უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 263 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +470]
- ტანკი – 4 459 ერთეული [+23]
- ჯავშანტექნიკა – 8 613 ერთეული [+9]
- საარტილერიო სისტემა – 5 530 ერთეული [+23]
- MLRS – 735 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 500 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 421 ერთეული [+4]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 445 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 8 009 ერთეული [+33]
- სპეცტექნიკა – 831 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 466 თვითმფრინავი
- 247 ვერტმფრენი
- 6 293 უპილოტო საფრენი აპარატი
- 434 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 11 587 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 147 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 6 162 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 12 602 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:






