თხევადი აირი ვეტერანებისთვის ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა, წელს პირველად, ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, 10 კილოგრამ თხევად აირს ერთჯერადად უფასოდ მიაწვდის. ხულოს გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, რამაზ შავაძის ინფორმაციით, ბენეფიციარებს თხევადი აირის ტალონი გადაეცემა, რომლის გამოყენება ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ. ხულოში სულ 250 ვეტერანი და მასთან გათანაბრებული პირი ცხოვრობს. „გამომდინარე იქედან რომ ამ ოჯახებს უჭირს, გადავწყვიტეთ პროგრამა შეგვემუშავებინა და მცირედით …

პროკურორი მოწმეების გარეშე – „11-12 მარტის აქციის საქმე“

„11-12 მარტის აქციის საქმის“ არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 17 მაისს დაიწყო. მასობრივ ძალადობას და პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულების საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. 21 ბრალდებულიდან ორს, მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკიას მასობრივი არეულობის მოწყობა ედება ბრალად. მათი წინასასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა. საქმეში ორი არასრულწლივანია, მათი განხილვა დახურულ პროცესებზე მიმდინარეობს. დღეს კი დაიწყო იმ …

აჭარის მთავრობა ახალ სსიპ-ს ქმნის

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური – ასე ერქმევა ახალ ორგანიზაციას, რომლის შექმნის შესახებ, დღეს, 17 მაისს, აჭარის მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ. ახალი ააიპ-ის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საკითხს სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, რამაზ ბოლქვაძე წარადგენს. ახალი სამსახურის ირგვლივ კომენტარები სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება. მთავრობის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომის დღის წესრიგში სხვადასხვა საკითხებია შეტანილი. მათ შორის, …

სადავო ნაგებობას მოხეში შესაძლოა ძეგლის სტატუსი მიენიჭოს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურს დაევალა სოფელ მოხეში მდებარე სადავო ნაგებობის „სახეობის, მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული ან კულტურული ღირებულებისა და კატეგორიის განსაზღვრისათვის შესაბამისი დასკვნის მისაღებად“, ამ შენობის მონაცემების წარდგენა სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთვის 6 თვის ვადაში. ნაგებობის შესახებ მონაცემები და დასკვნა, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ამ „ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად“ არის საჭირო. რელიგიის …

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ლგბტ ადამიანების უფლებებზე

რატომ ვერ გრძნობენ თავს დაცულად სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ქუჩაში, ქვეყანაში და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ყველა მოქალაქის სიცოცხლისა და გამოხატვის უფლება იყოს დაცული? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები საუბრობენ. ცოტნე ანანიძე, „ქართული ოცნება“: „სახელმწიფოს რა ვალდებულებაც აქვს, ეს არის კანონით რეგულირებული. პირველ რიგში, ყველა ადამიანის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული და ნებისმიერი …

ერთად აღვნიშნოთ მუზეუმების საერთაშორისო დღე – ფილმის ჩვენება და დისკუსია (ანონსი)

18 მაისს, 12:00 საათზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ  მუზეუმში, ამიკო ქავთარაძის სატელევიზიო პროექტის „ერთი ფოტოს ისტორია“ – 9/11-ის  ჩვენება გაიმართება. ჩვენება მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების „მუზეუმი და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე“  ფარგლებში იმართება. ფილმი ეხება  2001  წლის  11 სექტემბერს  აშშ-ში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რის შედეგადაც  ნიუ-იორკის ორი ცათამბჯენი …

უსკო სამ ვაკანსიაზე კონკურსს აცხადებს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია კონკურსს სამ ვაკანსიაზე აცხადებს. ვაკანსიები ახალ სამსახურშია, რომელიც უსკომ საარჩევნო მოხელეების კვალიფიკაციის გასაუმჯობესებლად და გრანტების მოსაძიებლად შექმნა. „ინსტიტუციური განვითარების სამსახურის“ ფუნქციები უსკოს რეგლამენტით განისაზღვრება. ამ ცვლილებებსა და კონკურსის დებულებაზე უმაღლესი საარჩევნო კომისია დღეს, 17 მაისს იმსჯელებს. უსკოს თავმჯდომარის, პარმენ ჯალაღონიას თქმით, ახალი სამსახურის ხელმძღვანელის ხელფასი თვეში დანამატის გარეშე დაახლოებით 1274 ლარი …

რომელი მოსამართლე განიხილავს „ბათუმის აქციის საქმეს“

„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ დღეს, 17 მაისს, არსებით განხილვას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი შავაძე დაიწყებს. საქმეში ამ დროისთვის ზუსტად 301 მოწმეა დასაკითხი. მოსამართლე თავდაპირველად ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმენს. ამ საქმეზე წინასასამართლო პროცესები მოსამართლეებმა ვიოლეტა ფორჩხიძემ და დავით მამისეიშვილმა გამართეს. ამ ეტაპზე სასამართლო მხოლოდ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავს. ასევე იმას, უნდა გათავისუფლდეს თუ არა ბრალდებული პატიმრობიდან …

მიწისქვეშა ბათუმის ახალი სიცოცხლე

მალე ბათუმს წყლისა და კანალიზაციის სრულიად ახალი ქსელი ექნება. ბათუმისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე კომპანია „გზა“ მუშაობს გერმანელ პარტნიორთან ერთად. 2010 წელს დაწყებული სამუშაოები, რომლებშიც კომპანია „გზა“ 2014 წლიდან ჩაერთო, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და 2018 წლის მიწურულს დასრულდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმი, თავისი არსებობის განმავლობაში, პირველად იქცევა ქალაქად, რომელსაც ექნება ევროპული სტანდარტების შესაფერისი საკანალიზაციო …

შემოსავლების სამსახურის ვებსერვისებთან წვდომა ორი დღით შეიზღუდება

 შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 და 21 მაისს შემოსავლების სამსახურის ვებსერვისებთან წვდომა ორი დღით შეიზღუდება. ამიტომ, სამსახური მოუწოდებს შესაბამის პირებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნულ პერიოდში იგეგმება ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის ტრანსპორტირება, დაგეგმილი სამუშაოების დაწყებამდე გამოიყენონ ზედნადების წინასწარ გამოწერის შესაძლებლობა. „გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურში დაგეგმილია სერვერული ინფრასტრუქტურის განახლებითი  სამუშაოების ჩატარება, რის გამოც 20 მაისს 22:00 …

29 239 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციისთვის ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობის აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის შენახვა, რეალიზაცია, გადაზიდვის ფაქტზე, ორი პირი დააკავა. „გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ – ერთი ბრალდებული, წყალტუბოს რაიონში საკუთარი საცხოვრებელი სახლის სხვენში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებრებულ უაქციზო სიგარეტს, კერძოდ, 29 239 კოლოფ ,,Master’’- …

პირველი სალოტბარო სკოლა ბათუმში

დღეს ბათუმში, აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა გაიხსნა. პროექტის – ,,სალოტბარო მიმართულების განვითარება“ მიზანი უძველესი ადგილობრივი ხალხური სიმღერების აღდგენა და შენარჩუნებაა. აჭარის „ხალხური ხელოვნების“ სკოლის დირექტორის, გურამ ხოზრევანიძის თქმით, სკოლაში გაწევრიანება ნებისმიერ წარჩინებულ მოსწავლეს შეუძლია. მსურველები უფასოდ შეისწავლიან „ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას.“ გახსნის ცერემონიის დასრულებისას აჭარის ხალხური ხელოვნების …

700 აბონენტს ქედაში ელექტროენერგია არ მიეწოდება

ამ დროისთვის [ 16 მაისის 18 საათისთვის], ქედის მუნიციპალიტეტში შუქი 700 აბონენტს არ მიეწოდება. შუქი ქედის სოფლებში თითქმის ყოველდღიურად ითიშება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელი თეიმურაზ ბოლქვაძე განმარტავს, რომ შუქის მიწოდებაში შეზღუდვები მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას უკავშირდება. შუქი არც წინასწარ დაანონსებულ დროს ირთვება. ხშირ შემთხვევაში შუქი სოფლებში დილის 8 საათზე ითიშება და საღამოს 6 საათის ნაცვლად, …

რა თანხას დაიბრუნებს სახელმწიფო მითვისებული 5 მილიონიდან

შპს „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორს, ირაკლი ცეცხლაძეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილების გამოცხადების დროს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მსჯავრდებულის ის საბანკო ანგარიშებიც ჩამოთვალა, სადაც მას თანხა აქვს განთავსებული – ჯამში 130 256 აშშ დოლარი და 988,77 ლარი. უკანონოდ მითვისებული 5 მილიონიდან სახელმწიფო მხოლოდ ამ თანხას დაიბრუნებს. ამას გარდა, ბელორუსიაში დაკავების დროს, ირაკლი ცეცხლაძემ …

აჭარის მაღალმთიანეთში რძის მიმღები პუნქტების მოწყობას 874 ათასი ლარი დასჭირდება

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018 წლისთვის რძის მიმღები ორი პუნქტის მოწყობას გეგმავს. რძის მიმღები პუნქტები რეგიონის იმ ნაწილში მოეწყობა, სადაც ყველაზე მეტი რძე იწარმოება, თითოეულის წარმადობა დღეში 10 ტონა იქნება. მას შემდეგ, რაც სამინისტრო მიმღებ პუნქტებს მოაწყობს, მათ იჯარით იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადასცემს, რომლებიც რძეს აწარმოებენ. „რძის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისი მიმღები პუნქტების მშენებლობა …

სარძევე ჯირკვლის დიაგნოსტიკა ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

თეიმურაზ გოგიტიძე, მამოლოგია-ონკოქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 2016 წლის დეკემბრიდან ვმუშაობ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, სარძევე ჯირკვლის პათოლოგიის დიაგნოსტიკას ვეწევი. აქ გვაქვს მამოგრაფიის ციფრული აპარატი სკრინინგისთვის. ეს არის სარძევე ჯირკვლის რენტგენული კვლევა, რომელიც მიიჩნევა ოქროს სტანდარტად სკრინინგში იმ პათოლოგიების გამოსავლენად, რომლებიც არ იგრძნობა ხელით არც ექიმისა და არც პაციენტის მიერ. ეს აპარატურა დასავლეთ …

„კაპელა და მეგობრები“ – ნინო ქათამაძის კონცერტი ბათუმში

„კაპელა და მეგობრები“ – ასე ჰქვია კონცერტს, სადაც 18 მაისს, ნინო ქათამაძე იმღერებს. კონცერტში მონაწილეობს საქართველოს სიმფონიური ორკესტრი, ასევე, ჯგუფ „ინსაითის“ გიტარისტი გოჩა ყაჭეიშვილი. ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს. კონცერტი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. ბილეთის ფასი 10 და 15 ლარია.

„5 მილიონის საქმეზე“ ირაკლი ცეცხლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

გახმაურებული „5 მილიონის მითვისების საქმეზე“ ირაკლი ცეცხლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  მას ასევე ჩამოართმევენ იმ ფულს, რაც ამ დროისთვის საბანკო ანგარიშზე აქვს. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა დავით ჭარბაძემ მოსამართლეს სთხოვა, თავისუფლების აღკვეთის შეფარდების გარდა, ირაკლი ცეცხლაძის საბანკო ანგარიშებიდანაც მოიხსნას თანხა, „რაც მას უკანონო გზით აქვს მოპოვებული და …

ზურაბ პატარაძე მეჩეთის მშენებლობის თემაზე: ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ გამოსავალს

აჭარის მთავრობის პრესსამსახური ზურაბ პატარაძის ვიდეოკომენტარს ავრცელებს, სადაც ის ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ირგვლივ არსებულ პრობლემაზე საუბრობს. ზურაბ პატარაძე  ამბობს: „იყო საუბარი იმაზე, რომ თითქო ეს იყო გასაიდუმლოებული შეხვედრა, არანაირი გასაიდუმლოებული შეხვედრები არ ყოფილა, ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი, ჩვენ არაჩვეულებრივი, კარგი დიალოგი გვაქვს ზოგადად სამუფთოსთან, არასამთავრობო სექტორთან, პრესასთან, ასევე რელიგიის სააგენტოსთან.  ჩვენ ვმსჯელობთ ამ …

კიდევ ერთი საინფორმაციო ცენტრი ბათუმი ცენტრალში

დღეს, 16 მაისს, „ბათუმი ცენტრალში“ ახალი საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი გაიხსნა. ახალ საინფორმაციო ცენტრში მგზავრებს აჭარის ტურისტული მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. იქვე იქნება შესაძლებელი კონკრეტული ტურების შეძენა მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით ზაფხულში, რეგიონის მასშტაბით, ტურისტებს ჯამში 9 საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი მოემსახურება, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების, მთიანი აჭარის ტურების, გასართობი ტურისტული ობიექტებისა თუ ღონისძიებების …

ინკლუზიური ცენტრის ბავშვები სპექტაკლს გამართავენ

18 მაისს, 18:30 საათზე, სსიპ ბათუმის № 26 საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრი სპექტაკლს „წუნა და წრუწუნას“  გამართავს. სპექტაკლს საქართველოში შშმ პირების პირველი თეატრალური დასი „ცისარტყელა“ წარადგენს, რომელშიც დასის 18 მონაწილე მიიღებს მონაწილეობას. წარმოდგენა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გაიმართება. ინკლუზიური სწავლების ცენტრის დირექტორის, თამარ გოგიშვილის თქმით, ეს სპექტაკლი არ არის პირველი, …

აზიური ფაროსანა ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურას ანადგურებს – მწერთან ბრძოლა დატესტვის რეჟიმში

მავნებელი მწერი ფაროსანა, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკარანტინო მავნებლების ნუსხაში შეიყვანა, ციტრუსს, თხილს, ვაზს, ატამს, ჟოლოს, ვაშლს, მსხალს… ბოსტნეულს, სიმინდს – სულ 300-მდე სასოფლო-სამეურნეო კულტურას ანადგურებს. მავნებელი მცენარის ნაყოფს ხვრეტს და ნაყოფიდან წვენს იღებს, რაც ნაყოფის უჯრედულ დაზიანებასა და  მოსავლის ხარისხის დაცემას იწვევს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მამუკა თურმანიძის თქმით, სამინისტრო პირველ …

საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან, აშშ-დან და საბერძნეთიდან შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 105.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 255.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 11.6 პროცენტით (11 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 …

ნეპოტიზმის ნიშნები შუახევში

შუახევის გამგეობის წინააღმდეგ სასამართლო დავას ვახტანგ ბერიძე იწყებს. ის 4 მაისამდე ააიპ „შუახევის კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელი იყო. მის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაიცავს. შუახევის კულტურის ცენტრის ახალი დირექტორი მაკა მაკარაძე გახდა. ის შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, რუსუდან შავაძის რძლის დაა. რუსუდან შავაძე უშუალოდ კულტურის მიმართულებას კურირებს. ამავდროულად, კულტურის ცენტრის ახალი დირექტორი – მაკა მაკარაძე …

ჰილტონ ბათუმის კარიერის კვირეული სტუდენტებისთვის

„ჰილტონ ბათუმი“ გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ „ჰილტონის“ ქსელის ყველაზე მასშტაბურ კარიერულ ღონისძიებაში, სახელწოდებით: „Careers@Hilton“ კვირეული. აღნიშნული ღონისძიება უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს და სამუშაოს ახალგაზრდა მაძიებლებს სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. 2019 წლისთვის, „ჰილტონის“ ქსელი გეგმავს ერთი მილიონი ახალგაზრდის დასაქმებას და ამ შედეგის მიღწევაში წვლილის შეტანა 20 მაისს შეგვიძლია! გამოიყენეთ შანსი გახდეთ „ჰილტონის“ …

მოვუსმინოთ ბავშვს – ლექცია რუსთაველის უნივერსიტეტში

17 მაისს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში გაიმართება ლექცია „მოვუსმინოთ ბავშვებს“, რომელიც ევროკავშირის პროექტის – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში იმართება და  ბავშვთა დახმარების ხაზის (HelpLine) საერთაშორისო დღეს უკავშირდება. ბავშვთა დახმარების ქსელი (116 111) ემსახურება ბავშვებს, ახალგაზრდებს, მშობლებს, პროფესიონალებს, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე სურს საუბარი. „ათეულობით წლის განმავლობაში მიჩნეული იყო, რომ ბავშვების მიერ მოწოდებული …

დელფინარიუმში მოსწავლეები ფასდაკლებით ვეღარ ისარგებლებენ

ზამთრის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებს დელფინარიუმში შესვლა 9 ლარად შეეძლოთ, თუმცა ტურისტულ სეზონზე ისინი ფასდაკლებით ვეღარ ისარგებლებენ და  სტანდარტულ ფასს – 15 ლარს გადაიხდიან. აღნიშნული ფასი 1-ელ ოქტომბრამდე შენარჩუნება.  მოსწავლეებისთვის 9 ლარი მხოლოდ 13 ივნისის ჩათვლით იქნება. დელფინარიუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელსაც 20 ლარი ეღირება დელფინების ღამის შოუ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, დელფინარიუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაწილობრივ დასრულებულია. „შეიღება …

„სანდასუფთავება“ პლაჟების დალაგების მიზნით 40 ადამიანს დაასაქმებს

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ბათუმის „სანდასუფთავება“, პლაჟების დალაგების მიზნით, დამატებითი ბრიგადების მობილიზებას გეგმავს. დაემატება 40 ადამიანი, რომელიც  „სანდასუფთავების“ უფროსის დავით ასამბაძის თქმით, მერიაში შემოსული განცხადებების საფუძველზე შეირჩევა. „რეზერვები გვაქვს, რომელსაც წლის განმავლობაში ვინახავთ და იქედან ვასაქმებთ ადამიანებს, ასევე, სეზონურად ვინც მუშაობს, ის ხალხი მოგვმართავს ხოლმე და მათ ვასაქმებთ. ეს არის დაახლოებით ოთხთვიანი სამუშაო“-გვეუბნება ის. მერიის ინფორმაციით, …

მერია ქუჩის გადათხრაზე ნებართვების გაცემას აჩერებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის მიზნით ქუჩების გადათხრაზე ნებართვები აღარ გაიცემა. აკრძალვა 25 მაისიდან 1-ელ ოქტომბრამდე გაგრძელდება. მერიის ინფორმაციით, იმ ქუჩებზე, სადაც ამჟამად მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის პროცესი, სამუშოები თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს. „ეს აკრძალვა შესაძლებელია არ შეეხოს მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილებს. თუ სადმე წყლის მილი დაზიანდება ან სხვა ტიპის …

უნივერსიტეტის კონკურსში, წინასწარი ინფორმაციით, აჭარის სუს-ის უფროსის ცოლმა გაიმარჯვა

ინგლისური ენის მიმართულებით ერთი ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი აპრილში, სასწავლო წლის მიწურულს, მოულოდნელად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაცხადა. 11 მაისს საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა, კანდიდატების საბუთებიც გადამოწმდა და გასაუბრებაც იმავე დღეს ჩატარდა. უნივერსიტეტი დღეს, 15 მაისს, დღის ბოლოს აპირებს კონკურსის შედეგების გამოქვენებას, თუმცა საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის პრორექტორი თამარ სირაძე „ბათუმელებთან“ არ მალავს, რომ „ყველა …

მაღალი ძაბვის ელექტრობოძებს სასაფლაოზე აღარ დადგამენ

დღეს, 15 მაისს, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ბაკურიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, მოსახლეობამ  მიაღწია იმას, რომ მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტრობოძები სასაფლაოებზე აღარ გაივლის. მოსახლეობა ბოძების ადგილმდებარეობის შეცვლას მოითხოვდა, რადგან ტერიტორია, სადაც მაღალი ძაბვის ელექტროხაზები უნდა გაეყვანათ, სოფლის ძველ სასაფლაოზე გადიოდა. თამაზ ბაკურიძის თქმით, კომპანიასთან …

ექიმების ტურნირი მინიფეხბურთში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და სამედიცინო დაწესებულებები ერთმანეთს მინიფეხბურთში შეეჯიბრებიან. ტურნირში სამინისტროს გარდა „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, „აჭარის ონკოლოგიური ცენტრი“, ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა“, „ხოზრევანიძის კლინიკა“, საზღვაო ჰოსპიტალი და ბათუმის საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტი (ბაუ) მონაწილეობენ. სამინისტროს ინფორმაციით, პირველი შეხვედრა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ონკოლოგიური ცენტრის თანამშრომლებს შორის შედგა: „სამინისტროს გუნდი მორიგ შეხვედრას ბათუმის რესპუბლიკური …

თელავივიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს ოთხი ავიაკომპანია განახორციელებს

მიმდინარე წელს თელავივიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების განხორციელებას ოთხი ავიაკომპანია –  Esrair Airlines-ი, Arkia, ELAL airlines-ი  და Georgian Airlines-ი გეგმავს. ბათუმის მიმართულებით რეისები ზაფხულის განმავლობაში შესრულდება. ამის შესახებ ისრაელის ელჩმა  საქართველოში შაფთაი ცურისმა განაცხადა, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, სულხან ღლონტს შეხვდა. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ისრაელიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ისრაელიდან აჭარაში 41 355 …

ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბათუმური საღამო რუსთაველის თეატრში

თბილისში, რუსთაველის თეატრში, ბათუმელი პოეტის ზურაბ გორგილაძისადმი მიძღვნილმა „ბათუმურმა საღამომ“ ანშლაგით ჩაიარა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა და აჭარიდან წარმოდგენილმა ქორეოგრაფიულმა და ვოკალურმა ანსამბლებმა. რუსთაველის თეატრში შეკრებილი საზოგადოების წინაშე წარსდგა აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, ანსამბლები: „ბერმუხა“, „ბათუმი“, მომღერლები: ნინო ქათამაძე, სოფო ხალვაში, ლაშა ღლონტი, ანი კეკუა, ირაკლი კახიძე. მუსიკალური ნომრები …

108 500 ლარი ივანიშვილის კომპანიას „ბლექ სი არენას“ სახურავის სამართავად

შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ ოზურგეთის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში] მდებარე საკონცერტო დარბაზის სახურავის სამართავად ხელშეკრულების გაფორმებას ბიძინა ივანიშვილის კომპანიასთან – „ელიტა ბურჯთან“ გეგმავს. დარბაზის მართვა 108 500 ლარი დაჯდება. „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ ინფორმაციით, შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა „ელიტა ბურჯის“ გამოთვლების საფუძველზე. თავის დროზე საკონცერტო დარბაზის მოძრავი სახურავის სრულად დაპროექტება, დამზადება და დამონტაჟებაც ასევე „ელიტა ბურჯმა“განახორციელა. „ბლექ სი არენა ჯორჯიაში“ აცხადებენ, …

აჭარაში სოფლის ექთნებისთვის ხელფასების გაზრდა იგეგმება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის პრიორიტეტების ფარგლებში, სამინისტრო, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის [პჯდ] ცენტრების ექთნებს შრომის ანაზღურებას 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულებს 100 ლარით გაუზრდის. ხელფასებზე დანამატები 2018 წლის იანვრიდან გაიცემა. სამინისტროს განცხადებით, დანამატი – სოფლის პჯდ ცენტრებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამის ფარგლებში გაიცემა და გაზრდილ ანაზღაურებას 110 ექთანი მიიღებს. აჭარის …

Exit mobile version