ავარია ხელვაჩაურში, ავტობანზე – 1 პირი დაიღუპა

ბათუმის შემოვლით გზაზე, ხელვაჩაურის მონაკვეთზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 27 ივლისს, საღამოს მოხდა. ამ დროისთვის ავტობანზე მოძრაობა ჩაკეტილია. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად. ბოლო ორ დღეში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მძიმე ავარია მოხდა, რა დროსაც …

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები ისევ დაიხოცა

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები დაიხოცა. ფაქტის ამსახველი ვიდეო მოქალაქემ დღეს, 27 ივლისს მოგვაწოდა. არდაგანის ტბაში თევზების დახოცვის შესახებ „ბათუმელები“ წერდა 2026 წლის მაისშიც. მაშინ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ლაბორატორიულ კვლევას ჩაატარებდნენ. დღეს „ბათუმელებს“ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესცენტრში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია. დეპარტამენტს ასევე ვკითხეთ, ორი თვის წინ ჩატარებული …

რომელ მუსიკოსს რამდენს გადაუხდიან შუამთობაზე – ბიუჯეტიდან დაიხარჯება 107 800 ლარი

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბიუჯეტიდან 107 ათას 800 ლარის გადახდას გეგმავს მუსიკოს-შემსრულებლებისთვის, რომლებიც შუამთობის ღონისძიებებზე მიიწვიეს. შემსრულებლებისთვის ჰონორარების და სხვა ხარჯებისთვის საჭირო თანხას, როგორც წესი დეპარტამენტი ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძვლით, ტენდერის გარეშე გადაიხდის. შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, „შუამთობა“ 2 დღეს გაიმართება: 2 აგვისტოს ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ბეშუმში და 4 აგვისტოს – შუახევის მუნიციპალიტეტის მთა …

„ტიტუშკების“ ორგანიზაციის ლეგალიზაცია ხდება… რეჟიმი გადადის ღია ტერორზე“ – ინტერვიუ

„რეჟიმი გადადის ღია, ოფიციალურ, პირდაპირ ტერორზე… ამას როდესაც ერთხელ დაუშვებ – სამთავრობო იქნება, თუ ოპოზიციური, რომ არსებობდეს მსგავსი ძალადობრივი გაერთიანება – ამით შენ, ფაქტობრივად, აანონსებ სამოქალაქო ომს. ეს აუცილებლად დიდ უბედურებამდე მიგიყვანს. ესაა ჩვენი უახლესი ისტორიის გამოცდილება. სახელმწიფო, რომელიც ამას ითმენს, ძალიან საეჭვოა, რომ ის საერთოდ სახელმწიფოდ იქნას აღქმული,“ – მიიჩნევს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე, რომელსაც …

რუსული სანქცირებული კომპანიის რეკლამები ბათუმის ავტობუსებზე – რა კითხვებს არ პასუხობს მერია და „ალმა“

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებზე რუსული, დასანქცირებული ონლაინ სავაჭრო კომპანიის, „ვაილდბერიზის“ რეკლამებია განთავსებული. მუნიციპალურ ავტობუსებს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ განაგებს. თავის მხრივ, ეს კომპანია ბათუმის მერიას, ანუ სახელმწიფოს ეკუთვნის. „ბათუმელები“ დაუკავშირდა „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ და ჰკითხა, თუ რატომ განათავსეს რუსული, ამავე დროს სანქცირებული კომპანიის რეკლამები ავტობუსებზე და რამდენი ხნით არის განთავსებული? როგორც „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, მუნიციპალურ ავტობუსებზე სარეკლამო მასალის განთავსება, …

ბათუმში „მაგნოლიას“ რეაბილიტაციის პროექტზე კონკურსი ხელახლა გამოაცხადეს

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუს „მაგნოლიას“ რეაბილიტაციისთვის დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი ხელახლა გამოაცხადა.  წინა კონკურსი, სადაც წინადადებების მიღება 2026 წლის 16 ივლისს დასრულდა, არ შედგა. შესყიდვების პორტალის მიხედვით კონკურსში მონაწილეობა არავინ მიიღო. ხელახალი კონკურსიც 2,5 მილიონი ლარითაა გამოცხადებული [დღგ-ს გარეშე]. წინადადებების მიღება კი, ამჯერად 2026 წლის 19 აგვისტოს დაიწყება და 24 …

10 000 ლარი და სამკერდე ნიშანი – სუს-ში „სამსახურის ეროვნული ჯილდო“ დააწესეს

„ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში [სუს] „მოსამსახურის დღე“ და „სამსახურის ეროვნული ჯილდო“ დააწესეს. ჯილდო სამკერდე ნიშანს და ფულად გასაცემელს მოიცავს 10 ათასი ლარის ოდენობით. ირაკლი კობახიძემ 2026 წლის 24 ივლისს მოაწერა ხელი შესაბამის დადგენილებებს, რომლებიც 21 ივლისიდან ამოქმედდა. სუს-ში „ხელფასისა [თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების] და ხელფასზე [ფულად სარგოზე] დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ …

„დაასანქცირე ქართული ოცნება” – „პლატფორმა 2025“-ის განცხადება

ორგანიზაცია „პლატფორმა 2025“ მოუწოდებს მოქალაქეებს, სამოქალაქო ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებსა და ემიგრანტებს, ერთობლივად მიმართონ დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს პროპაგანდისტული მედიასაშუალებების ჟურნალისტებისა და მენეჯერების დასანქცირების მოთხოვნით. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ განცხადებით ტექსტს, რომელიც „პლატფორმა 2025-მა“ დღეს, 27 ივლისს გამოაქვეყნა. „მივმართავთ საქართველოს ყველა დემოკრატიულ ძალას – სამოქალაქო ორგანიზაციებს და ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა გაერთიანებებს და ცალკეულ მოქალაქეებს, რომლებიც …

„პოლიცია აგრძელებს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფუძვლო დაკავებას“ – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება, 26 ივლისს, შსს-ს მიერ აქციაზე დემონსტრანტების დაკავებას. ორგანიზაციის განცხადებით, პოლიცია მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფუძვლო დაკავებას და შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას აგრძელებს. „2026 წლის 26 ივლისს, თბილისში აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს არაძალადობრივი, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით დაცული გამოხატვით სარგებლობისას. მოგვიანებით, ასევე დააკავეს თბილისის საკრებულოსთან მის მხარდასაჭერად მისული ათამდე დემონსტრანტი. გავრცელებულ კადრებში დემონსტრანტების მხრიდან …

პარლამენტში კითხვის დასმა ისჯება – „გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადება

პარლამენტში კითხვის დასმა ისჯება – ახალი წესით, დეპუტატისთვის არასასურველი კითხვის დასმის გამო, ჟურნალისტს პარლამენტში აკრედიტაცია შეიძლება შეუწყდეს“- აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“. ჟურნალიტების დევნასთა დაკავშირებით, განცადება დღეს, 27 ივლისს გააკეთა ორგანიზაციამ. „დეპუტატებისთვის კრიტიკული კითხვების დასმის გამო, ბოლო ორი თვის განმავლობაში, საპარლამენტო აკრედიტაციები გააუქმეს ან/და საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტური საქმიანობა შეუზღუდეს კრიტიკული  მედიის 15-მდე წარმომადგენელს. ეს, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად აფერხებს …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 ივლისის 21 საათიდან 28 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 15  – 20 გრადუსი …

რუსი ოფიცრის „გაქცევა“ თურქეთში – რას იხსენებს 88 წლის პედაგოგი კირნათიდან

88 წლის პედაგოგი, ზურაბ წითელაძე საკუთარი სახლის ეზოდან გაჰყურებს იმ სოფელს, რომელსაც ადრე ზედა მარადიდი ერქვა, შემდეგ კი მურათლი დაურქმევიათ. ზედა მარადიდი მურათლი მას შემდეგ გახდა, რაც ერთი სოფლის ორ უბანს შორის სახელმწიფო საზღვარი გავიდა – ზედა ნაწილი თურქეთში, ქვედა კი საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში მოექცა. აი, რას იხსენებს ზურაბ წითელაძე: ცხოვრება საბჭოთა საზღვართან „კომუნისტური პარტიის …

სპილენძის სადენების ქურდობისთვის 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი  სარკინიგზო მაგისტრალიდან, ჩამოჭრეს და ფარულად დაეუფლნენ 300 მეტრამდე სპილენძის სადენს. „სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც ნაქურდალ სადენებს ავტომობილში ტვირთავდნენ“ – იუწყება შსს. საქართველოს რკინიგზის სპილენძის სადენები ნივთმტკიცებაა ამოღებული. გამოძიება სისხლის …

27 ივლისის მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 440 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 590. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 225 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 25 032 ერთეული [+13] საარტილერიო სისტემა – 46 831 …

1 ლარად და პირობით – სანაპიროზე, ბლექ სი არენასთან, 2.4 ჰექტარ მიწას აუქციონზე ყიდიან

ქონების ეროვნული სააგენტო შეკვეთილში, „ბლექ სი არენას“ წინ, ზღვის მხარეს, ორ მიწის ნაკვეთს, ჯამში 2 ჰექტარზე მეტს [24 999 კვ.მეტრი] სიმბოლურ ფასად – 1 ლარად და პირობით ყიდის. აუქციონი 15 ივლისს გამოაცხადეს და 29 ივლისს უნდა დასრულდეს. მიწის ნაკვეთის კონკრეტული პირობებით გაყიდვაზე „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 8 ივლისს გამოსცა განკარგულება, 15 ივლისს კი ქონების ეროვნულმა …

ბათუმში ბავშვს მანქანა დაეჯახა

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, 7 წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველის ინფორმაციით, ბავშვი დედასთან ერთად იმყოფებოდა. ის სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვი მსუბუქად დაშავდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება დაიწყო 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დღესვე, „მთავარის“ ინფორმაციით, კლინიკაში გარდაიცვალა კახეთში ავარიის შედეგად დაშავებული 29 წლის ქალი. …

მონდომებულები და უფრო მონდომებულები – „ოცნებას“ ყველაზე მეტი 2026 წელსაც ისევ აჭარიდან შესწირეს

საქართველოში მოქმედი ბიზნესი არასაარჩევნო წელსაც არ წყვეტს სიმპათიისა და კმაყოფილების ფინანსური მხარდაჭერით გამოხატვას მმართველი პარტიის მიმართ. ბიზნესმენები აჭარიდან ისევ აქტიურობენ, შეიძლება ითქვას, რომ „ოცნების“ ყულაბა არასაარჩევნო წელსაც აჭარიდან ივსება, შემწირველებს შორის არიან მონდომებულები და უფრო მონდომებულებიც. 2026 წელს 5 თვეში „ოცნებამ“ შემოწირულობის სახით 3 მილიონ ლარზე მეტი მიღო, ამდენს ოპოზიციური პარტიები მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში …

88 წლის კაცის ისტორია საზღვრის პირას ცხოვრებაზე, საბჭოთა რეპრესიებსა და მომავლის იმედზე

„პირველი ქართული სკოლა ამ ხეობაში იმ სოფელში გახსნილა“, – გვეუბნება ზურაბ წითელაძე და მიგვითითებს დასახლებაზე, რომელიც მდინარის გაღმა ნაპირზე მოჩანს. 88 წლის პედაგოგი საკუთარი სახლის ეზოდან გაჰყურებს იმ სოფელს, რომელსაც ადრე ზედა მარადიდი ერქვა, შემდეგ კი მურათლი დაურქმევიათ. ზედა მარადიდი მურათლი მას შემდეგ გახდა, რაც ერთი სოფლის ორ უბანს შორის სახელმწიფო საზღვარი გავიდა – ზედა …

ბატონი პაპუაშვილი ვახოს ფეისბუქ სტატუსის ეპითეტით გაახსენდებათ – მზია ამაღლობელი სანაიას დაკავებაზე

„როცა ცხოვრობ დიქტატორის განმტკიცების, ფეხის მოკიდების პირობებში, იქ აუცილებლად იქნება თავისუფალ ადამიანებზე ნადირობა და ამას ეროვნული მნიშვნელობის ამოცანადაც გამოგვიცხადებენ. მთავარია, არ შევეგუოთ და სასოწარკვეთას არ მივეცეთ. ვახო სანაიას პოსტი ჩემთვის შესანიშნავი პროტესტი იყო სიტყვისა და აზროვნების წინააღმდეგ დაწყებული შეზღუდვების გამოხატვისთვის. რომელ ტრიბუნასთან და რა სტატუსითაც არ უნდა წარსდგეს ბატონი პაპუაშვილი, ვახოს პატიმრობის განაჩენის შემდეგ, მჯერა, …

ამბავი ლელაზე, რომელმაც 20 წლის ბიჭი ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა – „კამერა მივაწოდე, არაფერი მეტი“

„კამერა მივაწოდე, არაფერი მეტი, მალე მოვიდნენ ბიჭებიც და გამოვიყვანეთ“, – ასე გვიყვება ლელა ფარტენაძე ამბავს, რომელზეც საზოგადოება სოციალურ ქსელში აქტიურად წერს და გმირობას უწოდებს, ლელას კი – ამ ამბის გმირს. ლელა ამბობს, რომ „კამერა მიაწოდა და არაფერი მეტი“, მაგრამ თვითმხილველები ფეისბუქზე წერენ, რომ ბიჭის გადარჩენას სხვებიც შეეცადნენ, მაგრამ „ამ გოგომ ყველაზე მეტად გარისკა.“ შემთხვევა საღამო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 438 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 440. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 217 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 25 019 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 46 794 …

გრიგოლ ბესელია M2-ის დაცვის უფროსად დაასაქმეს – TV „პირველი“

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია, რომელიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი და ცრუმოწმეა, სამსახურიდან წასვლის შემდეგ სამშენებლო კომპანია M2-ის დაცვის უფროსად დანიშნეს. გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტი 4 აპრილს დატოვა. 2025 წლის მაისში იგი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის მოადგილედ დანიშნეს, მალევე კი ამ თანამდებობიდანაც გაუშვეს. …

თოყაევმა პუტინს შესთავაზა, რომ უკრაინაში ომი გაიყინოს – „ეს უნდა შეჩერდეს.

რუსული მედიის თანახმად, დღეს, 25 ივლისს, პირადად პუტინის თანდასწრებით ისაუბრა ყაზახეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან ომის შეჩერების აუცილებლობაზე. ამის შესახებ ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ომსკში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა, სადაც ყაზახეთის პრეზიდენტი ყაზახეთისა და რუსეთის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის XXII ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. „ეს ყველაფერი უნდა შეჩერდეს. რადგან, ჩემი მტკიცე რწმენით, რაც ახლა ხდება, მხოლოდ ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებსა ემსახურება …

კოორდინირებული კიბერშეტევის შედეგად ჩვენი YouTube არხი გაითიშა – სტუდია „მონიტორი“

სტუდია „მონიტორის“ ინფორმაციით, დღეს, 25 ივლისს, დილიდან „მონიტორის“ არხი YouTube-ზე გათიშულია. ამის მიზეზი არხზე განხორციელებული კოორდინირებული კიბერშეტევაა. „1 ივლისს ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, რომ კოორდინირებული კიბერშეტევის შედეგად Meta-მ „მონიტორის“ რამდენიმე მასალა წაშალა, თუმცა პლატფორმასთან კომუნიკაციის შედეგად ეს მასალები რამდენიმე დღეში აღდგა. ამჯერად, YouTube-ზე გაასაჩივრეს (ე.წ. დაარეპორტეს) ჩვენი 3 მასალა: პირველი ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლის, …

როგორ გაიზარდა ნარკოდანაშაულის მაჩვენებელი 104 %-ით? – „ეს არის რუსული მოდელი“

„ოცნების“ მთავრობა აქვეყნებს სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც კიდევ უფრო გამკაცრებული ნარკოპოლიტიკის შემდეგ, ნარკოდანაშაულის რაოდენობა ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა. მაგალითად, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში 3 553 ნარკოდანაშაულის [სსკ-ის 260 – 274 მუხლები] შემთხვევა დაფიქსირდა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 1738 ნარკოდანაშაულის ფაქტის ჩადენა დაფიქსირდა. მხოლოდ ნარკოდანაშაულის მაჩვენებელი 104 %-ით გაიზარდა. „ეს არის რუსული მოდელი – …

ერგესთან ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

თვითმხილველის ინფორმაციით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგესთან ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს ორი ახალგაზრდა კაცი, მათგან ერთი მსუბუქად არის დაშავებული, მეორე შედარებით მძიმედ,  მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 437 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 450. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 208 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 25 011 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 46 724 …

ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოავარია დღეს, 25 ივლისს, გამთენიისას მოხდა ვაჟა-ფშაველასა და ზურაბ გორგილაძის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს ტურისტებით სავსე სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. თვითმხილველთა თქმით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, მგზავრები სამარშრუტო ტაქსიდან გადმოცვივდნენ.

კრასნოდარში დააკავეს ქალი, რომელმაც დრონით თავდასხმის ვიდეო გამოაქვეყნა

რუსული მედიის თანახმად, პოლიციამ დააკავა 19 წლის გოგო, რომელმაც დრონების თავდასხმის შედეგები, ანუ ხანძარი გადაიღო და შემდეგ ეს ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა. მედიის თანახმად, 22 ივლისს, კრასნოდარის მხარეში უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, ადგილობრივ Telegram არხებზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ახალგაზრდა ქალი ხანძრისკენ მიუთითებს და სარკასტულად ამბობს: „მაგარია, დედა უმუშევარი დარჩა“. პოლიციის ცნობით, ცენტრი E-ის თანამშრომლებმა ერთ-ერთი …

სად აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე, ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტით

სახელმწიფოს საკუთრებაში ცალკე საკადასტრო კოდად დაარეგისტრირეს ნაკვეთი მდინარე ჭოროხზე, რომელიც ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის პროექტის არეალშია და სადაც საავტომობილო ხიდი უნდა აშენდეს. ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე მოქმედი [ე.წ. გონიოს] ხიდიდან ზემოთ, დაახლოებით 2,4 კილომეტრით იქნება დაშორებული. ხიდი ბათუმის შემოვლით გზას ქალაქის სამრეწველო ზონიდან დააკავშირებს გვირაბს, რომლის მშენებლობაც ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში დაიწყება. ჭოროხის კალაპოტის სიგანე, იმ ადგილზე, …

6 თვეში ჯარიმებიდან 148 მილიონი ლარი შევიდა ბიუჯეტში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებიდან 2026 წლის ბიუჯეტში, 6 თვეში, 148 მილიონი ლარი შევიდა. სახელმწიფო ხაზინის ანგარიშის მიხედვით ამ თანხიდან 59.3 მილიონი ცენტრალურ ბიუჯეტში, 89 მილიონი კი – თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტში შევიდა. მათ შორის, პარკირების წესების დარღვევის გამო ჯარიმამ 11 მილიონ 193 937 ლარი შეადგინა; უბილეთოდ მგზავრობის გამო გადახდილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1 მილიონ 660 792 …

“უყოყმანოდ დავთანხმდი” – დედის რძის პირველი ბანკის პირველი დონორი ბათუმიდან

10 ივლისს ბათუმში, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ქალის რძის პირველი ბანკი გაიხსნა. ეს პირველი შემთხვევაა როცა საქართველოში და რეგიონში ქალის რძის ბანკი იხსნება. როგორც ბათუმის ბავშვთა ჰოსპიტლის ადმინისტრაცია განმარტავს, ახალი პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალშობილთა ინტენსიური მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას. დედის რძე განსაკუთრებით აუცილებელია იმ ჩვილებისთვის, რომლებიც სიცოცხლის პირველივე დღეებიდან განსაკუთრებული სამედიცინო …

რატომ ჩაქრა მთელ ქვეყნაში დენი 4 საათით – ინტერვიუ ენერგეტიკოსთან

24 ივლისს, ღამით, მთელ საქართველოში ელექტროენერგია დაახლოებით 5 საათით გაითიშა. დენი არ მიეწოდებოდა არცერთ სტრატეგიულ ობიექტს. გასვლა ვერ შეძლო თბილისი-ბათუმის მატარებელმა. ამ დროის მანძილზე არცერთ ოფიციალურ უწყებას არ გაუკეთებია განმარტება, რამ გამოიწვია მთელი ქვეყნის ჩაბნელება. რამდენად მოწყვლადია ქვეყნის ენერგოსისტემა და რას შეიძლება გამოეწვია მასობრივი გათიშვა ქვეყანაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილს ესაუბრა. ბატონო …

11-11 წელი მიუსაჯეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებულებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირი დამნაშავედ ცნო. საუბარია ბათუმში, 2026 წლის მარტში დაკავებულ პირებზე, რომელთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი – უცხო ქვეყნის. სპეცოპერაცია ბათუმში სუს-მა ჩაატარა. „მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე და საქართველოს ერთი მოქალაქე ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდნენ, მისი ლიდერის …

ცოლის მკვლელობის მცდელობის და დედაზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პროკურატურამ მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, დედის ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შემთხვევა 22 ივლისს მოხდა მარნეულში. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მეუღლეს დანით დაზიანებები მიაყენა, ასევე არასრულწლოვანის თანდასწრებით იძალადა საკუთარი დედის მიმართ, რომელსაც ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე …

აჭარის მთავრობა ჩაქვში უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობას, ამ ადგილზე მშენებლობის პირობით ყიდის

აჭარის მთავრობა ყიდის უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობას ჩაქვში – 13 147 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ შენობას, რომელიც 2508.53 კვ.მეტრია. პირობიანი აუქციონის საწყისი ფასით 5 მილიონ ლარია. დაზუსტებული საწყისი ფასი 4 900 000 ლარია, ბიჯი 125 000 ლარი. აუქციონი 10 ივლისს გამოაცხადეს და 30 ივლისს უნდა დასრულდეს. აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველმა საბოლოო საპრივატიზებო საფასური …

Exit mobile version