მთავარი,სიახლეები

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

29.11.2017
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

დღეს, 29 ნოემბერს, ბათუმსა და აჭარის სანაპირო რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი. წვიმიანი ამინდი ხვალ, შუადღემდე შენარჩუნდება, შემდეგ კი გამოიდარებს.

„ღამით და ხვალ, დღის პირველ ნახევარში, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და მომდევნო სამი დღის განმავლობაში იქნება უნალექო ამინდი, შედარებით დათბება დღისით, თუმცა ტემპერატურა ღამით ისევ დაბალი დარჩება, რადგან მთებში თოვლია,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის სინოპტიკოსმა, მარინე ქათამაძემ.

სანაპირო რაიონებში ტემპერატურა ღამით  3-8 გრადუსი იქნება, დღისით – 9-14 გრადუსი სითბო. მთაში მოსალოდნელია ღამით 2-7 გრადუსი ყინვა, დღისით – 2-7 გრადუსი სითბო. ზღვის წყლის ტემპერატურა დაახლოებით 10 გრადუსია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: