ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ბრალდებით ერთ პირს ბრალი წარუდგინეს

თბილისში ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს და ერთ პირს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულ პირობებში, სპირტისა და სხვადასხვა დანამატის გამოყენებით, დაამზადა SARAJISHVILI-ს, ASKANELI-სა და ASKANELI V.S.O.P-ის ბრენდების ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი – სულ 97 ბოთლი. „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უკანონოდ დამზადებული პროდუქცია. …

ქედაში კაცს 190 ათასი ლარი და მიკროავტობუსი გამოსძალეს – 1 პირი დააკავეს, 3 ბრალდებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აჭარაში ერთი პირი დააკავეს, სამ პირს კი ბრალი წარედგინა, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მიმალვაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტია. „ბრალდებულები, ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც მცირე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, სისტემატურად სძალავდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 23 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 522 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 560. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 367 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 25 387 ერთეული [+13] საარტილერიო სისტემა – 50 216 …

2 მშენებარე საბავშვო ბაღი ბათუმში – პროექტი, რომელშიც სახანძრო და საკანალიზაციო სისტემა გამორჩათ

ბათუმში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა 2025 წელს უნდა დაესრულებინა კომპანია „არალს“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის სახელს რამდენიმე მიზეზით უკავშირებენ. ამ კომპანიამ დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა და სამუშაოები ჯერაც არ დაუსრულებია. ბათუმის მერია 2026 წლის ბიუჯეტის 2 კვარტლის ანგარიშში წერს, რომ შპს „არალმა“ 6 თვეში გათვალისწინებული დაფინანსების მხოლოდ 20-23 პროცენტი აითვისა. საქმე ისაა, რომ კომპანიას 10 …

“ჩემს სიზმრებში ყოველთვის სოხუმში ვარ” – აფხაზეთიდან დევნილი ისტორიკოსის ამბავი

„30 წელის განმავლობაში ამ სახლზე არაფერი შეუცვლიათ, როგორც ჩემმა მშობლებმა დატოვეს, ისე არის დღემდე“, – გვეუბნება პროფესორი კახა კვაშილავა და მშობლიური სახლის ფოტოს გვაჩვენებს, რომელიც სოხუმში, ტურბაზის უბანში მდებარეობს. მაშინ, როცა იქ კვაშილავების ოჯახი ცხოვრობდა, სახლის მისამართი იყო კომკავშირის გზატკეცილი #118ა. ახლა ეს ქუჩა მუშნი ხვარწკიას სახელს ატარებს. ხვარწკიას აფხაზულ წყაროებში „აფხაზეთის გმირს“ უწოდებენ, რადგან …

„სულ გამიშვი-დამაკავე და გინებაა, მთვრალი კაცები სახლებთან გვიშარდავენ“ – მოსახლეობის პროტესტი

„პატარა ჩიხია, სადაც 7 ოჯახი ვცხოვრობთ. ძალიან ვიწრო შემოსასვლელი გვაქვს და ამ ვიწრო ჩიხში ყოველ საღამოს საქორწილო მანქანების კოლონა რომ მოაწვება, სახლებში ვეღარ შევდივართ. ავტომანქანებს გვიჩერებენ სახლთან, სახლის წინ, შესასვლელ კარებთან. მერე მიდის გინება, პატრული გამოვიძახეთ და არ შველის. სახლთან მოდიან მთვრალი კაცები და ხან აქ მიაშარდავენ და ხან იქ, გაგვიკეთეს ტუალეტი სახლებთან. გუშინწინ ისეთი …

„ოფისი დაიკეტა, მაგრამ სამხრეთის კარიბჭე არ ჩერდება“ – რა მოუვიდა მედიას, რომელიც ახალციხიდან მუშაობს

„მზია ამაღლობელის ბანერი სახლში წამოვიღე, ტექნიკასთან და ბევრ სხვა ნივთთან ერთად, ვერ დავტოვე. ციხიდან როცა გამოვა, ამ ბანერზე ხელს მოვაწერინებ და „კარიბჭეს“ ახალ თაობას გადავცემ“, – გვიყვება გულო კოხოძე, ონლაინმედია „სამხრეთის კარიბჭეს“ დირექტორი. ის ჩვენთან სატელეფონო საუბარში ემოციურად იხსენებს, როგორ ჩაალაგეს ნივთები ოფისის დაცლამდე, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, ხარჯებს ვეღარ გადაიხდიდნენ. გულოს სახლში სხვა …

მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით 60 წელს გადაცილებული კაცი დააკავეს

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ვერსიით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 60 წელს გადაცილებული ბრალდებული არასრულწლოვანზე რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს, მიმდინარე წლის აგვისტოში კი გააუპატიურა დაზარალებული. „სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დააკავეს“ – წერს პროკურატურა. დაკავებულს ბრალდება …

რუსეთში, უფასა და სამარაში უკრაინული დრონები ნავთობის ქარხნებს დაესხნენ თავს

22 სექტემბერს, ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთში, სამარის ოლქში მდებარე ნავთობის ქარხანას ათობით დრონით დაესხა თავს. ტელეგრამ-არხ Astra-ს ცნობით, უკრაინული დრონების სამიზნე სამარაში მდებარე კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო. დრონების დარტყმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. სამარაში მდებარე კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „როსნეფტის“ საკუთრებაა და რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი საწარმოა. 2026 წლის ივნისში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული …

თურქეთში სკოლასთან სროლა იყო, დაშავდა 8 ადამიანი – მედია

თურქული მედიის ცნობით, 22 სექტემბერს მანისას პროვინციის თურგუტლუს რაიონში, ერთ-ერთ სკოლასთან სროლის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. სროლა იყო დილის 8 საათის ფარგლებში, „ინჯი უზმეზის“ (İnci Üzmez) სახელობის პროფესიულ-ტექნიკურ სკოლასთან. პირმა სანადირო თოფიდან გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან ფეხით მიიმალა. ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. მედიის ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. სროლის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. ბოლო ცნობებით, შემთხვევის …

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე ივანიშვილის და კობახიძის დაკითხვას ითხოვენ

ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან 5 წლის თავზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მისი საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურისგან პასუხებს ითხოვს. ასევე, პარტიის მოთხოვნაა დაიკითხონ ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი. „არსებობს უამრავი მტკიცებულება და ჩანაწერი იმისა, რომ ნუგზარ ფუტკარაძეზე მიდიოდა წარმოუდგენელი ზეწოლა, დაშინება, მუქარა, შანტაჟი” – განაცხადა დღეს, 22 სექტემბერს პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე ემნ-ს წევრმა მარიამ …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 სექტემბრის 21 საათიდან 23 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 15 – 20 გრადუსი …

ახლობლების სახელით ბანკიდან სესხები აიღო და თანხა მიითვისა – პროკურატურა

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა შემდეგი: რუსთავში ბრალდებულმა თანამშრომლებისა და ახლობლების პირადი მონაცემების გამოყენებით, მათ სახელზე ერთ-ერთ ბანკში დისტანციურად გახსნა საბანკო ანგარიში და აღნიშნული პირების სახელზე ონლაინსესხის დამტკიცება მოითხოვა. „ბრალდებულმა არასწორი და ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, საბანკო ორგანიზაცია მოატყუა და 4 სხვადასხვა პირის სახელზე დამტკიცებულ სესხს …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 22 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 520 880 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 364 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 25 374 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 50 184 …

ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ განსახილველად მიიღო ირაკლი მილაძის საქმე – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საიას მიმართვის საფუძველზე განსახილველად მიიღო ირაკლი მილაძის საქმე, რომელიც ინტერნეტსივრცეში გამოხატვის თავისუფლებას შეეხება. ეს არის რიგით მეორე საქმე საქართველოსთან მიმართებით, რომელიც მომჩივნის მოთხოვნის საფუძველზე გადაეცა დიდ პალატას (პირველი საქმე შეეხებოდა საიასა და პარტნიორი ორგანიზაციების საჩივარს 20 ივნისის აქციის დაშლის ოპერაციასთან მიმართებით)“ – წერს ორგანიზაცია. საქმე …

„ჩემს შვილს იძულებით მოაწერინეს ხელი აღიარებაზე“ – ინტერვიუ დედასთან, რომლის შვილსაც 17 წელი მიუსაჯეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ IT სპეციალისტს, გიორგი კვიცარიძეს 17 წელი მიუსაჯეს. გიორგის დედა, ეთერ ხატისკაცი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისი შვილი რეალურად იმ კადრების მოპოვების გამო დასაჯეს, რითაც დადასტურდა, რომ ქობულეთის პოლიციის შენობაში პოლიციელები დაკავებულებზე ფიზიკურად ძალადობენ. ეთერ ხატისკაცის თქმით, ეს კადრები სწორედ მისმა შვილმა მოიპოვა „პოლიციელების ჩათებიდან“. გიორგი კვიცარიძის საქმის გარშემო „ბათუმელებმა“ დაკავებულის დედას, ეთერ ხატისკაცს …

„მინდა ხალხს ავუხსნა რეალური მიზეზი, რის გამოც ჩამსვეს ციხეში“ – ღარიბაშვილი ახალ წერილს აქვეყნებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ მის წერილს: „საზოგადოებაში კითხვები არსებობს ჩემს დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ბევრი ბუნდოვანი ვერსია და სპეკულაცია ვრცელდება. წინა წერილებში მე ნაწილობრივ განვმარტე და მინიშნებები გავაკეთე ძირითად მოტივთან დაკავშირებით, თუმცა გადავწყვიტე, კიდევ უფრო მეტად გავშალო ეს საკითხი და ხალხს ავუხსნა რეალური მიზეზი, რის გამოც …

ბათუმში 78 წლის ქალს ზებრაზე ავტომანქანა დაეჯახა – მძღოლი ადგილიდან მიიმალა

78 წლის ქალს ბათუმში, ზებრაზე გადასვლისას ავტომანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა 19 სექტემბერს მოხდა მაიაკოვსკის ქუჩაზე, დაახლოებით ღამის 10 საათზე. ხანდაზმული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს მრავლობითი დაზიანებით. „ბათუმელები“ ესაუბრა მის შვილს, რომელმაც გვითხრა, რომ დედამისი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და ექიმები კრიზისის გადალახვას ელოდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის …

ტაიფუნი იაპონიაში – მთავრობამ ორ მილიონამდე ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდა

იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროს ტაიფუნი „დუჟუანი“ უახლოვდება. ხელისუფლება ტოკიოსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას წყალდიდობისა და მეწყრის მაღალი რისკის შესახებ აფრთხილებს. დაახლოებით ორ მილიონ ადამიანს ევაკუაციის რეკომენდაცია მიეცა. იაპონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევაკუაცია ექვს პრეფექტურაში 1,908,645 ადამიანს ეხება. ეს პრეფექტურებია: იბარაკი, ჩიბა, ტოკიო, კანაგავა, შიზუოკა და საიტამა. ევაკუაცია სავალდებულო არ არის, მაგრამ იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ …

ლანჩხუთში ავტობანის 2 თვის წინ გახსნილი მონაკვეთი დროებით ჩაიკეტა – ხიდებთან დეფორმაციებია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ლესა-ხაჯალიას მონაკვეთი ჩაიკეტება. დეპარტამენტის ინფორმაციით მიზეზი ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციებია, რომლებსაც კონტრაქტორი კომპანია საკუთარი ხარჯით მოაგვარებს. ეს მონაკვეთი 2 თვის წინ გახსნეს. „სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30–კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, კონტრაქტორი კომპანიის ხარჯით გზის საფარის აღდგენის …

ბათუმში ფესტივალ „განდაგანას“ ორგანიზებისთვის 375 ათასი ლარია გამოყოფილი

ბათუმში წელს ფესტივალ „განდაგანას“ ორგანიზებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან ჯამში 375 ათას 615 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხაში არ შედის ჰონორარი, რომელსაც ფესტივალში მონაწილე მუსიკოსებს გადასცემენ. მაგალითად, გასულ წელს ჰონორარებში 190 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა. ფესტივალი ორდღიანი იქნება, თუმცა ჯერ ჩატარების თარიღი არ არის დაზუსტებული. ამ დროისთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ა[ა]იპ „ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს“ ორი ტენდერი აქვს …

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან – მომხმარებლებს საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე ფილიალში მისვლის გარეშე, პირდაპირ მობაილბანკიდან შეუძლიათ. პრაქტიკულად აღარ არსებობს არც დროის გამოყოფის და არც სხვა ტიპის ბარიერი -დღესვე შეგიძლიათ, პატარა ნაბიჯებით დაიწყოთ თქვენი შვილების დიდი სურვილებისა და მიზნების მხარდაჭერისთვის მზადება. ანაბრის გახსნა შესაძლებელია 0 ლარით, მინიმალური შენატანისა და ყოველთვიური საკომისიოს გარეშე – ლარში, დოლარში, …

შუახევის მერია ხულოსთან საზღვარზე „სკვერს“ აწყობს – გამოყოფილია 87 300 ლარი

შუახევის მერია შუახევი-ხულოს ადმინისტრაციულ საზღვართან, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის გასწვრივ სკვერის მოწყობას გეგმავს. სამუშაოები აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში დაფინანსდება. შუახევის მერიას ორი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვართან სკვერის მოწყობაზე ტენდერი 87 ათას 300 ლარით აქვს გამოცხადებული. რაც შეეხება სკვერს – პროექტის მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიგება ფილები, მოეწყობა მოაჯირი და განათება, დაიდგმება 1 ფანჩატური, რამდენიმე დეკორატიული საყვავილე ქოთანი, …

კადიროვმა რეკორდული მონაცემებით, 99.85 პროცენტით „გაიმარჯვა“ არჩევნებში

რუსული მედიის ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის არჩევნებში რეკორდული შედეგით გაიმარჯვა, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ხმების 99.85% მიიღო. ეს კადიროვის ახალი რეკორდია – 2016 წლის წინა არჩევნებში, ოფიციალური მონაცემებით, კადიროვმა ხმების 94.8% მიიღო, ხოლო 2021 წელს – 99.7%. კადიროვის გარდა, 2026 წლის ჩეჩნეთის არჩევნებში მონაწილეობდნენ „სამართლიანი რუსეთიდან“ ჩეჩნეთის საზოგადოებრივი პალატის თავმჯდომარე ისმაილ დენილხანოვი …

„სთხოვდა შიშველი სხეულის ჩვენებას“ – პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალა, რომლის გავრცელების მუქარით, ვიდეოზარით საუბრისას, დაზარალებულს სთხოვდა შიშველი სხეულის ჩვენებას. პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, …

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

აჭარაში პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. შს სამინისტროს ცნობით, დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა. ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს. „დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს შსს.

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში – 21 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 21 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 519 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 660. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 361 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 25 365 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 50 142 …

რატომ არ აქვეყნებენ ბათუმის გენგეგმის სგშ-ს საჯარო განხილვის თარიღს – მერია და სააგენტო კანონს არღვევს

ბათუმის გენგეგმის პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ს] განხილვასთან დაკავშირებით ბათუმის მერიაც და გარემოს ეროვნული სააგენტოც, გარემოსდაცვით კანონმდებლობას არღვევენ. საქმე ისაა, რომ სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტზე რეკომენდაციების მიღების მიზნით განცხადება გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე 2026 წლის 11 აგვისტოს გამოქვეყნდა. კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე გამოქვეყნდა სგშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვის დროის შესახებ განცხადებაც, თუმცა ეს განცხადება პორტალიდან მალევე აიღეს …

„კლინიკიდან გამოგვიშვეს, ფული გვაქვს გადასახდელი“ – 30 წლის რამაზ ნინიძის და

30 წლის რამაზ ნინიძის და, მადონა ნინიძე ერთი თვის შემდეგ ისევ საზოგადოებას სთხოვს, რომ ძმის გადარჩენაში დაეხმარონ. მისი ძმა დაახლოებით 7 თვის წინ სიმაღლიდან ჩამოვარდა და მიიღო მრავლობითი დაზიანება. ახალგაზრდა კაცს ბათუმში უმკურნალეს, მაგრამ მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა, ამიტომ იძულებულები გახდნენ თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაეყვანათ. „ანგარიშზე 80 ლარი გვქონდა, ამიტომ რეანიმობილიც კი ვერ ვიქირავეთ …

ზელენსკის თქმით, დღეს რუსეთზე თავდასასხმელად დრონებთან ერთად რაკეტა „ფლამინგოც“ გამოიყენეს

რუსეთში არჩევნების ბოლო დღეს მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უკრაინული დრონების მასირებული იერიში განხორციელდა. მოსკოვის მერის, სერგეი საბიანინის განცხადებით, 19 სექტემბრის საღამოდან რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 1 600-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათგან 450 მოსკოვის სიახლოვეს. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 20 კი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. იერიშის სამიზნე იყო მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კაპოტნიაში. …

მეწყრი გონიო-კვარიათის, ურეხისა და მწვანე კონცხის ტერიტორიაზე – მერია ამბობს, რომ ზარალს დათვლის და აანაზღაურებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, გუშინდელი ძლიერი წვიმის გამო ძლიერი დატბორვა 10-მდე ქუჩაზე დაფიქსირდა. მერიაში დახმარების სათხოვნელად შევიდა 100-ზე მეტი ზარი. ამოტუმბვის სამუშაოები გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში, თუმცა არ დასრულებულა: „დარჩენილ ლოკაციებზე ბათუმის მერის მხრიდან მიმდინარეობს მოსახლეობასთან უკუკავშირი სამუშაოების განხორციელების საჭიროების იდენტიფიცირების მიზნით“, – აცხადებენ მერიაში. წყალმომარაგების მიმართულებით შეფერხება არ დაფიქსირებულა. მეწყრული პროცესები განვითარდა 10-მდე ლოკაციაზე – …

ბათუმში ათეულობით მისამართზე კორპუსების სარდაფები დაიტბორა, სახურავებიდან კი წყალი ჩავიდა

„წყლითაა სავსე ჩვენი კორპუსის სარდაფი“ – გუშინდილი ძლიერი წვიმის შემდეგ ბათუმში არაერთ მისამართზე დაიტბორა მრავალბინიანი კორპუსების სარდაფები. „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ ასევე მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ კორპუსების სახურავებში წყალი ჩავიდა და განსაკუთრებით ბოლო სართულებზე მცხოვრებლებს ზიანი მიადგათ. რამდენიმე მოქალაქემ გვითხრა ისიც, რომ სამაშველო სამსახური მათი კორპუსიდან  ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდა: „ზოგ ადგილზე გაუჭირდა მანქანას მიდგომა …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 სექტემბრის 21 საათიდან 21 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამის საათებში წვიმა და ელვა-ჭექა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 15 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 517 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 560. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 356 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 25 361 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 50 067 …

„იმავე ეტაპზე ვართ“ – ავარიულად გამოცხადებული თბილისის 21-ე სკოლის პედაგოგები მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

დღეს, 19 სექტემბერს, თბილისის #21-ე სკოლის მასწავლებლები განათლების მინისტრის მოადგილეს, თამარ მახარაშვილს შეხვდნენ. სასწავლო წლის დაწყებიდან სულ რაღაც ორ დღეში, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის მოულოდნელად შეწყვეტეს, მიზეზად კი შენობის ავარიულობა დაასახელეს. მედიასთან საუბრისას განათლების მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება შენობის ავარიულობის შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე მიიღეს.  თბილისის 21-ე სკოლის [ყოფილი „გერმანული სკოლა“] …

#13 მარშრუტზე მოძრავი ელექტროავტობუსების გადაადგილება დროებით შეჩერებულია – მერია

დღეს, 19 სექტემბერს, ბათუმში დილიდან გადაუღებლად წვიმს – მოქალაქეების მიერ უამრავი ფოტო-ვიდეო მასალის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნების შემდეგ,დღის ბოლოს, ბათუმის მერიაც გამოჩნდა. მერიამ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერს, რომ უამინდობასთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი სამსახური და სპეცტექნიკა მობილიზებულია. დილიდან ამ დრომდე, დატბორვასთან დაკავშირებით შემოსულია 50-მდე ზარი. მათგან დაახლოებით ნახევარზე რეაგირება უკვე განხორციელდაო – იუწყება მერია. „ამოტუმბვითი …

Exit mobile version