამავე პარტიის წევრი. ისინი ჩაქვში გუშინ ღამით დააკავეს. “ელგუჯა არის უმაღლესი საბჭოს წევრი და მისი ვალდებულება სწორედ ის იყო, მოეთხოვა ნებართვა, რის საფუძველზე გადაჰქონდათ …

ანიმაციური ფილმების ფესტივალი ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში ანიმაციური ფილმების მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი – „ექო თოფუზი“ 7-8 ივნისს ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, 2016 წელს შექმნილი ოთხი ქართული და ამავე რაოდენობის უცხოური ანიმაციური ფილმი ნახოს, ანიმაციური ფილმების ჩვენებამდე კი, ფესტივალის ფარგლებში ბავშვებისთვის ბარაბან შოუ, ანიმაციური ვორქშოპი და ვიქტორინა მოეწყობა. ვიქტორინაში გამარჯვებულ ბავშვებს, თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმების კრებულის DVD დისკებს გადასცემენ. ანიმაციური …

ბათუმში უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური ოფისის პრესსპიკერის ინფორმაციით,  „ნაციონალური მოძრაობის წევრები“ – უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ელგუჯა ბაგრატიონი და ამავე პარტიის აქტივისტი, რეზო ხარაზი დააკავეს. ენმ-ს ინფორმაციით, ისინი პოლიციამ ჩაქვში დააკავა, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის ხეების გადააქვთ. „მარტო ელგუჯა ბაგრატიონი და რეზო ხარაზი იყვნენ ჩასული, ჩვენ, აქტივი იქ არ ვიყავით. ისინი ხეების გადამზიდავებს სთხოვდნენ ხეების გადატანის ნებართვას, რის …

„ბათუმის წყალი“ – თანამედროვე წყალმომარაგება

ზაფხული ახლოვდება და ბათუმში დამსვენებელთა რიცხვი სულ უფრო მატულობს, ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის სუფთა ზღვა დასვენების აუცილებელი ნაწილია. ახლო წარსულში ზაფხულის სეზონის დაწყება წყლის გრაფიკთან და ზღვის ხარისხზე საყოველთაო მსჯელობასთან ასოცირდებოდა, ეს დრო წარსულს ჩაბარდა და დღეს ბათუმს წყალმომარაგების კომპანია „ბათუმის წყალი“ – რეაბილიტირებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურით, ავტომატიზებული სამარაგო-საწნევო რეზერვუარებით და ადლიის ჩამდინარე წყლების ულტრათანამედროვე გამწმენდი …

მუნიციპალური განვითარების ფონდი ნიკორწმინდას რესტავრაციას გეგმავს

მუნიციპალური განვითარების ფონდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის „ნიკორწმინდას“ რესტავრაციას გეგმავს. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით ფონდმა ტენდერი 15 მაისს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 246 376 ლარია. წინადადებების მიღება დაწყებულია და ცხრა ივნისამდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე ტენდერში მონაწილეობის სურვილი არც ერთ კომპანიას არ გამოუთქვამს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით „რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულებისას დასაქმებული ყველა ძირითადი სპეციალისტი [ხელოვნებათმცოდნე, ქვის რესტავრატორი, …

ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე

მდინარე ჭოროხიდან სარფამდე მონაკვეთში ასაშენებელი ავტობანი ბათუმის შემოვლით გზას, სავარაუდოდ, აეროპორტის მიმდებარედ შეუერთდება. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი დამტკიცებულია და მისი მშენებლობა 2017 წელს უნდა დაიწყოს. რაც შეეხება ჭოროხი-სარფის მონაკვეთს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კომპანიაც კი არ არის შერჩეული, რომელიც ამ გზას დააპროექტებს. შესაბამისად, დეპარტამენტში ვერ ამბობენ, თუ სად გაივლის ახალი მაგისტრალი გონიო-კვარიათი-სარფის …

სოფლად მცხოვრები ქალები [ვიდეო]

აჭარის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები ქალების შეხედულებებზე, ფიქრებსა და პრობლემებზე, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ სიუჟეტი მოამზადა. სიუჟეტი გათვლილია სმენადაქვეითებული მაყურებლისთვისაც, ჟესტური ენის თარგმანით. სიუჟეტი მომზადებულია “დემოკრატიული იდეების განვითარების” პროექტის ფარგლებში, ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” [NED] მხარდაჭერით.  

მემუქრებიან – პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი ბათუმში

დღეს, 6 ივნისს, ბათუმის პირველი საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებლის, ნანა ტოგონიძის შეტყობინების საფუძველზე, შსს-მ  წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. საქმე ეხება მუქარის შემცველ წერილს, რომელიც სპორტის მასწავლებელმა მიიღო. წერილში ვკითხულობთ: „ტოგონიძე! ბევრს ნუ ატლიკინებ ენას… თორემ გპირდები, თუ ბეისბოლის ბიტით არ შემოგივარდე მაქ და არ გადაგტეხო პირდაპირ ხერხემალში. როდის და რა დროს შემოგივარდები, ეგ მე ვიცი…“-ეს არის …

ორი ვიცე-მერი ისტორიულ ბათუმში მშენებლობის სიმაღლეში ზრდას მხარს უჭერს

ბათუმში, ჯინჭარაძის 3-ში, ანუ ისტორიულ ზონაში უკვე აშენებულ ხუთსართულიან სახლზე კომპანია „ელიტჰაუსი“ კიდევ ორი სართულის დამატებას გეგმავს. მშენებელმა უკვე მიიღო თანხმობა ზონალური საბჭოსგან, რომელიც ბოლო დროს ისტორიულ ბათუმში სიმაღლის გაზრდაზე თანხმობას თითქმის არ გასცემს. ამ მრავალბინიანი სახლის მშენებლობის სათავეებთან ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე იდგა. ზონალური საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვას, მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის გარდა, ბათუმის მერიიდან საბჭოს …

ამინდის პროგნოზი: 7 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 7 ივნისს, ბათუმში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, ხანმოკლე წვიმა, ელვა-ჭექა და ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 13-15 გრადუსი იქნება, დღისით – 22-27 გრადუსი, მთაში ღამით – 10-15, დღისით კი – 18-23 გრადუსი. მომდევნო ორ დღეს, 8-9 ივნისს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

პოლიციამ „წაგებული საქმეები“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც წააგო – „ბათუმის აქციის საქმე“

„ბათუმის აქციის საქმეზე“ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 79 პირიდან ბათუმის საქალაქო სასამართლომ 9 გაამართლა. „წაგებული საქმეები“ პოლიციამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასააჩივრა, სადაც „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პოლიციის არც ერთი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს შორის იყვნენ რამაზ ხიმშიაშვილი და ჯიმი ვარშანიძე. „ბათუმი პლაზასთან“ მათი დაკავების გამო დაიწყო 11 მარტს საპროტესტო აქცია. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გოჩა …

როდის გაიხსნება „კარფური“ ბათუმში

ბათუმში, ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე [რკინის თაღთან] მდებარე შენობაში, სარემონტო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. სამუშაოები, როგორც აქ „ბათუმელებს“ უთხრეს, მიმდინარე წლის 20 ივლისამდე უნდა დასრულდეს. ამ შენობაში ჰიპერმარკეტების  ქსელი „კარფურ ჯორჯია“ ფილიალს ხსნის. „15 ივლისისთვის არის დაგეგმილი მარკეტის გახსნა ბათუმში, თუმცა რამდენად მოესწრება სარემონტო სამუშაოების დასრულება ამ დროისთვის, ვერ გეტყვით,“ – გვითხრეს „კარფურში“. „ბათუმის კარფურის მარკეტი იქნება …

ვარდების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში [ანონსი]

9 ივნისს, 11 საათზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვარდების გამოფენა გაიმართება. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დამთვალიერებელს მიეცემა საშუალება, ნახოს ვარდის 11 სახეობა და 100 კულტურული ფორმა ბოტანიკური ბაღის ვარდების საკოლექციო ნაკვეთში. გამოფენა ზედა პარკში, მუდმივმოყვავილე სკვერთან გაიმართება. გამოფენაზე დასწრება უფასო იქნება.

გონიოელებმა სასამართლო დავა მოიგეს

გონიოში მცხოვრები 50 ოჯახის სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 6 ივნისს, დააკმაყოფილა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძის გადაწყვეტილების შემდეგ ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გონიოელების საკითხი ხელახლა უნდა შეისწავლოს და ინდივიდუალური პასუხი გასცეს თითოეულ მოსარჩელეს. ბათუმის მერიამ უკვე მეორედ წააგო სასამართლო დავა გონიოს მიწების საქმეზე. 31 მარტს 4 გონიოელის სარჩელი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დააკმაყოფილა.  ბათუმის მერიის საკუთრების …

აჭარის საპატრულო პოლიციას კახა ბუხრაძე აღარ ხელმძღვანელობს

კახა ბუხრაძემ თანამდებობა დატოვა – ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.  სამინისტროს ცნობით, ბუხრაძე როტაციის პრინციპით ქვემო ქართლში საპატრულო პოლიციას უხელმძღვანელებს. კახა ბუხრაძეს უკავშირდება 11-12 მარტის გახმაურებული აქცია ბათუმში, როცა აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა მისი გადაყენება მოითხოვეს, დაწვეს პოლიციის მანქანები და ქვები დაუშინეს პოლიციელებს.  აქციის შემდეგ აჭარაში ჩამოსულმა საქართველოს  შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა …

გზით სარგებლობის უფლებისთვის მოქალაქე საპატრიარქოს სასამართლოში უჩივის

მოქალაქე შაქრო თურმანიძე საქართველოს საპატრიარქოს გზის დაბრუნებას სთხოვს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ფერიის მთაზე, სადაც მიწის ნაკვეთი 1979 წლიდან აქვს, გზაც თვითონ გაიყვანა, თუმცა მოგვიანებით, 2014 წელს, მის მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტრომ საპატრიარქოს გადასცა, მათ შორის, გზაც, რომლითაც შაქრო თურმანიძე სარგებლობდა. გზა ამჟამად ფერიის მთაზე მდებარე ეკლესიის სარგებლობაშია. „ჩვენ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნაც, რომ შაქრო …

სამინისტრო: პატიმრების მონახულების ნებართვისთვის უმაღლესმა საბჭომ ხელახლა უნდა მოგვმართოს

რატომ ვერ მიიღო უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ  რამდენიმე თვის მანძილზე, პენიტენციალურ დაწესებულებაში შეცვლის ნებართვა? – ამის თაობაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტებას „ბათუმელებთან“ აკეთებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ  სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს კიდევ ერთხელ უნდა მიმართოს წერილობით, „რადგან წერილში არ იყო მხოლოდ ცოტნე ანანიძეზე საუბარი, უმაღლესი  საბჭოს სხვა წევრებზეც …

ვაჟა-ფშაველას 13-ში დანგრეული ძეგლი კომპანიამ არ აღადგინა – ორი სასამართლო დავა

„თუ ძეგლის სტატუსი აღარ ექნება ვაჟა-ფშაველას 13-ს, მაშინ ეს დავაც აბსურდული გახდება,“ – მიმართა მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს კომპანია „სლავა 2015“-ის იურისტმა, თამარ კახიძემ. აჭარის კულტურული მემკვდრეობის დაცვის სააგენტო ამჯერად კომპანიის დაჯარიმებას 10 ათასი ლარით  იმის გამო ითხოვს, რომ უნებართვოდ დანგრეული ძეგლის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა არ მომხდარა. თბილისის საქალაქო სასამართლო კი მსჯელობს, კანონიერად მიანიჭეს თუ არა …

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ქალაქში გადატვირთულ მოძრაობაზე

ბათუმში გზებზე მოძრაობა გადატვირთულია, ეს პრობლემა მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მწვავეა დილით – სამსახურში მისვლის და სკოლებში სწავლის დასრულების საათებში. საკურორტო სეზონზე კი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საცობები არა მხოლოდ ე.წ. პიკის საათებში იქმნება. ეს საკითხი უსაფრთხოების თვალსაზრისითაც რომ პრობლემურია, ამაზე ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემაც ისაუბრა. ირაკლი ჩავლეიშვილი გამოვიდა ინიციატივით საკრებულოში ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსის კახა …

ქედაში 11 სოფლის ცენტრი განათდება

ქედის მუნიციპალიტეტის თერთმეტი სოფლის ცენტრში გარეგანათება მოეწყობა. ეს სოფლებია  –  კუჭულა, სალიბაური, დანდალო, ახო, აბუქეთა, ვაიო, შევაბური, აქუცა, კოლოტაური, ზედა მახუნცეთი და ჭალახმელა. გარეგანათების მოსაწყობად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოყო. გამგეობამ ელექტრონული ტენდერი 31 მაისს გამოაცხადა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 11 სოფელში გარეგანათება ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის განმავლობაში უნდა მოაწყოს.

Exit mobile version