უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 264 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +570]
- ტანკი – 4 471 ერთეული [+12]
- ჯავშანტექნიკა – 8 637 ერთეული [+24]
- საარტილერიო სისტემა – 5 560 ერთეული [+30]
- MLRS – 736 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 501 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 433 ერთეული [+12]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 447 ერთეული [+2]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 8 043 ერთეული [+34]
- სპეცტექნიკა – 835 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 466 თვითმფრინავი
- 247 ვერტმფრენი
- 6 318 უპილოტო საფრენი აპარატი
- 435 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 11 607 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 147 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 6 182 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 12 620 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
ბუდანოვი: რუსეთი რევანშს შეეცდება დამარცხებიდან 10 წლის შემდეგ






