ავეჯის სახლი Lusso – საძინებლის 15 ახალი მოდელი 1790 ლარიდან

ავეჯის სახლი „Lusso“ საძინებლების ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ აჭარაში – აქ დაგხვდებათ გემოვნებიანი და კლასიკური სტილის საძინებლები, რომლებიც შოურუმში დამოუკიდებელ სივრცეებადაა განლაგებული. აქვეა შესაფერისი თეთრეული, მატრასები, განათების აქსესუარები და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საუცხოო ფერთა გამა. რატომ Lusso? [checklist] გარანტირებული ხარისხი საძინებლების ყველაზე ფართო არჩევანი ბათუმში მომხმარებლისთვის სასურველი ზომები, ფერი საძინებლის 15 ახალი მოდელი 1790 ლარიდან …

როცა გული გაწუხებთ

მიუხედავად იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე წამყვანი კარდიოლოგიური კლინიკა არსებობს, პაციენტების უმრავლესობა, ვისაც გული აწუხებს, მაინც დაბნეულია: – კლინიკები თითქმის არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან და პაციენტს, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე სერვისს სთავაზობენ. მკურნალობის ძირითად ფორმად რჩება მედიკამენტები და ინვაზიური ჩარევები (სტენტი, შუნტირება, კარდიოსტიმულატორი). ნუთუ არ არსებობს ალტერნატივა იმ პაციენტებისთვის, რომელთა დაავადება მხოლოდ საწყის ეტაპზეა და იწყებს …

მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში ჩაქვში ერთწლიან ანგარიშს წარადგენს [ანონსი]

11 თებერვალს, ჩაქვში,  ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში თავისი საქმიანობის ერთი წლის ანგარიშს მოსახლეობას წარუდგენს. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია,   ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია მივიდეს და დეპუტატს  კითხვები დაუსვას. შეხვედრა დეპუტატთან 17:00 საათზე დაიწყება. მისამართი: ჩაქვი,  “ჩაის სახლი” – თამარ მეფის N33

ჯივილიში 3500-ზე მეტი დასახელების საქონელზე 70 %-მდე ფასდაკლებაა

საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ყველაზე მრავალფეროვანი მაღაზია „ჯივილი“ ერთგულ მომხმარებელს სრულ კოლექციაზე 10-დან 70 %-მდე ფასდაკლებას გთავაზობთ. „ჯივილი“ ბათუმელ მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს მრავალფეროვან ფასდაკლების აქციასა და სხვადასხვა პრომოაქტივობას საბავშვო ტანსაცმელზე, სათამაშოებსა და აქსესუარებზე. გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N88  

საზღვაო ნავსადგურში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გაიხსნება [ანონსი]

ხვალ, 07 თებერვალს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალს გახსნის. შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ ტერიტორიაზე ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ახალი მულტიმოდალური საკონტეინერო გადატვირთვის ტერმინალი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო: [checklist] შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო …

ფინკა ბანკი დეპოზიტებზე საუკეთესო პირობების შეთავაზებას განაგრძობს

ფინკა ბანკი დეპოზიტებზე საუკეთესო პირობების შეთავაზებას განაგრძობს და ლარში განთავსებულ დეპოზიტზე მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ინარჩუნებს. ფინკა ბანკის 6 სახის დეპოზიტი მომხმარებლების მიზნებზეა მორგებული. საინტერესო პირობები ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირებისათვის. ფინკა ბანკის დეპოზიტებზე, მაქსიმალური ვადის შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ასე გამოიყურება: [checklist] შემნახველი დეპოზიტი ლარში – ნომინალური 7% (ეფექტური 7.23%). მომხმარებელს შეუძლია თანხის განკარგვის სრული …

ვითიბი ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე აქცია დაიწყო

ვითიბი ბანკი მომხარებელს სთავაზობს აქციას სამომხარებლო სესხზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია, უზრუნველყოფის გარეშე 30 000 ლარამდე, ხოლო თავდების უზრუნველყოფით 45 000-ლარამდე თანხის აღება. სესხის მაქსიმალური ვადა 4 წელია. ვითიბიში სესხის აღება შესაძლებელი გამარტივებული წესით და შემოსავლების ადგილზევე დადასტურებით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 6,9%-დან იწყება, ეფექტური 12,8%-დან. აღსანიშნავია რომ აქციის ფარგლებში სესხის გადახდის დაწყება სამი თვის შემდეგ არის …

კომპანია იუნიქ სთეი ჰოტელსის განცხადება

უკვე 6 წელია გვაქვს სასამართლო დავა თურქეთის მოქალაქე ქემალ გაზიოღლუსთან, ვის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე 2006 წელს სამშენებლო ნებართვის გარეშე 3.5 მეტრის სიღრმის ქვაბულის ამოღებამ და მრავალი წლის მანძილზე კონსერვაციის გარეშე მიტოვებამაც დააზიანა ჩვენი კომპანიის კუთვნილი შენობა (რაც გასულ წელს „გააპიარა“ კიდეც აქედან გამომდინარე დამატებითი ზიანის სამართლებრივი შედეგებით!) და რაზეც სასამართლოში საქმის მოსამზადებელ ეტაპზე წარდგენილი 20–მდე …

როგორ ამოვიცნოთ პოდაგრა – კლინიკა საგიტარიუსის რეკომენდაცია 

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება. ერთ-ერთი პოდაგრაა. ნივთიერებათა ცვლაში მნიშვნელოვან როლს პურინები ასრულებს. პურინები ორგანიზმი საკვებთან ერთად ხვდება, მცირე რაოდენობა კი ორგანიზმში წარმოიქმნება. პურინული ცვლის საბოლოო პროდუქტი შარდმჟავაა, რომელიც ორგანიზმიდან თირკმლების გზით გამოიდევნება. მჟავის დაგროვების ორი მექანიზმი არსებობს: [checklist] ჭარბი პროდუქცია თირკმლების მიერ გამოყოფის დარღვევა [/checklist] შარდმჟავას მარილებისგან კრისტალები წარმოიქმნება, რომლებიც ილექება …

ბაგა-ბაღი „აისი“ – უსაფრთხო, ოჯახური და მეგობრული გარემო

ბაგა-ბაღი „აისი“ აღსაზრდელთა მიღებას აცხადებას. თუ თქვენი ბავშვისთვის საბავშვო ბაღს ეძებთ – ბაგა-ბაღი „აისი“ საუკეთესო არჩევანია. ჩვენთან უსაფრთხო, ოჯახური და მეგობრული გარემოა. ბაღში მცირე – 10-ბავშვიანი ჯგუფებია და თქვენს შვილს აქ ყოფნის პერიოდში ყურადღება არ მოაკლდება. აქვს ფართო სივრცე, მზიანი ოთახები, კლასებში ინვენტარი მორგებულია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე. დღის რეჟიმი სამჯერადი კვება შუადღის ძილი ეზოში გასეირნება და თამაში თანამედროვე …

ვაკანსია ბიზნესანალიტიკოსის პოზიციაზე – დამსაქმებელი მართვის კომპანია GGM 

მართვის კომპანია GGM-ი აცხადებს ვაკანსიას ბიზნესანალიტიკოსის პოზიციაზე. ვაკანსიის დასახელება: ბიზნესანალიტიკოსი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (ფინანსები, ბიზნესი, მენეჯმენტი); ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ძირითადი მოვალეობები: ბიზნესპროექტის დამუშავება (კვლევა, დაფინანსების წყაროების მოძიება, პროექტის მომზადება, რისკების ანალიზი, დაფინანსების პროცესის მართვა); შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან (ბიზნესი, საფინანსო ინსტიტუტები, მედია, ინვესტორები, სახელმწიფო დაწესებულებები). სამუშაო განაკვეთი: სრული. სამუშაო ადგილი: ბათუმი. დაინტერესების შემთხვევაში …

საზღვაო სასწავლებელ „ანრის“ გუნდ „მეზღვაურების“ წარმატება ინტელექტუალურ თამაშში

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი სტუდენტურ და საზოგადოებრივ აქტივობებში. ამას მოწმობს მრავალი პრიზი და ჯილდო, რომლებიც უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა სხვადასხვა, მათ შორის, სპორტულ შეჯიბრებებში მოიპოვეს. კიდევ ერთი წარმატება სასწავლებლის სტუდენტებმა ამჯერად ინტელექტუალურ თამაშებში მოიპოვეს. გუნდმა -„მეზღვაურები“  -საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინტელექტუალურ თამაშში „წიგნის თარო“ შესარჩევი ტური წარმატებით გაიარა. გუნდი სამი …

შრომის უსაფრთხოების მენეჯერის აკრედიტებული პროგრამა ბათუმში

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია აცხადებს მიღებას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მოსამზადებელ აკრედიტებულ პროგრამაზე. პროგრამა შედგენილია სახელმწიფოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და სრულად პასუხობს შრომის უსაფრთხოების სფეროში  არსებულ გამოწვევებს. პროგრამა განკუთვნილია როგორც მოქმედი, ასევე, დამწყები შრომის უსაფრთხოების მენეჯერებისათვის. კურსის ხანგრძლივობა: 20-25 დღე, 130 საათი.  კურსის დაწყების სავარაუდო დრო: 2019 წლის 18 თებერვალი (პირველი ჯგუფი). ტრენინგის ჩატარების გრაფიკი შედგება …

ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს შეხვდა

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების მიზნით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით  ევროკომისიის ტრანპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი, ჰენრიკ ჰოლოლეი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დღეს, 28 იანვარს  ჰენრიკ ჰოლოლეისა და  სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის  დავით ფერაძის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე მხარეებმა  სს „საქართველოს რკინიგზის“ და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის ევროპა …

შეხვდით დეპუტატებს ბსუ-ში და დაუსვით კითხვები [ანონსი]

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე და ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ნუკრი/ლევან ბეჟანიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრას გამართავენ. შესაბამისად, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მივიდეს ამ შეხვედრაზე და დეპუტატებს დაუსვას კითხვები. საინფორმაციო შეხვედრაზე განიხილავენ სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოს კანონსა და, ასევე, ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართულ საკანონმდებლო ცვლილებებს. დასწრება თავისუფალია! შეხვედრა გაიმართება 29 იანვარს, 12:00 …

ხაშური-ლიხის მონაკვეთზე რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, 24 იანვარს, საღამოს  ხაშური-ლიხის მონაკვეთზე, რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა. “უსაფრთხოების მიზნით ერთი საათით შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და გაჩერდა თბილისი-ფოთის მატარებელი. ამჟამად მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე უსაფრთხოების შემოწმების და მოკვლევის მიზნით მუშაობენ საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები,” – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

კოლეჯი „გოლდენ სიი“ ახალ პროექტს იწყებს: „ვისწავლოთ ებრაული ენა“

შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიი“ აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით იწყებს მორიგ პროექტს: „ვისწავლოთ ებრაული ენა“. პროექტის პრეზენტაცია 23 იანვარს ასსპა-ში გაიმართა. ამ გზით გვსურს გავაუმჯობესოთ სერვისის ხარისხი ისრაელელი ტურისტების მომსახურეობის მიმართულებით, რაც აისახება ჩვენი რეგიონის სამომავლო კეთილდღეობაზე, ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას და დასაქმებას აჭარაში. სასწავლო პროცესს წარმართავს გამოცდილი ისრაელელი სპეციალისტი სენი აილონი. ის …

ენმ მოსახლეობას ბათუმის საკრებულოში საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარუდგენს [ანონსი]

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 30 იანვარს, 12:00 საათზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის ერთი წლის ანგარიშს წარუდგენს. შეხვედრაზე ფრაქციის თავმჯდომარე და წევრები ისაუბრებენ ფრაქციის და მათ მიერ ინიცირებულ პროექტებზე, ბიუჯეტთან დაკავშირებულ შენიშვნებზე, შეაჯამებენ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს, გააცნობენ საზოგადოებას წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს და განიხილავენ ფრაქციის სამომავლო გეგმებს. ანგარიშის შემდეგ შეხვედრა …

ჯივილი წლის პირველ განახლებულ კოლექციას გთავაზობთ

საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ყველაზე მრავალფეროვანი მაღაზია „ჯივილი“ ერთგულ მომხმარებელს წლის პირველ განახლებულ კოლექციას სთავაზობს. „ჯივილი“ ბათუმელ მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს მრავალფეროვან ფასდაკლების აქციასა და სხვადასხვა პრომოაქტივობას საბავშვო ტანსაცმელზე, სათამაშოებსა და აქსესუარებზე. გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N88

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ოფიციალური ონლაინმაღაზია გაიხსნა

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით საქართველოში პირველად ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ონლაინმაღაზია გაიხსნა, სადაც ქართული ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური ეკიპირების და საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენა ონლაინრეჟიმში, ვებგვერდზე – www.funshop.ge  შეუძლიათ. მაღაზიაში შესაძლებელია ეროვნული ნაკრების სათამაშო და გულშემატკივართა მაისურების, შარვლების, გამოსასვლელი ზედების და სხვა პროდუქციის შეძენა. ონლაინმაღაზიაში ბავშვებისთვის შექმნილი პროდუქციაც არის წარმოდგენილი. უფასო მიტანის სერვისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, …

კრიპტომატი ბათუმის Black Sea Mall-ში განთავსდა

ბათუმში „კრიპტომატმა“ მისამართი შეიცვალა. ამიერიდან კრიპტოვალუტის ბანკომატით სარგებლობა მომხმარებელს სავაჭრო ცენტრ „Black Sea Mall“-ში (სავაჭრო ცენტრი „კარფურის“ მიმდებარედ. მის: ტბელ აბუსერიძის #20) შეუძლია. შეგახსენებთ, რომ „კრიპტომატი“ (Cryptomat) ეს არის კრიპტოვალუტების ორმხრივი ბანკომატების ოპერატორი კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა და დღეის მდგომარეობით თბილისში 5, ხოლო რეგიონებში – თელავი, ქუთისი, ბათუმი – 3 აპარატს …

ანდერძი

ქ. ბათუმი, 14 მარტი 2015 წელი მე დურსუნ ვერძაძე დაბადებული 05/06/1938 წელს, მცხოვრები ბათუმი, ანგისის ქ. N18, პირადი N61006001195 ვმოქმედებ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, სხვა პირთა ზემოქმედების გარეშე და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც არ მიზღუდავს თავისუფალი ნების გამოვლენის შესაძლებლობას, ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე, ჩემი ნებით ვადგენ წინამდებარე ანდერძს შემდეგზე: ანდერძი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,დურსუნიში“ (საიდენტიფიკაციო …

საქართველოს რკინიგზამ საშობაოდ დამატებითი რეისები დანიშნა

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“  7 იანვარს თბილისი–ზუგდიდი–თბილისისა  (N878/877) და   თბილისი–ბათუმი–თბილისის (808/807) მიმართულებებზე დამატებით რეისებს ნიშნავს. ასევე თბილისი–ზუგდიდი–თბილისისა და თბილისი–ოზურგეთი – თბილისის მიმართულებაზე მოძრავ სამგზავრო შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები. დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:   თბილისი–ზუგდიდი–თბილისი #878/877 გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა 08:50 14:43 17:05 22:45 თბილისი–ბათუმი–თბილისი #808/807 გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა 10:30 15:30 17:10 22:05 „საქართველოს რკინიგზა“ გილოცავთ  შობის დღესასწაულს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!  

“ეიპიემ ტერმინალსმა“ ფოთის პორტის გაფართოების პროექტი წარადგინა

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოებისთვის ნებართვის მისაღებად, ფოთის პორტის გაფართოების კონცეპტუალური გეგმა წარუდგინა. პროექტის დიზაინი მოიცავს ახალი ტალღამჭრელის და სხვადასხვა ტიპის (მშრალი, ნაყარი, კონტეინერიზებული და გენერალური)  ტვირთებისთვის 700 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის კედლის მშენებლობის, განვითარებისა და ოპერირების გეგმას. ნავმისადგომი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება …

ბულინგი სკოლაში – დისკუსია ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში

28 დეკემბერს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით  ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლაში დისკუსია გაიმართა.  დისკუსიის თემა იყო ბულინგი სკოლაში. დისკუსიაში მონაწილეობდნენ პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები, დისკუსიის მომხსენებლები კი ონლაინგამოცემა „ბათუმელებისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ჟურნალისტები იყვნენ.  ლელა დუმბაძე, „ბათუმელების“ ჟურნალისტი:  ჩვენს ონლაინგამოცემას არაერთი ბულინგის ამსახველი ფაქტი გაუშუქებია. მაგალითად, დაახლოებით ერთი კვირის წინ ბათუმის ერთ-ერთი …

წინასაახალწლო საქველმოქმედო აქცია ქედაში

წინასაახალწლოდ ქედის მუნიციპალიტეტში მასშტაბური საქველმოქმედო აქციები მეორე დღეა იმართება. ერთ-ერთი აქციის ფარგლებში სოფელ ცხმორისში 8 წლის კახა ნაკაშიძეს ქედის მერი მოულოდნელად ეწვია და საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადასცა. ,,როცა ნაკაშიძეების საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა, მაშინ გავიცანი კახა, რომელიც ძალიან წუხდა, რომ დაეწვა სასკოლო კომპიუტერი. მართალია, ოჯახს ქედის მერია და აჭარის მთავრობა დაეხმარა შესაძლებლობის ფარგლებში, …

„მადაგასკარელებმა“ წინასაახალწლო ზეიმი მზრუნველობამოკლებული ბაშვებისთვის გამართეს

საბავშვო ბაგა-ბაღი „მადაგასკარის“ აღსაზრდელებმა წინასაახალწლო ზეიმი „მეტრო-სითიში“ გამართეს. ზეიმი სპეციალურად მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის გაიმართა. პატარებმა თანატოლებს წინასაახალწლო განწყობა და ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს. საღამოს აჭარის მთავრობის მინისტრები – ზაალ მიქელაძე და ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ.

რა უნდა იცოდეთ ქიმიოთერაპიის შესახებ – თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგია

კლინიკა „ნიუ პლაზმა“ მეორე წელია ბათუმში ონკოლოგიურ დაავადებათა  მკურნალობის საჭიროების მქონე ადამიანებს ემსახურება. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? რატომ უნდა ჩავიტაროთ სკრინინგი? რატომ უნდა გამოვიკვლიოთ გენეტიკა და კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწორად წარიმართოს მკურნალობა? – ამ საკითხებზე კლინიკის დამფუძნებელი, მამოლოგი თეიმურაზ გოგიტიძე საუბრობს: „თავდაპირველად მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ კიბო დაავადებაა, რომლის დროსაც სხეულის …

Beauty House გთავაზობთ საახალწლო აქციას სახისა და სხეულის მოვლის პროცედურებზე

კლინიკა „ბიუთი ჰაუსი“ გთავაზობთ საახალწლო აქციას ბიორევიტალიზაციაზე სახისა და სხეულის მოვლის პროცედურებზე: [checklist] ბიორევიტალიზაციის მასაჯის სრული კურსი 290 ლარის ნაცვლად 220 ლარი აქცია გრძელდება 14 იანვრამდე [/checklist] შეხვდი ახალ წელს განსაკუთრებულად! მისამართი: ბათუმი, კლდიაშვილის ქუჩა N25. წინასწარ ჩასაწერად დარგვიკავშირდით : 571 39 18 81

ბაგა-ბაღი „აისი“ გილოცავთ შობა-ახალ წელს

ბაგა-ბაღი „აისი“ გილოცავთ შობა-ახალ წელს, განსაკუთრებით  პატარებს, გისურვებთ ჯანმრთელობას, მხიარულ, ლაღ და თავისუფალ ბავშვობას! ბაგა-ბაღი „აისი“ 2016 წლის დასაწყისში გაიხსნა. ორი წლის განმავლობაში ათეულობით ბავშვმა მიიღო აქ სკოლამდელი განათლება. ძირითადი ფაქტორი, რატომაც ბავშვები ჩვენთან მოჰყავთ, არის ოჯახური, თბილი გარემო, მზრუნველი და ბავშვების მოსიყვარულე ძიძებით. მეტი ინფორმაციისთვის გვეწვიეთ: ბათუმი, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა N24; ან დაგვირეკეთ: 577 53 65 65.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში გადაეცემა

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დღეს მიღებული განკარგულებით ქალაქ ბათუმის მერს მიეცა თანხმობა კახიძეების მრავალშვილიან ოჯახს საკუთრებაში გადასცეს ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქ. N1-ში არსებული 129,00 კვ/მ ფართის N11 საცხოვრებელი ბინა. განკარგულების პროექტს საკრებულოს სხდომაზე დამსწრე დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. განკარგულების მიხედვით, ქ. ბათუმის მერიას, ასევე დაევალა უზრუნველყოს აღნიშნული საცხოვრებელი ბინის სარემონტო სამუშოების ფულადი ანაზღაურება 32 250 ლარის …

საკრებულომ ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია – ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირა. მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება მუნიციპალური იფრასტრუქტურის განვითარება, ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება, …

წინასაახალწლოდ „ბელჰაუსი“ 25-დან 50 %-მდე ფასდაკლებას გთავაზობთ

წინასაახალწლოდ ავეჯის სახლი „ბელჰაუსი“ მომხმარებელს საქართველოში არსებულ ყველა ფილიალში რბილი ავეჯის სრულ კოლექციაზე 25-დან 50 %-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. შეთავაზება მოქმედებს 30 დეკემბრის 21 საათამდე. „ბელჰაუსი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია იმ მომხმარებელთა შორის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ხარისხს, ფასსა და მრავალფეროვნებას. დამატებითი ინფორმაციისთვის გვიპოვეთ ფეისბუქზე: ბელჰაუსი Belhouse ან გვეწვიეთ  მისამართებზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N88, ბათუმი მოლი, მე-3 სართული. თბილისი, სულხან …

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს

ძლიერი მეზღვაური – ძლიერი საქართველო! – ამ სლოგანით ბათუმის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ ათ წელზე მეტია საუკეთესო კადრებს ამზადებს. ჩვენი კურსდამთავრებულები მსოფლიოს წამყვანი კომპანიების გემებზე ცურავენ. ისინი ეკიპაჟის საუკეთესო და ლიდერი წევრები არიან. „ანრის“ უმაღლესი საფეხურის პირველმა კურსდამთავრებულებმა უკვე მიაღწიეს საზღვაო სფეროს უმაღლეს საფეხურებს და შორეული ნაოსნობის კაპიტნები და უფროსი მექანიკოსები გახდნენ. ჩვენი სასწავლებლის გამოშვებული …

სქოლიოზის მკურნალობა ევმინოვის მეთოდით ნებისმიერ ასაკში ეფექტურია

სქოლიოზით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი „ვიტა“ ბათუმში უკვე 5 წელია არსებობს. ცენტრში „ევმინოვის მეთოდით“ მკურნალობენ სქოლიოზს, ოსტეოქონდროზს, მალთაშუა თიაქარს, რადიკულიტს, სპონდილოზს და ხერხემლის სხვა დაავადებებს. „ევმინოვის მეთოდში“ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მკურნალობა მიმდინარეობს ვარჯიშის გზით და გამორიცხავს ქირურგიულ ჩარევას. მკურნალობასთან ერთად ცენტრში ტარდება ახალი, ფოტოგეომეტრიული გამოკვლევა, რომლის საშუალებითაც დგინდება ხერხემლის გამრუდების ხარისხი. პაციენტის ხერხემლის ფოტო იგზავნება …

ძუძუს კიბოს გენეტიკურად განპირობებული რისკის შეფასება

ნებისმიერ ადამიანს შესაძლოა დაუსვან სიმსივნის დიაგნოზი, ამის თავიდან ასაცილებლად და რისკების შესამცირებლად პაციენტებს ვურჩევთ დროული დიაგნოსტიკა ჩაიტარონ, მივიდნენ კონსულტაციაზე მამოლოგთან, ჩაერთონ სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებში, ჩაიტარონ კიბოს რისკის მატარებელი გენის პრედიქტიული გამოკვლევები. ჩვეულებრივ, სიმსივნე არ გადადის მემკვიდრეობით, თუმცა ზოგიერთ მათგანზე – განსაკუთრებით კი სარძევე ჯირკვლის, საკვერცხის და პროსტატის კიბოზე – შეიძლება საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინოს გენებმა …

Exit mobile version