ხელვაჩაურის მერიის შენობის ფასადის სარემონტოდ 1 მილიონი ლარი დაიხარჯება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციული შენობის ფასადის რეაბილიტაციას გეგმავს, რაშიც 1 მილიონი ლარი დაიხარჯება. ბათუმში, დიდაჭარის ქუჩა 23-ში მდებარე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ფასადის რეაბილიტაცია მრავალწილიანი [2023-2024 წლები] შესყიდვაა და ტენდერი ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 1 232 293 ლარით გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 23 სექტემბერს დაიწყება და 28 სექტემბერს დასრულდება. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 …

სად გაივლის ბათუმი-სარფის ავტობანი 7.6 კილომეტრი სიგრძის გვირაბით

საერთაშორისო გზის ბათუმი-სარფის [თურქეთის საზღვარი] მონაკვეთი დაიწყება მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე, ბათუმის შემოვლითი გზის კვანძიდან და დამთავრდება სარფში. ახალი გზის სიგრძე 11.4 კილომეტრი იქნება. პროექტის მიხედვით, ჭოროხიდან სარფამდე მოეწყობა 10.2 კილომეტრი სიგრძის ახალი ინფრასტრუქტურა. საპროექტო გზის ბოლო 1.2 კილომეტრი კი სარფში, არსებულ გზას დაემთხვევა. დაახლოებით 1.5 კილომეტრი სიგრძის ხიდით [რომელიც მდინარე ჭოროხზე, ბათუმის სამრეწველო ზონასთან …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 266 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +610] ტანკი – 4 506 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 8 703 ერთეული [+21] საარტილერიო სისტემა – 5 722 ერთეული [+37] MLRS – 753 ერთეული [+5] საზენიტო საბრძოლო …

ბათუმის მერია გარე რეკლამის განთავსების ნებართვას ყიდის – საწყისი ფასი 8 მილიონი ლარია

ბათუმში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვებაზე ქალაქის მერიამ აუქციონი გამოაცხადა. საწყისი ფასი 8 მილიონ 20 ათას 424 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 240 ათას 613 ლარი. ბათუმში გარე რეკლამის განთავსების ნებართვა 10 წლის ვადით გაიცემა. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2023 წლის 26 სექტემბერს დასრულდება. აუქციონის შედეგად განსაზრვრული გარე რეკლამის სრული პერიოდის საბოლოო საფასური გადაიხდება …

მთავრობა გონიოს ხიდთან 2 ჰექტარ მიწას პირობებით ყიდის

ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარედ არსებულ 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ყიდის. მყიდველმა აღნიშნულ ტერიტორიაზე საწარმო ან წარმოების ხაზი უნდა აამოქმედოს და მას პროფილი მინიმუმ 15 წელი შეუნარჩუნოს. ჭოროხის ქუჩის მიმდებარედ არსებული 19 594 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 2 მილიონ 400 ათასი ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 266 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +610] ტანკი – 4 497 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 8 682 ერთეული [+12] საარტილერიო სისტემა – 5 685 ერთეული [+36] MLRS – 748 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო …

ახალშენის კულტურის სახლისთვის 882 ათასი ლარი დაიხარჯა – შენობა კვლავ უფუნქციო და სარემონტოა

ახალშენის კულტურის სახლი, რომლის რეკონსტრუქციაშიც 2017-18 წლებში 882 696 ლარი დაიხარჯა, დღემდე უფუნქციოა და მეტიც, ხელახლა სარეაბილიტაციოა. შენობის სარემონტო სამუშაოები თავის დროზე აუდიტის ანგარიშშიც მოხვდა და საკითხს სუს-იც იკვლევდა. აღნიშნული შენობა საზოგადოებას ყრუ [უკარებო] კედელზე მიდგმული კიბითაც დაამახსოვრდა. ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ამჯერად ტენდერი, 85 ათასი ლარით, ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო …

ბათუმის სპორტის სასახლე 1,1 მილიონი ლარის ინვენტარს იყიდის ტანვარჯიშისთვის

ბათუმის სპორტის სასახლემ სპორტული ინვენტარის შესყიდვაზე ტენდერი 1 მილიონ 180 ათასი ლარით გამოაცხადა. აღნიშნული ტენდერის ფარგლებში სასახლე მხოლოდ ტანვარჯიშის სპორტულ ინვენტარს შეიძენს. წინადადებების მიღება 2023 წლის 30 სექტემბერს დაიწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება. ინვენტარი კი, სპორტის სასახლეს ამავე წლის 10 დეკემბრამდე უნდა მიაწოდონ. დოკუმენტების მიხედვით, შესასყიდი ინვენტარის ჩამონათვალშია სხვადასხვა რაოდენობის: სტანდარტული და სასწავლო დვირი, დვირის  …

თუ მიიღებთ SMS-ს გადახდილი თანხის 50%-ით დაბრუნებაზე, ნუ დაიჯერებთ – სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკ] ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებმა სმს შეტყობინებების სახით მიიღეს შეთავაზება, შეტყობინებაში მითითებული ბმულის საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისას, გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების [Cashback] შესახებ. სემეკი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ „აღნიშნული შეთავაზება, შესაძლოა, წარმოადგენდეს ინტერნეტ თაღლითობას და მოუწოდებს, მსგავსი სმს შეტყობინების მიღებისას არ ისარგებლონ მითითებული ბმულით და არ შეიყვანონ …

4 ქალაქში ავტომანქანების გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყო – ჯარიმა 100 ლარიდან იწყება

საქართველოს ოთხ ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში ავტოტრანსპორტის ხილული გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყო. გამონაბოლქვს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გააკონტროლებს. აღნიშნული ქალაქების ტერიტორიაზე ხილული გამონაბოლქვის მქონე იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, პირველ შემთხვევაში გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარით. 100 ლარით დაჯარიმდება მძღოლი იმ შემთხვევაშიც, თუ ხილული გამონაბოლქვის მქონე …

უკანონო ნადირობის 97 ფაქტი 13 დღეში – დაფიქსირდა აკრძალული იარაღით ნადირობაც

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ნადირობის სეზონის დაწყებიდან [19 აგვისტოდან] 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოავლინეს. „უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 30 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში. 26 ფაქტია გამოვლენილი იმერეთში, 11 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10 – შიდა ქართლში, 7 – კახეთში, ასევე 7 ფაქტია აღკვეთილი სამცხე-ჯავახეთში, 3-3 ფაქტი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 265 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +560] ტანკი – 4 489 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 8 670 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 5 649 ერთეული [+38] MLRS – 747 ერთეული [+6] საზენიტო საბრძოლო …

ბათუმის ქუჩებში აყრილ ქვაფენილს მერია აუქციონზე ყიდის – საწყისი ფასი 800 ათასი ლარია

ბათუმის ქუჩებში აყრილ ქვაფენილს მერია უპირობო აუქციონზე ყიდის. აუქციონის მიხედვით, გასაყიდად გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 20 000 კვ.მ მეორადი ბუნებრივი გრანიტის ქვაფენილი. ქონების საწყისი გასაყიდი ფასი 800 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 24 000 ლარი. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 11 სექტემბერს დასრულდება. გრანიტის ქვაფენილი ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საწყობშია განთავსებული. აუქციონის პირობის მიხედვით, „გამარჯვებული ვალდებულია, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 265 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +460] ტანკი – 4 480 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 8 663 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 5 611 ერთეული [+29] MLRS – 741 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო …

ღამის თავშესაფარი, ახალი საბავშვო ბაღები და სერვისცენტრები – 14 მილიონი ამჯერად 2 ტენდერში 

ბათუმში სამი ახალი საბავშვო ბაღის, მერიის სერვისცენტრების ოფისების, ჭიდაობის მოედნის მშენებლობაზე, ასევე, ურეხის ყოფილი ინტერნატის შენობის რეკონსტრუქციისა და სხვა სამუშაოებზე ქალაქის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ 14 769 915 ლარით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. სამმართველომ იგივე მომსახურების შესყიდვაზე ამჯერად 2 ტენდერი გამოაცხადა. თანხა ჯამში წინა ტენდერისგან განსხვავებით თითქმის 29 ათასი ლარითაა გაზრდილი, თუმცა, დამატებულია შესყიდვის …

რომელ ეზოებს მოხატავენ ბათუმში – მერია 12 ათას ლარს დახარჯავს

ბათუმის მერიამ „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში გამარჯვებული პროექტის [„ფერადი ეზოები“] მიხედვით ეზოების მოსახატად ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 12 ათასი ლარია. ქალაქში ჯამში 200 კვ.მ ფართობის ეზოებს და კედლებს მოხატავენ. ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო ყველა დეტალი [მათ შორის ესკიზები] კი, ტენდერში გამარჯვებულმა მერიას წინასწარ უნდა შეუთანხმოს. დაგეგმილია ეზოების და კედლების მოხატვა შემდეგ ქუჩებზე: ალ. პუშკინის N39 [კედელი]; …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 სექტემბრის 21 საათიდან 4 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით უმეტეს რაიონში ელვა-ჭექა, წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში: დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო ღამით: 17 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 264 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +600] ტანკი – 4 476 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 8 649 ერთეული [+12] საარტილერიო სისტემა – 5 582 ერთეული [+22] MLRS – 739 ერთეული [+3] საზენიტო საბრძოლო …

393 000 ლარის დანამატი დასაბუთების გარეშე გაიცა – აუდიტი ფინანსური მონიტორინგის სამსახურზე

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებზე 393 ათას 784 ლარის ოდენობის დანამატი ისე გაიცა, რომ თანამშრომლებისთვის ზეგანაკვეთური მუშაობის ან ღამის საათებსა და დასვენების/უქმე დღეებში საქმიანობის დავალება და მათი შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება – ასეთია სახელმწიფო აუდიტის დასკვნა. აუდიტის სამსახურმა სსიპ „ფინანსური მონიტორინგის სამსახურის“ 2021-2022 წლების საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის შესაბამისობა შეისწავლა. აღნიშნული სამსახური წარმოადგენს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის …

3 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიაში ქობულეთის შემოვლით გზაზე

დღეს, 2 სექტემბერს, ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა. გარდაცვლილები თურქეთის მოქალაქეები არიან [25-38 წლის მამაკაცები]. დაშავებულია ასევე თურქეთის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე [ტრაილერის მძღოლი]. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის გამო ქობულეთის შემოვლითი გზის ერთი მონაკვეთი [ქობულეთი-ჩაქვი] ამ დროისთვის [14:00 სთ] გადაკეტილია. შინაგან საქმეთა …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 264 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +570] ტანკი – 4 471 ერთეული [+12] ჯავშანტექნიკა – 8 637 ერთეული [+24] საარტილერიო სისტემა – 5 560 ერთეული [+30] MLRS – 736 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო …

ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების სარეაბილიტაციო თანხა 500 ათასამდე გაიზარდა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ზვარესა და ძენწმანში მდებარე მეჩეთების სარეაბილიტაციო თანხა ნახევარ მილიონამდე გაიზარდა. პარალელურად, გადაიწია სამუშაოების დასრულების ვადაც. ზვარესა და ძენწმანის მეჩეთები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და ისინი დღეს სავალალო მდგომარეობაშია. მათ რეაბილიტაციაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] რამდენჯერმე გამოაცხადა, ჯამში 370 ათას 500 ლარით, თუმცა, ეს ტენდერები არ შედგა. ამჯერად კმდს-მ თანხა …

ამხანაგობამ მერიის პროგრამებით რომ ისარგებლოს, ახალ პორტალზე უნდა დარეგისტრირდეს

ქალაქ ბათუმის მერიის ინფორმაციით, დაიწყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვა ელექტრონულ პორტალზე. მერიის განცხადებით, „23 მუნიციპალური პროგრამით სარგებლობის უფლება ექნება მხოლოდ აღნიშნულ პორტალზე რეგისტრირებულ ამხანაგობებს. აქედან 19 პროგრამა სრულად მუნიციპალური სახსრებით ფინანსდება, ხოლო 4 – თანადაფინანსებით [99% – მერიის პროცენტული წილი, 1%- ამხანაგობის]“. პორტალზე დასარეგისტრირებლად ამხანაგობამ უნდა მიმართოს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრს და მოითხოვოს რეგისტრაცია. „ამხანაგობას ექმნება …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – პირველი სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 263 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +470] ტანკი – 4 459 ერთეული [+23] ჯავშანტექნიკა – 8 613 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 5 530 ერთეული [+23] MLRS – 735 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო …

აგროსერვისცენტრებს აჭარის მთავრობა 40%-იანი ფასდაკლებით ყიდის – პირობებიანი აუქციონი

აჭარის მუნიციპალიტეტებში მდებარე აგროსერვისცენტრები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე ისევ გამოიტანა. ამჯერად ქონება 40-პროცენტიანი ფასდაკლებით და ადრინდელი პირობებით იყიდება. ბათუმის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს აგროსერვისცენტრების უძრავ-მოძრავი ქონება ცალ-ცალკეა გამოტანილი აუქციონებზე. რაც შეეხება საწყის გასაყიდ ფასს და ვაჭრობის ბიჯს: ბათუმის აგროსერვისცენტრი – 780 000 ლარი [ნაცვლად 1 300 000 ლარისა], ვაჭრობის ბიჯი: 20 000 ლარი ქობულეთის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 31 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 31 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 263 020 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +610] ტანკი – 4 436 ერთეული [+13] ჯავშანტექნიკა – 8 604 ერთეული [+8 ] საარტილერიო სისტემა – 5 507 ერთეული [+31] MLRS – 734 ერთეული [+1] საზენიტო …

რამდენმა ადამიანმა მიიღო 100 ათასზე მეტი ხელფასი ივლისში საქართველოში

საქართველოში 100 ათასზე მეტი ლარი ხელფასი 2023 წლის ივლისის თვეში 214 პირს დაერიცხა. დასაბეგრმა ხელფასმა კი, ჯამურად, 83,7 მილიონი ლარი შეადგინა. შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით, ეს მაჩვენებელი 2022 წლის ივლისთან შედარებით 18-ით არის გაზრდილი. გასული წლის ივლისში 100 ათასზე მეტი ლარი ხელფასი 196 პირს დაერიცხა [ ჯამურად 75,4 მილიონი ლარი]. რაც შეეხება მთლიან შემოსავლებს [ხელფასი, …

ბსუ ჯანდაცვის ფაკულტეტის შენობას ააშენებს – 8,8 მილიონი აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] ლეონიძის ქუჩაზე, სადაც საუნივერსიტეტო კლინიკის აშენებას გეგმავდა, სამედიცინო მიმართულების სასწავლო კორპუსს ააშენებს. უნივერსიტეტის ინფორმაციით, ახალი კორპუსის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 8 880 630 ლარია, რაც აჭარის ბიუჯეტიდან დაიფარება. სასწავლო კორპუსის მშენებლობის სამუშაოების მრავალწლიან [2023-2026 წწ] შესყიდვას ბსუ ელექტრონული ტენდერით გეგმავს, რისთვისაც, პრეტენდენტთა გამოცდილების განსაზღვრის მიზნით, ბაზარს იკვლევს. ბსუ-ს ჯანდაცვის ფაკულტეტის სასწავლო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 262 410 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +570] ტანკი – 4 423 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 8 596 ერთეული [+17 ] საარტილერიო სისტემა – 5 476 ერთეული [+26] MLRS – 733 ერთეული [+0] საზენიტო …

ბათუმში ისტორიული აბანოს შენობის ფანჯრები ბეტონის ბლოკებით ამოაშენეს

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის ფასადის ფანჯრები ბეტონის ბლოკებით ამოაშენეს. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამ შენობაში სულიკო ჟღენტის სახელობის ბათუმის კინოს მუზეუმის გახსნა იგეგმება. სამშენებლო სამუშაოებისთვის 1 მილიონ 733 ათას 333 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი სსიპ „აჭარის მუზეუმს“ ჰქონდა გამოცხადებული, გამარჯვებული კი სამშენებლო კომპანია „ივერთმშენია“. ის ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო და მასთან …

ბათუმის ბულვარი მექსიკური სკვერის მოწყობას გეგმავს

ბათუმის ბულვარში „მექსიკური სკვერის“ მოწყობაა დაგეგმილი. ახალი სკვერის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სკვერი გრიბოედოვისა და რუსთაველის ქუჩების კვეთის მიმდებარედ [საზღვაო აკადემიის მოპირდაპირედ], 400 კვადრატულ მეტრ ფართობს დაიკავებს. „საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ბულვარის ერთ-ერთ დატვირთულ ლოკაციაზე, გრიბოედოვის ქუჩის შესასვლელში. აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ განთავსებულია პარკირების ზონა, ავტობუსის მოსაცდელი, სავარჯიშო მოედანი და რამდენიმე რესტორანი“, …

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 აგვისტოს 21 საათიდან 30 აგვისტოს 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ხანმოკლე წვიმა; დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში: დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 261 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +530] ტანკი – 4 414 ერთეული [+14] ჯავშანტექნიკა – 8 579 ერთეული [+17 ] საარტილერიო სისტემა – 5 450 ერთეული [+25] MLRS – 733 ერთეული [+3] საზენიტო …

ზღვაში ხელოვნური კუნძული 4 წელში უნდა მოაწყონ – ქვების შემოტანას თურქეთიდან აპირებენ

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ვალდებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიში მოამზადოს. არსებული დოკუმენტების მიხედვით, შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ვადად დაახლოებით 3,5-4 წელია განსაზღვრული. სამუშაოების დაწყება კი, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დრო დასჭირდება გზშ-ს მომზადებასა და მშენებლობის ნებართვის მიღებას. საპროექტო ტერიტორიაზე „ინერტულ მასალას ადგილობრივი ლიცენზირებული კარიერებიდან შეიტანენ, ხოლო მოლების მშენებლობისთვის …

მართვის მოწმობის მისაღებად რამდენიმე ქალაქში საგამოცდო მარშრუტები დაემატა

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ქალაქებში – რუსთავში, თელავში, ქუთაისსა და ფოთში ავტოტრანსპორტის მართვის უფლების მისაღებად განსაზღვრულ საგამოცდო მარშრუტებს ორ-ორი ახალი მარშრუტი დაემატა. მართვის უფლების მისაღებად პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება ახალ საგამოცდო მარშრუტებზე 2023 წლის პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, მინისტრის ახალი ბრძანების მიხედვით [რომელიც 2023 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება], „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 261 310 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +490] ტანკი – 4 400 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 8 562 ერთეული [+8 ] საარტილერიო სისტემა – 5 425 ერთეული [+22] MLRS – 730 ერთეული [+2] საზენიტო …

Exit mobile version