ფესტივალი – ბათუმში ასამდე უცხოელი წყვილის დაქორწინება იგეგმება

14-17 სექტემბერს, პირველად საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე გაიმართება ფესტივალი – „ჩემი დიდი ქართული ქორწილი“. ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-მდე წყვილი მიიღებს მონაწილეობას, ის, ვისაც სურვილი ექნება საქართველოში გადაიხადოს ქორწილი. „ჩემი დიდი ქორწილის“ ორგანიზატორია MICE და EVENT კომპანია  GEO STUMARI. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი სამდღიანი იქნება,  მონაწილეები კი ქართულ კულტურასაც გაეცნობიან. „ქორწინების რეგისტრაცია და ფოტოსესია მოეწყობა ბოტანიკურ …

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ამერიკულ კუთხეში

ბათუმის ამერიკულ კუთხეში 27 მარტს პროექტის – „ქალთა ისტორიის თვე“ – დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში 15:00 საათიდან 18:00 საათამდე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თექაზე შესრულებული ხელნაკეთი ნივთები: სამკაულები, ჩანთები, შარფები და სხვა. ასევე, ფერწერული ნახატები. „ნივთების ნაწილი თექაზე მუშაობის შემსწავლელი პრაქტიკული კურსების მონაწილე ქალებმა შექმნეს.  ყველა მსურველს შეუძლია პროდუქციის დათვალიერება და შეძენა,“-ნათქვამია პრესრელიზში. …

ბაღების ფსიქოლოგები აპროტესტებენ შეფასებას, რომ თითქოს „ჭ“კლასის უნივერსიტეტები დაამთავრეს

ბათუმის საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგად დასაქმებული პირები „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, სტატიაში – „საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგებად არაფსიქოლოგები მუშაობენ“, ბაღების გაერთიანების მეთოდისტის შეფასება, რომ ფსიქოლოგის განათლების არმქონე პირები არაპროფესიონალები არიან, უსამართლო და არაობიექტურია. „ბათუმელები“ ფსიქოლოგის შტატზე დასაქმებულ პირებს მე-4 საბავშვო ბაღში ტრენინგზე შეხვდა. ტრენინგს ყველა საბავშვო ბაღის ფსიქოლოგი ესწრებოდა. ხატია გუჯაბიძე ამბობს, რომ სამედიცინო განათლება აქვს, …

რომელ საბაკალავრო პროგრამებზე არ იქნება აბიტურიენტთა მიღება 2018 წელს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წელს მიღება არ ექნება და ამოღებულია ჩამონათვალიდან, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა, სოციოლოგია, დემოგრაფია. ასევე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამას, მრეწველობის მენეჯმენტი და ტექნოლოგია (ინგლისურენოვანი). საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრედიტაცია მიენიჭა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას, საქართველოს საზოგადოებრივ …

აპირებს თუ არა განათლების სამინისტრო პედაგოგების გაკონტროლებას – მინისტრის განცხადება

„რა მიიტანა მასწავლებელმა მოსწავლემდე“ – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ამბობს, რომ სამინისტრო მასწავლებელთა ტრენინგების შედეგების შემოწმებას აპირებს. რას უკავშირდება სამინისტროს ინიციატივა და რა მექანიზმები არსებობს ტრენინგებიდან მიღებული ცოდნის შესამოწმებლად? „ბათუმელები“ ამ თემაზე მენტორ მასწავლებელს, ხათუნა ხალვაშს ესაუბრა. ქალბატონო ხათუნა, რას ნიშნავს თქვენთვის ტრენინგებიდან მიღებული ცოდნის კონტროლი, რამდენად შესაძლებელია ამის შემოწმება? მეც მებადება …

ფიზიკა-მათემატიკის 80 წლის მასწავლებელი

ავტორი: ლელა დუმბაძე 80 წლის ზურაბ შალიკაძე სოფელ კირნათის სკოლაში ორ საგანს – ფიზიკასა და მათემატიკას ასწავლის. ის სკოლაში 1965 წლიდან მუშაობს და დღემდე პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი აქვს. ის ამბობს, რომ მაღალი პენსიის შემთხვევაში სკოლას დატოვებდა, რაც სკოლაში ახალი კადრების შემოსვლას შეუწყობდა ხელს. ამ სკოლაში ზურაბ შალიკაძის გარდა კიდევ 12 პენსიონერი მასწავლებელი მუშაობს. ერთ-ერთი მათგანი, ბიოლოგიის …

ბათუმის საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგებად არაფსიქოლოგები მუშაობენ

ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში 32 ფსიქოლოგის შტატია. თუმცა როგორც ბაღების გაერთიანებაში გვეუბნებიან, დასაქმებული პირებიდან მხოლოდ ოცია განათლებით ფსიქოლოგი, 12 კი – გადამზადებული. ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე მეთოდოლოგიის მიმართულებით, ზაირა ქაჯაია „ბათუმელებთან“ ფსიქოლოგის დიპლომის არმქონე პირების კვალიფიკაციას ეჭვის ქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ამ საკითხით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. „მე არ ვიცი, ვინ აიყვანა სამსახურში …

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. „რას ვმატებ საზოგადოებას“ – ამ გზავნილით დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე 2018 წელს მეცამეტედ აღინიშნება, ხოლო საქართველოში მეშვიდედ. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის თარიღის შერჩევის მიზეზი 21-ე ქრომოსომის ტრისომიის უნიკალურობისათვის ხაზგასმის სურვილი გახდა. ამ დღეს უკავშირდება ფერადი წინდების აქცია, ამ კამპანიის მიზანი მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. ფერადი წინდის შეძენით ადამიანები იქცევენ …

„შენ ჩემზე უკეთესი ქართველი ხარ?“ – რელიგიური და რასობრივი დისკრიმინაცია საქართველოში

დღეს, 20 მარტს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ ოთხი ფილმის – „მრავალფეროვნების სახეების“ ჩვენება და დისკუსია გამართა. ფილმის გმირები უმცირესობების წარმომადგენლები არიან, რომლებიც საუბრობენ რელიგიურ და რასობრივ დისკრიმინაციაზე საქართველოში, პირადი გამოცდილებიდან. ერთ-ერთი ფილმის გმირი, ქართველი მუსლიმი გოგო ჰურიეა, რომელიც საუბრობს იმაზე, თუ რამდენად რთულია თავსაფრიანი ქალისთვის საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება. მისი აზრით, საზოგადოებაში ჯერ …

ბათუმში 164 ოჯახი სახელმწიფოსგან ბინას მიიღებს -რეგისტრაცია იწყება

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, 164 პირი სახელმწიფოსგან ბინას მიიღებს. განაცხადების შევსება აჭარაში დარეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ შემდეგ მისამართზე: აღმაშენებლის ქუჩა ნომერი 19. რეგისტრაცია დაიწყება 26 მარტს და გაგრძელდება პირველ აპრილამდე. საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომელშიც დევნილ ოჯახებს ბინებს გადასცემენ, 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს. …

ბათუმში ტურისტული ობიექტების პერსონალს სახანძრო უსაფრთხოებაზე გადაამზადებენ

სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი განთავსების ობიექტების 300-მდე თანამშრომლისთვის ტრენინგებს გეგმავს. ტრენინგებზე სასტუმროებისა და სხვა ტურისტული ობიექტების ტექნიკური მენეჯერები სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ძირითად სტანდარტებს გაეცნობიან. ტრენინგების დროს ისინი მიიღებენ ინფორმაციას სახანძრო უსაფრთხოების შესახებ კანონში მოსალოდნელი ცვლილებებისა და რეგულაციების შესახებ. „პირველ ეტაპზე ჩვენ 80 სასტუმროდან სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულ მოქალაქეს გადავამზადებთ. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის …

ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი აჭარაში

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ინფორმაციით, ბათუმში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი რვა ადგილზე აღებული ნიმუშის მიხედვით, ნორმის ფარგლებშია. როგორც სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, ჰაერში აზოტის დიოქსიდის, გოგირდწყალბადის, გოგირდის დიოქსიდის, მტვრის და ნახშირწყალბადის შემცველობა გაიზომა. წინა კვლევებმა, რომლებიც ხელვაჩაურის ტერიტორიაზე, ე.წ. სამრეწველო ზონაში იყო ჩატარებული, აჩვენა, რომ ჰაერში ნორმაზე მეტი იყო მავნე ნივთიერებები. ამ ადგილებში შეიცვალა თუ არა მდგომარეობა, …

საატესტატო გამოცდებზე მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 19 მარტს, სკოლის საატესტატო გამოცდებზე მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო. როგორც ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რეგისტრაციის დაწყების შესახებ სკოლის დირექტორებმა უკვე მიიღეს ინფორმაცია.  „2017-2018 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის მოსწავლეები 19 მარტის 12:00 საათიდან 2 აპრილის 18:00 საათამდე უნდა დაარეგისტრირონ სკოლებმა“. რაც შეეხება გამოცდების განრიგს, ჯერ დამტკიცებული არ არის. „განრიგი დამტკიცებისთანავე …

„შინმოვლა საქართველოში“: ბათუმის მერიის პროგრამით უკმაყოფილოთა რიცხვი იზრდება

კოალიცია „შინმოვლა საქართველოში“ ბათუმის მერიის შინმოვლის პროგრამის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. კვლევა, რომელიც „სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფმა“ ჩაატარა, ბოლო რამდენიმე წელს მოიცავს. ორგანიზაცია „შინმოვლა საქართველოში“ ხელმძღვანელმა, უჩა ვახანიამ, ამ თემაზე დღეს, 19 მარტს, ბათუმში სასტუმრო „რედისონში“ პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, მერიის შინმოვლის პროგრამა არის შინმოვლის ყველაზე ცუდი მაგალითი, რადგან კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტები პროგრამით განსაზღვრულ მომსახურებას ვერ …

ბულვარში სასეირნო ბილიკზე მოძრაობა შეზღუდულია

ბათუმის ბულვარში ე.წ „პრომინადის“ გასწვრივ სასეირნო ბილიკი გადაკეტილია. აქ, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, ბილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. „ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, დაზიანებულია 2 100 კვ. მეტრი სასეირნო მონაკვეთი, რომელიც დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში უნდა აღდგეს. „ამ ეტაპისათვის სხვადასხვა მონაკვეთზე ბეტონის საფარის დასხმითი სამუშაოები მიმდინარეობს,“-ამბობენ „ბათუმის ბულვარში“. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 148 895 ლარია გამოყოფილი.  

სქემა მარტივდება – რისი გაკეთება აღარ მოუწევთ პედაგოგებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, გიორგი მაჩაბლის ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილება შედის, რომელიც პედაგოგებს სქემაში მუშაობას გაუმარტივებს. კონკრეტული ცვლილება, რომელიც 2018 წელს განხორციელდება, პროფესიული განვითარების სქემას მასწავლებლისთვის უფრო მოქნილს გახდის. „სამართავადაც უფრო ადვილი იქნება და აღსაქმელადაც პედაგოგებისთვის“, – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი მაჩაბელმა. „თუ აქამდე პედაგოგებს ძალიან დიდი სამუშაოს შესრულება …

ბათუმის საკრებულომ რუსულ ოკუპაციაზე განცხადების გაკეთებას მხარი არ დაუჭირა

დღეს, 16 მარტს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარეს სთხოვეს, დღის წესრიგში შეეტანათ საკითხი, რომლითაც უნდა მიემართათ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისთვის, რომ რუსულ ოკუპაციასთან და არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები გაკეთებულიყო. ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარის, მირდატ ქამადაძის თქმით, ბათუმის საკრებულო არის ამ ასოციაციის წევრი, ამიტომ  მათ უფლება აქვთ მიმართონ, რათა …

„ქართულ მარშს“ ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დახურულ კარს მიღმა ხვდებიან

დღეს, 16 მარტს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად ბათუმში ჩამოვიდნენ მოძრაობა „ქართული მარშის“ წევრები. ისინი საკრებულოს სხდომაზე არ დაუშვეს, დარბაზში ადგილების სიმცირის გამო. ამას მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ხმაური მოჰყვა. თუმცა ამ წუთებში მათ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე დახურულ კარს მიღმა ხვდებიან. შეხვედრაზე ჟურნალისტები არ დაუშვეს. „ქართული მარშის“ წევრებმა გასულ კვირას დააანონსეს, …

ფულბრაიტის ექვსკვირიანი პროგრამა მასწავლებლებისთვის აშშ-ში

2018-2019 წლების ფულბრაიტის მასწავლებელთა დახელოვნების (TEA) პროგრამა დაიწყო. პროგრამაში შეირჩევიან ის პედაგოგები, ვისაც აქვთ მინიმუმ ხუთწლიანი პედაგოგიური მუშაობისა და ლიდერობის გამოცდილება, ასევე, მუშაობენ სრულ განაკვეთზე. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ინგლისურის, მათემატიკის,  ბუნების, სოციალური მეცნიერებებისა და სპეციალური განათლების მასწავლებლებს. აპლიკანტები უცხო ენას საშუალო დონეზე მაინც უნდა ფლობდნენ. მასწავლებლები, რომლებიც ფულბრაიტის (TEA) პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ, ამერიკაში ვიზიტისას, მიიღებენ …

15 ლარი – ბათუმის საბაგიროთი მგზავრობის ფასი

ბათუმის საბაგიროთი მგზავრობის ფასი წელსაც 15 ლარი იქნება. როგორც კომპანიაში გვითხრეს, ახლო გაზაფხულზე თუ ტურისტულ სეზონზე ვიზიტორებს ამ ფასად მოემსახურებიან. საბაგირო გზით სარგებლობა ერთი ადამიანისთვის 15 ლარია, ხუთ წლამდე ბავშვებისთვის – უფასო, ხუთი-თორმეტი წლის ბავშვებისთვის კი – 5 ლარი. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ საბაგიროს ღირებულება ევროპულ ფასებს შეესაბამება. კომპანიის ინფორმაციით, საბაგიროთი სკოლის მოსწავლეებიც 5 ლარად ისარგებლებენ – …

„სკოლის მართვა“- სპეციალური ჟურნალი სკოლის დირექტორებისთვის

„მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ფარგლებში სკოლის დირექტორებისთვის სპეციალური ჟურნალი გამოიცა, სახელწოდებით, – „სკოლის მართვა“. როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ განუმარტეს, ჟურნალში წარმოდგენილი სტატიების ავტორები მოქმედი დირექტორები, განათლების სფეროს სპეციალისტები და საერთაშორისო ავტორები არიან. „ეს შესაძლებლობას მისცემს ჩვენს დირექტორებს, უკეთ გააცნობიერონ მართვის საერთაშორისო და ეროვნული პრობლემატიკა, მოარგონ არსებული გამოცდილება საკუთარი სკოლის …

71-80 წლის 2 501 მასწავლებლისთვის განსხვავებულ პენსიაზე სამინისტრო არ მსჯელობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მასწავლებელთა განსხვავებულ საპენსიო პოლიტიკაზე არ მუშაობენ. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს სკოლებში 80 წელს გადაცილებული 224 მასწავლებელი მუშაობს, 71-80 წლის ასაკის კი 2 501 მასწავლებელი. „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, პენსიონერი პედაგოგები განსხვავებული პენსიის შესახებ თავიანთ მოსაზრებებს „ფეისბუქში“ გამოთქვამდნენ. მათი აზრით, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ პედაგოგები ღირსეული პენსიით უზრუნველყოს, ასეთ შემთხვევაში …

ბრიტანელი ექსპერტი: ბათუმში სასტუმროები ზამთარში თითქმის ცარიელია, გააკეთეთ ფესტივალები

ბათუმში „ფესტივალების განვითარების“ საერთაშორისო კონფერენცია ტარდება, რომელიც საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული. კონფერენციის მიზანია უცხო ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ფესტივალების განვითარებაში. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელია ფესტივალებისა და საერთაშორისო ივენთების მენეჯმენტის დირექტორი დიდი ბრიტანეთიდან, ნიკ დოდსი. ექსპერტმა ისაუბრა დიდ ბრიტანეთში არსებული ფესტივალების მნიშვნელობასა და მათ განვითარებაზე. ნაჩვენები იყო ვიდეორგოლები …

ბათუმში სკოლებს სამინისტროს ნაცვლად მერია ააშენებს

ბათუმის სკოლების რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში გადადის. ბათუმში არსებული სკოლების  რეაბილიტაცია-მშენებლობაზე ბათუმის მერია იქნება პასუხისმგებელი. მერიაში ეს საკითხი განათლების პოლიტიკისა და კულტურის სამსახურს დაექვემდებარება. ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, მერიაში განსახორციელებელი ცვლილებების პრეზენტაციის დროს განაცხადა, რომ  სკოლების რეაბილიტაცია, მშენებლობა თუ რეკონსტრუქცია,  მთლიანად მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობაში გადადის. „შესაბამისად, საჭიროა ახალი რესურსი, რომელიც იქნება მუდმივად კავშირზე განათლების …

განათლების ფაკულტეტზე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები გაერთიანდა

უნივერსიტეტების უმრავლესობამ განათლების ფაკულტეტზე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები გააერთიანა. როგორც ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და განათლების პროგრამის ხელმძღვანელი, ნანა მაკარაძე გვეუბნება,  განათლების ინტეგრირებულ  პროგრამაზე სწავლა ხუთწლიანია და კურსდამთავრებული განათლების მაგისტრის ხარისხს აიღებს. „სპეციალობაში კი მითითებული ექნება  0-დან 4 კლასის ჩათვლით  ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების  მასწავლებელი, …

22 ფაქტობრივი შეცდომა ახალ სახელმძღვანელოებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლების I-VI კლასებისთვის ახალ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით საჯარო განხილვები დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ განხილვას საჯარო ჰქვია, როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ახალ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით დაწერილი მოსაზრებები და შეფასებები დახურულია და სხვა დაინტერესებულ პირებს მათი ნახვის შესაძლებლობა არ აქვთ. განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების შეფასებებთან დაკავშირებით მხოლოდ ციფრებს აქვეყნებს. ოფიციალური ინფორმაციით, ახალი სახელმძღვანელოების შინაარსის …

შსს: ბოშა გოგონებზე ძალადობის ფაქტს ხელვაჩაურის პოლიცია იძიებს

ხელვაჩაურის პოლიციამ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული ვიდეოს საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ვიდეოზე ასახულია, თუ როგორ აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ორი ბიჭი (სავარაუდოდ მოზარდები) ბოშა გოგონებს. შს სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით – ძალადობა, დაიწყო. ______________ მთავარ ფოტოზე: კადრი ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან. 

ქობულეთის მერი გაჩეხილ ხეებზე: ეს არის კერძო საკუთრებაში არსებული ხეები

ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე, ამბობს, რომ ხეები, რომლებსაც ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ჩეხავენ, კერძო საკუთრებაშია, ხოლო კერძო საკუთრებაში ხის მოჭრა, მისი თქმით, 2014 წლის 10 იანვრის 146-ე დადგენილებით არის ნებადართული. „უნიჭოდ გადაღებული ფოტო და ვიდეო, რომელიც პოლიტიკური ოპონენტის წარმომადგენელმა გაავრცელა, რომ არ დადებულიყო სოციალურ ქსელში, საერთოდ არ მიექცეოდა ამას ყურადღება. ყველა ხე, რომელიც იქნა მოჭრილი, არის …

ივანიშვილის ხის გასატანად გაჩეხილი ქარსაცავი ზოლი ქობულეთში [ფოტო]

სოფელ კვირიკეში მცხოვრები რეზო ხარაზი, რომელიც ამავე დროს ენმ-ეს წარმომადგენელია, მის სოფელში ასამდე გაჩეხილი ხის ფოტოებს ფეისბუქში აქვეყნებს. რეზო ხარაზი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გაჩეხილი ხეების ფოტოები გუშინ 11 მარტს გადაიღო. სოფელში ხეებს ევკალიპტის გადატანის გამო ჩეხავენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. „ევკალიპტის ხე უნდა გადაიტანონ კერძო პირის, რეზო ჯინჭარაძის  ტერიტორიიდან. ამ სახლიდან დაახლოებით ნახევარი …

#წინდამინდა – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული დაიწყო

დღეს, 12 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული დაიწყო. კვირეულთან დაკავშირებით, „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ გარკვეულ ღონისძიებებს გამართავს. 12-დან 21 მარტის ჩათვლით განხორციელდება ჭრელი წინდის კამპანია #წინდამინდა. 21 მარტს 11:00 – 14:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება კონფერენცია „რას ვმატებ ჩემს სამსახურს“ – რომელიც მიეძღვნება შშმ პირთა დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებს. ამავე დღეს საქართველოს  მუნიციპალიტეტებში …

ქურდობა ქობულეთში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში დღეს, 10 მარტს, გამთენიისას, ადგილობრივების ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან კომპიუტერი მოიპარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება.

რატომ აპატია პირგასამტეხლო აჭარის მთავრობამ კერძო კომპანიას

ბათუმის საკრებულოსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, აჭარის მთავრობასა და კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთს“ შორის, კორუფციული გარიგება იკვეთება. კომპანია ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამშენებლო ნებართვა 2017 წლის 19 დეკემბრამდე უნდა მიეღო, თუმცა ვერ მიიღო. ამის მიუხედავად, ის სამშენებლო სამუშაოებს …

ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზე ხანძარია

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე. ე.წ. მეზღვაურთა საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სამაშველოს ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ცეცხლი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა, სახლის მეპატრონე ბინაში არ იმყოფებოდა. მათივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კონკრეტულად რამ გამოწვია აალება, ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. შს …

ზღვამ ბათუმში ახალშობილის ცხედარი გამორიყა

ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ახალშობილის ცხედარი დღეს, 10 მარტს,  დილით იპოვეს. „ბავშვი ჩვილია, ყელზე რაღაც  ჰქონდა მოჭერილი. სავარაუდოდ, დამხრჩვალია და გადაგდებული,“ – გვითხრეს სასწრაფო დახმარების სამსახურში. ამ წუთებში ადგილზე პოლიციისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მუშაობენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 112-ე მუხლით, რაც დედის …

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საგრანტო კონკურსს აცხადებს

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საგრანტო კონკურსს აცხადებს. გრანტი გაიცემა საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის.   ფონდის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მოძიებას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, მათ მაღალ …

ხულომ არარსებული მეტროს გადასახადი გააუქმა

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 9 მარტს, მეტროსა და აეროპორტის დასუფთავების მოსაკრებელი გააუქმა. ხულოს მუნიციპალიტეტი მაღალმთიანი რეგიონია და იქ მეტროსადგურები საერთოდ არ არის. ხულოში არც აეროპორტია. როგორც ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე, ჯუმბერ დიმიტრაძე „ბათუმელებთან“ საუბარში განმარტავს, მეტროს გადასახადის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს დადგენილებაში დაუდევრობით მოხვდა. „ეს საკრებულოს ტექნიკური პერსონალის დაუდევრობის ბრალი იყო, რადგან  დოკუმენტი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე იყო …

Exit mobile version