რეკლამა,სიახლეები

სილქნეტმა ჯეოსელის მეოთხე თაობის ქსელი (4.5G) გააძლიერა

03.05.2019 • 1854
სილქნეტმა ჯეოსელის მეოთხე თაობის ქსელი (4.5G) გააძლიერა

ბოლო პერიოდში,  სილქნეტმა თბილისსა და რეგიონებში, მობილური ქსელის მიმართულებით,  მოდერნიზაციის მასშტაბური სამუშაოები ჩაატარა, რომლის შედეგად, ქვეყანაში 4.5G  ინტერნეტის დაფარვა გაიზარდა, ასევე გაუმჯობესდა მომსახურების ხარისხი.  

კერძოდ, აჭარისა და გურიის რეგიონებში  გაწეული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, გაძლიერდა  მეოთხე თაობის არსებული ქსელი 4.5G ქსელით შეიცვალა. ასევე  აღნიშნული ტექნოლოგია იმ ადგილებში დაინერგა, სადაც მომხმარებელი ადრე ვერ სარგებლობდა მეოთხე თაობის ინტერნეტით.  

მნიშვნელოვანია, რომ საზღვაო სეზონის დაწყებამდე მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. უკვე ერთი წელია  რაც ბათუმში მომხმარებლები უსწრაფესი მობილური ინტერნეტით სარგებლობენ. ასევე 20-მდე დასახლებულ პუნქტში გაუმჯობესდა და დაინერგა მეოთხე თაობის ქსელი: მახინჯაური, აჭყვა, ბობოყვათი, ჩაქვი, ქვედა კვირიკე, წყალწმინდა, ლანჩხუთი, ახალსოფელი, ჩიბათი, გრიგოლეთი, ჯაპანა, კეთილარი, ხაჯალია, ლესა, ნიგოითი, ნიგვზიანი, საჯავახო, სუფსა. ასევე, ქობულეთში, ოზურგეთსა და ურეკში.

დღეისათვის აჭარისა და გურიის რეგიონებში  ქსელის მოდერნიზაციისა და გაძლიერებისთვის  ჩატარებული  სამუშაოები წარმატებით დავასრულეთ. ასევე, მზად ვართ საკურორტო სეზონისთვის, რათა აღნიშნულ რეგიონებს მოვემსახუროთ გაცილებით სტაბილური სიგნალითა და ბევრად უფრო მაღალსიჩქარიანი  ინტერნეტით. გაძლიერებული 4.5G  ქსელის პირობებში, ჩვენი მომხმარებლები დაახლოებით 5-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით შეძლებენ სარგებლობას,“- აღნიშნავს სილქნეტის კომერციული დირექტორი ბაჩო ჩინჩალაძე.

კომპანია კვლავაც აგრძელებს თანმიმდევრულ სამუშაოებს ჯეოსელის ქსელის გასაძლიერებლად რეგიონის დანარჩენ ტერიტორიაზე, რათა საუკეთესო მომსახურება შესთავაზოს  აბონენტებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: