არჩილ ხაბაძემ ადგილობრივ მუსლიმებს რამადან ბაირამი მიულოცა

არჩილ ხაბაძე ბათუმის მთავარ მეჩეთში რამადან ბაირამის სადღესასწაულო ლოცვას დაესწრო. ბათუმის მეჩეთში აჭარის მთავრობის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ. არჩილ ხაბაძემ ყველა მუსლიმს რამადან ბაირამი მიულოცა: ,,მინდა მივულოცო მთელი მსოფლიოს მუსლიმ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი აჭარაში მცხოვრებ მუსლიმებს. ეს არის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც გულისხმობს სიყვარულს, ურთიერთმიტევებას, ღარიბისადმი და გაჭირვებულისადმი დახმარებას. ამ დღეს ყველა მუსლიმი არის განსაკუთრებულად კეთილი და დადებითად განწყობილი. მინდა …

უსკოს თავმჯდომარის არჩევისა და მთავრობის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი

დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში კენჭი უნდა უყარონ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ პარმენ ჯალაღონიას კანდიდატურას. წინასწარი ინფორმაციით მას ფრაქცია „ქართული ოცნების“ გარდა მხარს უჭერენ „თავისუფალი დემოკრატები.“ დღესვე, რიგგარეშე სხდომაზე კენჭი უნდა უყარონ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. საკითხის ინიციატორია „ნაციონალური მოძრაობა“. სხდომა 12 საათზე დაიწყება. უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად ეს რიგით მეოთხე კონკურსია. …

„არც ერთ პარტიას არ მივეკუთვნები“ – ინტერვიუ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან

პაატა ჯალაღონია დღემდე მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ურთიერთობა კი ამ ორ სტრუქტურას შორის უფლებამოსილების ოთხ წელიწადში ბევრჯერ გართულდა. მიუხედავად ამისა, წინასწარი მონაცემების მიხედვით, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს, პაატა ჯალაღონიას, ასარჩევად საჭირო 11 მხარდამჭერი ჰყავს. რას შეცვლის უსკოს მუშაობაში არჩევის შემთხვევაში და გეგმავს თუ არა საკადრო ცვლილებებს – ამ …

წინასაარჩევნო „კოსმეტიკური ცვლილებები“ აჭარის მთავრობაში

აჭარაში უკვე დადასტურებულად საუბრობენ იმაზე, რომ უახლოეს დღეებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გადადგება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ხაბაძეს დიპლომატი, საქართველოს ელჩი ყაზახეთში, ზურაბ პატარაძე ჩაანაცვლებს. რატომ და ვინ გადაწყვიტა უფლებამოსილების მიწურულს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ჩანაცვლება და რა გათვლები აქვს „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ? ახალი საკადრო პოლიკის შესაძლო მიზნებსა და შედეგებზე „ბათუმელები“ არმაზ ახვლედიანს, „ქართული ოცნების“ …

თანამდებობის პირები აჭარაში, რომლებიც კითხვებს გაურბიან

ბათუმის არჩეული მერი გიორგი ერმაკოვი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე – რეგიონში იმ თანამდებობის პირებს შორის არიან, რომლებიც ბათუმში მომუშავე ჟურნალისტებმა პრობლემურ რესპონდენტებად დაასახელეს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ისინი კითხვებს გაურბიან. მასთან ურთიერთობა ჭირს, ის ხშირად ცდილობს არაფრისმთქმელი კომენტარით მოგვიშოროს, ის კითხვას კი არ პასუხობს ამომწურავად, ამბობს მხოლოდ იმას, რაც მას …

რატომ იწვევს მაჟორიტარული ოლქების ახალი გადანაწილება გაურკვევლობებს აჭარაში

უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩასატარებლად აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო] ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] მიერ განსაზღვრული ოლქებით უნდა იხელმძღვანელოს. პრობლემა არის ის, რომ ცესკომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მხოლოდ ბათუმის ოლქები განსაზღვრა, აჭარის მუნიციპალიტეტებში ახალი საარჩევნო ოლქები კი – პარლამენტმა. „… გვაქვს გარკვეული აცდენა, ცესკომ შექმნა მხოლოდ სამი ოლქი ბათუმში. სხვა ოლქები აჭარაში შექმნა საქართველოს …

აქციაზე დაკავებული გონიოელების სასამართლო პროცესი გრძელდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 22 ივნისს დაკავებული გონიოელების – გურამ მიქელაძისა და ენვერ ირემაძის საქმე განახლდა. საიას იურისტის თქმით, დღეს პროცესზე მოწმეები დაკითხეს, მათ შორის სახალხო დამცველის წარმომედგენელი ბათუმში ციალა ქათამიძე. საქმის განხილვა 30 ივნისს გაგრძელდება. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, ხოლო სამი პირი [გურამ მიქელაძე, ენვერ ირემაძე, იასონ პაქსაძე] ადმინისტრაციული …

პაატა ჯალაღონიას სავარაუდოდ უსკოს თავმჯდომარედ აირჩევენ

უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ სამი ფრაქციის გარდა აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ პაატა ჯალაღონიას არჩევას ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიც“ დაუჭერს მხარს. ამ ფრაქციის თითოეული წევრი სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და უსკოს თავმჯდომარედ პაატა ჯალაღონიას კანდიდატურას მხარს უჭერს. პაატა ჯალაღონიას სასარგებლოდ ხმის მიცემას გეგმავს „რესპუბლიკელი“ გიორგი მასალკინიც. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ „ქართული …

ზურაბ პატარაძე არჩილ ხაბაძის ნაცვლად?

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს ზურაბ პატარაძე ჩაანაცვლებს. ის ამ დრომდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია ყაზახეთის რესპუბლიკაში. ინფორმაცია „ბათუმელებს“ რამდენიმე სამთავრობო წყარომ დაუდასტურა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მასთან შეხვედრა უკვე ჰქონდათ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულ ოცნების“ წევრებს. ეს ინფორმაცია ფრაქციის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩიტივილმა დაადასტურა: „ჩვენ მას შევხვდით ბათუმში, რადგან გვაინტერესებდა ყაზახური ინვესტიციები. ეს იყო მეგობრული …

საპროტესტო აქცია ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში გარდაცვლილი მოზარდის ახლობლებმა საქმის გამოძიების დაჩქარების მოთხოვნით აქცია გამართეს. 14 წლის მოზარდი 26 მარტს ხელვაჩაურში, დაბა შარაბიძეებში გარდაიცვალა. შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილი ანრი გოგიტიძის ოჯახის წევრები საქმის კვალიფიკაციას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ 14 წლის მოზარდი თანატოლებმა ცემით მოკლეს.

ანბანის კოშკი გაიხსნა

21 ივნისს ბათუმში, ანბანის კოშკში, გასართობი ობიექტები გაიხსნა. 130 მეტრ სიმაღლის ორიგინალურ ნაგებობაში საინფორმაციო-ტურისტული ზონა, პანორამული რესტორანი და ღია ტერასა სტუმრებს ხვალიდან მოემსახურება. კოშკის მენეჯმენტის წარმომადგენლების ინფორმაციით, საინფორმაციო-ტურისტული ზონა ბათუმის პანორამული ხედებით კოშკის წვერში მდებარეობს. სივრცე აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, რაც საშუალებას იძლევა ონლაინგიდის მეშვეობით სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ საქართველოსა და მისი ღირსშესანიშნაობების შესახებ. იქვე, ტურისტებისთვის შესაძლებელია …

ბათუმში არდაგანის ტბაც დაბინძურებულია

ბათუმში არდაგანის ტბაც დაბინძურებულია. ეს ვიზუალურადაც შესამჩნევია. სპეციალისტის თქმით კი, ტბაში არსებული მდგომარეობა მომავალში შეიძლება ქალქს მნიშვნელოვან პრობლემად ექცეს. შავი ზღვის ეკოლოგიური კვლევის ცენტრის სპეციალისტის, არჩილ გუჩმანიძის თქმით, პრობლემა არის ჯავახიშვილის ქუჩის კოლექტორი, შტორმების დროს ზღვა არ იღებს წყალს, ამ დროს ხდება კოლექტორში წყლის დონის მკვეთრი მატება და გადაღვრა ტბაში. „ბუნებრივია ამ კოლექტორს აქვს მიერთებული საკანალიზაციო …

გონიოელები საკრებულოსგან პასუხის მოლოდონში

ბათუმის საკრებულოსთან ისევ რჩება კარავი და ლეიბები, სადაც გონიოელები მანამდე მორიგეობის პირობით რჩებიან, ვიდრე საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს. კომისია დღეს, 12 საათზე უნდა შეკრებილიყო, თუმცა სხდომა გადაიდო. რა მიზეზით გადაიდო სხდომა ამაზე საკრებულოში პასუხი არ აქვთ. ხვალ თავად გააკეთებს ამაზე განხადებას კომისიის თავმჯდომარე – განგვიმარტეს საკრებულოს პრესამსახურში. გონიოელებმა ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობასთან 24-საათიანი …

სტუდენტები სტადიონის დასაცავად, ენთუზიასტი მწვრთნელი და მთავრობა

სტუდენტები ჩაქვის ამორტიზებული სტადიონის რეაბილიტაციას ითხოვენ. სტადიონი დაბა ჩაქვის ცენტრალური მაგისტრალის მოპირდაპირედ, ზუსტად იმ მონაკვეთზეა, სადაც უმაღლესი საბჭოს შენობა მდებარეობს. გზის მარცხნივ სტადიონია, მარჯვნივ კი უმაღლესი საბჭოს შესასვლელი. მიუხედავად ამისა, სტუდენტებმა დახმარების თხოვნით არც უმაღლეს საბჭოს, არც დაბა ჩაქვისა და არც ქობულეთის გამგებელს არ მიმართეს: „მათ ამ პრობლემის შესახებ წლებია იციან და მის მოსაგვარებლად არაფერი …

„პაატა გავიდოდა“ – უსკოს თავმჯდომარის ასარჩევი მორიგი რაუნდი

აჭარის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა ჯალაღონია უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად ჯერ არ დარეგისტრირებულა, თუმცა იმაზე, რომ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად სწორედ მას წარადგენს, უკვე დარწმუნებით საუბრობენ. „არ დარეგიტრირებულა? ეგ არაფერია. ხუთშაბათს ექვსს რომ ხუთი წუთი დააკლდება, მაშინ დარეგისტრირდება“, – უთხრა წყარომ „ბათუმელებს“ მთავრობიდან. თავად პაატა ჯალაღონია „ბათუმელებთან“ …

ახალი ჯიხურები, როგორც სახიფათო ადგილი მყიდველისთვის

ბათუმის ქუჩებში ახალი მოსაცდელები დადგეს, რომლებსაც თან ახლავს რეკლამის განთავსების ადგილები და კვების ობიექტები. ჯიხურების შესასვლელი, ანუ კარები ქუჩის მხარეს აქვს. თუ ვინმე ჯიხურში საკვების შეძენას გადაწყვეტს, მას ქუჩის იმ ნაწილზე მოუწევს გაჩერება, სადაც მანქანები მოძრაობენ. ჯიხურში უკვე განთავსებულია ბლინების საცხობი აპარატი და შუშის მაცივარი ცივი სასმელებით. ჯიხურის გამყიდველის თქმით, თვითონაც ფიქრობს, რომ მყიდველისთვის შესაძლოა ჯიხურთან დგომა სახიფათო …

ომარ როდონაია ისევ ღია ცის ქვეშ რჩება

ომარ როდონაია, რომლისთვისაც ბინა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და რამდენიმე მოხალისემ ერთობლივად იქირავა, შეიძლება ისევ ღია ცის ქვეშ დარჩეს. მეპატრონე ბინის გაქირავებას ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით სხვა პირობებით გეგმავს, როდონაიას კი ბინის დასატოვებლად ვადა მხოლოდ თვის ბოლომდე აქვს. ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა სხვა მოხალისეებთან ერთად ომარ როდონაიასთვის ახალ ბინას ეძებს, თუმცა როგორც …

რას გეგმავს მერია ბათუმში ტბის გადასარჩენად

ბათუმში ნურიგელის ტბის მოწამვლის შემდეგ ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მერია მდგომარეობის შესასწავლად მსოფლიო დონის სპეციალისტებს დაუკავშირდება. ეს მაშინ, როცა მერიის დაქვემდებარებაში მომუშავე სპეციალისტი ამ შედეგის დადგომას 2013 წლიდან ვარაუდობდა და დროული რეაგირების საჭიროებაზე საუბრობდა. ამაზე „ბათუმელებმა“ რამდენჯერმე დაწერა. მერია, ბოლო სამი წლის განმავლობაში, პრობლემის წარმოჩენის შემდეგ, ყოველ ჯერზე, პირობას დებდა, რომ იზრუნებდა, …

საარჩევნოდ გაკეთილშობილებული ბათუმის ბიუჯეტი

წინასაარჩევნო აგიტაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ბათუმის ბიუჯეტი 1 მილიონ 570 ათასი ლარით გაიზარდა. თანხა ინფრასტრუქტურასა და სოციალურ პროგრამებზე გადანაწილდა, რის შედეგადაც ბათუმის ბიუჯეტი ახლა გაცილებით სოციალურია, ვიდრე მანამდე იყო. დაახლოებით ერთ თვეში ა(ა)იპ ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო უფასო სადილს დამატებით 500 სოციალურად დაუცველს შესთავაზებს. მეექვსე მუნიციპალ¬¬ური სასადილოს ასამოქმედებლად მერიამ ჯავახიშვილის ქუჩაზე ყოფილი ბიბლიოთეკის შენობა …

რატომ პოლიტიკაში, რატომ პაატა ბურჭულაძე? – ყოფილი რექტორი პოლიტიკურ გეგმებზე

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორი და ყოფილი რექტორი ალეკო ბაკურიძე, რომელსაც სამეცნიერო მუშაობისთვის დრო არასდროს ჰყოფნიდა, პოლიტიკაში მიდის. პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელ ყრილობაზე პაატა ბურჭულაძემ ის თავის გუნდში მოიხსენია. რას ჰპირდება ალეკო ბაკურიძე ამომრჩეველს, თუ მას ბათუმის მაჟორიტარობას შესთავაზებენ? ბატონო ალეკო, თქვენ ყოველთვის ამბობდით, რომ დრო არ გყოფნიდათ სამეცნიერო მუშაობისთვის, როცა იყავით ბსუ-ს რექტორი. რატომ გადაწყვიტეთ …

მეოთხე მცდელობა უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად

აჭარის მთავრობამ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის ასარჩევად მეოთხე კონკურსი გამოაცხადა. მანამდე ორჯერ დავით კვაჭაძის და შემდეგ დავით ქარცივაძის კანდიდატურა დაიწუნეს უმაღლეს საბჭოში. დეპუტატები პირველივე კონკურსზე აცხადებდნენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირებულ პირს არ აირჩევდნენ, თუმცა მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოს სამივე კონკურსის შემდეგ მაინც სახელისუფლებო გუნდთან ასოცირებული პირი წარუდგინა. სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ აჭარის მთავრობამ, ამჯერად …

30 000-ზე მეტი ლარი ბათუმის მერიისგან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის

ყოფილი თანამშრომლებისთვის, რომლებმაც ბათუმის მერიას სამსახურიდან გათავისუფლების გამო სასამართლოში უჩივლეს და მოუგეს კიდეც, ბათუმის მერიამ ბიუჯეტში დამატებით 17 500 ლარი გაითვალისწინა. ცვლილებები ბიუჯეტში საკრებულომ უკვე დაამტკიცა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ აიპი „ბათუმის კორპუსს“ აპრილში სამსახურიდან გათავისუფლებული სამი თანამშრომლის – თომა ხალვაშის, ირაკლი მექვაბიშვილისა და ლაშა კილაბერიას სამსახურში აღდგენა დაავალა. აღნიშნული პირები„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან. „ბათუმის კორპუსმა“ …

ბათუმის საკრებულო ბავშვთა ბაღების დაფინანსების სისტემის შეცვლას გეგმავს

ბათუმის საკრებულო ბავშვთა ბაღების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლას გეგმავს. იდეის ავტორები მიიჩნევენ, რომ დაფინანსების ვაუჩერიზაცია მუნიციპალურ ბაღებს განტვირთავს და ადგილების პრობლემა ისეთი მწვავე აღარ იქნება, როგორიც ამ დრომდე იყო. იდეის ავტორების გათვლებით, ბაღის ასაკის ერთ ბავშვში ქალაქის ბიუჯეტი ყოველთვიურად დაახლოებით 120 ლარს ხარჯავს. პროექტის ავტორები კერძო ბაღებისთვის სწორედ ამდენივე თანხის ვაუჩერის გაცემას გეგმავენ. ყველა ახალი …

სუვენირებით მოვაჭრე 40 პირი ბათუმში და მხოლოდ 25 ადგილი მერიისგან

ბათუმის მერია ქალაქში სუვენირებით ვაჭრობის მოწესრიგებასა და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. ამ მიზნით ცოტა ხნის წინ ბათუმის მერიამ ჯიხურები შეისყიდა. ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის, გოგა ლომაძის ინფორმაციით, ბათუმში სუვენირებით 40 პირი ვაჭრობს. მერიამ კი მათთვის მხოლოდ 25 ჯიხური შეისყიდა. როგორ მოახერხებს მერია დარჩენილ 15 პირთან მოლაპარაკებას? – ამაზე დღეს საკრებულოს სხდომაზე მსჯელობდნენ. საკრებულოს წევრი …

ბათუმის საკრებულოს წევრები ქუჩების ტრანსპორტით გადატვირთვაზე

დღეს, 7 ივნისს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მსჯელობდნენ. საკრებულოს წევრებმა სხდომაზე აღნიშნეს, რომ ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია. საკრებულოს წევრის, თემურ ყურაშვილის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ მანქანების არასწორად გაჩერების გამო ბათუმში მწვანე გაზონები ზიანდება. დაისვა უკანონო პარკირების აღკვეთის საკითხიც. „მე პირადად ვიცი, რომ ბათუმში ე.წ. ფარეხთან უკანონო პარკირებაა“ – აღნიშნა დიმა დარჩიამ. ჯაბა …

როდის დაიწყება ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა?

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის პროექტი უეფას სტანდარტებს შეესაბამება, ამაზე დასტური შპს „სტადიონმა“ ფეხბურთის ფედერაციისგან უკვე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ „სტადიონის“ დირექტორმა გიორგი ზირაქიშვილმა მიაწოდა. გიორგი ზირაქაშვილის განმარტებით: „არსებული რეგულაციის მიხედვით, კომპანიის მიერ წარმოდგენილ სტადიონის პროექტზე სამშენებლო ნებართვისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს თანხმობაა საჭირო, რადგან უნდა აშენდეს მეხუთე კლასის შენობა. ამ დროისთვის უკვე …

ადგილების შეცვლით ჯამი არ იცვლება – ბათუმის საკრებულოს ორი წელი

ამ მოწვევის ბათუმის საკრებულოში ისევ ხმაურობს და აკრიტიკებს ოპოზიცია, სახელისუფლებო გუნდი კი ისევ კმაყოფილია. კმაყოფილია გარღვეული ბიუჯეტის, გადათხრილი ქუჩების, ჩაშლილი ტენდერების მიუხედავად, რის გამოც წინა ხელისუფლებით უკმაყოფილო იყო. 2016 წლის 14 ივნისს 2 წელი გავა მას შემდეგ, რაც ბათუმმა ახალი საკრებულო აირჩია. საარჩევნო პროგრამაში, რომელიც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ …

უფასო ნაყინი და გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის

ხვალ, პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის მერია 6 მაისის პარკში ბავშვებისთვის გასართობ ღონისძიებებს გეგმავს. მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები 12 საათიდან დაიწყება. მუსიკალურ-თეატრალური და გასართობი კონცერტები ჩატარდება ბათუმის საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე და თოჯინების თეატრშიც. დაგეგმილია საზეიმო კონცერტები საბავშვო სტუდიების მონაწილეობით. ღონისძიებების ორგანიზატორის – ბათუმის მერიის ინფორმაციით, პირველ ივნისს ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასო იქნება და …

ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოები [ფოტო]

ბათუმში ტურისტული სეზონი 28 მაისს გაიხსნა, ბულვარში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ამ დროისთვის ბორდიურების მოწყობის, მწვანე საფარის დაგების, გაზონების აღდგენის და სამშენებლო ნარჩენებისგან ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. ბულვარში ფილების დაგებისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაოებს კომპანია „ლიტომი“ აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენლის, ჯანო რიჟვაძის ინფორმაციით, ძირითადი სამუშაოები …

არღვევს თუ არა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კანონს მივლინებაში ყოფნის გამო

უსკოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ კანდიდატს უმაღლეს საბჭოში კიდევ ერთხელ 6 ივნისს უყრიან კენჭს. კანონი კენჭისყრას კანდიდატის წარდგენიდან 14 დღეში ითვალისწინებს. უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამბობს, რომ ვადა 2 ივნისს იწურებოდა და კანონის მოთხოვნა საბჭოს თავმჯდომარემ მივლინებაში წასვლის გამო დაარღვია. ავთანდილ ბერიძე მივლინებით გერმანიაში იმყოფება. „იმის გამო, რომ არავის აძლევს უფლებას სხდომა ჩაატაროს, …

ახალი ნერგი ასწლოვანი მაგნოლიის ფესვზე

ბათუმის ბულვარში ასწლოვანი მაგნოლიის ფესვზე, რომელიც 2016 წლის ზამთარში, დიდთოვლობის დროს წაიქცა, ახალი ნერგი იზრდება. ხის წაქცევის ფაქტს მაშინ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ასწლოვანი ხის წაქცევის შემდეგ „ფეისბუქში“ ამ ხესთან დაკავშირებულ ისტორიებზე წერდნენ: „ მაგნოლიის ფოთოლზე დაწერილ წერილებს უგზავნიდნენ ერთმანეთს შეყვარებულები ძველ ბათუმში. მარკით, საფოსტო შტამპით და პროცედურების სრული დაცვით. ალბათ ბევრი სიყვარული აუხსნია …

აჭარის მთავრობა უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად კონკურსს ისევ გამოაცხადებს

აჭარის უმაღლესი საბჭო აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარის პოსტზე მთავრობის მიერ წარდგენილ დავით ქარცივაძის კანდიდატურას კიდევ ერთხელ უყრის კენჭს. საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ უკვე გამოსცა ბრძანება 6 ივნისს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ –  ინფორმაცია „ბათუმელებს“ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე ჩიტიშვილმა დაუდასტურა. ეს პროცედურა მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით ტარდება და …

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ხელვაჩაურის მოსახლეობას შეხვდა

ხელვაჩაურის იმ სოფლების მოსახლეობას, რომლებმაც გუშინ, 28 მაისს, მდინარე ჭოროხზე ჰესების მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი შეხვდა. რეზო დიასამიძის თქმით, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის მოადგილე მათ საკითხის გარკვევას ერთ კვირაში შეჰპირდა. შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძეც ესწრებოდა. მოსახლეობა იმ ნაკვეთებისთვის, რომლებსაც ჰესების მშენებლობის დაწყებამდე ამუშავებდა, ხოლო მშენებლობის …

გიორგი მაისურაძის ლექცია ბათუმის უნივერსიტეტში

ამ წუთებში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის №55 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი, გიორგი მაისურაძე, საჯარო ლექციას კითხულობს თემაზე: „სეკულარულობა და მისი კრიზისი თანამედროვე საქართველოში“. ლექცია 5 საათამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია. დისკუსიის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. შეხვედრის არასრული ვერსია გამოქვეყნდება გაზეთ „ბათუმელებში“. დისკუსია მზადდება ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების …

ძეგლის რესტავრაცია თუ ხელყოფა

ბათუმში, რუსთაველის #17-ში და დ. თავდადებულის #7-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობს ძეგლისგან, რომელსაც „ჩეხოვის სახლს“ უწოდებენ, მხოლოდ ფასადი დარჩა. კომპანიამ, რომელსაც ამ სახლში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაუკვეთეს, შენობის შიდა კედლები მთლიანად დაშალა. როგორც პროექტიდან ჩანს, იცვლება შენობის სახურავიც. ხელოვნებათმცოდენები პროექტს უარყოფითად აფასებენ. მათი განმარტებით რეაბილიტაცია ამ ტიპის სამუშაოების ჩატარებას არ გულისხმობს – „ეს ძეგლის ხელყოფას ნიშნავს“. ამა …

Exit mobile version