ფოტორეპორტაჟი შუახევიდან

 

შუახევის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია. შუახევში ისევ გადაუღებლად თოვს.

შუახევი ელექროენერგიის გარეშე დარჩა

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="960" >


გაუარესებულმა ამინდმა შუახევში ელექტოენერგიის პარალიზება გამოიწვია – ამჯამად შუახევის მოსახლეობა ელექტროენერგის გარეშეა დარჩა. შეფერხებულია ავტომობილების მოძრაობაც.

ხულოს სოფლებში 1 მეტრამდე თოვლი მოვიდა

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="960" >

უამინდობაა აჭარაში. მაღალმთიან ხულოშიც თოვს. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ინფორმაციით, თოვლს საავტომობილო გზაზე სერიოზუი შეფერხებები არ შეუქმნია.

The Paper Cinema წარმოგიდგენთ „ოდისეას“



5, 6 და 7 დეკემბერს, 14:00 და 19:00 საათზე, ბათუმში, ბენზეში მდებარე მუსიკალურ ცენტრში ინოვაციური ბრიტანული დასის The Paper Cinema- სპექტაკლები გაიმართება. ბილეთის ფასი 5 ლარია.  

სკრინინგის პროგრამით გამოკვლეული 1494 ქალიდან 207 სიმსივნე აღმოაჩნდა

 

ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით საზღვაო ჰოსპიტალის წარმომადგენლებმა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ პრესკონფერენცია გამართეს. მათ საზოგადოებისთვის ჰოსპიტალის პროგრამების ძუძუს კობოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს, პროსტატის კიბოს შესახებ მოქალაქეებისგან  ინფორმაციის მიღების აუცილებლობაზე ისაუბრეს.  

ბრალდება ყოფილ ვიცე-მერის წინააღმდეგ

 

 

ბათუმის განათლების კულტურისა და სპორტის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გელა სურმანიძემ დღეს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ბრიფინგი გამართა. ის ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს ნათია სურგულაძეს ბავშვთა ბაღების გაერთიანების საქმიანობაში ჩარევასა და დირექტორის დანიშვნის პროცესის ჩაშლის მცდელობაში სდებს ბრალს. 

ფონდ „სოხუმსა“ და ბათუმის საკრებულოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

 

 

კულტურულ-ჰუმანიტარულმა ფონდმა „სოხუმმა“ ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში პროექტი „გენდერული საკონსულტაციო საბჭო  – გაუმჯობესებული პერსპექტივები, ქალთა უფლებების განმტკიცება და რეგიონის ეფექტური მართვა“ წარმოადგინა. 

ბათუმში ინკლუზიური სწავლების მოსწავლეები ორი თვეა სკოლაში ვერ დადიან

 

 

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მსოფლიო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ მე-6 სკოლის ინკლუზიური სწავლების ბავშვების მშობლებმა პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მათი შვილები ორი თვეა ვერ დადიან სკოლაში.

სკოლა და ჩაცმის სტილი

 

 

„ბობ მარლი ამბობდა, ინდივიდუალიზმი არის ყველაზე მთავარი ადამიანში და ყველა უნდა ცდილობდეს შავ-თეთრი მასიდან გამორჩევასო. ჩემი ცხოვრების სტილს მისი მუსიკა მკარნახობს და ეს შტრიხები ჩემს ჩაცმულობაშიც აისახება“ _ გვეუბნება პირველი საჯარო სკოლის მეათეკლასელი მარიტა.  მის მაისურზე, რაც სკოლაში აცვია, მისი საყვარელი მომღერალია გამოსახული.

 

 

უკრაინას სოლიდარობა ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმაც გამოუცხადეს

 

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოდან მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართნენ. 

შავი ზღვის სანაპირო ზოლში მიწისძვრა დაფიქსირდა

 

 

16 ნოემბერს, 03:49 წუთზე შავი ზღვის სანაპირო ზოლში მიწისძვრა დაფისირდა – ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრი აქვეყნებს.  

საქველმოქმედო კონცერტი ხანძრის შედეგად განადგურებული სკოლისათვის

 

2013 წლის 16 ოქტომბერს, 19.00 საათზე, ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი სახელწოდებით: ”გაიხარე – გამახარე”, რომელიც ეძღვნება 2011 წელს  ხანძრის შედეგად განადგურებული ჩაქვის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის სასულიერო სკოლის აღდგენით სამუშაოებს.  

პედაგოგები განათლების სამინისტროს ახალი ექსპერიმენტის მოლოდინში

 

 

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მასწავლებლების მხოლოდ 20%-ია სერტიფიცირებული. განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, თუკი პედაგოგების გამოცდა არსებული მეთოდით გაგრძელდებოდა, მალე სკოლების დახურვა მოუწევდათ, ამიტომაც განათლების სამინისტრომ შეიმუშავა კონცეფცია, რომელიც სერტიფიცირების პროცესს ჩაანაცვლებს. ამჟამად ზოგადსაგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ახალი სქემის გამოქვეყნებას ელიან. 

 

 

ცვილის ფიგურების მუზეუმი გაძარცვეს

 

ბათუმში ცვილის ფიგურების მუზეუმი გაძარცვეს. მუზეუმის გაძარცვის ფაქტი საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტმა აღმოაჩინა, რომელიც მუზეუმში ფოტოების გადასაღებად იყო მისული.

 

ბათუმში ცვილის ფიგურების მუზეუმი გაძარცვეს

 

ბათუმში ცვილის ფიგურების მუზეუმი გაძარცვეს. მუზეუმის გაძარცვის ფაქტი საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტმა აღმოაჩინა, რომელიც მუზეუმში ფოტოების გადასაღებად იყო მისული.

 

ამხანაგური მატჩი აშშ-ს საზღვაო ძალების ეკიპაჟთან ქართველების გამარჯვებით დასრულდა

 

ბათუმში დღეს აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდის “მაუნთ უითნის”  ეკიპაჟის წევრებსა და საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებს შორის  ფეხბურთში ამხანაგური მატჩი გაიმართა.  

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე აირჩიეს

 

დღეს გამართულ სხდომაზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ოთხი ხმით ერთის წინააღმდეგ ზაზა ხალვაში აირჩიეს, ხოლო მოადგილედ, ხუთი ხმით, ოლღა ჟღენტი. 

 

საბჭოს თავმჯდომარეობის სურვილი ჰქონდა რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტს აჭარაში, ნატა იმედაიშვილსაც, რომელმაც საბჭოს სხდომაზე ერთი ხმა მიიღო. 

 

შეგახსენებთ, რომ 2005 წელს,  ნატა იმედიაშვილმა, რომელიც მაშინ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა, პროტესტის ნიშნად დატოვა თანამდებობა. იგი ამის მიზეზად ტელევიზიის დირექტორის, ზაზა ხალვაშის მხრიდან ზეწოლას და ტელევიზიაში ცენზურას ასახელებდა. 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო ხუთი წევრითაა დაკომპლექტებული. საბჭოს წევრები არიან ნატა იმედაიშვილი, ზაზა ხალვაში, ვახტანგ ღლონტი, გიორგი ირემაძე და ოლღა ჟღენტი. აჭარის უმაღლეს საბჭოში, რომელიც ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ამტკიცებს, ყველა კანდიდატი „ქართული ოცნების“ ფრაქციების მიერ იყო წარდგენილი.  

 

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“მიიჩნევს, რომ აჭარის უმაღლესმა საბჭომ უგულებელყო „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი და დაარღვია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და  რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევის ამ კანონით განსაზღვრული კვოტირების სისტემა. 

არაჩვეულებრივი შესაძლებლობების ადამიანების რეალობა

 

„ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტროში ვიყავი, მინისტრს შევხვდი. მეგონა დამოუკიდებლად შევძლებდი მის კაბინეტამდე მისვლას. შშმ პირისთვის საჭირო შესასვლელი ბათუმში ბევრ ორგანიზაციას არა აქვს, მაგრამ არ მეგონა, თუ ჯანდაცვის მინისტრის კაბინეტამდე მისასვლელად დახმარება დამჭირდებოდა, ბევრია შესაცვლელი, ამაზე მინისტრსაც ვუთხარი.“  –  მიამბობს  თომა კაკაბაძე.  ის ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც  რეალობის შეცვლა საკუთარი ძალისხმევით გადაწყვიტეს. ამ მიზნით თომამ ცოტა ხნის წინ მეგობრებთან ერთად არასამათავრობო ორგანიზაცია დააფუძნა.    

ცოტა რამ გლასების შესახებ

 

 

<!** Image 2 align="left" width="250" height="776" >ჯერომ სელინჯერის სახელი უცხო ალბათ არავისთვისაა. მითუმეტეს, ჰოლდენ კოლფილდს იცნობს ყველა – ერთი შეხედვით ჩვეულებრივ  თინეიჯერს, რომლის შინაგანმა ამბოხმა  მერე ბევრი რამ განსაზღვრა ამერიკულ და არამარტო ამერიკულ კულტურაში. მაგრამ ჰოლდენ კოლფილდი არ არის სელინჯერის ერთადერთი საოცარი ქმნილება: ამ კაცმა  უამრავი ამბავი დაწერა გლასების ოჯახზე, თუმცა ჰოლდენის ფონზე ეს ამბები, რატომღაც, დაიკარგა. არადა, სრულიად უსამართლოდ.

 

 

ვალერი თელია 200 ლარით დააჯარიმეს

 

შს სამინისტრომ 4 ნოემბერს 11:30 საათზე, თბილისში, „ნეტგაზეთის“ ოფისში წერილი მოგვაწოდა. დოკუმენტი ხათუნა ქველიძის ხელმოწერით იტყობინება, რომ შს სამინისტრო 7 თვის დაგვიანებით, ანუ 16 აპრილს `ბათუმელების~ მიერ წერილობით დასმულ კითხვებს სცემდა პასუხს. 4 ივლისს, 12 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული იყო პროცესი, რომელზეც მოსამართლეს სწორედ იმაზე უნდა ემსჯელა, რატომ არ მოგვაწოდა შს სამინისტრომ 16 აპრილიდან კანონით დადგენილი 10 დღის ვადაში საჯარო ინფორმაცია. 

პროექტი, კერძო სკოლებში თვითმმართველობების გაძლიერებისთვის

 

არასამთავრობო ორგანიზაციამ “ახალი ინიციატივა” ქობულეთის კერძო სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის გაძლიერის პროექტის პრეზენტაცია გამართა.

 

პროექტი -“მოსწავლეთა თვითმმართველობების საქმიანობის გაძლიერება კერძო სკოლების ეფექტური მმართველობისთვის”, ქობულეთის 4 კერძო სკოლაში, სასწავლო ცენტრ “ჯიელსის” ფილიალში, მრავალპროფილიან სკოლა-ლიცეუმ “ელიტსქულში”, ქობულეთის საერო სკოლა “ფარნავაზსა”, და მამა კირიონის სასულიერო გიმნაზიაში განხორციელდება. თუმცა, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი ზოიძე ამბობს სასულიერო გიმნაზიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

  

აჭარის უმაღლესი საბჭო დადგენილებას არ აქვეყნებს

 

აჭარის უმაღლესმა საბჭო გუშინ მიღებულ დადგენილებას,  აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის დამტკიცების შესახებ ამ დრომდე არ აქვეყნებს.  

უფასო მგზავრობის პროგრამა ხანდაზმულებისთვის

 

 

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  „დახმარების ეროვნული ფონდმა“ ხანდაზმულთა საზოგადოებაში ჩართულობისა და მათი შესაძლებლობების გამოვლენის ხელშემწყობი პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პროგრამა – „ადვოკატირების განვითარება ხანდაზმულთათვის სერვისებზე ხელმისაწვდომლობის უზრუნველსაყოფად“, 4-თვიანია. 

ბათუმში ახალი არასამთავრობო დაფუძნდა

 

დღეს ბათუმში ახალი  არასამთავრობო ორგანზაცია „ახალგაზრდები მომავლისათვის“ დაფუძნდა.  ორგანიზაციის დამფუძნებლები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ნინო გალოგრე, თინათინ დუაშვილი და  გიორგი ანდღულაძე არიან. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარმოადგინეს

 

აჭარის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშისაბჭოს სხდომა გაიმართა. მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ სამინისტროს ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარმოადგინა.  

ერთი მასწავლებელი ერთდროულად ორ კლასში

 

 

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მცირეკონტინგენტიან სკოლებში, ე.წ კლას-კომპლექტები შეიქმნა, სადაც სხვადასხვა საფეხურის რამდენიმე კლასია გაერთიანებული. პედაგოგებს ერთ საგაკვეთილო დროში, ორ ან ზოგ შემთხვევაში სამი კლასის მოსწავლებთან უწევთ მუშაობა. როგორ მუშაობენ კლას-კომპლექტები და რა პრობლემის წინაშე დგანან მცირეკონტინგენტიანი სკოლები? ამ პრობლემის გაგებას „ბათუმელები“ ქედის მუნიციპალიტეტის მაგალითზე შეეცადა. 

 

 

 

 

<!** Image 1 align="middle" alt="1-3 კლასების კლას-კომპლექტი, მახუნცეთის საჯარო სკოლაში" sub="1-3 კლასების კლას-კომპლექტი, მახუნცეთის საჯარო სკოლაში" width="360" height="360" >

ვინ, სად, რამდენი ხმა მიიღო აჭარაში

 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აჭარაში პრეზიდენტობის სამ კანდიდატს შორის ხმები ასე გადანაწილდა:  

„ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო დარღვევებზე

 

 

პეტრე ზამბახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში ბრიფინგი გამართა. მან „ქართული ოცნებას“ კანდიდატის გამარჯვება მიულოცა, საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უკეთეს გარემოში ჩატარდა.  

პრემიერის პრემიერი

 

 

საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, შესაბამისად ქვეყნის პოლიკიტიკური ფოკუსი საპრეზიდენტო არჩევნებისკენაა მიმართული, ეს სრულიად ლოგიკურიცაა რადგან ქვეყანა „მთავარსარდალს“ ირჩევს.  სწორედ რომ „მთავარსარდალს“, გამომდინარე იმ საკონსტიტუციო ცვლილებებისგან, რომელიც ძალაში შევა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ქვეყნის პრეზიდენტის ფუნქცია, გარდა საგარეო საკითხებში წარმომადგენლობისა და კრიზისების დროს გააქტიურებისა, უმთავრეს ფუნქციად „მთავარსარდლობა“ მიიჩნევა. პრეზიდენტის რიგი ქმდებები და განკარგულებები საჭიროებს მთავრობის თავმჯდომრის, პრემიერ-მინისტრის მხრიდან „კონტრასიგნაციას“. 

საპრეზიდენტო არჩევნები 2013 – აჭარა

23: 32  ქედის მუნიციპალიტეტის # 14 უბანზე ხმების დათვლა დასრულდა, 660 ამომრჩევლიდან გამოცხადდა 443, ხმები ასე გადანაწილდა: 206 – გიორგი მარგველაშვილი, 119 – ნინო ბურჯანაძე, 78 – დავით ბაქრაძე. 

 

ქედის # 7 საარჩევნო უბანზეც ხმები ასე გადანაწილდა: 161- მარგველაშვილი; 75 – ბურჯანაძე, 69 – ბაქრაძე და დანარჩენი სხვადასხვა პარტიებზე, უბანზე 324 ამომრჩეველმა მისცა

ქედის მუნიციპალიტეტის #16 უბნის შედეგები: რეგისტრირებული 761 ამომრჩევლიდან გამოცხადდა 438, 279 ხმით მარგველაშვილი ლიდერობს, ბურჯანაძე – 64, ბაქრაძე – 54,

#3 უბანზე 306 ამომრჩევლიდან არჩევანი 222 ამომრჩეველმა გააკეთა, 111 ხმა – მარგველაშვილი, 60 – ბაქრაძე და 25 – ბურჯანაძე.


20:00 ბათუმში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულება ფეიერვერკით აღნიშნეს. 


20:00 ბათუმის # 102 საარჩევნო უბანი დახურა. ამ უბანზე 1598 ამომრჩევლიდან 394 გამოცხადდა. 


18: 40 მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობას არჩევნები ბათუმის #3 უბანზე, სადაც 1488 ამომრჩევლიდან ამ დროსაითვის ხმა 458- მა ამომრჩეველმა მისცა. ამ უბანზე წელს პირველად უსინათლო ადამიანებს დამოუკიდებლად მიეცათ ხმის მიცემის საშუალება. 


 17: 34 ბათუმის #7 საარცევნო უბანზე ამ დროისათვის 490-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. უბანზე სულ 1127 ამომრჩეველია რეგისტირებული. ამ უბანზე 85 ამომრჩეველია რეგისტრაციიდან მოხსნილ პირთა სიაში. 

 

17: 10  ბათუმის #51 საარჩევნო უბანზე საჩივარი დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა. საჩივრის გახდა ის ფაქტი, რომ ორგანიზაცია ACT – ის წარმომადგენლები, რომლებიც ეგზითპოლს ატარებდნენ, უშუალოდ სარჩევნო უბანში მუშაობდნენ. საჩივარს მოჰყვა შელაპარაკება ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ეთერ ჯორთმენაძის განცხადებით, „ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, რადგან ლამაზად მიმდინარეობდა არჩევნები და პროვოკაცია უნდოდათ.“

 

მეორე ინციდენტი მოხდა იგივე უბანზე ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორსა და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელს შორის. კოორდინატორს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.


16: 20 ქედის მუნიციპალიტეტის #2 საარჩევნო უბანზე ბეჭდებს, რითაც რეგისტრატირები სარგებლობენ, ნაკვეთურები არ ჰქონდა. ფაქტის შესახებ საჩივარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა, ლაშა ბოლქვაძემ დაწერა.


15: 20: 37 მოქალაქე ვერ მისცემს ხმას #6 საარჩევნო უბანზე, ასევე, 95 მოქალაქე ვერ მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში #52 უბანზე. მიზეზი საოლქოს მიერ 25 ოქტომბერს საარჩევნო კომისიებისათვის გადმოგზავნილი სიებია, სადაც ეს მოქალაქეები არ არიან. ამ ამომრჩევლების რეგისტრაციის ადგილი გაუქმებულია, რადგან, მათი საცხოვრებელი სახლების ადგილას ახალი კორპუსები შენდება. 


14: 50 #8 საარჩევნო უბანზე 83 ამომრჩეველი ამოიღეს საარჩევნო სიიდან, ასევე, 27 ამომრჩეველი ვერ მისცემს ხმას #63-ე საარჩევნო უბანზე. (იხ. ქვემოთ) 


14:40 #11 საარჩევნო უბანზე 51 ადამიანი ვერ აძლევს ხმას, რადგან რეგისტრაცია აქვთ გაუქმებული. 


14:15  ბათუმის #12 საარჩევნო უბანზე 144 ამომრჩეველი ვერ მისცემს ხმას. მოქალაქე ნუგზარ აბაშიძეს, რომელიც უბანზე ხმის მისაცემად მივიდა, უთხრეს, რომ ის სიაში არ არის.   

როგორც ირკვევა, ამ მოქალაქეების რეგისტრაცია საჯარო რეეტრს აქვს  გაუქმებული.  მოქალაქეების სია, რომელთაც რეგისტრაცია აქვთ გაუქმებული, ოლქმა გადასცა ორი დღის წინ უბნის საარჩევნო კომისიას. სოფო ხოჯავას, უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ეს არიან ადამიანები, რომელთა სახლებიც დაინგრა და მათ ადგილას ახალი კორპუსები შენდება. 

 

14: 00 ბათუმის #12 უბანზე 4 ადამიანს  არ მიეცა ხმის მიცემის საშუალება, რადგან არ იყვნენ ამომრჩეველთა სიაში.  მათ განცხადებები დაწერეს. კომისიაში ამბობენ, რომ უბანზე ათამდე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა.   


12: 30   ბათუმში, 56 საცხოვრებელი სახლის მაცხოვრებლები არჩევნებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. 

„30-ე, 79-ე, 34-ე და 83-ე უბნებზე დილიდანვე დამკვირვებლის არ შეშვების ფაქტი დაფიქსირდა. თუმცა არსებითი ხასიათის დარღვევა ამ ეტაპისთვის არის ის, რომ ამომრჩევლებს არ მიეცათ ხმის მიცემის საშუალება. ექსპლუატაციაში შესული სახლების მცხოვრებლებს აეკრძალათ ხმის მიცემა. მათ კი ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ აქამდე“-  განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.

საუბარია ბათუმის ტერიტორიაზე 56 სახლის მაცხოვრებლებზე, რომლებიც არჩევნებში ვერ იღებენ მონაწილეობას, რადგან  იუსტიციის სამინისტრომ ისინი პარასკევს ამოიღო სიიდან.

 

პეტრე ზამბახიძე თვლის, რომ დარღვევები არაორგანიზებულობის და დაბნეულობის ბრალია.

 

„სამწუხაროდ ნაკლებ ორგანიზებული ჩანს საარჩევნო ადმინისტრაცია. ორ უბანზე აირია სიები. სხვაობა იყო კედელზე გამოკრულ სიასა და სამაგიდო სიებს შორის. ვფიქრობ, ეს იმის ბრალია, რომ კომისიის წევრებს გამოცდილება ნაკლები აქვთ“.  

 


12:25 ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლის, თამარ იაკობაძის შენიშნვნა მოჰყვა ბათუმის #65-ე უბანზე პრეზიდენტობის კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის ერთდროულად სამი დამკვირვებლის ყოფნას. შენიშვნის შემდეგ ბურჯანაძის ორმა დამკვირვებელმა, მაია კეჭაყმაძემ და თამარ მიქელაძემ დატოვეს კენჭისყრის ადგილი, თუმცა გარეთ გააგრძელეს ხალხის ნაკადთან მუშაობა, რასაც ასევე საიას დამკვირვებლის პროტესტი მოყვა, რის შემდეგაც დამკვირვებლებმა ტერიტორია დატოვეს. ამ დროისათვის ამ უბანზე სულ 223 ამომრჩეველი მოვიდა.  

 

11: 55 ბათუმში, #2 საარჩევნო უბანზე მობილური ჯგუფის დამკვირვებელს, იამზე ხასაიას არ მისცეს  ჩანაწერთა წიგნში მონაცემების შეტანის საშუალება. თავჯდომარე იქნა ინფორმირებული და მას არ მოუხდენია რეაგირება. დარღვევაზე დაიწერა საჩივარი ოლქში, სადაც მოთხოვნილია კომისიის მდივნისა და თავმჯდომარის პასუხისმგებლობა – ინფორმაციას არჩევნების პორტალი ავრცელებს. 

 

11:45 ბათუმის #74, ე.წ. უმისამართოების უბანზე ამ დროისათვის მხოლოდ ოთხმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. უბანზე სულ 698 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

 

11: 40 ბათუმის #30-ე უბანზე 55 ადამიანი ვერ შეძლებს ხმის მიცემას. „საოლქოდან გადმომიგზავნეს პარასკევ საღამოს ეს სიები. ეს ადამიანები აქ აძლევდნენ ხმას, ბარათები ჰქონდათ, მაგრამ ვინაიდან ახალ სიაში არ აღმოჩნდნენ, ამ უბანზე ხმას ვერ მისცემენ“ – ამბობს #30-ე უბნის თავმჯდომარე თეიმურაზ აფხაზავა. 

„ყოველთვის აქ ვაძლევდი ხმას, ახლა მოვედი და მეუბნებიან რომ სიაში არ ვარ. ამომრჩევლის ბარათი მომივიდა. რაც მახსოვს, სულ ამ უბანზე ვაძლევდი  ხმას“ –  განუცხადა „ბათუმელებს“ ამომრჩეველმა ქეთევან ბაჯაძემ. 

 

 

10: 40 ქედის მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდ, #1 საარჩევნო უბანზე 10 საათისთვის 95 ამომრჩეველმა უკვე მისცა ხმა სასურველ კანდიდატს. ამ უბანზე სულ 1287 ამომრჩეველია, მირებული ბიულეტენების რაოდენობა 1200-ია. 

 

10: 30  #52 საარჩევნო უბანზე ოთხ ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალება არ მიეცა. მიზეზი გახდა ის, რომ სახლი, სადაც ისინი არიან რეგისტრირებული (ფარნავაზ მეფის ქ. 91/92) დანგრეულია და იმ ადგილას ახალი საცხოვრებელი სახლი შენდება. ერთ-ერთი ამომრჩევლის თქმით, აღნიშნულ მისამართზე 80-მდე მოქალაქე ცხოვრობდა. საარჩევნო უბნის კომიის მდივნის განცხადებით, მოქალაქეებს ადრე უნდა გადაემოწმებინათ საკუთარი თავი სიაში.  ფაქტთან დაკავშირებით შენიშვნა „სამართლიანმა არჩევნების“ დამკვირვებელმა შენიშვნების წიგნში შეიტანა.  

 

საშტატო განრიგი სკოლებში, სამინისტროს მითითებით

 

 

 

განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებს საშტატო განრიგი განუსაზღვრა. სამინისტრომ სკოლებს იმ პირთა ვინაობაც დაუკონკრეტა, ვინც შტატგარეშედ შეიძლება დაიქირაოს სკოლამ.  დირექტორები აცხადებენ, რომ ისინი მწირი შემოსავლების გამო ვერ ახერხებენ იმ კადრების დასაქმებას, რომლებიც მათი აზრით, სკოლისთვის აუცილებელია. უქმნის თუ არა სამინისტროს რეკომენდაციები სკოლის მენეჯმენტს პრობლემას  და რას ფიქრობენ დირექტორები სკოლის დეცენტრალიზაციაზე? ამ საკითხზე „ბათუმელებთან“  საჯარო სკოლის დირექტორებმა ისაუბრეს

 

 

 

<!** Image 4 align="" alt="თამთა კვარაცხელია. მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი" sub="თამთა კვარაცხელია. მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი" width="360" height="360" >

გასაანალიზებელი არჩევანი

ცხოვრებაში მესამეჯერ მაქვს შანსი ჩემი რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლოდ შევასრულო დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვანი „რიტუალი“.  წინა ორ შემთხვევაში მხოლოდ ოპოზიური კანდიდატების სასარგებლოდ ვაკეთებდი არჩევანს და მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებაზე უსაზღვროდ შეყვარებული დრომოჭმული მესიები ჩამოცილებულიყვნენ თბილ სკამს. თუმცა ამჯერად, გამომდინარე იმ ძირითადი სამი კანდიდატიდან, რომელთაგან ერთ-ერთი მალე ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი გახდება, იმაზე უფრო ხშირად ვფიქრობ, რატომ უნდა …

„მრჩეველთა საბჭო პატარა უმაღლეს საბჭოს დაემსგავსება“ – გენო გელაძე

 

 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა ხუთკაციან საბჭოში სამი წევრი უკვე დაამტკიცა. საკმარისი ხმა ვერ მიიღეს კანდიდატებმა, ირაკლი დარცმელიძემ და ბეჟან გობაძემ. „ქართული ოცნება აჭარამ“ ორი კანდიდატი – გიორგი ირემაძე და ზაზა ხალვაში გაიყვანა, „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი კი „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ნატა იმედაიშვილია. „ნაცმოძრაობას“ აქვს შესაძლებლობა ჩავარდნილი კანდიდატების სანაცვლოდ უმაღლეს საბჭოს ახალი კანდიდატები შესთავაზოს, ხელმეორე კენჭისყრის შემთხვევაში ბარიერი ქვემოთ იწევს და მათ დაწუნებული კანდიდატების გაყვანის შანსი მაინც რჩებათ. რამდენად ეფექტურია აჭარის ტელევიზიის მრჩვეელთა საბჭო და რა რისკების ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს ტელევიზია? ამ საკითხზე „ბათუმელებთან“არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა გენო გელაძემ ისაუბრა.

ცოფის შემთხვევა ბათუმში

 

ბათუმში მცხოვრები 44 წლის მამაკაცს ცოფის დიაგნოზი დაუსვეს. შემთხვევა გუშინ გამოვლინდა. მამაკაცი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცის თქმით, მას ორი თვის წინ ქუჩიდან აყვანილმა ძაღლმა უკბინა.

რის შეცვლას აპირებენ მოსწავლეები სკოლაში

 

 

ბათუმის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს, რამდენიმე სკოლაში არჩევნების შედეგები უკვე ცნობილია. რის შეცვლას ელიან მოსწავლეები ახალი თვითმმართველობებისგან და რა პრობლემებს ხედავენ სკოლაში?  სკოლის ლაბორატორია, ბუფეტი, სპორტული დარბაზები, დისკუსია ბავშვთა უფლებებზე – ამ საკითხებს „ბათუმელების“ მიერ გამოკითხული მოსწავლეები პრიორიტეტად ასახელებენ.  

 

 

 

<!** Image 3 align="middle" alt="პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობა" sub="პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობა" width="360" height="360" >

 

ყურადღება – სისხლი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის

 

2013 წლის 18 ოქტომბერს, პარასკევს 10:00 საათზე, ქ. ბათუმში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანადგომით აქცია ,,გაიღე სისხლი – გადაარჩინე ბავშვის სიცოცხლე“ უკვე მეორედ გაიმართება. აქციაში ჩაერთვებიან ბათუმის საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები, კრიმინალური პოლიცია, ადგილობრივი პროკურატურა, ასევე ბათუმის მერიის, ბათუმის საკრებულოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხელვაჩაურის საკრებულოს თანამშრომლები.

 

სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 19-დან 59 წლამდე განისაზღვრება. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, ასევე ბოლო 10 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი A ჰეპატიტი (ბოტკინი), სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 3-4 თვე, თუ აქვს ტატუ, უნდა იყოს გასული ერთი წელი გაკეთებიდან, არ შეიძლება ორსულისთვის და მეძუძური დედისთვის, არ უნდა ღებულობდეს პრეპარატებს (ანტიბიოტიკი, ჰორმონი), ბოლო 2 წლის განმავლობაში არ უნდა ქონდეს გაკეტებული ქირურგიული ოპერაცია, არ უნდა ქონდეს მენსტრუალური ციკლი (დამთავრებული უნდა იყოს 3-4 დღის და არ უნდა იწყებოდეს 3-4 დღეში) არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში, ასევე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონორის წონა უნდა იყოს 51 კგ-ზე მეტი ქალბატონები, 65კგ-ს ზემოთ მამაკაცები, ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. (სისხლის გაღების შემგომ ერთი საათის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია), განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ.

 

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 0-დან 18 წლამდე ასაკში ყოველწლიურად ლეიკემიის 50 ახალი შემთხევა ფიქსირდება. ბავშვების მკურნალობისათვის ძირითადად ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსია საჭირო, შესაბამისად პაციენტთა კლინიკაში დაყოვნების პერიოდი 9 თვეს მოიცავს.

 

ქიმიოთერაპიის კურსის შემდგომ თითქმის ყველა შემთხვევაში საჭირო ხდება სისხლის გადასხმა. რაც შეეხება დონორობის მსურველს, მას უფასოდ ჩაუტარდება ძვირადღირებული გამოკვლევა რამდენიმე ვირუსზე (B და C ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი. ასევე დაუდგინდება სისხლის ჯგუფი და რეზუსი) იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკის ბრიგადა ადგილზე, იმუშავებს.

 

სისხლის ჩაბარება მოხდება: ქალაქ ბათუმში, კერძოდ შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში“ (მის: ქ. ბათუმი, ბარათაშვილის #30) აქციაში ჩართვის მსურველები დაგვიკავშირდით: საკონტაქტო პირი: თამთა დემურიშვილი სისხლის ბანკის სამედიცინო დირექტორი 599923082 ლიზა თედორაძე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 577750120

 

Exit mobile version