საზოგადოება „ბათომი“ ზურაბ პატარაძეს შეხვდება

დღეს, 31 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, საზოგადოება „ბათომის“ წევრებს შეხვდება. შეხვედრის მიზანი ზონალური საბჭოს დაკომპლექტების წესის განხილვაა. „ბათომის“ წევრები მიიჩნევენ, რომ ზონალური საბჭო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმდებარედ არსებულ შენობებზე დაშენების, მიშენების ან ახალი პროექტების განხორციელებაზე გასცემს ნებართვებს,  დაკომპლექტებულია მერიისა და სამინისტროებში მომუშავე ჩინოვნიკებით და არა – პროფესიონალებით, რამაც, ურბანული თვალსაზრისით, მძიმე შედეგები მოუტანა ქალაქს. …

„ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ – „ბათუმელების“ ჟურნალისტმა პირველი ადგილი აიღო

დღეს, 27 ოქტომბერს გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში კონკურსის – „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ გამარჯვებულები დააჯილდოვა და სიგელები გადასცა. კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია „ბათუმელების“ ჟურნალისტი ლელა დუმბაძე, რომელმაც სტატიისთვის – „შეზღუდვა უსაფრთხოების სახელით“ პირველი ადგილი მიიღო ბეჭდურ მედიაში  გამოქვეყნებული საუკეთესო ნაშრომისთვის. კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტმა“ (EARI)  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა. კონსტიტუციონალისტებითა და ჟურნალისტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ …

წინასწარი შედეგებით ბათუმის მერი ლაშა კომახიძე იქნება

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში მეორე ტური არ გაიმართება და ქალაქის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ლაშა კომახიძე იქნება. წინასწარი მონაცემებით ლაშა კომახიძემ არჩევნებში ამომრჩეველის ხმათა უმრავლესობა, 54,86 პროცენტი მიიღო. ბათუმში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 50770-მა ამომრჩეველმა; საერთო რაოდენობის 36, 37 პროცენტმა. მთავარ ფოტოზე: ბათუმის ამჟამინდელი მერი გიორგი ერმაკოვი და ბათუმის, სავარაუდოდ მომავალი მერი ლაშა კომახიძე. მანანა ქველიაშვილის …

ზურაბ პატარაძე შესაძლო მეორე ტურზე: ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი

„ნუ დავასწრებთ მოვლენებს, თუმცა ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, ასე უპასუხა ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს მოსალოდნელი მეორე ტურის  შესახებ აჭარის მუნიციპალიტეტებში. შეგახსენებთ, რომ თუ დღევანდელი არჩევნების შედეგად მერობის ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ორი, საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს. მათგან გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეორე ტურში …

ლაშა კომახიძის და ზურაბ პატარაძის კომენტარები ენმ-ის ბრალდებებზე

ბათუმის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, ლაშა კომახიძემ, თავის მხარდამჭერთა კლუბში ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებზე: „დღევანდელი დღე შეიძლება შეფასდეს, როგორც არჩევნების დღე, რომელმაც ჩაიარა საკმაოდ მშვიდ გარემოში. გარკვეული ტიპის ვნებათაღელვა, რა თქმა უნდა, ყოველი არჩევნებისათვის არის დამახასიათებელი, მაგრამ საერთო ჯამში არის ძალიან მშვიდი, ძალიან პოზიტიური არჩევნები. ოპოზიციის მხრიდან მსგავსი ტიპის შეფასება, ვფიქრობ არის …

„ოცნების“ ქალაქიდან ამომრჩევლები სამარშრუტო ტაქსებით წაიყვანეს

ბათუმის შემოგარენში მდებარე ე.წ. „ოცნების ქალაქიდან“ ამომრჩევლები რეგისტრაციის ადგილზე, სადაც მათ ხმის მიცემა შეუძლიათ, სამარშრუტო ტაქსებით წაიყვანეს. „ოცნების ქალაქში“ ამბობენ, რომ ხმის მისაცემად წაყვანა მათ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა და ასევე, იყო შეთავაზება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდანაც. „ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისში ამბობენ, რომ ამ თემაზე შეკითხვას შემაჯამებელ ბრიფინგზე უპასუხებენ.    

რატომ ტოვებს კომისია ცარიელ გრაფას სადემონსტრაციო ოქმში?

ბათუმში საარჩევნო უბნებზე სადემონსტრაციო ოქმებში ცარიელია სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობის გრაფა.  უბნებზე ამბობენ, რომ გრაფას საგანგებოდ ტოვებენ ღიად, რომ თუ კი სპეციალურ სიაში ცვლილება შევა, გრაფაში რიცხვი ზუსტად აისახოს. ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე, ციალა შავაძე ამბობს, რომ მათ გრაფის შევსებას კანონი უკრძალავს: „კენჭისყრის დასრულებამდე უბნებს არ აქვთ უფლება,  შეიტანონ სპეცსიის ამომრჩეველთა რაოდენობა სადემონსტრაციო ოქმში. …

ავარია ბათუმში

დღეს, 21 ოქტომბერს, ავარია მოხდა ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე. დაშავებულია ერთი ადამიანი. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა …

ცესკო: აჭარაში ყველაზე დაბალი აქტივობა ბათუმშია, ყველაზე მაღალი – შუახევში

ცესკოს ინფორმაციით, 10 საათის მონაცემებით აჭარაში ხმა მისცა 20 083-მა ამომრჩეველმა, რაც აჭარაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 6.5 პროცენტია. აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ჯერჯერობით ყველაზე მაღალი აქტივობაა შუახევში, სადაც ამომრჩეველთა 9,6-მა პროცენტმა მისცა ხმა, ყველაზე დაბალი კი – ბათუმში, სადაც ათი საათისთვის ამომრჩეველთა 5-მა პროცენტმა, სულ 7014-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ცესკოს მონაცემებით, ბათუმში [79 საარჩევნო ოლქი] რეგისტრირებულია …

ენმ ბათუმში: 43 საჩივარი დავწერეთ ათი საათისთვის

11 საათზე ბრიფინგი გაიმართა ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. მირდატ ქამადაძემ ჟურნალისტებს ის ძირითადი დარღვევები ჩამოუთვალა, რაც, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დააფიქსირეს: „45-ე უბანზე ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც მარკირებას არ უმოწმებდნენ ამომრჩევლებს. 49-ე უბანზე მას შემდეგ, რაც წილისყრა მოხდა და განისაზღვრა კომისიის წევრების ფუნქციები, რეგისტრატორი კომისიის წევრების ვინაობას თავმჯდომარე ტელეფონით აწვდიდა უცხო პირებს. ეს არის საგანგაშო …

ბათუმში ქალს მატარებელი დაეჯახა

ბათუმში დღეს, 21 ოქტომბერს, გამთენიისას, ახალგაზრდა ქალს მატარებელი დაეჯახა. იგი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ქალი გადაყვანისას გონზე იყო და მისი თქმით, მას მატარებელმა „გაჰკრა“. შემთხვევა ბარცხანის ტერიტორიაზე, სარკინიგზო ხაზთან მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 275-ე მუხლით მიმდინარეობს – რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ – ძველი ბათუმის ნგრევის ფოტოქრონიკა

„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“- ასე ჰქვია საზოგადოება „ბათომის“ მიერ გამართულ გამოფენას, რომელიც დღეს, 20 ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე გაიხსნა  და ისტორიული ბათუმის ცვლილებისა და ნგრევის ქრონიკას ასახავს. გამოფენის სახელწოდება ორგანიზატორებმა ბათუმის ისტორიის ორ პერიოდს დაუკავშირეს:  მე-19 საუკუნის ბოლოს,  როცა ბათუმში ცნობილი ფოტოგრაფი, დიმიტრი ერმაკოვი ჩამოვიდა და 400-მდე ფოტო გადაიღო და ბათუმის ახლანდელი მერის, გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდს, რომლის …

„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ – ფოტოგამოფენა ევროპის მოედანზე [ანონსი]

ბათუმში, დღეს, 20 ოქტობერს, 13 საათზე  ევროპის მოედანზე გაიმართება ფოტოგამოფენა „ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“, რომელიც ბათუმის სახეცვლილებას ასახავს ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში. გამოფენის სახელწოდება უკავშირდება ბათუმის ისტორიის ორ პერიოდს, მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა ბათუმში ცნობილი ფოტოგრაფი, დიმიტრი ერმაკოვი ჩამოვიდა და 400-მდე ფოტო გადაიღო ბათუმსა და მის შემოგარენში და ბათუმის ახლანდელი მერის, გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდს, რომლის მერობის დროსაც …

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

ხვალიდან აჭარაში ორი დღით, პერიოდულად გამოიდარებს, თუმცა შემდეგ ისევ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი – ასეთია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი. „ხვალ, 13 ოქტომბერს, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში 20-15 გრადუსი იქნება, მთაში – 10-15 გრადუსი. 14 ოქტომბერს შენარჩუნდება უნალექო ამინდი, 15 და 16 ოქტომბერს კი აჭარაში მოსალოდნელია …

მაღალმთიან აჭარაში 65 162 მეტრი სიგრძის გაზსადენის მშენებლობა იწყება

მაღალმთიან აჭარაში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების დაწყების ცერემონია დღეს, 10 ოქტომბერს შუახევის მუნიციპალიტეტში, ხიჭაურში გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თამჯდომარე, ზურაბ პატარაძე ესწრებოდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. გაზსადენმა ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტები უნდა უზრუნვეჰყოს ბუნებრივი გაზით. გაზსადენი სოფელ სალიბაურიდან სოფელ ერგემდე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას მიუყვება. სოფელ ერგედან ხიჭაურის დასახლებამდე კი – ბათუმი-ახალციხის …

ვინ მიიღებს თვეში 200-ლარიან სტიპენდიას ბათუმის მერიისგან

29 ოქტომბრამდე გრძელდება ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება. სტიპენდიას თვეში 200 ლარის ოდენობით 50 სტუდენტი მიიღებს, რომლებიც ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე სწავლობენ, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მომენტისთვის რეგისტრირებულნი არიან ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მიღებული აქვთ დადებითი შეფასება (A)-ფრიადი (91 ქულა და მეტი) წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად. …

კახაბერი: მე ვარ პირველი აჭარელი, რომელმაც ბათუმი გახადა პოპულარული

ბათუმის მერობის კანდიდატს, კახაბერ ცისკარიძეს ბათუმში არც საარჩევნო შტაბი აქვს და არც ძვირადღირებული სარეკლამო კამპანია. ამბობს, რომ საკუთარ პოსტერებს თავად აკრავს ქალაქში და ასე ამომრჩეველსაც ხვდება. უკმაყოფილოა, რომ მედიით ხშირად არ ეძლევა საშუალება ამომრჩეველს საკუთარი აზრი გაუზიაროს და მიიჩნევს, რომ ბათუმის მერობის კანდიდატებს შორის იგი ყველაზე ცნობილი და პოპულარულია. რატომ გადაწყვიტა კახაბერმა მერობა? – ამბობს, …

ბათუმში ექვსი წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა

8 ოქტომბერს, საღამოს, ბათუმში, ვაჟა ფშაველას და კომახიძის [ყოფილი მოსკოვის] ქუჩების კვეთაში ექვსი წლის ბავშვს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გონზე მყოფი გადაიყვანა. შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო – “ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც …

ბათუმის მერობის ერთადერთი ქალი კანდიდატი

ბათუმის მერობის ერთადერთი ქალი კანდიდატი 30 წლის ნათია ბუაძეა. მან ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი დაამთავრა და პროფესიული სტაჟირებით საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე წელი ცხოვრობდა. ამბობს, რომ მუშაობდა ფრანგულ კომპანიაში, სადაც პერსონალის მართვა და ადმინისტრაცია ებარა. 2016 წელს ადამიანური რესურსების მართვაში აიღო დიპლომი საფრანგეთში. ჰყავს მეუღლე და ერთი ბავშვი. საფრანგეთში მცირე საოჯახო ბიზნესი აქვს მეუღლესთან ერთად, რესტორანი …

„განდაგანა“ ევროპის მოედანზე

ბათუმში 6-7 ოქტომბერს, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“  გაიმართება. ევროპის მოედანზე ორი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფლები თავისი პროდუქციით, ტრადიციებითა და სამზარეულოთი. გამოფენის გარდა, ევროპის მოედანზე რეგიონში წარმოებული პროდუქციის  გაყიდვაც იგეგმება, მოხდება უცნობი აჭარული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაცია. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, მხიარული კონკურსები. სოფლის ტურიზმის ფესტივალზე ფოლკლორული ჯგუფები და მუსიკალური ბენდებიც დაუკრავენ. ფესტივალის ბიუჯეტი 95 …

ბათუმის საბავშვო ბაღში თხევადი გაზის ბალონი აალდა

ბათუმის #14 საბავშო ბაღში გაზის ბალონი აალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „ბალონი არ აფეთქებულა, მოხდა გაზის გაჟონვა და ბოლონი აალდა. იმ წუთასვე ჩავაქრეთ, არაფერი არ დაზიანებულა. სახანძრო გამოვიძახეთ, მაგრამ არ დასჭირვებიათ წყალი, ჩვენ ჩავაქრეთ, ცეცხლმაქრით, ადგილობრივი ძალებით“ – ამბობს მაია ხუხუნაიშვილი, #14 საბავშვო ბაღის დირექტორი. დირექტორის თქმით, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ბაღში არ შეფერხებულა და ჩველებრივ მიმდინარეობს.

რა ფილმებს ნახავთ დღეს და ხვალ ანიმაციური ფილმების ფესტივალზე ბათუმში

ბათუმში ანიმაციური ფილმების მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი” მიმდინარეობს.  ფესტივალი 2 ოქტომბერს დაიწყო ხულოში, ქედასა და ქობულეთში ფილმების ჩვენებით, 5 ოქტომბერს კი ბათუმში გადმოინაცვლა. „ბათუმელები“ გთავაზობთ 6-7 ოქტომბრის საფესტივალო პროგრამას. ანიმაციური ფილმების ჩვენებაზე დასწრება უფასოა. 6 ოქტომბერი, პარასკევი ბათუმის თოჯინების თეატრი, 12 საათზე: საუკეთესო საბავშვო ფილმი; ჰელუ ბერლუ; სახე; ქარი ჩალებში; ნეგატიური სივრცე; თხები; კავშირი; წარმოსახვა; ღილაკი. ბათუმის თოჯინების …

ნინო ბაციაშვილი მეხუთე ქართველი ქალი გროსმაისტერი გახდა

ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ წევრი, ნინო ბაციაშვილი მამაკაცთა შორის გროსმაისტერი, დიდოსტატი გახდა. საჭადრაკო ტურნირზე, რომელიც ინგლისში მიმდინარეობდა, ნინომ რეიტინგს – 2500-ს გადააჭარბა და  მალე ფიდეს კონგრესზე მიანიჭებენ უმაღლეს წოდებას ჭადრაკში. „საერთაშორისო ტურნირი ინგლისში მიმდინარეობდა, კუნძულ მენზე, სადაც ნინომ არაჩვეულებრივად ითამაშა, ფაქტობრივად წაგების გარეშე, მათ შორის მასზე მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებთან. ნინო დიდი ხანია მიდის ამ შედეგისკენ და უახლოეს …

11 თვის ბონდო ექიმთან ვერ მიჰყავთ

ოქტომბერში ბონდო 1 წლის გახდება. თუ დედას გზის ფული ექნება, ბონდოს თბილისში წაიყვანენ და ოპერაციას გაუკეთებენ, რის შემდეგადაც იგი ჭამას თავისუფლად შეძლებს. ბონდოს იშვიათი, თანდაყოლილი დაავადება აქვს, ე.წ. „მგლის ხახა“ და მას პლასტიკური ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება. მას ჟვანიას კლინიკაში მკურნალობდნენ, სადაც ბონდოს დედას, 32 წლის ნონას უთხრეს, რომ ოპერაციიას მას შემდეგ გაუკეთებდნენ, როცა ბავშვის წონა მინიმუმ …

„საუბრები ევროპაზე“ – შეხვედრა ლაშა ბაქრაძესთან კირნათის საჯარო სკოლაში

30 სექტემბერს, 13 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის საჯარო სკოლაში გაიმართება დისკუსია თემაზე – „რატომ სჭირდება ევროინტეგრაცია საქართველოს, როგორც თურქეთისა და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანას.“  დისკუსიაზე მომხსენებელი იქნება  ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე. შეხვედრის ორგანიზატორი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია“. შეხვედრა იმართება დისკუსიათა ციკლის – „საუბრები ევროპაზე“ – ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი [EWMI], ფინანსური მხარდამჭერები: ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო …

დოღი ბახმაროში [ფოტოამბავი]

ავტორი: მანანა ქველიაშვილი  ყოველწლიურად, აგვისტოს ბოლოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, გურიაში, კურორტ ბახმაროში, დოღი იმართება. 19 აგვისტოს გამართულ დოღში ცხენოსნები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მონაწილეობდნენ. დოღი რამდენიმე კატეგორიაში ჩატარდა – ერთკილომეტრიან, ორკილომეტრიან, სამკილომეტრიან და ხუთკილომეტრიან დისტანციებზე. გაიმართა ასევე ნახევრადწმინდა სისხლის ცხენების დოღი. ერთკილომეტრიან დისტანციაზე დოღში პირველი ადგილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით მოასპარეზე კუსა ბასილიამ და მისმა ცხენმა ცეცხლამ დაიკავეს. …

იუნისეფის კონკურსი შშმ ბავშვთა უფლებებზე მზრუნველი მუნიციპალიტეტის გამოსავლენად

გაეროს ბავშვთა ფონდი, ანტი-სტიგმა მოძრაობა „დაინახე ყველაფერის“ ფარგლებში, აცხადებს კონკურსს მუნიციპალიტეტებს შორის შეზღუდული შესაძლებობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საუკეთესო გამოცდილების გამოსავლენად. კონკურსი 25 სექტემბერს დაიწყო და გაგრძელდება 4 კვირის განმავლობაში. კონკურსის მიზანია, გამოვლინდეს საუკეთესო გამოცდილებისა და სოციალური პროგრამების მქონე მუნიციპალიტეტები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ქმნიან ხელმისაწვდომ გარემოს  (ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, საჯარო ტრანსპორტი, გასართობი …

რა ფილმებს ვნახავთ დღეს? – ბათუმის კინოფესტივალის აფიშა

დღეს,  22 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12.00 საათზე: „დიქსი ლენდი“, რომან ბონდარჩუკი, უკრაინა/ლატვია/გერმანია, 2016, 60 წთ. 13.30 საათზე: „მე გადავცურე ენგური“, ანუნა ბუკია, საქართველო, 2016; 62 წთ. 15.00 საათზე: ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია; 120 წთ. 17.30 საათზე: „ჩიტები მღერიან კიგალიში“, იოანა კრაუზე, ქშიშტფ კრაუზე, პოლონეთი, 2017, 113 წთ. 20.00 საათზე: „შუქ-ჩრდილი“ …

„სოლიდარობა მუშებს“ – ბათუმში „აუდიტორია 115“ აქციას გამართავს

22 სექტემბერს, 12 საათზე, სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრები ბათუმელ მუშებთან ერთად აქცია-მსვლელობას გამართავენ 6 მაისის პარკიდან აჭარის მთავრობის სახლამდე. „8 სექტემბერს, ბათუმში, კომპანია ,,მეტრო ჯორჯიას” დაქვემდებარებულ კომპანიაში შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დაიღუპა 2 ახალგაზრდა მშენებელი. დაკრძალვის შემდეგ, ჭირისუფლის თხოვნით, მშენებლობაზე დასაქმებულებმა 2 დღით შეაჩერეს სამშენებლო პროცესი, რაც ასევე იცოდა კომპანიის ხელმძღვანელობამ. დაღუპული მუშების …

„დედე“, რეზო ესაძის ახალი ფილმი და კიმ კი დუკის „ქსელი” – კინოფესტივალის აფიშა დღეს

დღეს,  21 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12.00 საათზე: „ცოცხლად დარჩენის მეთოდი“, არნო ჰაგერს/ერიკ ლიეშუტ, რეინერ ვან ბრუმელენ, ჰოლანდია/ბელგია, 2016; 70 წთ. 14.00 საათზე: „ჩემი გარეუბნის ისტორია“, იუნუს ოზან კორკუტ, თურქეთი, 2017; 78 წთ. 16.00 საათზე: „მეტი“, ონურ საილაკ, თურქეთი, 2017, 115 წთ. 18.30 საათზე: „დედე“, მარიამ ხაჭვანი, საქართველო/კატარი, 2017, 97 …

ბათუმის კინოფესტივალის აფიშა: რა ფილმებს ნახავთ დღეს

დღეს,  20 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12.00 საათზე: „ბურმის ზღაპრების კრებული“, პიტერ ლომ, ჰოლანდია/ნორვეგია, 2017, 81 წთ. [დოკუმენტური ფილმი] 14.00 საათზე: „მზის ქალაქი“, რატი ონელი, საქართველო/აშშ/ქატარი/ჰოლანდია, 2017, 104 წთ. [დოკუმენტური ფილმი] 16.00 საათზე:  „სიგიჟის სიხარული“, ჰანა მახმალბაფი, ავღანეთი/ირანი, 2003; 71 წთ. [მხატვრული, არასაკონკურსო] 18.00 საათზე: „სავარძელი“, ელდარ შენგელაია, საქართველო, …

ლოზნიცას, შლენდორფისა და მახმალბაფის ფილმები – კინოფესტივალის მეორე დღე ბათუმში [აფიშა]

დღეს,  19 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12.00 საათზე: „ცემენტის გემო“, ზიად ქალთოუმი, გერმანია/ლიბია/სირია/არაბეთის გაერთიანებული საემიროები/კატარი, 2017, 85 წთ. [დოკუმენტური ფილმი] 14.00 საათზე:  „აჩრდილების ქალაქი“, მეთიუ ჰეინმანი, აშშ, 2017, 90 წთ. [დოკუმენტური ფილმი] 16.00 საათზე: „წვეულება“, სალი პოტტერი, დიდი ბრიტანეთი, 2017, 71 წთ. [მხატვრული ფილმი] 17.30 საათზე:  „ნაზი არსება“, სერგეი ლოზნიცა, …

რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმში – კინოფესტივალის პირველი დღე

დღეს, 18 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე, კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება წარმოდგენილი:  12.00 საათზე: აუსტერლიცი, სერგეი ლოზნიცა, გერმანია, 2016; 94 წთ. [დოკუმენტური ფილმი] 14.00 საათზე: მოკლემეტრაჟიანი ფილმები (ევროპის კინოაკადემიის საუკეთესო ევროპული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია). 16.00 საათზე: იუპიტერის მთვარე,  კორნელ მუნდრუცო, უნგრეთი/გერმანია, 2017,  123 წთ. [მხატვრული ფილმი] 18.30 საათზე: პატიოსანი კაცი, მოჰამად რასულოფ, ირანი, …

„ხიბულა“ – ბათუმის კინოფესტივალი ზვიად გამსახურდიაზე ფილმით გაიხსნება

17 სექტემბერს, 18 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საავტორო კინოს ბათუმის მე-12 საერთაშორისო ფესტივალი გიორგი ოვაშვილის მხატვრული ფილმით – „ხიბულა“ – გაიხსნება.  ფილმი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის უკანასკნელი 50 დღის შესახებაა. ყოფილი პრეზიდენტის როლს ირანელი მსახიობი, ჰოსეინ მაჰჯუბი ასრულებს. „ხიბულა“ საქართველო/გერმანია/საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია. ეს გიორგი ოვაშვილის ტრილოგიის ბოლო ფილმია  „გაღმა ნაპირისა“ და „სიმინდის კუნძულის“ შემდეგ.  ფილმის …

წითელი ალმები სანაპიროზე – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. „მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი – 10-15 მეტრი წამში, ტემპერატურა სანაპირო ზოლში ღამით იქნება 14-20, დღისით  – 28-33 გრადუსი სითბო. მთაში – ღამით – 10-15, დღისით – 21-31 გრადუსი სითბო. ზღვის წყლის ტემპერატურა +25,2 გრადუსია. მომდევნო სამი დღის მანძლზე შენარჩუნებული …

„ჩვენ ბათუმი გვაერთიანებს“ – პონტოელი ბერძნები ბათუმში

[highlight color=blue]პირველი ბერძნები ბათუმში[/highlight] როცა ბერძნები ბათუმში ჩამოვიდნენ საცხოვრებლად, ბათუმი ჯერ ისევ პატარა, ზღვისპირა დასახლება იყო. მე-19 საუკუნის 60-იანი წლები. ბათუმი  ოსმალეთის იმპერიის საზღვრებშია მოქცეული და აქაურობასაც ბევრი არაფერი ეტყობა ქალაქის. ჩამოვიდნენ ოსმალეთის იმპერიის შავიზღვისპირეთიდან და დასახლდნენ ზღვის მიმდებარედ. ტერმინიც – „პონტოელი ბერძენი“ შავიზღვისპირა რეგიონში მცხოვრებ ბერძენს აღნიშნავს. პონტოელი ბერძნების კვალი ძველ ბათუმში ყველაზე კარგად …

Exit mobile version