100 ლარამდე იზრდება ბათუმში არასწორი პარკირებისთვის მანქანის ევაკუირების გადასახადი

ბათუმის მერიამ საკრებულოში შეიტანა პროექტი, რომლითაც ბათუმში ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადატანისას ტრანსპორტირების ხარჯის 100 ლარამდე გაზრდას ითხოვს. ბათუმში სპეციალურ დაცულ სადგომზე  ტრანსპორტირების საფასური ამ დროისთვის 45 ლარია. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, ცვლილება ეხება იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც არასწორი პარკირებისთვის ევაკუატორით გადააქვთ სპეციალურ ავტოსადგომზე. პროექტის მიხედვით, საკრებულოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადატანისას …

დოკუმენტების გაყალბებაზე კომპანიების ხელმძღვანელები დააკავეს – საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე მხილებულია ოთხი პირი, რომელთაგანაც ორი დაკავებულია. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი თოთხმეტი კომპანიის სახელით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე, …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 13 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 341 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +850] ტანკი – 5 682 ერთეული [+18] ჯავშანტექნიკა – 10 594 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 8 076 ერთეული [+3] MLRS – 919 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

რა სამუშაოები ეკრძალება 18 წლამდე მეზღვაურს გემზე – მთავრობამ ჩამონათვალი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ „გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალი“ დაამტკიცა. ახალი დადგენილებით გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურისთვის აკრძალულია: „ბიჭებისათვის 10 კგ-ზე მეტი, ხოლო გოგონებისათვის 4 კგ-ზე მეტი წონის ტვირთის ან საგნების აწევა, გადაადგილება ან გადატანა; საქვაბეებში, ავზებსა და კოფერდამებში შესვლა; ხმაურისა და ვიბრაციის მავნე ზემოქმედების ქვეშ სამუშაოს შესრულება; ამწისა და …

იზრდება იმ პატიმრის ხელფასი, ვინც ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებს

2024 წლის იანვრიდან იზრდება პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ მსჯავრდებულის ანაზღაურება, რომელიც ანაზღაურებად სამეურნეო სამუშაოს ასრულებს. შესაბამისი ბრძანება იუსტიციის მინისტრმა 2023 წლის 2 დეკემბერს გამოსცა. მინისტრის ბრძანებით ცვლილება შევიდა „მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესში“, რომელიც 2015 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებს. ამ წესის მიხედვით, „სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხული მსჯავრდებულებისაგან დგება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც …

როგორი ამინდი იქნება ბათუმსა და აჭარის მთაში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 დეკემბრის 21 საათიდან 13 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: …

10 წლის ბიჭი ქობულეთში პიროტექნიკით დაშავდა – ბავშვს დამწვარი აქვს სახე, კისერი, ზედა კიდურები 

ქობულეთში,  პიროტექნიკით დაშავებული ბავშვი თბილისში, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია. „მდგომარეობა ამ დროისთვის არის სტაბილური, თუმცა ძალიან საყურადღებო, რადგან პაციენტს დამწვარი აქვს სახე, კისერი, გულმკერდი და ზედა კიდურები“, – უთხრეს „ბათუმელებს“ დამწვრობის ცენტრში. შემთხვევა ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში გუშინ, 11 დეკემბერს მოხდა. პიროტექნიკით დაშავებული 10 წლის ბიჭი ჯერ ქობულეთის ჰოსპიტალში მიიყვანეს, საიდანაც თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. აჭარის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 340 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +800] ტანკი – 5 664 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 10 579 ერთეული [+19] საარტილერიო სისტემა – 8 073 ერთეული [+3] MLRS – 919 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

ხულო, შუახევი და ქობულეთი ახალი წლის ღონისძიებებს მთავრობის დავალებით ჩაატარებენ

საქართველოს მთავრობამ დაახლოებით ერთი კვირის წინ, 2023 წლის 5 დეკემბერს, გამოსცა განკარგულება, რომლითაც რამდენიმე მუნიციპალიტეტს, მათ შორის ხულოს, შუახევსა და ქობულეთს „ეთხოვა“ საახალწლო ღონისძიებების ჩატარება. ეს სამი მუნიციპალიტეტი კი, ამ ღონისძიებების ჩასატარებლად, ჯამში ნახევარ მილიონზე მეტ ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავენ. საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით პროექტის – „ახალი წლის დღეები საქართველოში“ გამართვასთან დაკავშირებით …

ბათუმის მერის ხელფასი იზრდება და 6 600 ლარამდე იქნება

ახალი წლიდან დაახლოებით 10 პროცენტით იზრდება მერიაში დასაქმებული ყველა საჯარო მოხელის ხელფასი [თანამდებობრივი სარგო]. მათ შორის იზრდება მერისა და მისი მოადგილეების ხელფასებიც. ბათუმის მერის ხელფასი მიმდინარე, 2023 წელსაც დაახლოებით 10 პროცენტით [550 ლარით] გაიზარდა და 6 050 ლარი იყო. ანალოგიური გათვლებით, 2024 წელს ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის ხელფასი 6 600 ლარი იქნება [თუ არსებული ხელფასის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 339 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 030] ტანკი – 5 655 ერთეული [+19] ჯავშანტექნიკა – 10 560 ერთეული [+31] საარტილერიო სისტემა – 8 070 ერთეული [+6] MLRS – 919 ერთეული [+0] საზენიტო …

ბათუმში ავარიული სახლების გასამაგრებლად 3 მილიონი ლარით ტენდერი გამოაცხადეს

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ქალაქში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებზე სამი დღის წინ ტენდერი 2 999 999 ლარით გამოაცხადა. მერიის სამმართველო პირობაში მიუთითებს, რომ სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2024 წლის 11 დეკემბრამდე პერიოდში უნდა შესრულდეს, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რომელი სახლების გამაგრებაა გადაწყვეტილი ამ ტენდერის ფარგლებში. ბოლო პერიოდში სამმართველოსთვის ასეთი ფორმით …

რატომ არ აკონკრეტებს მთავრობა, ვის და როდის გადასცემს ბინებს „ოცნების ქალაქში“

აჭარის მთავრობა დღემდე არ სცემს პასუხს კითხვას, კონკრეტულად როდის დაიწყებს ბინების გადაცემას „ოცნების ქალაქში“. მთავრობა არც იმას ამბობს, როდის ჩაიბარებს „ოცნების ქალაქში“ აშენებულ სოციალურ სახლებს, რომლებშიც ჯამში 582 ბინაა. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები ითხოვენ იმ 582 ოჯახის სიას, ვისაც ამ ბინებს გადასცემენ, დანარჩენი ოჯახები კი საგარანტიო ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვენ. აჭარის მთავრობა არც სიას აქვეყნებს და არც …

მახინჯაურის სკოლის ეზოში ახალ კორპუსს ააშენებენ – გამოყოფილია 2,6 მილიონი ლარი

ხელვაჩაურის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ეზოში დამატებით ახალი სასწავლო კორპუსისა და სპორტული დარბაზის აშენებაა დაგეგმილი. მშენებლობაზე ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 635 873 ლარია. ტენდერს თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც ახალი შენობა შედგება ორი ბლოკისაგან: პირველი ბლოკი – ძირითადი სკოლის სამსართულიანი შენობა; მეორე ბლოკი — სპორტული დარბაზი. პროექტის შინაარსობრივი …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 დეკემბრის 21 საათიდან 11 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: …

ბათუმში „სან რემოს“ შენობა და პირსი დაანგრიეს | ფოტოამბავი

ბათუმში რესტორან „სან რემოს“ შენობა და პირსი უკვე დანგრეულია. ამ ადგილზე ახალი შენობისა და პირსის მშენებლობაა დაგეგმილი. ტერიტორია ბათუმის მერიას იჯარით აქვს გაცემული. 2023 წლის 9 დეკემბერს, პლაჟზე დემონტაჟის და მშენებლობის სამუშაოები შეიძლება ითქვას, ერთად მიმდინარეობდა [გრძელდება დემონტაჟი, პარალელურად ეწყობა სამშენებლო ღობე, პლაჟზე შეაქვთ ლოდები, პერიოდულად იკეტება ბულვარში ფეხით მოსიარულეთა სასეირნო ბილიკი…] „სან რემოს“ პირსი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 338 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +700] ტანკი – 5 636 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 10 529 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 8 064 ერთეული [+6] MLRS – 919 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 338 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +900] ტანკი – 5 632 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 10 519 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 8 058 ერთეული [+1] MLRS – 919 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

მიწის უფასო რეგისტრაცია ხელვაჩაურში იანვრიდან, შუახევში კი, ივნისიდან დაიწყება – რეესტრი

მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაციის ფარგლებში „მასშტაბური საველე-საკადასტრო სამუშაოები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – 2024 წლის იანვრიდან, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში – 2024 წლის ივნისიდან არის დაგეგმილი“. ეს ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „ბათუმელებს“ დღეს, 8 დეკემბერს მოგვაწოდა. აღსანიშნავია, რომ აჭარის არცერთ სოფელსა თუ თემში მიწის უფასოდ აზომვა არ დაწყებულა იმ გეგმა-გრაფიკით მითითებულ პერიოდში, რაც საჯარო …

უმაღლესმა საბჭომ აჭარის 2024 წლის ბიუჯეტი რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაჩქარებული წესით, რიგგარეშე სხდომაზე დღეს, 8 დეკემბერს, 13 ხმით დაამტკიცა. ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა უმაღლესი საბჭოს ოპოზიციამ. აჭარის ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მიღების წინააღმდეგი იყო უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია, თუმცა, საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განმარტებით, რიგგარეშე სესიის ჩანიშვნა გადაწყდა იმიტომ, რომ მომდევნო პერიოდში სხვა საკითხებიც აქვთ განსახილველი, რასაც ბიუჯეტის პროექტის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 337 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990] ტანკი – 5 626 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 10 508 ერთეული [+26] საარტილერიო სისტემა – 8 057 ერთეული [+12] MLRS – 919 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

ყალბი 100 დოლარიანების გასაღებისთვის ერთი პირი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კახეთის რეგიონში, გაასაღა 16 ცალი ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, რომელიც შემდგომ ამოღებულ იქნა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 336 230 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120] ტანკი – 5 618 ერთეული [+18] ჯავშანტექნიკა – 10 482 ერთეული [+26] საარტილერიო სისტემა – 8 045 ერთეული [+21] MLRS – 919 ერთეული [+0] საზენიტო …

იუსტიციის სახლთან პარკინგის ადგილი „ალიანსს“ 49 წლით გადასცეს – რას აშენებს კომპანია

ბათუმში, იუსტიციის სახლსა და „ალიანს პალასს“ შორის მდებარე 4 224 კვადრატული მეტრი ტერიტორია, სადაც ავტოპარკინგი იყო, შემოღობილია. ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და ის „იუსტიციის სახლის“ სარგებლობაში იყო, თუმცა 2023 წლის აგვისტოში ეს ადგილი სახელმწიფომ 49 წლით შპს „ალიანს მენეჯმენტს“ აღნაგობის უფლებით გადასცა. აღნაგობის ხელშეკრულებით „ალიანსი“ ვალდებულია 2024 წლის ივნისამდე ამ ტერიტორიაზე „უზრუნველყოს არანაკლებ 200 ავტომანქანაზე გათვლილი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 335 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270] ტანკი – 5 600 ერთეული [+13] ჯავშანტექნიკა – 10 456 ერთეული [+40] საარტილერიო სისტემა – 8 024 ერთეული [+37] MLRS – 919 ერთეული [+6] საზენიტო …

ბათუმის პლაჟი ხელოვნურ კვებაზეა – ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 2,3 მილიონი დაიხარჯება

აჭარის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში დაფინანსებულია პროგრამა, რომელიც პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებს ითვალისწინებს. ამ პროგრამის ფარგლებში მდინარის კალაპოტიდან ზღვის სანაპიროზე ინერტული მასალა უნდა შეიტანონ. ეს აუცილებელია ბათუმში პლაჟის შესანარჩუნებლად. დღეს არსებული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პროგრამა 2024-2027 წლებს მოიცავს და ყოველწლიურად პლაჟის ხელოვნური კვებისთვის 2 მილიონ 300 ათასი ლარია გაწერილი, ჯამში – 9,2 მილიონი ლარი. პროგრამა …

გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანის ახალი 6-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე, შარშან გახსნილ 5 კმ-იან მონაკვეთს ახალი 6 კმ-იანი მაგისტრალური გზა დაემატა, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან, 5 დეკემბრიდან გაიხსნა – აცხადებს საქართველოს გზების დეპარტამენტი. ახალგახსნილი მონაკვეთი გრიგოლეთში იწყება და შარშან გახსნილ გზას წვერმაღალა-შეკვეთილთან უერთდება [რკინიგზაზე გადასასვლელი სამანქანე ხიდის მიმდებარედ]. დეპარტამენტის ინფორმაციით, „გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი მოიცავს 14 კმ-იანი, 4-ზოლიანი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 333 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 030] ტანკი – 5 587 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 10 416 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 7 987 ერთეული [+26] MLRS – 913 ერთეული [+0] საზენიტო …

ბათუმში ხელოვნური კუნძულის გზშ-ს საჯარო განხილვა 12 იანვარს გაიმართება

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ბათუმში 2024 წლის 12 იანვარსაა დაგეგმილი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხელოვნური კუნძულის გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვა 12 იანვარს, დღის 12:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გაიმართება (მისამართი: ლუკა ასათიანის ქ. N25). საჯარო განხილვის ორგანიზატორია სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. „საჯარო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 332 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +770] ტანკი – 5 580 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 10 401 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 7 961 ერთეული [+12] MLRS – 913 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

დაუცველი სანაპირო ბათუმში და დამცავი კედელი, რომელსაც ზღვა შლის | ფოტო

ბათუმში 27 ნოემბერს შტორმმა ახალ ბულვართან სანაპირო ზოლი კიდევ ერთხელ დააზიანა. ამ შტორმის დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნაპირის ნგრევა ზღვის მიერ ძველი ბულვარის მიმართულებით ისევ გრძელდება. რა მდგომარეობა იყო უშუალოდ სანაპიროზე შტორმის მეორე დღეს, შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე: რა ხდება შტორმის შემდეგ ბათუმის ბულვარში | ფოტოამბავი ამჯერად კი, ფოტოებით გვინდა გაჩვენოთ ის დამცავი ნაგებობა, …

ხულოს სოფელ დანისპარაულში ახალ სკოლას ააშენებენ – გამოყოფილია 4 მილიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 4,1 მილიონი ლარია გამოყოფილი. ახალი შენობა ორსართულიანი იქნება და მის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადებულია. მშენებლობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზეა დაგეგმილი, რომელიც ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალიდან 87 მეტრში მდებარეობს. მშენებლობაზე თანახმაა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მკაცრად იქნება დაცული შესაბამისი პირობები [საჯარო სკოლის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 დეკემბრის 21 საათიდან 4 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 18 – 23 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 332 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +930] ტანკი – 5 575 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 10 396 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 7 949 ერთეული [+8] MLRS – 913 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

ვილები და ცათამბჯენები ხელოვნურ კუნძულზე – პროექტის გზშ მზადაა

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიში წარადგინა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს შესაბამის პორტალზე აღნიშნული დოკუმენტის გაცნობა და შენიშვნების წარდგენა 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ. „ამბასადორი ბათუმი აილენდზე“ ბათუმის აკვატორიაში, 65 წლის ვადით, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემულია 1 443 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 331 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070] ტანკი – 5 571 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 10 385 ერთეული [+13] საარტილერიო სისტემა – 7 941 ერთეული [+10] MLRS – 913 ერთეული [+1] საზენიტო …

Exit mobile version