მთავარი,სიახლეები

სოფელ ბუკნარში წყლის მთავარი მილი დაწვეს – 220 აბონენტს წყალი არ მიეწოდება

03.05.2019
სოფელ ბუკნარში წყლის მთავარი მილი დაწვეს – 220 აბონენტს წყალი არ მიეწოდება

2 მაისს ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, წყლის მთავარი მაგისტრალური მილი დაიწვა, რის გამოც ბუკნარის დასახლებაში წყალი 220 აბონენტს არ მიეწოდება. ინფორმაცია ამის შესახებ ფეისბუქზე ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ გამოაქვეყნა ფოტოებთან ერთად.

ქობულეთის მერი წერს, რომ დაზიანებულია მილის 5-მეტრიანი მონაკვეთი და ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მილი, სავარაუდოდ, ხელოვნურადაა დაზიანებული. დასახლება მაგისტრალური მილიდან დაახლოებით ნახევარ კილომეტრშია.

ა(ა)იპ „ქობულეთის სოფლის წყალში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მილს დღეს შეაკეთებენ და ბუკნარის მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგება.

„ჩვენი შეფასებით და ეჭვით, არის ნიშნები, რომ ეს არის განზრახ გაკეთებული, თუმცა გამოძიების დასრულებამდე ამის წინასწარ თქმა ძნელია,“ – გვითხრა სულიკო თხილაიშვილმა, „ქობულეთის სოფლის წყლის“ დირექტორმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება 187-ე მუხლით – ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: