ხობელი მოსწავლეების საქმეზე „ასავალ-დასავალმა“ ეთიკის ქარტიის რამდენიმე პრინციპი დაარღვია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ხობის მე-2 საჯარო სკოლის განცხადება განიხილა გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წინაააღმდეგ. საბჭოს გადაწყვეტილებით, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა, დიტო ჩუბინიძემ დაარღვია ეთიკის ქარტიის ის პრინციპები, რომლებიც ითვალისწინებს ფაქტის სიზუსტეს, დისკრიმინაციის წახალისებას და ბავშვთა უფლებებს. საქმის განხილვა ქალაქ ხობში შედგა. ხობის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის ბოლოს თანასწორობის იდეაზე კლიპი გადაიღეს. მოსწავლეები კლიპში პიროვნული, რელიგიური და …

ლაშა ბაქრაძე: ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდება მეზობელ ქვეყნებში

რატომ სჭირდება  ევროინტეგრაცია საქართველოს როგორც რუსეთის და თურქეთის მოსაზღვრე ქვეყანას? რა მიმართულებით უნდა გააქტიურდეს ქვეყანა და როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს საქართველომ როგორც მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებაში, ასევე დასავლეთთან? ამ საკითხებზე „ბათუმელები“ ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს,  ისტორიკოს ლაშა ბაქრაძეს ესაუბრა. 30 სექტემბერს ლაშა ბაქრაძემ ამავე თემაზე წაიკითხა საჯარო ლექცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის სკოლაში. ორი ძლიერი ქვეყანა, – …

„შერატონში“ საერთაშორისო ბიზნესფორუმი მიმდინარეობს

დღეს, 30 სექტემბერს, ბათუმში, სასტუმრო ,„შერატონში“, ციტრუსის II-ე საერთაშორისო ბიზნესფორუმი – „ციტრუსის ექსპორტი 2017“ გაიხსნა. ბიზნესფორუმის მიზანი ადგილობრივი ციტრუსის პოპულარიზაცია და სარეალიზაციოდ ახალი ბაზრების ათვისებაა. საერთაშორისო ფორუმში მეციტრუსეობის დარგის 9 ქვეყნის 27 კომპანიის 34 წარმომადგენელი მონაწილეობს. იმპორტიორებმა ბელარუსიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, ლიტვადან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან და ტაჯიკეთიდან დაათვალიერეს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები და ადგილზე გაეცნენ ციტრუსის საექსპორტო …

ვის შეუძლია საბავშვო ბაღში მუშაობა ქედაში

29 სექტემბრის სხდომაზე ქედის საკრებულომ საბავშვო ბაღების თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაამტკიცა. ქედის საკრებულოს დადგენილება, რომელიც სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებს გარკვეულ მოთხოვნებს უწესებს, მას შემდეგ ამოქმედდება, როდესაც საბავშვო ბაღები ავტორიზაციას გაივლიან. ქედის საკრებულოს დადგენილებით, საბავშვო ბაღის აღმზრდელ პედაგოგს უმაღლესი განათლება მოეთხოვება, რაც შეეხება აღმზრდელ-ასისტენტს, მას საშუალო განათლება უნდა ჰქონდეს და ამასთან, გადამზადებული უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების …

რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება აჭარის მუნიციპალიტეტებში 2017 წელს

მიმდინარე წელს აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი საგზაო სამუშაოების განხორციელებასა და მოვლაში 50 მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს. ყველა მუნიციპალიტეტში ერთდროულად მიმდინარეობს რამდენიმე ათეული პროექტი. ამჯერად ინფორმაციას მოგაწვდით აჭარის თითოეულ მუნიციპალიტეტში  დაგეგმილ და მიმდინარე  პროექტებზე, რომლებსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს უშუალოდ ან ზედამხედველობს. აქ ჩამოთვლილი …

საადრეო მანდარინის რთველი აჭარაში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საადრეო მანდარინის რთველში ჩაერთო. რეგიონის ხელმძღვანელთან ერთად ჩაქვის ციტრუსის  სანერგე მეურნეობაში დაწყებულ რთველში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, აგროსერვისცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და ციტრუსის საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებიც ჩაერთნენ. ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში 65 ჯიშის ციტრუსი 11 ჰა ფართობზეა გაშენებული. ციტრუსის ჯიშები სხვადასხვა ქვეყნიდანაა (ჩინეთი, ესპანეთი, თურქეთი, …

მწვანე კონცხის პლაჟი 49 წლით გასხვისდება – დაინტერესებული კომპანია სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული

მწვანე კონცხის პლაჟის ნაწილი 49 წლის ვადით „ბიზნეს დეველოპმენტს“ უსასყიდლოდ გადაეცემა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ნაკვეთისა და ერთი შენობის პირდაპირი წესით შეძენას გეგმავს. „ბიზნეს დეველოპმენტი“, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. აჭარის მთავრობისთვის კომპანიის პირობები მისაღებია. პირობები მისაღები აღმოჩნდა ბათუმის საკრებულოსთვისაც, რომელმაც დღევანდელი, 29 სექტემბრის სხდომაზე, ქონების გადაცემას მხარი დაუჭირა. „ბიზნეს დეველოპმენტი“, მწვანე კონცხზე 6 346 კვ.მ …

პარიზის ოთხი ლეგენდარული კაფე

მე-19, მე-20 საუკუნეების მწერლები, მხატვრები, ინტელექტუალები თუ არტისტები ხშირად კაფეებსა და ბარებში ხვდებოდნენ ერთმანეთს. იკრიბებოდნენ თამბაქოს კვამლით გაბუღულ, ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილ ადგილებში, საათობით საუბრობდნენ, კამათობდნენ, ახალ ლექსებს, მოთხრობებს უკითხავდნენ ერთმანეთს  და ერთობოდნენ. ჟან პოლ სარტრს, პიკასოს, პოლ ვერლენსა თუ ჰემინგუეის არაერთი ღამე დასთენებია პარიზული ბისტროების ტერასებზე. მოგვიანებით ეს კაფეები პარიზის ღირშესანიშნავ ადგილებად იქცა და ბევრი …

11 თვის ბონდო ექიმთან ვერ მიჰყავთ

ოქტომბერში ბონდო 1 წლის გახდება. თუ დედას გზის ფული ექნება, ბონდოს თბილისში წაიყვანენ და ოპერაციას გაუკეთებენ, რის შემდეგადაც იგი ჭამას თავისუფლად შეძლებს. ბონდოს იშვიათი, თანდაყოლილი დაავადება აქვს, ე.წ. „მგლის ხახა“ და მას პლასტიკური ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება. მას ჟვანიას კლინიკაში მკურნალობდნენ, სადაც ბონდოს დედას, 32 წლის ნონას უთხრეს, რომ ოპერაციიას მას შემდეგ გაუკეთებდნენ, როცა ბავშვის წონა მინიმუმ …

ენმ-ს სააგიტაციო ბუკლეტი ამომრჩევლის ბარათთან ერთად – პარტიამ წარმომადგენელი კომისიიდან გაუშვა

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მომხმარებელი ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ აძლევს საარჩევნო კომისიის წევრი ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო ბუკლეტს ამომრჩევლის ბარათთან ერთად. ამომრჩეველი კომისიის წევრს ეკითხება, აქვს თუ არა მას სააგიტაციო მასალის გავრცელების უფლება. კომისიის წევრი ამომრჩეველს პასუხობს, რომ სააგიტაციო მასალა მას საარჩევნო შტაბში დაურიგეს. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ადასტურებენ, რომ საარჩევნო კომისიის წევრი ნამდვილად „ნაციონალურ მოძრაობას“ …

ბათუმში Black Sea Mall-ი გაიხსნა

დღეს, 29 სექტემბერს „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანია „ემ პი დეველოპმენტმა“ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ.#22-ში სავაჭრო ცენტრი Black Sea Mall-ი ოფიციალურად გახსნა. Black Sea Mall-ი ჰიპერმარკეტ კარფურსა და ოცდაორი უცხოური თუ ადგილობრივი ბრენდის მაღაზიას აერთიანებს. „ვენდისი“ და „დანქინ დონატსი“, „არაი თუმოროუ“, „პარფოისი“, „ივ როშე“, „დელფოსი“, „პეპელა“, „ოვს ქიდსი“, „პენტი“ და „ბატა“ – ეს მცირე ჩამონათვალია იმ …

ბათუმის იახტკლუბი ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიას გადაეცემა

შპს „რივიერა ბიჩი“ აჭარის მთავრობას ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიას 1004 კვ.მ მიწის ნაკვეთს, შემდგომში ინვესტიციის განხორციელების მიზნით, პირდაპირი წესით და  უსასყიდლოდ სთხოვს. კომპანია პირობას დებს, რომ გადაცემულ ტერიტორიაზე იახტკლუბის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას მოაწყობს. ტერიტორია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, სწორედ ამიტომ მისი კომპანიისთვის გადაცემის მოთხოვნით აჭარის მთავრობამ საკრებულოს მიმართა, საკრებულომ ამ თემაზე დღეს, 29 სექტემბერს, სხდომაზე იმსჯელა …

ვის აწყობს გამოძიების გაჭიანურება – პროკურატურას მფარველობაში ადანაშაულებენ

გერმანიის მოქალაქე, დავით გაიე ამბობს, თაღლითობის მსხვერპლია. მან პროკურატურას დახმარებისთვის 2017 წლის თებერვალში მიმართა და საგამოძიებო პროცესი ორი თვის წინ დასრულდა, თუმცა პროკურატურა კონკრეტული პირისთვის ბრალის წარდგენაზე უარს ამბობს. დავით გაიე გვიყვება, რომ ბათუმში ბიზნესის დასაწყებად თავდაპირველად ფული გერმანელისგან ისესხა, შემდეგ მასთან იჩხუბა და კომუნიკაციას  ვეღარ ახერხებდა. „დამიკავშირდა ერთი პირი, საქართველოს მოქალაქე  – გიორგი ქ. რომელსაც …

ლიბიაში დაკავებული მეზღვაურის ახლობლები მთავრობას მიმართავენ

დღეს, 29 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ლიბიის სამხრეთ სანაპიროზე დაკავებულ ტანკერ Rex 30-ზე მყოფი ქართველი მეზღვაურის რომან კაკალაძის ახლობლები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლებაში დახმარება მოსთხოვეს. „ჩვენ ვთხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობას, რომ გააქტიურდნენ და დაეხმარონ ქართველ მეზღვაურებს სამშობლოში დაბრუნებაში. ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, იმყოფებიან განსაცდელში …

რის გამო მოხდა მკვლელობა სამების მონასტერთან – სასამართლო განხილვა დაიწყო

„ბრალის დადასტურების შემთხვევაში, თქვენ გელოდებათ თავისუფლების აღკვეთა 16-დან 20 წლამდე“, – მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გაზრახ მკვლელობაში ბრალდებულს და შემდეგ ტრადიციული კითხვა დაუსვა: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“. 27 წლის ნუკრი ლ.-მ მოსამართლეს უპასუხა, რომ ამ ეტაპზე თავს შეიკავებს. სამების მონასტერთან 5 აგვისტოს მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 29 სექტემბერს, დაიწყო. ხალხით …

კონფერენცია თემაზე: ,,მემკვიდრეობა და ბუნება: შესაძლებლობათა ლანდშაფტი“ [ანონსი]

2017 წლის 30 სექტემბერს, 15:00 სთ-ზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები“-ს ფარგლებში გაიმართება კონფერენცია თემაზე: ,,მემკვიდრეობა და ბუნება: შესაძლებლობათა ლანდშაფტი“. კონფერენციის მთავარი მიზანია ფართო საზოგადოების ჩართვა აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობაში, განვითარებასა და პოპულარიზაციაში. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა  დარგის სპეციალისტები და …

„ოცნების“ სიის პირველი ნომერი ქედაში: მოსახლეობა ზარმაცობს

ქედის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ამირან ცინცაძე, სახელისუფლებო პარტიამ პროპორციული სიის პირველ ნომრად დაასახელა ქედაში. რა გააკეთა მოსახლეობისთვის მუშაობის სამწლიან პერიოდში, რის გაკეთება ვერ შეძლო და რა პრობლემების მოგვარებას ჰპირდება მოსახლეობას?  – „ბათუმელების“ კითხვებს ამირან ცინცაძე პასუხობს. ბატონო ამირან, რამდენად შესრულდა თქვენი წინასაარჩევნო დაპირება? ჩვენ რაც დავპირდით მოსახლეობას …

„საუბრები ევროპაზე“ – შეხვედრა ლაშა ბაქრაძესთან კირნათის საჯარო სკოლაში

30 სექტემბერს, 13 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის საჯარო სკოლაში გაიმართება დისკუსია თემაზე – „რატომ სჭირდება ევროინტეგრაცია საქართველოს, როგორც თურქეთისა და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანას.“  დისკუსიაზე მომხსენებელი იქნება  ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე. შეხვედრის ორგანიზატორი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია“. შეხვედრა იმართება დისკუსიათა ციკლის – „საუბრები ევროპაზე“ – ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი [EWMI], ფინანსური მხარდამჭერები: ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო …

ცნებები: პრემია და დანამატი უნდა გაუქმდეს – ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი, პირველ რიგში, მიწის პრობლემის მოგვარებას აპირებს, თუმცა ვერ ამბობს, რატომ უნდა ენდოს ხელვაჩაურის მოსახლეობა მას ამჯერად. თეიმურაზ დუმბაძე  2008 წლიდან 2012 წლამდე ხელვაჩაურის გამგებელი იყო. სწორედ ამ დროს შეიქმნა ყველაზე მწვავედ მიწის პრობლემა ხელვაჩაურში, კონკრეტულად კი, გონიოში. თეიმურაზ დუმბაძემ გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტის პირველ პირად დაბრუნება უნდა არა მხოლოდ იმიტომ, …

„ჰილტონ ბათუმი“ – 2017 წლის საუკეთესო დამსაქმებელი

2017 წლის 13 სექტემბერს თბილისში,  ევროკავშირის პროექტის – ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება“ ფარგლებში, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე „ჰილტონ ბათუმი“ დაჯილდოვდა, როგორც 2017 წლის საუკეთესო დამსაქმებელი, რამდენადაც ის პროექტში დასაწყისიდანვე აქტიურად არის ჩართული. კერძოდ, „ჰილტონ ბათუმს“ სამზარეულოში, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დალაგებისა და დასუფთავების და დაცვის დეპარტამენტებში, პრაქტიკა გაიარა 10-მა განსაკუთრებული საჭიროების …

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი ჯერჯერობით ვერ დგინდება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, რამ გამოიწვია ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების ინტოქსიკაცია, ჯერჯერობით უცნობია.  მინისტრის განცხადებით, ლაბორატორიული კვლევებით ინტოქსიკაციის მიზეზები არ დგინდება. „ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს სისხლში მომხდარ ცვლილებებს. მოსწავლეების მდგომარეობა კი არ იყო განსაკუთრებულად მძიმე, ყველა ბავშვი ადეკვატური იყო, არ ჰქონდათ გამოხატული სუნთქვის უკმარისობა. მხოლოდ გულის რევის შეგრძნება ჰქონდათ და რამდენიმეს ჰქონდა ღებინება. …

ჩემი ერთი წელი კალიფორნიის შტატის სკოლაში

ავტორი: დავით ჯინჭარაძე  ორი წლის წინ საზღვარგარეთ უფასოდ წასვლაზე მხოლოდ ოცნება შემეძლო. მაშინ თურქეთშიც კი არ ვიყავი ნამყოფი და ერთადერთი წყარო, საიდანაც უცხო ქვეყნებზე ვიგებდი, ინტერნეტი იყო. ვუყურებდი სხვადასხვა ვიდეოს, ვკითხულობდი სტატიებს იმ მიზნით, რომ გარესამყაროზე მეტი გამეგო. ერთხელ, უცხო ქვეყნების შორიდან “თვალიერების” დროს, აღმოვაჩინე FLEX-ის პროგრამა, რომელიც აშშ-ში ერთი წლით წასვლას მთავაზობდა, თან სრულიად …

მწვანე კონცხის პლაჟს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია ითხოვს

„ბიზნეს დეველოპმენტი“, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა, აჭარის მთავრობას მწვანე კონცხზე 6 346 კვ.მ პლაჟს, მისი დასუფთავების, მოვლა- პატრონობისა და კეთილმოწყობის პირობით, 49 წლის ვადით უსასყიდლოდ სთხოვს. კომპანია მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ნაკვეთისა [2333 კვ.მ] და ერთი შენობის [104,30 კვ.მ] პირდაპირი წესით შეძენას გეგმავს, მომავალში ამ ნაკვეთებზე ორი მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების …

ფერმერებისთვის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატის დარიგება დაიწყო

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ბათუმის,  ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წამლობითი ღონისძიებების გასატარებლად ფერმერებისთვის პრეპარატების დარიგება დაიწყო. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მამუკა თურმანიძის განცხადებით, „დიფენტრინის“ სახეობის ქიმიური შემადგენლობის პრეპარატი  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეისყიდა. აჭარის რეგიონისთვის სულ 13 000 ლიტრი პრეპარატია შეძენილი, აქედან  ბათუმის მუნიციპალიტეტს 2 100 ლიტრი, ქობულეთს – 5 300, …

როგორ ცხოვრობენ სომხები ბათუმში

ბათუმში  სომხური დიასპორა ყველაზე მრავალრიცხოვანია. ამ ქალაქში დაახლოებით რვა ათასამდე სომეხი ცხოვრობს. მულტიკულტურული ქალაქის ნიშა ბათუმმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დამდეგს მოიპოვა, როცა ბათუმის პორტმა საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა და ქალაქიც ეთნიკურად უფრო მრავალფეროვანი გახდა. ბათუმში მცხოვრები ეთნიკური სომხები აქტიურად მონაწილეობდნენ ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში და კულტურულ ცხოვრებაში. სომხურ თემს ბათუმის საკრებულოში ხმოსნებიც ჰყავდა. ცნობილი სომეხი კომერსანტი და …

ქობულეთის მეორე სკოლიდან 12 მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მადონა გოგიტიძის ინფორმაციით, ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის 12 მეშვიდეკლასელი მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოსწავლეები ამ დროისთვის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. „ბავშვებს გადასხმა უკეთდებათ, ანალიზები აუღეს და შემდეგ გახდება ალბათ ცნობილი ინტოქსიკაციის მიზეზი,“- ამბობს ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მადონა გოგიტიძე „ბათუმელებთან“ საუბარში. მადონა გოგიტიძის თქმით, მეშვიდე კლასში 12-მა მოსწავლემ თავი შეუძლოდ მესამე გაკვეთილის შემდეგ იგრძნო. …

„ოცნებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ რჩეული ბათუმის ოლქის „ნეიტრალურ“ წარმომადგენლად

ბათუმის საოლქო კომისიამ საუბნო კომისიებში ერთ-ერთ წარმომადგენლად დავით ქარცივაძე შეარჩია. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ოლქის წარმომადგენელი პოლიტიკურად ნეიტრალური პირი უნდა იყოს. დავით ქარცივაძე კი „პატრიოტთა ალიანსის“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის წევრია და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირი. საოლქო კომისიის წარმომადგენელს კენჭისყრის დღეს ნებისმიერ უბანზე თავისუფლად შესვლის უფლება აქვს. მან მიმდინარე პროცესის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ოლქს. „დავით ქარცივაძის …

ვარდების სკვერი სანაგვე ურნების გარეშე [ფოტო]

ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ვარდების სკვერში, ბოლო რამდენიმე თვეა არც ერთი სანაგვე ურნა არ დგას. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ „სკვერში განთავსებული ურნები იყო დაზიანებული, ისინი გაიტანეს და მათ უტარდებათ რეაბილიტაცია. ურნებს, რეაბილიტაციის შემდეგ, უახლოეს პერიოდში კვლავ დააბრუნებენ სკვერში“. სკვერს, რომელიც მერიის ადმინისტრაციული შენობის გვერდითაა, ოთხი მხრიდან ქუჩა ესაზღრება. „სკვერის მიმდებარედ, ამ ქუჩებზე არის განათების ბოძები, …

ბათუმის ყველაზე ასაკოვანი მესაათე

ქალაქს ბევრი რამ ქმნის: გარემო, არქიტექტურა,ლანდშაფტი, სკვერები და ბაღები, ქუჩები, ამ ქუჩებში დატრიალებული სუნიც კი, მაგრამ ქალაქის მაჯისცემას ყველაზე მეტად ადამიანები განსაზღვრავენ. ქუჩაში ყველას შეგვხვედრია მესაათის ჯიხური და ამაში უჩვეულო არაფერია, მაგრამ თუ ჯიხურის მინებიდან კარგად ჩანს როგორ ჩაჰკირკიტებს მოხუცი მესაათე მექანიზმის უწვრილეს დეტალებს და იქვე ხის ძველი, კედლის გუგულიანი საათებიც ჰკიდია, აუცილებლად შეჩერდებით. ბათუმში, …

ბათუმის საოლქო კომისიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი დააჯარიმა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბათუმის №79  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლის, გოგიტა გოგიტიძის მიმართ ადმინისტრაციული სამარათალდარღვევის ოქმი შედგა. ოქმის შედგენის მიზეზი გახდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტომასალის განთავსება. მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა. …

ქობულეთის 8 სოფელში გზებზე მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის 8 სოფელში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მეწყერი ჩამოწვა 6 საცხოვრებელ სახლთან, აქედან ორი ოჯახი დროებით ახლობელთან გადავიდა საცხოვრებლად. „ერთი ოჯახი ლეღვაში ცხოვრობს, მეორე – წყავროკაში. ამჟამად ადგილს სწავლობენ გეოლოგები. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, მათ შორის, სოფელ ქობულეთში, სადაც რამდენიმე დღის წინ ჩამოწვა მეწყერი. სულ 17 ერთეული ტექნიკური საშუალება მუშაობს,“ …

შვილები დედების წინააღმდეგ

ავტორი: ჯაბა ანანიძე  „ძალიან რთულია მისცე ჩვენება საკუთარი შვილის წინააღმდეგ,“ – ეს ერთ-ერთმა დედამ უთხრა მოსამართლეს და ცრემლიანი მზერის დამალვა სცადა. მან პოლიციას საშველად მას შემდეგ მიმართა, როცა შვილმა ბებიასაც სცემა. სპეციალისტების თქმით, დედები უკიდურეს სიტუაციაში მიმართავენ სამართალდამცველებს, რადგან უჭირთ იმის გამჟღავნება, რომ შვილები მათზე ძალადობენ. ოჯახში ძალადობის მუხლით სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებში რთული არ …

სამეცნიერო პიკნიკი ბათუმის ბულვარში

ხვალ, 29 სექტემბერს, ბათუმის ბულვარში, რუსთაველის უნივერსიტეტის მიმდებარედ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის [ბსუ] თანაორგანიზატორობით „ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი“ გაიმართება. სამეცნიერო პიკნიკი „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში ჩატარდება. ბსუ-ს ინფორმაციით, ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი 20 კარავი დაეთმობა უნივერსიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სასწავლო დაწესებულებებს. წარმოდგენილი ორგანიზაციები საინტერესო ექსპერიმენტებს ჩაატარებენ და ინტერაქტიულ …

როდის დაიწყება კორომხეთჰესის მშენებლობა ქედაში – ჰესი მდინარე აკავრეთაზეც აშენდება

ქედაში, კორომხეთჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შუახევიჰესის მშენებელ კომპანიასთან მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება დადებითად გადაწყდება, კასკადის მშენებლობა ქედაში 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყება და ის მდინარე აჭარისწყალზე მოეწყობა – განაცხადა „ბათუმელებთან“ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსმა, დავით შარიქაძემ. მისივე ინფორმაციით, ჰესის ასაშენებლად დაახლოებით 200 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. „სამშენებლო პროცედურებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დადებითად დასრულდება …

მილიონი ფრინველი ბათუმის ცაზე

სექტემბრის ბოლო კვირა აჭარაში საუკეთესო პერიოდია მტაცებელ ფრინველთა მიგრაციაზე დასაკვირვებლად. ევრაზიიდან აფრიკის კონტინენტისკენ გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა გუნდები ერთი კვირის განმავლობაში იფრენენ ბათუმის ცაზე, რომელიც აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის, პირობითად კი „ბათუმის ძაბრის“ სახელითაა ცნობილი. ბათუმის ათკილომეტრიანი „სამიგრაციო ძაბრი“  მსოფლიოში მესამე ადგილზე მექსიკისა და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. აჭარის ცას ყოველწლიურად ევრაზიიდან აფრიკისკენ …

ამერიკელი ფოტოგრაფის ნამუშევრების გამოფენა ბათუმში

29 სექტემბერს, 16:00 საათზე,  ბათუმში, საჯარო ბიბლიოთეკაში, „ამერიკულ კუთხეში“ ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის, ედუარდ კურტისის  ნამუშევრები გამოიფინება. წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფის თვალით დანახული ამერიკელი ინდიელების ცხოვრება. ფოტოები ვაშინგტონში, აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში დაცული კურტისის ფოტოების ასლებია. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

Exit mobile version