მთავარი,რეკლამა,სიახლეები

„ჰილტონ ბათუმი“ – 2017 წლის საუკეთესო დამსაქმებელი

28.09.2017
„ჰილტონ ბათუმი“ – 2017 წლის საუკეთესო დამსაქმებელი

2017 წლის 13 სექტემბერს თბილისში,  ევროკავშირის პროექტის – ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება“ ფარგლებში, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე „ჰილტონ ბათუმი“ დაჯილდოვდა, როგორც 2017 წლის საუკეთესო დამსაქმებელი, რამდენადაც ის პროექტში დასაწყისიდანვე აქტიურად არის ჩართული. კერძოდ, „ჰილტონ ბათუმს“ სამზარეულოში, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დალაგებისა და დასუფთავების და დაცვის დეპარტამენტებში, პრაქტიკა გაიარა 10-მა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირმა. ამჟამად კი მათგან 8 დასაქმებული სხვადასხვა დეპარტამენტში.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მთელს საქართველოში სულ დაჯილდოვდა 8 კომპანია და მხოლოდ 2 მათგანი იყო ბათუმიდან, რამდენადაც „ჰილტონ ბათუმი“ არის პირველი, რომელიც მაგალითს აძლევს სხვა კომპანიებს დაასაქმონ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები „ჰილტონში“იმედოვნებენ, რომ ბევრად მეტი კომპანია აიღებს მათგან მაგალითს და ისინი ერთად შექმნიან დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სამუშაო ბაზარზე.

ჰილტონ ბათუმს სამზარეულოში, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დალაგების, დასუფთავების და დაცვის დეპარტამენტებში 8 შშმ პირი ყავს დასაქმებული

ჰილტონ ბათუმს სამზარეულოში, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დალაგების, დასუფთავების და დაცვის დეპარტამენტებში 8 შშმ პირი ყავს დასაქმებული

პროექტი მიზნად ისახავს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ტრენინგებისა და დასაქმების გზით. პროექტი ასევე ემსახურება პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნესსექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირებას და აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას.

 

იგივე თემაზე იხილეთ:

„ჰილტონ ბათუმი“ – შეუზღუდავი სივრცე შშმ პირების დასაქმებისთვის

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.