პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2018-2019 სასწავლო წლისათვის 8 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე: registration.emis.ge და დასრულდება 8 ივნისს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მე-2 ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.
Author Archives: ლელა დუმბაძე
ბათუმში ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის ფაქტი გამოვლინდა – დამრღვევი არ დაჯარიმებულა
აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ 2018 წლის თებერვალსა და მარტში ატმოსფერული ჰაერის სინჯები აიღო. ოთხი სინჯი აღებული იყო ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაში, ორ-ორი სინჯი – ბონისა და ბარცხანის ტერიტორიაზე. როგორც სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კერა გამოვლინდა ერთ წერტილში, კონკრეტულად, ადლიის დასახლებაში, სადაც აღებულმა სინჯებმა აჩვენა, რომ ჰაერში ნახშირბადის ოქსიდის, აზოტის დიოქსიდისა და გოგირდის დიოქსიდის …
სტუდენტს სტატუსი შეუჩერდება, თანამშრომელს, ხელშეკრულება – ბსუ-ს ბრძანება თამბაქოს აკრძალვაზე
ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, პირველი მაისიდან, ძალაში შევიდა ბრძანება, რომელიც სტუდენტებსა და უნივერსიტეტში დასაქმებულ ყველა პირს თამბაქოს მოხმარებას უკრძალავს არა მარტო შენობაში, არამედ უნივერსიტეტის ეზოშიც. სამართალდარღვევის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება, სტუდენტს კი შეუწყდება სტატუსი. „თამბაქოს მოწევა აკრძალულია ბსუ-ს კუთვნილ შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, მათ შორის ეზოში“, – ნათქვამია ბრძანებაში, რომელიც 30 აპრილს გამოიცა და დღეს ამოქმედდა. …
მოქალაქე: ბათუმის ბულვარის შესასვლელთან ხუთი ძაღლი დამესხა თავს
28 აპრილს ბათუმის ბულვარის შესასვლელთან ახალგაზრდა კაცს ძაღლებმა დაკბინეს. დაზარალებული აცხადებს, რომ სასტუმრო „ინტურისტიდან“ გამოსვლის დროს მას ხუთი ძაღლი დაესხა თავს. „ხუთი ძაღლიდან არც ერთს არ ჰქონდა ალიკაპი. წამაქციეს. ძაღლები ტურისტებს ეკუთვნოდათ. როცა წამაქციეს, მხოლოდ მას შემდეგ სცადეს მეპატრონეებმა ჩემთვის ძაღლების მოშორება. საბოლოოდ რამდენიმე ნაკბენი მაქვს ფეხზე“, – უთხრა „ბათუმელებს“ დაზარალებულმა. ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ …
Continue reading “მოქალაქე: ბათუმის ბულვარის შესასვლელთან ხუთი ძაღლი დამესხა თავს”
სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები 2018 წელს არ გაიზრდება – სამინისტროს განმარტება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ბათუმში სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სკოლების ადმინისტრაციას ხელფასები გაეზრდება. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, რა დროიდან აქვს სამინისტროს სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასების ზრდა დაგეგმილი და რამდენპროცენტიან ზრდაზეა საუბარი. როგორც განათლების სამინისტროში ოფიციალურად განაცხადეს, ხელფასების ზრდა „ბიუჯეტის დაგეგმვისას იქნება გათვალისწინებული“. „ბათუმელების“ კითხვაზე – ნიშნავს თუ არა ეს იმას, …
Continue reading “სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები 2018 წელს არ გაიზრდება – სამინისტროს განმარტება”
ქობულეთის 13 სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება
ქობულეთის სოფელ კვირიკეს მოსახლეობის ცნობით, სოფელს რამდენიმე დღეა წყალი არ მიეწოდება. წყლის გარეშე იყო დარჩენილი სოფლის სკოლა და საბავშვო ბაღი. მიზეზების გასარკვევად „ბათუმელები“ ქობულეთის მერიის ორგანიზაციას „ქობულეთის სოფლის წყალს“ დაუკავშირდა, რომლის ხელმძღვანელი ჯემალ გოლიაძე ამბობს, რომ წყლის მიწოდების შეფერხების მიზეზი სათავე ნაგებობებში წყლის რაოდენობის შემცირებაა. „მოსახლეობას წყალი მიეწოდება გრაფიკით, რადგან წყლები დაშრა. სათავე ნაგებობებში წყლის …
Continue reading “ქობულეთის 13 სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება”
ივანიშვილის ხის გადატანის გამო მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო
წუხელ, გვიან ღამით, ციხისძირში, დაახლოებით 20-30 პირი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. კონფლიქტის ორი მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნოდარ დუმბაძე და ქობულეთის საკრებულოს წევრი, ბონდო თედორაძე იყო. მათი განცხადებით, დაპირისპირება ენმ-ს წევრებსა და ციხისძირში მცხოვრებ შავიშვილებს შორის მოხდა, რომელთა კომპანიასაც ციხისძირიდან ივანიშვილის პარკში ქაფურის ხე გადაჰქონდა. „ბათუმელებთან“ საუბარში ბონდო თედორაძე ამბობს, რომ მათ ციხისძირიდან ხის გადატანის დროს …
Continue reading “ივანიშვილის ხის გადატანის გამო მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო”
აჭარის განათლების სამინისტრომ 50 სტუდენტს სწავლის საფასურის გადახდა დაუგვიანა
აჭარის განათლების „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტებს, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, სწავლის საფასურის დაფარვაში ეხმარება. მიმდინარე წელს სამინისტროს 50 ბაკალავრი უნდა დაეფინანსებინა, თუმცა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუფარავს სწავლის თანხა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ზოგიერთმა სტუდენტმა თავად გადაიხადა სწავლის საფასური, რადგან მათ შესაძლოა შეწყვეტოდათ სტუდენტის სტატუსი. თუ რატომ არ გადარიცხა სამინისტრომ 50 სტუდენტის სწავლის …
Continue reading “აჭარის განათლების სამინისტრომ 50 სტუდენტს სწავლის საფასურის გადახდა დაუგვიანა”
ქობულეთის ოთხი სოფლის მოსახლეობა კომპენსაციის გაზრდას ითხოვს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის 160 ოჯახი კომპენსაციის გაზრდას ითხოვს. დღეს, 27 აპრილს, ისინი აჭარის მთავრობის სახლის წინ შეიკრიბნენ და მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეები, სოფელ წყავროკასთან ახლოს ნაგავსაყრელის მშენებლობის გამო, მოსახლეობისთვის სამართლიანი კომპენსაციის გადახდას ითხოვენ. „ჩვენ ძალიან დაბალი კომპენსაცია გადაგვიხადეს, ერთ კვადრატულ მეტრზე 5,6 ლარი, რაც მიწის ნორმატიულ ფასთან შედარებით ძალიან დაბალია, …
Continue reading “ქობულეთის ოთხი სოფლის მოსახლეობა კომპენსაციის გაზრდას ითხოვს”
მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე 82 აპლიკანტი შეარჩიეს
მასწავლებლის ეროვნულ ჯილდო 2018-ზე აპლიკაციების გადარჩევა დასრულდა, 104 განაცხადიდან მხოლოდ 82 განაცხადი შეარჩიეს. აპლიკანტთა შორის 72 ქალია, 10 – კაცი. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შეფასების ჯგუფის ცნობით, მიმდინარე წელს ყველა რეგიონიდან შევიდა აპლიკანტების განაცხადი, თუმცა რეგიონებს შორის ისევ თბილისი და ქუთაისი ლიდერობს. თბილისიდან 29 განაცხადია შესული, ქუთაისიდან კი – 12. გასული წლისგან განსხვავებით, წელს მასწავლებლის ეროვნულ …
Continue reading “მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე 82 აპლიკანტი შეარჩიეს”
შეფასებისა და გამოცდების ცენტრი სკოლებს მოსწავლეების მიღწევების შეფასებაში დაეხმარება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლებს მოსწავლეთა მიღწევების შეფასებაში კონსულტაციებს სთავაზობს. სკოლების მხარდაჭერის პროექტის – Naec4Schools-ის ფარგლებში, მოსწავლეები შეფასდებიან ყველა ძირითად საგანში მე-6; მე-8; მე-9; მე-10 და მე-11 კლასების ჩათვლით. შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით: წაკითხულის გააზრება (კითხვა) და მათემატიკა (რაოდენობრივი უნარები) მეოთხეკლასელთათვის; სკოლების, კლასებისა და მოსწავლეთა ინდივიდუალური მიღწევების ჩვენება; მიღწევის დონეების დადგენა და სკოლისა და …
უცხოეთში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის სასტიპენდიო პროგრამებზე კონკურსი გამოცხადდა
2018-2019 წლებში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის განათლების საერთაშორისო ცენტრმა სასტიპენდიო პროგრამებზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ ოთხ პროგრამაზე: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები – სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება. საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები – პროგრამის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური …
ხვალ ქვეყნის მასშტაბით გარემოსდაცვითი ახალი კამპანია იწყება
ხვალ, 22 აპრილს, დედამიწის დღეზე ქვეყნის მასშტაბით იწყება კამპანია – „გარემოს გულისთვის“, რომლის მიზნია წაახალისოს ადამიანები, მონაწილეობა მიიღონ თავიანთი უბნების გალამაზებაში. პროგრამას ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით. კამპანიის ორგანიზატორები მოუწოდებენ კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ მოსახლეობას და სხვა დაინტერესებულ პირებს, მხარი დაუჭირონ მათ მწვანე აქტივობების განხორციელებაში. „კამპანიასთან თანამშრომლობის მსურველ …
Continue reading “ხვალ ქვეყნის მასშტაბით გარემოსდაცვითი ახალი კამპანია იწყება”
რა ელით გამოცდაჩაბარებულ, მაგრამ სკოლის გარეთ დარჩენილ პედაგოგებს
პედაგოგიური განათლების მქონე რამდენი პირი ელოდება სკოლაში მუშაობის დაწყებას? – ჰკითხრა „ბათუმელებმა“ საქართველოს განათლების სამინისტროს. სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებული ინფორმაციით, გამოცდაჩაბარებულ 118 პირს სურდა 2016 წელს სკოლაში მუშაობის დაწყება. შარშან კი ეს რიცხვი გაიზარდა 198-მდე. ეს პირები „არ არიან დაფიქსირებულები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში“, – მოგვწერეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, რაც იმას ნიშნავს, …
Continue reading “რა ელით გამოცდაჩაბარებულ, მაგრამ სკოლის გარეთ დარჩენილ პედაგოგებს”
ბათუმში სავალუტო ჯიხური გაქურდეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, ბათუმში, თბილისის მოედანზე ერთ-ერთი სავალუტო ჯიხური გაქურდეს. დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სსკ-ის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
„რატომ ნატო“ – ესეების კონკურსის გამარჯვებული შუახევიდან
ანა ფუტკარაძე შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ დღვანის მე-11 კლასში სწავლობს. ის პირველი ადგილის მფლობელი გახდა ესეების კონკურსში, – „რატომ ნატო“. „კონკურსში მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემთვის ნატოსთან საქართველოს ინტეგრაციის თემა საინტერესოა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ევროინტეგრაციაში არის საქართველოს უსაფრთხოება, მშვიდობა და განვითარება. შესაბამისად, ამ კონკურსმა მომცა შესაძლებლობა წარმომეჩინა ჩემი დამოკიდებულება ამ …
Continue reading “„რატომ ნატო“ – ესეების კონკურსის გამარჯვებული შუახევიდან”
ბათუმში „ქართული ოცნების“ ახალი ხელმძღვანელი ლაშა კომახიძე იქნება
ორშაბათს, 23 აპრილს ბათუმში „ქართული ოცნების“ ახალი ხელმძღვანელი უნდა აირჩიონ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში ქართულ ოცნებას“ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე უხელმძღვანელებს. მმართველი პარტიის ყრილობას, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება. შეხვედრა სასტუმრო „შერატონშია“ დაგეგმილი. ამ დრომდე „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჭეიშვილი იყო. მას უფლებამოსილების ვადა უკვე ამოეწურა.
ახალი სახელმძღვანელო აჭარის საჯარო სკოლებისთვის
დღეს, 20 აპრილს, რესურსცენტრებს აჭარის საჯარო სკოლებისთვის გადასაცემი ახალი სახელმძღვანელოები გადასცეს. სახელმძღვანელო დამატებითი სასწავლო რესურსია სკოლებისთვის. სასწავლო მოდული კონსერვაციული განათლების შესახებ აჭარის სკოლებისთვის არის მომზადებული. ოფიციალური ინფორმაციით, სასწავლო რესურსის მთავარი მიზანი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაა ადამიანისა და გარეული ცხოველების ურთიერთდამოკიდებულებაზე. ასევე, ველური ბუნების უმნიშვნელოვანეს როლზე ეკოსისტემების ფუნქციონირებისთვის, მის რეკრეაციულ, ესთეტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობასა და კონსერვაციის აუცილებლობაზე. …
Continue reading “ახალი სახელმძღვანელო აჭარის საჯარო სკოლებისთვის”
რა სიახლეები იქნება სექტემბრიდან სკოლებში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ქართული ენის გაკვეთილებისთვის ცალკე საათები გამოიყოფა. ახალი საათობრივი ბადის მიხედვით, ქართულ ენასა და ლიტერატურას ყველაზე მეტი საათი აქვს დათმობილი. ანუ ეს საგანი კვირაში ხუთჯერ არის ჩასმული. ლია გიგაურის თქმით, სკოლებს უფლება აქვთ, თვითონ გადაწყვიტონ, აქედან რამდენ საათს დაუთმობენ …
Continue reading “რა სიახლეები იქნება სექტემბრიდან სკოლებში”
ტარიელ ნაკაიძე: მერის შემოთავაზება დისკრიმინაციულია და აშკარა ლუსტრაცია იყო
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ბათუმის მერის მიერ ინიცირებული მოლაპარაკების პროცესს აფასებს. განცხადებაში, რომელიც დღეს, 20 აპრილს, საინიციატივო ჯგუფმა გაავრცელა, ნათქვამია: „ჩვენ დასაწყისშივე მივესალმებით ახლადარჩეული მერის მიერ გამოხატულ პოლიტიკურ ნებას და ინიციატივას ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით დაწყებული სასამართლო დავის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის თაობაზე. მუსლიმი მრევლის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის …
Continue reading “ტარიელ ნაკაიძე: მერის შემოთავაზება დისკრიმინაციულია და აშკარა ლუსტრაცია იყო”
აინტერესებთ თუ არა მასწავლებლების აზრი სამინისტროში – ლია გიგაური რეფორმაზე
იღებს თუ არა გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო მასწავლებელთა უშუალო მონაწილეობის, მათი აზრის გათვალისწინების გარეშე და რა შეუძლია სკოლას გადაწყვიტოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური საუბრობს. ქალბატონო ლია, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე „ბათუმელებთანაც“ ხშირად აღნიშნავენ პედაგოგები, განათლების სფეროს სპეციალისტები, რომ სამინისტრო მათ სიახლეებს პოსტფაქტუმ, მათი ჩართულობისა და პროცესის გაანალიზების …
Continue reading “აინტერესებთ თუ არა მასწავლებლების აზრი სამინისტროში – ლია გიგაური რეფორმაზე”
ბათუმის დრამატული თეატრი რუსეთში ფესტივალზე გამგზავრებას არ აპირებს
ბათუმის დრამატული თეატრი რუსეთში ფესტივალზე არ გაემგზავრება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ თეატრის დირექტორმა ოთარ კალანდაძემ განუცხადა. თეატრალურ ფესტივალზე ბათუმის თეატრი ორლოვის თავისუფალმა თეატრმა მიიწვია. „გადავწყვიტეთ, რომ არ წავიდეთ. არც თანხები გვაქვს ამ მიმართულებით. წასვლის შემთხვევაში გზის ფული ჩვენ უნდა გადაგვეხადა, დანარჩენი ხარჯი – სასტუმრო, კვება, მასპინძელი მხარის იყო. ასე ეწერა მოწვევის დოკუმენტში“, – გვეუბნება ოთარ კალანდაძე. …
Continue reading “ბათუმის დრამატული თეატრი რუსეთში ფესტივალზე გამგზავრებას არ აპირებს”
პედაგოგებისთვის საგნობრივი და პროფესიული უნარების უფასო ტრენინგები იწყება
მასწავლებლებისთვის საგნობრივი და პროფესიული უნარების ტრენინგზე რეგისტრაცია იწყება. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგები განკუთვნილია პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში პრაქტიკოს მასწავლებლად განაწილებული პედაგოგებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულები არიან მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე. „სატრენინგო პროგრამა ხელს შეუწყობს პრაქტიკოსი პედაგოგების საგნობრივი ცოდნის მობილიზებას, საგნობრივი მეთოდიკის ასპექტების და ზოგადი პროფესიული უნარების განვითარებას. ტრენინგის მიმდინარეობისას მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ …
Continue reading “პედაგოგებისთვის საგნობრივი და პროფესიული უნარების უფასო ტრენინგები იწყება”
რა შესთავაზა მერმა მუსლიმებს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ
ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საინიციატივო ჯგუფი აცხადებს, რომ ისინი 2018 წლის მარტის ბოლოს მეჩეთის მშენებლობის საკითხზე შეხვდნენ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს. მორიგი შეხვედრა მერთან 12 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ „მუსლიმთა მეჯლისის“ წევრები ხულოში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობი მიზეზის გამო შეხვედრა არ შედგა. მოლაპარაკებას რომ გამართავდნენ, ამაზე მხარეები სასამართლოში შეთანხმდნენ. დღეს „ხულოს მუსლიმთა მეჯლისის“ სახელით სოციალურ ქსელში …
Continue reading “რა შესთავაზა მერმა მუსლიმებს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ”
რა შეიტანა ცერნიდან დაბრუნებულმა ფიზიკის მასწავლებელმა სკოლაში
„ცერნმა მოახერხა ჩაეხედა წარსულში“ – ბათუმელი პედაგოგი ბირთვული კვლევების ლაბორატოარიაში სამი ბათუმელი ფიზიკის მასწავლებელი გასული წლის შემოდგომაზე, ჟენევაში, ცერნში იმყოფებოდა. ცერნი ბირთვული კვლევების უდიდესი ევროპული ლაბორატორიაა, სადაც ბათუმელი პედაგოგები ათი დღის განმავლობაში უსმენდნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერების ლექციებს და პრაქტიკული მუშაობის შესაძლებლობაც მიეცათ. ერთ-ერთი პედაგოგი, რომელიც ცერნში იმყოფებოდა, ბათუმის მე-18 საჯარო და კერძო სკოლა „განათლებას“ ფიზიკის …
Continue reading “რა შეიტანა ცერნიდან დაბრუნებულმა ფიზიკის მასწავლებელმა სკოლაში”
შეხვედრა ბათუმში მიგრანტთა ინტეგრაციის თემაზე
ხვალ, 18 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის ცენტრი“, მიგრანტთა ინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავების პროცესის მხარდასაჭერად, შეხვედრას მართავს. შეხვედრა სახელწოდებით – „ვიაროთ ერთად მრავალკულტურული საზოგადოებისკენ“, 16:00 საათზე, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ოფისში გაიმართება. შეხვედრა ტარდება პროექტის „ვიაროთ ერთად-Step together“-ის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით.
რა შემთხვევაში შეუძლია მანდატურს ფიზიკური ძალის გამოყენება სკოლაში
სკოლების ვიდეოთვალით აღჭურვაში და მანდატურების გადამზადებაში განათლების სამინისტრო 10 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. სამინისტროს ინფორმაციით, ამ თანხაში შედის მანდატურის უნიფორმა, დეტექტორები, რაცია, დაზღვევა. საქართველოს ყველა სკოლა ვიდეოთვალებითა და დეტექტორებით 2019 წლის ბოლომდე უნდა აღიჭურვოს. ზოგადი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, უფლებები ეზრდებათ სკოლის მანდატურებს. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, მანდატურს შეუძლია მოსწავლე უკონტაქტოდ – მეტალოდეტექტორის გამოყენებით …
Continue reading “რა შემთხვევაში შეუძლია მანდატურს ფიზიკური ძალის გამოყენება სკოლაში”
ბულვარში სამეწარმეო საქმიანობისთვის ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა
„ბათუმის ბულვარი“ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ზღვისპირა ბულვარში სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად ელექტრონულ აუქციონებს აცხადებს. აუქციონში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონული აუქციონის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.eauction.ge აუქციონში გამარჯვებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, საკურორტო სეზონზე საშუალება მიეცემათ ზღვისპირა ბულვარში მცირე სამეწარმეო საქმიანობა განახორციელონ. ელექტრონული აუქციონები ეტაპობრივად გამოცხადდება და მიმდინარე წლის მაისის თვის …
Continue reading “ბულვარში სამეწარმეო საქმიანობისთვის ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა”
აჭარის მთავრობის ვებგვერდი გათიშულია
ამ დროისთვის აჭარის მთავრობის ოფიციალური ვებგვერდი გათიშულია. აჭარის მთავრობას ერთიანი პორტალი აქვს, შესაბამისად, ამ დროისთვის არც სამინისტროების ოფიციალური ვებგვერდები ფუნქციონირებს. როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, ვებგვერდის გათიშვის მიზეზი სერვერის გადატვირთვაა: „ძირითადი სერვერი არის ეკონომიკის სამინისტროში და, როგორც ვიცით, ის არის გადატვირთული. მუშაობენ და გამოსწორდება ვითარება.“ რამდენ ხანში დაიწყებს ვებგვერდი ფუნქციონირებას, ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახურში …
ბათუმში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
დღეს, 16 აპრილს, დაახლოებით 11:00 საათზე, ბათუმში, ასათიანისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. დაშავებულები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. „ერთი ადამიანი შედარებით მძიმედაა დაშავებული,“ – ამბობენ სასწრაფოში. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
გარემოვაჭრე შესაძლოა სამი ათასი ლარით დაჯარიმდეს
ბათუმის მერია გარევაჭრობას კრძალავს. მერიის ოფიციალური განცხადებით, ბათუმში უნებართვო გარევაჭრობები აღარ იქნება. მერიის ინფორმაციით, წერეთლის ქუჩაზე უნებართვო გარემოვაჭრეებს გამაფრთხილებელი საინფორმაციო ფურცელი გადაეცათ. მერია გარემოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელებას გოგოლის #1-ში მდებარე, „სათანადოდ აღჭურვილ“ სავაჭრო ადგილებში სთავაზობს. შესაბამისი ადგილებით სარგებლობის სიმბოლური საფასური ერთ ლარს შეადგენს, რაშიც კომუნალური გადასახადებიც შედის. „გარდა იმისა, რომ უნებართვო გარევაჭრობა ქალაქის იერსახეს აუშნოებს და …
Continue reading “გარემოვაჭრე შესაძლოა სამი ათასი ლარით დაჯარიმდეს”
„განცალკევება“ – მოსწავლის უსაფრთხოების ახალი მექანიზმი კანონში
დღეს, 13 აპრილს, „ქორთიართ მერიოტში“ „უსაფრთხო სკოლის“ შესახებ კონფერენცია გაიმართა, რომელსაც განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელიც ესწრებოდა. სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ახალი ვებპორტალი – „იყავი მეგობარი“, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, ფართო საზოგადოებას მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. ოფიციალური ინფორმაციით, სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნისა და კონფლიქტური სიტუაციების დეესკალაციის მიზნით, კანონში გაჩნდება უსაფრთხოების დაცვის …
Continue reading “„განცალკევება“ – მოსწავლის უსაფრთხოების ახალი მექანიზმი კანონში”
უფასო იმიტირებული გამოცდა მეთერთმეტე და მეთორმეტეკლასელებისთვის
საჯარო და კერძო სკოლების მეთერთმეტე და მეთორმეტეკლასელები გამოსაშვები გამოცდების იმიტაციაში მონაწილეობას უფასოდ შეძლებენ. მოსწავლეებს იმიტირებულ გამოცდებში მონაწილეობა „სანდო თანამგზავრის“ საშუალებით შეეძლებათ. „ტესტირება გამოცდის ანალოგიურად ჩატარდება, ე.წ. CAT-ის ალგორითმით და სისტემით“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იმიტირებული გამოსაშვები გამოცდები 15 და 22 აპრილს ჩატარდება. პირველი იმიტირებული ტესტირებისათვის რეგისტრაცია 11 აპრილს, 15:00 …
Continue reading “უფასო იმიტირებული გამოცდა მეთერთმეტე და მეთორმეტეკლასელებისთვის”
ის 14 წლის გათხოვდა – ქობულეთელი მეცხრეკლასელის გეგმები
ის 14 წლის გათხოვდა. ქორწილი იანვარში ჰქონდა. ახლა მე-15 წელშია და ქობულეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობს. გათხოვების შემდეგ სკოლა გამოიცვალა. ელზა [სახელი პირობითია] სკოლის მიტოვებას მეცხრეკლასის დასრულების შემდეგ აპირებს. ამბობს, რომ უნდა სწავლა პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელოს. გოგოს მეუღლე 19 წლისაა. ის ერთ-ერთი საჯარო უწყების დაცვის სამსახურში მუშაობს. გოგო ამბობს, რომ ქორწინების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო. …
Continue reading “ის 14 წლის გათხოვდა – ქობულეთელი მეცხრეკლასელის გეგმები”
იასონ გორდეზიანის ძეგლისთვის ბათუმის ბულვარმა 128 174 ლარი დახარჯა
ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, შაბათს, 14 აპრილს, 13:00 საათზე, იასონ გორდეზიანის ძეგლის ოფიციალური გახსნა იგეგმება. იასონ გორდეზიანი ბათუმის მთავარი მებაღე და ცნობილი დეკორატორი იყო. გორდეზიანის ძეგლი ბულვარში კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დგას. ძეგლის ესკიზისთვის ბიუჯეტიდან 4 200 ლარი იყო გამოყოფილი. ესკიზის ავტორი მოქანდაკე ირაკლი წულაძეა. ბულვარის ინფორმაციით, იასონ გორდეზიანის საპარკე ქანდაკების ჩამოსხმისა და მონტაჟის სამუშაოების შესყიდვისთვის …
Continue reading “იასონ გორდეზიანის ძეგლისთვის ბათუმის ბულვარმა 128 174 ლარი დახარჯა”
პედაგოგებისთვის სემინარი – „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ დაიწყო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სკოლის პედაგოგებისთვის გამოცხადდა სემინარი – „მასწავლებელი – მეგზური ევროპისთვის“. პროექტი ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპია სემინარი მასწავლებლებისთვის – „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“. მეორე ეტაპი კი ითვალისწინებს საუკეთესო პროექტების გამოვლენას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სასწავლო განრიგში ევროკავშირის თემატიკის დანერგვისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით. პირველი ეტაპი – სემინარი გაიმართება 2018 წლის 7-8 მაისს …
Continue reading “პედაგოგებისთვის სემინარი – „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ დაიწყო”