მთავარი,სიახლეები

ფესტივალი – ბათუმში ასამდე უცხოელი წყვილის დაქორწინება იგეგმება

23.03.2018
ფესტივალი – ბათუმში ასამდე უცხოელი წყვილის დაქორწინება იგეგმება

14-17 სექტემბერს, პირველად საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე გაიმართება ფესტივალი – „ჩემი დიდი ქართული ქორწილი“. ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-მდე წყვილი მიიღებს მონაწილეობას, ის, ვისაც სურვილი ექნება საქართველოში გადაიხადოს ქორწილი.

„ჩემი დიდი ქორწილის“ ორგანიზატორია MICE და EVENT კომპანია  GEO STUMARI. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი სამდღიანი იქნება,  მონაწილეები კი ქართულ კულტურასაც გაეცნობიან.

„ქორწინების რეგისტრაცია და ფოტოსესია მოეწყობა ბოტანიკურ ბაღში და სხვა ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებში. გრანდიოზული წვეულება კი გაიმართება ქართველი მუსიკოსებისა და მოცეკვავეების მონაწილეობით“.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი არის არა მხოლოდ მასობრივი ცერემონია, არამედ ღია სივრცე თავისუფალი ადამიანებისთვის. „და მათთვის, ვისაც სურს, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი ქორწილი ჰქონდეს“.

ფესტივალის ძირითადი ლოკაცია Dreamland Oasis Hotel-ია. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალში მონაწილეობის ღირებულება 3 ათასი აშშ დოლარია. „წყვილებს საშუალება აქვთ, საქორწილო პროცესში თავიანთი მეჯვარეები ჩართონ“.

ორგანიზატორების აზრით, ფესტივალი ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული  ცნობადობის გაზრდას.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: