ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებების კვირეული 25 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნა. საშობაო გამოფენა, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების კონცერტი, ნაძვის ხის ანთება, ფეიერვერკებისა და ფრანების შოუ – ადგილობრივებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა. საახალწლო პროგრამა 31 დეკემბრამდე ყოველდღეა გაწერილი: დღეს, 26 დეკემბერს, 16 საათზე, ჩანიშნულია ხელვაჩაურის კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების სახალხლო თეატრის სპექტაკლი ,,ზევით ყვავილებთან მინდა” (4-დან 6-წლამდე მოზარდებისთვის) რეჟისორი …
Category Archives: რეკლამა
ბათუმის ვალდორფის საბავშვო ბაღში წინასაშობაო-საახალწლო ბაზრობა გაიმართა
ვალდორფის სკოლა-ბაღში ტრადიციულად წინასაშობაო-საახალწლო ბაზრობა იმართება ხოლმე, სადაც უამრავი მშობელი, მასწავლებელი, სკოლის მოსწავლე თუ სკოლა-ბაღის მეგობარი იღებს მონაწილეობას ან, უბრალოდ, ღონისძიების სტუმარია. ამჯერად ბაზრობაზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ბათუმის ვალდორფის საბავშვო ბაღსაც მიეცა – ბაღი ზღვისპირეთის ნობათით გაუმასპინძლდა სტუმრებს და ხელნაკეთი ნივთებიც წარადგინა მათთვის. თავისუფლება, დამოუკიდებელი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღების უნარი, საკუთარი თავის მნიშვნელობა სამყაროში და სხვისი …
Continue reading “ბათუმის ვალდორფის საბავშვო ბაღში წინასაშობაო-საახალწლო ბაზრობა გაიმართა”
წიგნები მატარებლის მგზავრებს
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით წიგნებით დატვირთული მატარებელი გავიდა. უჩვეულო ბიბლიოთეკის პრეზენტაცია მწერლებმა გელა ჩარკვიანმა და გურამ მეგრელიშვილმა გამართეს. Stadler Kiss ორსართულიან მატარებელში პირველ ეტაპზე გამომცემლობა „არტანუჯისა“ და „ინტელექტის“ წიგნები განთავსდა. რკინიგზას წიგნები ასევე გადასცეს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“, „სისტეამ“, „გამომცემლობა შემოქმედი ანგელოზი“, „ილიაუნის გამომცემლობამ“, „წიგნები ბათუმში“ და სხვა. პროექტში აქტიურად ჩაერთო საქართველოსპარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც მგზავრებს შესთავაზებს სხვადასხვასახის ლიტერატურას. „მგზავრების კომფორტზე ზრუნვა, საქართველოს რკინიგზისთვის ერთ-ერთი …
გულის იშემიური დაავადებები, არითმიები – აპარატი ინტერმედიკაში „მდუმარე გულის“ მოსასმენად
ავტორი: შორენა ჟოჟაძე, მედიცინის დოქტორი, კარდიოლოგი, კლინიკა „ინტერმედიკას“ ექოკარდიოსკოპიური კაბინეტის ექიმი გული ჭირვეული ორგანოა. მას შეუძლია იხმაუროს, შეშლილივით იმუშაოს, მაგრამ იყოს ჯანმრთელი. და შეუძლია დუმდეს, მაგრამ… იყოს ავად. საბედნიეროდ, კარდიოლოგების არსენალში არის ძალიან ბევრი საშუალება „მდუმარე გულის“ ხმის მოსასმენად. ერთ-ერთი მათგანია – ე.კ.გ. ხოლტერული მონიტორირება (ამერიკელი ინჟინერის ჰოფმან ხოლტერის პატივსაცემად, რომელმაც გასული საუკუნის შუა წლებში …
„ჯივილი“ ერთგულ მომხმარებელს საახალწლო 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს
საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ყველაზე მრავალფეროვანი მაღაზია „ჯივილი“ ერთგულ მომხმარებელს საახალწლო 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. გვეწვიე, შეარჩიე და სალაროსთან მიიღე კუთვნილი ფასდაკლება! „ჯივილი“ ბათუმელ მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს მრავალფეროვან ფასდაკლების აქციებსა და სხვადასხვა პრომოაქტივობას საბავშვო ტანსაცმელზე, სათამაშოებსა და აქსესუარებზე. გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N88
LUSSO-ში საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო
ავეჯის სახლში „ლუსსო“ საახალწლო ფასდაკლებები უკვე დაიწყო. ჩვენთან სასურველი ზომისა და ფერის საძინებლების ყველაზე ფართო არჩევანია. ფოტოზე წარმოდგენილია სპეციალური წესით დამუშავებული, გასამმაგებული ლამინატის საძინებლის კომპლექტი, რომელიც საბაზო მატრასითა და ორწლიანი გარანტიით 2850 ლარის ნაცვლად 2600 ლარი ღირს. ზოგადად, საძინებლების 15 ახალი მოდელის ფასი 1790 ლარიდან იწყება. გვეწვიეთ შოურუმში: ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის 72. მობ.: 551 88 80 40.
ამბების საძებნელად გოდერძიზე – სამთო კურორტი ზღვასთან ახლოს
ბათუმიდან სულ რაღაც ასი კილომეტრის დაშორებით სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე“ მოხვდებით. აქ ახლა დიდი ფუსფუსია გაჩაღებული: ხის პატარ-პატარა ნაგებობებში ცხელი სასმელების, თხილამურებისა და სამთო აღჭურვილობის გასაქირავებელი პუნქტები ეწყობა, კურორტის რესტორნის მეპატრონე პროდუქტებს იმარაგებს, სპეციალური ტექნიკა სასრიალო ტრასებს ამზადებს, საბაგიროები უსასრულოდ მოძრაობენ წრეზე სატესტო რეჟიმში. ყველა სეზონის გახსნის მოლოდინშია და სტუმრებს ელიან. საოჯახო სასტუმრო თუ სასტუმრო? ვისთვის …
Continue reading “ამბების საძებნელად გოდერძიზე – სამთო კურორტი ზღვასთან ახლოს”
ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად წელს ქედაში 6 პროექტი განხორციელდა
ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოსაწყობად წელს ქედის მერიამ 6 პროექტი განახორციელა, რომელთა ბიუჯეტი 200 000 ლარი იყო: [checklist] დასრულდა ტურისტული ბილიკების მოწყობა ცივასულას ციხესთან და ,,მიწის ხიდი”-ს მიმდებარედ; მიმდინარეობს სამუშაოები ქვედა ბზუბზუში, ჩანჩქერთან მისასვლელი გზის კეთლმოსაწყობად; მოეწყო წონიარისში, ჯაიმელას მიმდებარე ტერიტორია; კეთილმოეწყო მახუნცეთში, თამარ-მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყო მახუნცეთში ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ. [/checklist] ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება …
Continue reading “ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად წელს ქედაში 6 პროექტი განხორციელდა”
„ღია კარის“ სხდომაზე დასმული საკითხების ნაწილი დადებითად გადაწყდა
ბათუმის საკრებულოში „ღია კარის“ სხდომა მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გაიმართა. სხდომაზე მოქალაქეებმა, ძირითადად, ეზოების კეთილმოწყობაზე, ინფრასტრუქტურაზე, საქალაქო ტრანსპორტის პრობლემებზე, შშმ პირთა საჭიროებებზე, ბათუმის ურბანული განვითარების სტატეგიაზე, ახალგაზრდულ და კულტურულ პროგრამებსა და ქალაქის გამწვანების პოლიტიკაზე გაამახვილეს ყურადღება. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოდან მოწოდებული ინფორმაციით, მოქალაქეების მიერ „ღია კარის“ სხდომაზე დასმული პრობლემური საკითხებიდან ნაწილი დადებითად გადაწყდა, ნაწილის გათვალისწინება მოხდა …
Continue reading “„ღია კარის“ სხდომაზე დასმული საკითხების ნაწილი დადებითად გადაწყდა”
„გრანდ გრილი“ – ხორცისა და თევზის ყველაზე მრავალფეროვანი რესტორანი ბათუმში
რესტორანი „გრანდ გრილი“ ქალაქის ცენტრში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს მოცეკვავე, ფერად ფანტანებთან ახლოს. „გრანდ გრილი“ იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც მშვიდი საღამოს გატარება სურს გემოვნებიანი მუსიკის ფონზე, მყუდრო გარემოში, მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად. საქსაფონისტის, პიანისტისა და მევიოლინესაგან შემდგარი ბენდი ყოველ პარასკევს და შაბათს ცოცხალი მუსიკით ამრავალფეროვნებს რესტორნის სტუმრებისთვის საღამოს. 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, „გრანდ გრილი“ …
Continue reading “„გრანდ გრილი“ – ხორცისა და თევზის ყველაზე მრავალფეროვანი რესტორანი ბათუმში”
2019 წლის ქედის მუნიციპალიტეტის მზარდი ბიუჯეტი და პრიორიტეტები
ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა სრულად 2019 წლიდან პირველად გადადის პროგრამულ ბიუჯეტზე. შესაბამისად, მიმდინარე წელს ქედის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ ერთობლივი მუშაობით მოხდა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გამოკითხვა და სწორედ გამოკითხვის შედეგების შესაბამისად მოხდა მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტების ასახვა. 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მოცულობა 11 457 900 ლარით განისაზღვრა, რაც 2018 წლის …
Continue reading “2019 წლის ქედის მუნიციპალიტეტის მზარდი ბიუჯეტი და პრიორიტეტები”
ძეგლის ისტორიის გაცოცხლება „ჩეხოვის სახლში“
„ჩეხოვის სახლში“- ღონისძიება, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა, მიზნად ისახავდა ურბანული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და აღნიშნული ძეგლის ისტორიის გაცოცხლებას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის კუთხით საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა; მწერალმა, პუბლიცისტმა რამაზ სურმანიძემ საზოგადოებას აღნიშნული შენობის ისტორია გააცნო, მოუთხრო იმ ადამიანების შესახებ, რომელთა მოღვაწეობაც დაკავშირებული იყო ამ სახლთან. „კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის …
Continue reading “ძეგლის ისტორიის გაცოცხლება „ჩეხოვის სახლში“”
იყიდება ლია უკლებას ნახატები
„საკერავი და სხვა მანქანები“, „მაღაროელი ბავშვი“, „არჩევნების ღამე“ – მხატვარმა ლია უკლებამ ამ ნამუშევრების გაყიდვა იმიტომ გადაწყვეტა, რომ მიღებული თანხის ნაწილი სოციალურად დაუცველ აბიტურიენტს მოახმაროს. 17 წლის გიორგი (სახელი შეცვლილია) დედასთან და 15 წლის დასთან ერთად ქუთაისში ცხოვრობს. მამა, რომელიც ოჯახში ერთადერთი შემომტანი იყო, რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. ოჯახი წლებია სოციალურად დაუცველია. გიორგი აბიტურიენტია. რადგან …
ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ მოსახლეობას საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს
25 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის ერთი წლის ანგარიშს წარუდგენს. შეხვედრაზე ფრაქციის თავმჯდომარე და მოადგილე ისაუბრებენ წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე, შეაჯამებენ ინიციატივებს, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს და განიხილავენ ფრაქციის სამომავლო გეგმებს. ანგარიშის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. აღნიშნულ ღონისძიებას საკრებულოს წევრები, არასამთავრობო …
მშვილდოსნობის ტურნირი გონიოს ციხეში
18-19 დეკემბერს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში მშვილდოსნობის ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მშვილდოსნობის ფედერაციის ჩართულობით გაიმართა. „გონიოს თასი 2018“-ის მოსაპოვებლად შეჯიბრი მოეწყო როგორც ვაჟთა, ასევე, ქალთა კატეგორიაში. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ „გონიოს თასით“, სიგელებითა და მედლებით. გონიოს ციხეში გამართულ მშვილდოსნობის ტურნირს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლები …
“საქართველოს რკინიგზასა” და „სოლიდარობის ფონდს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
სს “საქართველოს რკინიგზას” და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება ფონდის ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას გულისხმობს. “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის თანამშრომელთა ინიციატივითა და სურვილით მათი ხელფასიდან ყოველთვიურად განხორციელდება დონაცია. აღსანიშნავია რომ გაფორმებული მემორანდუმი თანამშრომლობის გაგრძელებას გულისხმობს, რადგან რკინიგზელები საქველმოქმედო აქციაში 2015 წლიდან არიან ჩართულნი. დოკუმენტს ხელი სს “საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ …
Continue reading ““საქართველოს რკინიგზასა” და „სოლიდარობის ფონდს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა”
სამშენებლო კომპანიამ „ჩემი სახლი“ მოქალაქეთა მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა
სამშენებლო კომპანიას – „ჩემი სახლი“ ბათუმში არაერთი თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი სახლი ეკუთვნის. ამ სახლებს, რომელთა ბინების უმრავლესობაც უკვე გაყიდულია, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი, 18-სართულიანი სახლიც შეემატა. სახლის ისტორია მაგალითია, თუ როგორ შეუძლია სამშენებლო კომპანიას, ბიზნესს სწრაფად გადაჭრას პრობლემები, რისგანაც დაზღვეული არავინაა. 18-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი ჭავჭავაძის ქუჩაზე ძველ შენობებთან ახლოს მდებარეობს. მაღალსართულიან კორპუსს სამეზობლო საზღვარი 50-იან …
Continue reading “სამშენებლო კომპანიამ „ჩემი სახლი“ მოქალაქეთა მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა”
საქართველოს და ლატვიის რკინიგზებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ლატვიის დედაქალაქ რიგაში, სს “საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და ლატვიის რკინიგზის პრეზიდენტმა ედვინს ბერძინსმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმის მიზანია, საქართველოსა და ლატვიის რკინიგზებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბება და რკინიგზაზე დაფუძნებული მულტიმოდალური ტრანსპორტირების განვითარებისათვის წინასწარი ჩარჩო ხელშეკრულების შემუშავება, რომლის მიხედვითაც სკანდინავიის ქვეყნები კავკასიას და შემდეგ შუა აზიასა და ჩინეთს დაუკავშირდება. საკონტეინერო მატარებელი ZUBR …
Continue reading “საქართველოს და ლატვიის რკინიგზებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა”
სოფლის განვითარების საბჭოს სამუშაო შეხვედრა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის მონიტორინგის და შეფასების ერთიანი სისტემის ჩარჩო-დოკუმნეტი დაამტკიცეს დღეს სოფლის განვითარების საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საბჭოს წევრებს მიესალმა და აღნიშნა, რომ სოფლის განვითარების თვალსაზრისით დოკუმენტი პასუხობს ყველა თანამედროვე გამოწვევას. ,,მთის მიმართულებით ეს გახლავთ კომპლექსური გეგმა, რომელიც პასუხობს იმ თანამედროვე მოთხოვნებს, რომელიც სოფლის …
Continue reading “სოფლის განვითარების საბჭოს სამუშაო შეხვედრა”
14 დეკემბერს 00:00 საათიდან 03:30 საათამდე რკინიგზის ბილეთების გაყიდვა შეჩერდება
ინტერნეტ პროვაიდერის შეცვლასთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზაში“ ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც 14/12/2018-ში 00:00 საათიდან 15/12/2018 06:00 საათამდე მიუწვდომელი იქნება შემდეგი გარე სერვისები: სატვირთო გადაზიდვების ერთიანი სისტემა გარე მომხმარებლებისთვის – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 03:00 საათამდე. კომერციული სალაროებიდან ბილეთების გაყიდვის სერვისი – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 03:30 საათამდე. ინტერნეტ ბილეთების გაყიდვა – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 …
Continue reading “14 დეკემბერს 00:00 საათიდან 03:30 საათამდე რკინიგზის ბილეთების გაყიდვა შეჩერდება”
როგორ აღმოჩნდა „პაქსმენი“ საქართველოში
ევროპაში მრავალწლიანმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ თავის კანის გაგრილების მეთოდი ეფექტურია ქიმიოთერაპიით გამოწვეული თმის ცვენის პრევენციისთვის. 2017 წელს კი „პაქსმენმა“ ამერიკაში ოფიციალურად გაიარა სერტიფიცირების პროცესი. რა არის თავის კანის გაგრილების სისტემა ? „პაქსმენი“ არის სპეციალური ქუდით აღჭურვილი აპარატი, რომლის საშუალებითაც ხდება თავის კანის (სკალპის) გაგრილება საჭირო ტემპერატურამდე. სკალპის გაცივებისას მცირდება ქიმიოთერაპიული მედიკამენტების უარყოფითი ზემოქმედება თმის …
შეხვედრა მსახიობ ლეო ანთაძესთან საზღვაო სასწავლებელ „ანრიში“
თეატრი, სპექტაკლი, მსახიობი-სამყარო, რომელიც დროს აჩერებს, სიტყვას აცოცხლებს, სულს და გრძნობებს აკავშირებს, ხშირად მიუწვდომელია სტუდენტისთვის. ეს თანამედროვე ყოფამ მოიტანა. ინტერნეტის თაობა ნაკლებად ინტერესდება ცოცხალი სანახაობით. წელს საქართველოს სახალხო არტისტს, ლეო ანთაძეს 86 წელი შეუსრულდა. ზუსტად 40 წელია ის ამ საპატიო ტიტულს ატარებს. ის ერთადერთი მსახიობია, რომელსაც სახალხო არტისტის წოდება 26 წლის ასაკში მიანიჭეს. მსახიობი, რომლის …
Continue reading “შეხვედრა მსახიობ ლეო ანთაძესთან საზღვაო სასწავლებელ „ანრიში“”
ბათუმის საკრებულოში კომისიების სხდომები მიმდინარეობს
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები კომისიის წევრებს ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა მერაბ ქიძინიძემ გააცნო. სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები ძირითადად ეხება ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას, ახალგაზრდული ცენტრის და …
Continue reading “ბათუმის საკრებულოში კომისიების სხდომები მიმდინარეობს”
სპორტული ტურიზმი – ახალი გამოწვევა და ახალი შესაძლებლობა რეგიონისათვის
ტურიზმი, როგორც ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელი ძალა, მუდმივად განიცდის ევოლუციას და განვითარებას. შესაბამისად ჩნდება ახალი გამოწვევები, რომელზეც აუცილებელია ფეხის აწყობა. დღეს გესაუბრებით ტურიზმის ერთ-ერთი ახალი ტრენდის, სპორტული ტურიზმის თემაზე, რომელსაც სპორტული ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი ბერიძე განიხილავს. რა არის სპორტული ტურიზმი? სპორტული ტურიზმი, ეს არის მოგზაურობა, სპორტულ ღონისძიებაში, როგორც აქტიურად, ასევე პასიურად …
Continue reading “სპორტული ტურიზმი – ახალი გამოწვევა და ახალი შესაძლებლობა რეგიონისათვის”
„არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“- საგანმანათლებლო პროექტი
დღეს, 16:00 საათზე, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში, საგანმანათლებლო პროექტის „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში ჩატარდება შემეცნებითი აქტივობა, რომელშიც ჩართულნი არიან ა(ა)იპ დღის ცენტრ ,,იალქანის’’ ბენეფიციარები და ბათუმის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები. პროექტის ორგანიზატორი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა. მხარდამჭერი კი განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. მოსწავლეები მოისმენენ ინფორმაციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რაობასა და მნიშვნელობის შესახებ. ასევე, მონაწილეობას მიიღებენ მასტერკლასში და ქოლგებს მოხატავენ …
Continue reading “„არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“- საგანმანათლებლო პროექტი”
ქედის „ბეთლემმა“ კრიზისული ეტაპი დაძლია და მეორე ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს
ქედის საფეხბურთო კლუბმა კრიზისული ეტაპი უკან მოიტოვა – „ბეთლემმა“ 2018 წლის საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის მესამე ლიგა წარმატებით დაასრულა. გუნდმა პოზიცია ათეულში შეინარჩუნა. მომავალი წლიდან, საფეხბურთო სეზონი 4-წრიანი იქნება და მასში 20 გუნდის ნაცვლად, 10 გუნდი იბრძოლებს მეორე ლიგის საგზურის მოსაპოვებლად. გუნდს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ფეხბურთის განვითარების ფონდი აფინანსებს. ადგილობრივი თვითმმართველობა კი ,,ბეთლემის” დაქვემდებარებაში არსებულ …
Continue reading “ქედის „ბეთლემმა“ კრიზისული ეტაპი დაძლია და მეორე ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს”
მუშაობაზე დაფუძნებული სწავლება – ევროპული მიდგომა საქართველოში უმუშევრობის შესამცირებლად
საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკაა პოტენციური თანამშრომლების გამოსაცდელი ვადით აყვანა და მათი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, სწორედ ამ სტატუსით შენარჩუნება. კერძო კომპანიებში, უმეტესად, პრაქტიკის პერიოდში დასაქმებულებს სამუშაოს არ უნაზღაურებენ. გარდა ამისა, ხშირად ვაკანსიებში, ასაკთან შეუსაბამო რამდენიმეწლიან გამოცდილებასაც ითხოვენ. ეს და სხვა ფაქტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმაში, რომ საქართველოში დასაქმების მაჩვენებელი კვლავ დაბალია – საქასტატის გასულ წლის მონაცემებით, იგი …
ქედაში საინფორმაციო კამპანია ,,არა ძალადობას” მიმდინარეობს
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ღია სივრცე საზოგადოებისათვის – „ქალთა ოთახი“ გენდერულ საბჭოსთან ერთად, გასვლით შეხვედრებს მართავს, რომლის მიზანია ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან. ღონისძიების ფარგლებში მოქალაქეებს საინფორმაციო …
Continue reading “ქედაში საინფორმაციო კამპანია ,,არა ძალადობას” მიმდინარეობს”
რა არის გრიპის ვაქცინა და გავიკეთოთ თუ არა
გრიპი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად შემოდგომა-ზამთრის პერიოდშია გავრცელებული. გრიპის გამომწვევია ვირუსი და ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. გრიპი არის საკმაოდ საშიში დაავადება და თუ სწორად არ ვუმკურნალეთ, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები. მედიცინამ გრიპის თავიდან ასაცილებლად მრავალი გზა შეიმუშავა, მათ შორის კი, ყველაზე ეფექტური ვაქცინაციაა. ვაქცინის მოქმედების პრინციპი ეფუძნება ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვის სტიმულირებას. თუმცა გარკვეული დრო …
Continue reading “რა არის გრიპის ვაქცინა და გავიკეთოთ თუ არა”
EMSA-ს დაფინანსებით საქართველოს გემების მონიტორინგის სახმელეთო ორი სადგური გადმოეცემა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა ქალაქ ვენეციაში, (იტალია) ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს ((EMSA)) ორგანიზებითა და ჩართულობით გამართულ სისტემა MAREΣ (ხმელთაშუა ზღვის და მიმდებარე საზღვაო რაიონების გემების მონიტორინგის ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა) ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის რიგით მე-15 შეხვედრაზე (15th MAREΣ Expert working Group Meeting) EMSA – სთან აწარმოა მოლაპარაკება ევროპის …
„BATUMI BUILD 2018“ 7-9 დეკემბერს გაიმართება
მიმდინარე წლის 07-09 დეკემბერს ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ეუფორიაში“, სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების მე-8 საერთაშორისო გამოფენა „BATUMI BUILD 2018“ გაიმართება, რომლის ორგანიზატორია საქართველოში ერთ-ერთი პირველი საგამოფენო კომპანია „GEONET EXPO“. კომპანია გამოფენების ორგანიზებით ხელს უწყობს რეგიონში ამ სფეროს განვითარებას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამშენებლო სფეროში დანერგილი ახალი ტექნოლოგიები, სამშენებლო მასალები, აღჭურვილობა, დანადგარები, კონდიცირებისა და გაგრილების სისტემები, არქიტექტურული ტექნოლოგიები, …
Continue reading “„BATUMI BUILD 2018“ 7-9 დეკემბერს გაიმართება”
ბაგა-ბაღი „აისი“ : ჩვენთან არც ერთი ბავშვი არ რჩება უყურადღებოდ
„აისი“ ბათუმში, ს. ხიმშიაშვილის ქუჩა #24-ში მდებარე სამსართულიან სახლში ფუნქციონირებს, რომელსაც მყუდრო და დიდი ეზო აქვს. საბავშვო ბაღის კარებს შეაღებთ თუ არა, ყურადღებას მიიქცევს განსაკუთრებული სისუფთავე და სიმყუდროვე, რომელსაც დროდადრო მხოლოდ ბავშვების ხმები არღვევს – ისინი შემეცნებით დავალებებს აღმზრდელებთან ერთად მხიარული თამაშით ასრულებენ. „აისის“ თითოეულ ჯგუფში მხოლოდ 10-10 ბავშვია. ეს აღმზრდელებს აძლევს საშუალებას, არც ერთი ბავშვი …
Continue reading “ბაგა-ბაღი „აისი“ : ჩვენთან არც ერთი ბავშვი არ რჩება უყურადღებოდ”
„შემოდგომა ბათუმში“ – „მადაგასკარის“აღსაზრდელების საშემოდგომო ფოტოსესია [ფოტო]
საშემოდგომო ფოტოსესიით ფერადი, ხასხასა და თბილი ნოემბერი გავაცილეთ ჩვენი ბაღის აღსაზრდელებთან ერთად.
აგროსექტორში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების კუთხით არსებული სიტუაციის კვლევა
„საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC) ახორციელებს რეგიონალურ (უკრაინა/საქართველო/მოლდოვეთი) პროექტს „სოფლის მეურნეობის რეგიონული პროფესიული განათლების ხელშეწყობა და სოფლის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მცირე გრანტების (Re-granting) პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორებია – „საზღვრისპირა თანამშრომლობის ცენტრი“ (უკრაინა – მთავარი პარტნიორი) და „პრო-რეგიონალური თანამშრომლობა“ (მოლდავეთი. …
კლინიკა Beauty hause-ის აქცია სახისა და სხეულის კორექციაზე
კლინიკა „Beauty hause“ გთავაზობთ სახისა და სხეულის კორექციას უმაღლესი ხარისხის ფილერებითა და მეზოპრეპარატებით. იჩქარეთ!!! შედეგი მომენტალური და ეფექტურია. წინასწარ ჩასაწერად დარეკეთ: 571 39 18 81. მისამართი: ბათუმი, კლდიაშვილის ქუჩა N25.
FITCH-მა საქართველოს რკინიგზას საპროგნოზო რეიტინგი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“ გაუუმჯობესა
22 ნოემბერს სარეიტინგო სააგენტო “Fitch”-მა დაადასტურა სს „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგი „B+“ და ამასთანავე გააუმჯობესა საპროგნოზო მოლოდინები რეიტინგთან მიმართებაში „სტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“, რაც მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზების გაუმჯობესებით. ““Fitch“-ის პროგნოზებით 2018 წლის განმავლობაში რკინიზგის საოპერაციო მაჩვენებლები დასტაბილურდა, რაც ნიშნავს, რომ შემოსავლების ვარდნა აღარ იქნება, ხოლო 3-5 წლის განმავლობაში მათი გაუმჯობესება არის ნავარაუდები. საკუთარ დასკვნაში “Fitch“-ი …