„ბენზეს ხიდს“ გააფართოებენ – მის რეაბილიტაციაში ახლახან 1,8 მილიონი დაიხარჯა

ბათუმში, თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყალზე მდებარე ხიდის გაფართოებაა დაგეგმილი. ამ ხიდის სარეაბილიტაციოდ 2020-22 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,8 მილიონი დაიხარჯა. რეაბილიტაციის შედეგად „ბენზეს ხიდის“ სავალი ნაწილი დაავიწროვეს და ხიდს მძღოლებმა „ძაბრი“  შეარქვეს – აქ ავტომანქანების მუდმივი საცობის გამო. ხიდის გაფართოებისთვის ამჯერად ფული ბათუმის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, თუმცა რამდენი, ჯერ მერიაში არ ამბობენ – უნდა მომზადდეს ხელახალი პროექტი …

კერამიკული ნაწარმი ტყვიასა და კადმიუმზე უნდა შემოწმდეს – ახალი რეგლამენტი

საქართველოში სურსათისთვის განკუთვნილი კერამიკული ნაწარმი ბაზარზე ვერ გაიყიდება, თუ ის არ იქნება შემოწმებული მძიმე მეტალებზე – ტყვიასა და კადმიუმზე. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც კერამიკული ნაწარმის გასაყიდად შესაბამისობის დეკლარაცია იქნება საჭირო. დეკლარაციაში აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული, რომ სურსათისთვის განკუთვნილ კერამიკულ ნაწარმში ტყვიისა და კადმიუმის მიგრაციის ზღვარი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერამიკული …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ელი დეკემბრის 21 საათიდან 2 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 18 – 23 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – პირველი დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის პირველ დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 330 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 280] ტანკი – 5 564 ერთეული [+13] ჯავშანტექნიკა – 10 372 ერთეული [+32] საარტილერიო სისტემა – 7 931 ერთეული [+22] MLRS – 912 ერთეული [+2] საზენიტო …

შეთანხმება ან ექსპროპრიაცია – 6 მილიონი კომპენსაციისთვის ბათუმში ქუჩების გასაგრძელებლად

ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტში 6,4 მილიონი ლარი გაითვალისწინეს იმ კერძო საკუთრების გამოსასყიდად, რომელიც ფარნავაზ მეფისა და ინასარიძის ქუჩების გაგრძელებისთვის, ასევე ადლიისა და კაჩინსკების ქუჩების დასაკავშირებლადაა საჭირო. კერძო მესაკუთრეები მერიასთან თუ ვერ შეთანხმდებიან, მათ საკუთრებას ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ. აღნიშნული სამუშაოები ბათუმის მერიას აქვს დაგეგმილი, რაზედაც ქალაქის საკრებულოც თანახმაა. კერძო საკუთრების გამოსყიდვის შემდეგ, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის …

როგორი ამინდი იქნება დეკემბრის პირველ დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ნოემბრის 21 საათიდან პირველი დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ღამით ზოგან წვიმა, მაღალ მთაში თოვა, დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი შიდამთიან …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 328 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180] ტანკი – 5 551 ერთეული [+13] ჯავშანტექნიკა – 10 340 ერთეული [+28] საარტილერიო სისტემა – 7 909 ერთეული [+1] MLRS – 910 ერთეული [+0] საზენიტო …

ბათუმში პარკირების 45 845 დარღვევა დააფიქსირეს – 11 თვის მონაცემები

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ პარკირების ზედამხედველობის განყოფილების მუშაობის 11 თვე შეაჯამა და ამ განყოფილების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევათა სტატისტიკა გამოაქვეყნა. ინსპექციის ინფორმაციით, 2023 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდში ბათუმში პარკირების 45 845 დარღვევა დააფიქსირეს. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა, თითქმის 67 პროცენტი, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომაა – 30 639 დარღვევა. ეს მაშინ, როცა წელს, 5 თვის განმავლობაში [თებერვლიდან ივლისამდე] …

ბათუმში კაცის დაჭრის ფაქტზე 1 პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, ბათუმში, ნაცნობი მამაკაცი – 1983 წელს დაბადებული გ.მ., ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 327 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140] ტანკი – 5 538 ერთეული [+15] ჯავშანტექნიკა – 10 312ერთეული [+27] საარტილერიო სისტემა – 7 908 ერთეული [+32] MLRS – 910 ერთეული [+3] საზენიტო საბრძოლო …

შსს-ს მომსახურების სამსახური ბათუმიდან გონიოში გადასვლას გეგმავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გონიოში ახალი ოფისის მშენებლობას გეგმავს. ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის მიმდებარედ სააგენტოსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემულია აჭარის საკუთრებაში არსებული 6 ჰექტარი ტერიტორია. სააგენტოს ბათუმის სამსახური ამჯერად სულხან-საბა ორბელიანის N2-ში ფუნქციონირებს. ამ მისამართზე 11 843 კვადრატული მეტრი ტერიტორია ქალაქ ბათუმის საკუთრებაშია და ის სააგენტოსთვის უზუფრუქტითაა გადაცემული. გონიოში ახალი ოფისის დაპროექტება-მშენებლობასთან დაკავშირებით მომსახურების სააგენტო ბაზარს …

ქობულეთში პლაჟის ხარჯზე გზის გაფართოებას ითხოვენ – მერიამ 11-მილიონიანი ტენდერი შეწყვიტა

ქობულეთის მერიის სატენდერო კომისიამ ზღვისპირა პარკის მოწყობაზე გამოცხადებული 10,9-მილიონიანი ტენდერი „მოქალაქეების კოლექტიური განცხადების“ საფუძველზე შეწყვიტა. ამ განცხადებას ხელს ქობულეთის ზღვისპირა ზოლში მცხოვრები 24 მოქალაქე აწერს და ისინი არსებული „ვიწრო გზის“ გაფართოებას ითხოვენ პლაჟის ხარჯზე. „დავით აღმაშენებლის გამზირი №325-375-ში მცხოვრებლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დაგეგმილია ჩვენი საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია, რომლითაც მხოლოდ არსებული 4,5-5 მეტრი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 326 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +860] ტანკი – 5 523 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 10 285 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 7 876 ერთეული [+1] MLRS – 907 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ნაწილი 9 დეკემბრამდე ჩაიკეტა – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2023 წლის 27 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე პერიოდში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღნიშნული 10-კილომეტრიანი მონაკვეთი, 2022 წლის დეკემბერში გაიხსნა. ეს გზა გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლების – ხაჯალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსის გარკვეულ ნაწილს [თუმცა გვერდს უვლის სუფსის ცენტრს] და …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 325 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +750] ტანკი – 5 520 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 10 282 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 7 875 ერთეული [+1] MLRS – 907 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 323 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +860] ტანკი – 5 502 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 10 263 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 7 851 ერთეული [+18] MLRS – 905 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო …

პობედა სამინისტრომ 4 ათასით გააძვირა და ხელახლა ყიდის – აუქციონი

„პობედა“, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 5 ათას ლარად ჰქონდა გატანილი აუქციონზე და 9 ათას ლარად გაიყიდა, ხელახლა იყიდება. ამჯერად საწყისი გასაყიდი ფასი 9 ათასი ლარია. სამინისტროს ინფორმაციით, წინა აუქციონში გამარჯვებულმა მანქანა აღარ შეიძინა. „ფიზიკურმა პირმა, რომელმაც აუქციონზე 9 ათასი ლარი დააფიქსირა და გაიმარჯვა, შემდეგ ნასყიდობის ხელშეკრულებას ხელი აღარ მოაწერა. ამიტომ მანქანა ხელახლა გავიტანეთ …

21,5 ტონა კარტოფილი საქართველოდან ბელარუსში გააბრუნეს – შემოსავლები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში – „ლაგოდეხი“, ბელარუსის რესპუბლიკიდან მომავალი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. „სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, 21,5 ტონა კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის N153 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. ____________ ფოტო …

ავარია მახინჯაურში – დაშავდა 2 ადამიანი

დღეს, 24 ნოემბერს, ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ავარია დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ერთი დაშავებული ქვემო კიდურის ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს, „მეორე დაშავებულმა კი ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.“

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 322 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100] ტანკი – 5 496 ერთეული [+30] ჯავშანტექნიკა – 10 256 ერთეული [+32] საარტილერიო სისტემა – 7 833 ერთეული [+31] MLRS – 904 ერთეული [+2] საზენიტო …

წულუკიანის უწყება სამინისტროს შენობას ღობავს, რემონტზე კი 2,2 მილიონს ტენდერის გარეშე ხარჯავს

საქართველოს კულტურის სამინისტრო თბილისში, სანაპიროს ქუჩა №4-ში მდებარე შენობის გარე პერიმეტრის შემოღობვას და დაწყებული სარემონტო სამუშაოების დასრულებას შემჭიდროებულ ვადებში გეგმავს, რისთვისაც 2,2 მილიონ ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. სამინისტროს განცხადებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „აგრომშენსერვისმა“, რომელიც სამინისტროს შენობის რეაბილიტაციაზე მუშაობდა, „ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულება“. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს შენობის რემონტი მაქსიმუმ 2023 წლის 12 …

„ოცნების“ დამფინანსებლები აჭარიდან

2023 წლის იანვრიდან დღემდე „ოცნებამ“ შემოწირულების სახით 5 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. მხარდამჭერების აქტიურობა ყოველდღიურად იზრდება. თითქმის ყოველდღე პარტიის ანგარიშზე ათამდე ან მეტი ფიზიკური პირი რიცხავს თანხას. მათ შორის უმეტესობა ბიზნესმენია. ზოგჯერ ერთი კომპანიიდან რამდენიმე პარტნიორის ინდივიდუალური შენატანიც ფიქსირდება. უშუალოდ კომპანიების მფლობელები არ სწირავენ 60 000 ლარზე ნაკლებს, მათი პარტნიორების, დირექტორების და მენეჯერების შენატანი კი …

ავტობანი – რა მეთოდით გაიყვანენ 7,6 კმ სიგრძის გვირაბს ახალსოფლიდან სარფამდე

ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობის ფარგლებში დაგეგმილია 7,6 კილომეტრი სიგრძის გვირაბის გაყვანა, რომელიც სოფელ ახალსოფელში დაიწყება და სოფელ სარფში ზღვის სანაპიროსთან [ჩანჩქერთან], ბათუმი-სარფის არსებულ გზასთან გამოვა. დოკუმენტების მიხედვით, „პროექტის ეს ვარიანტი მინიმალურ შეხებაშია დასახლებულ უბნებთან, თუმცა გარკვეული განსახლება მაინც იქნება საჭირო“. „ახალი ავტობანი იწყება ბათუმში, ეკონომიკურ ზონაში, მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე. ამის შემდეგ გზა კვეთს მდინარე ჭოროხს …

ბათუმის მერია გარემოვაჭრეებს საქონელს ჩამოართმევს და სოციალურად დაუცველებს მისცემს

ბათუმის მერიამ საკრებულოში შეიტანა დადგენილების პროექტი, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობის დროს ჩამორთმეული საქონლის განკარგვის წესს ადგენს. პროექტის მიხედვით, ქალაქის ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის [საქონლის] კონფისკაციის/ჩამორთმევის შედეგად მიღებული ქონება წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. აღნიშნული ქონება კი „ექვემდებარება პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლოდ გადაცემას იმ იურიდიული პირებისთვის, რომელთა საქმიანობის მიზანს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 321 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130] ტანკი – 5 466 ერთეული [+20] ჯავშანტექნიკა – 10 224 ერთეული [+36] საარტილერიო სისტემა – 7 802 ერთეული [+33] MLRS – 902 ერთეული [+3] საზენიტო …

რიკოთზე ყველაზე გრძელი, 1800 მეტრი სიგრძის გვირაბი გაიჭრა – გზების დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებული გვირაბის პარალელურად ახალი გვირაბი გაიჭრა. ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე გაჭრილი ახალი გვირაბის სიგრძე 1800 მეტრია და დღეის მდგომარეობით, ყველაზე გრძელი გვირაბია ქვეყანაში.“ დეპარტამენტის ინფორმაციითვე, ამავე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთო ახალ, 2.4 კმ-იან გზაზე. ძველ საგზაო მონაკვეთზე კი, გაგრძელდება პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები. „ამ დროისათვის, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის …

დიდი ოდენობით ყალბი 100 დოლარიანების გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე დაკავებულია ოთხი პირი.“ „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში გაასაღეს 29 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულებისგან, დამატებით ამოღებულ იქნა 2-ცალი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 320 670 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +850] ტანკი – 5 446 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 10 188 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 7 769 ერთეული [+17] MLRS – 899 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

ემუქრება თუ არა საფრთხე სარფის პლაჟს – ავტობანის პროექტი

ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტის ის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც გზების დეპარტამენტი ახალი ავტომაგისტრალის აშენებას გეგმავს, სარფში გამართულ შეხვედრაზე დაიწუნეს. ამ შეხვედრაზე დეპარტამენტის მიერ მომზადებული სკოპინგის ანგარიში განიხილეს, რომელიც ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტს ეხება. მოსახლეობა ფიქრობს, რომ ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებით დაიკარგება სარფის პლაჟი, რაც „უარყოფითად იმოქმედებს სარფის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და ზოგადად მის პერსპექტივაზე“. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის …

როდის დაიწყებს მთავრობა ბინების გადაცემას „ოცნების ქალაქში“ – მშენებლობა „თითქმის დასრულდა“

„ოცნების ქალაქში“ სოციალური სახლების მშენებლობა, მშენებელი კომპანიის ინფორმაციით, ფაქტობრივად, დასრულებულია. თუმცა აჭარის მთვრობა ამ დრომდე არ აკონკრეტებს, როდის დაიწყებს ბინების გადაცემას. დაპირების მოლოდინში მყოფი „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები დღეს ხელშეუხებლობისა და ბინის მიღების გარანტიების წერილობით გაფორმებას ისევ ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ამბობენ, რომ განაახლებენ აქციებს: „ჩვენ უნდა გვქონდეს გარანტია, რომ ბინებს მივიღებთ, ამასთან, იმის გარანტიაც გვინდა, …

როდის გამოიდარებს ბათუმსა და მთიან აჭარაში – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ნოემბრის 21 საათიდან 22 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ღამით წვიმა, მთაში თოვა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან …

გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „რთული მეტეოროლოგიური პირობების და დიდთოვლობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.“   მთავარი ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტი / 17.11.2023 ამავე თემაზე: ხულო-ზარზმის პროექტი გაძვირდა – მეწყერი გზის გაფართოების სამუშაოების შედეგია

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 319 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +610] ტანკი – 5 439 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 10 174 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 7 752 ერთეული [+4] MLRS – 899 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

ცესკო არქივის მოსაწყობად 11 მილიონ ლარს დახარჯავს

ცენტრალური საარჩევნო კომისია [ცესკო] 11 მილიონ ლარს დახარჯავს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში საარქივო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. შენობა ორსართულიანი იქნება და მშენებლობა 2024 წლის 26 აგვისტომდე უნდა დასრულდეს. „ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, საარქივო/სასაწყობე ინფრასტრუქტურის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე სადემონტაჟო/სამშენებლო/სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე“ ცესკომ ტენდერი 11 387 000 ლარით გამოაცხადა. ტენდერს თან ახლავს გენგეგმა, საპროექტო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 319 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +640] ტანკი – 5 439 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 10 168 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 7 748 ერთეული [+4] MLRS – 899 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო …

მანქანები აჭარის სამინისტროს აუქციონზე, ამჯერად ფასდაკლებით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სოფლის მეურნეობისა და აგროსერვის ცენტრის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებს ხელახალ აუქციონზე ამჯერად 20 პროცენტიანი ფასდაკლებით ყიდის. ოთხივე ავტომანქანა აუქციონზე ერთადერთი პირობით იყიდება – გამარჯვებულმა დაფიქსირებული თანხა დროულად [ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან 30 დღეში] უნდა გადაიხადოს. ყველა ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 2023 წლის 22 ნოემბერს დასრულდება. KIA SORENTO ავტომანქანა KIA SORENTO (სახელმწიფო ნომერი …

Exit mobile version