მთავარი,სიახლეები

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ შაბათ-კვირას ბათუმში

08.12.2017
როგორ ამინდს უნდა ველოდოთ შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალიდან ბათუმში და აჭარის სანაპიროზე გამოიდარებს, თუმცა მოღრუბლული ამინდი შენარჩუნდება.

ხვალ, 9 დეკემბერს, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით შესაძლოა იწვიმოს, მთაში კი ნალექს თოვლის სახით უნდა ველოდოთ. სინოპტიკოსების თქმით, დღისით ამინდი უმეტესად უნალექო იქნება, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ტემპერატური დღისით – 7-12 გრადუსი სითბო, ღამით – 2-7 გრადუსი. მთაში დღისით – 0-5 გრადუსი სითბო, ღამით – 0-5 გრადუსი ყინვა.

სინოპტიკოსების თქმით, ხვალ, დღის პირველ ნახევარში შენარჩუნდება ძლიერი ღელვა ზღვაზე, 5-6 ბალი, თუმცა დღის მეორე ნახევარში ზღვა დამშვიდდება და ღელვა 2-3 ბალამდე დაიწევს.

10 დეკემბერს, კვირას, ამინდი უმეტესად უნალექო იქნება, 11 დეკემბერს, ორშაბათს კი სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით წვიმა, მთაში კი თოვაა მოსალოდნელი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: