ბათუმის ბოტანიკურ ბაღში 17 სახეობის ვარდი გამოიფინება

ხვალ, 26 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვარდების გამოფენა გაიმართება. ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გამოფენაზე ნახოს სურნელოვანი ვარდის 17 სახეობა და 145 კულტურული ფორმა ბოტანიკური ბაღის ვარდების საკოლექციო ნაკვეთში (ზედა პარკი, მუდმივმოყვავილე სკვერთან). განსაკუთრებული დეკორატიული ღირებულებებით გამოირჩევიან ჩაის ჰიბრიდები, პოლიანტები, მინიატურული, ხვიარა და ფლორიბუნდას ტიპის ვარდები. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვარდების გამოფენაზე უახლოესი შესასვლელია …

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ბიუჯეტი 628 300 ლარით გაიზარდა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ბიუჯეტი 628 300 ლარით გაიზრდება. აღნიშნული ფინანსები ძირითადად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-შენახვაზე დაიხარჯება. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი, მირზა ცეცხლაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, თანხა დაემატება ურბანული მემკვიდრეობის დაფინანსებას. „წელს დაგეგმილი იყო სამი ურბანული პროექტის შესყიდვა, ახლა დაემატება კიდევ ორი პროექტი. ფასადების ნაწილში მოხდება მემედ აბაშიძის 41-ში აჭარის ტელევიზიის შენობის ფასადის რეაბილიტაცია და დაფინანსდება …

NASCAR-ის ავტომრბოლელი ქალი ბათუმში 30 მაისს ჩამოვა

საქართველოში NASCAR-ის ავტომრბოლელი ქალი ჯენიფერ ჯო კობი ჩამოდის. ის საქართველოში 27 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით დარჩება და მონაწილეობას მიიღებს ერთკვირიან კამპანიაში – „ქალებს ყველაფერი შეუძლიათ“. ავტომრბოლელი ქალი ბათუმში 30 მაისს იქნება და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში 16:00 საათზე შეხვედრას გამართავს. ჯენიფერ კობი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მოწვევით ჩამოდის. ის არის პროფესიონალი ავტომრბოლელი, NASCAR-ის გუნდის მფლობელი, …

შსს: ზარი მესამეკლასელი გოგონას მობილურზე „ლურჯ ვეშაპს“ არ უკავშირდება

ქობულეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მესამეკლასელი ბავშვის მობილურზე უცხო ზარი 21 მარტს განხორციელდა. არასრულწლოვნის მშობელმა უცხო ზართან დაკავშირებით გამოძიებას მიმართა, რადგან მშობლის თქმით, შესაძლოა ამ ზარს კავშირი ჰქონოდა საშიშ ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპთან“. დღეს, 24 მაისს, შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ უცხო ზარი არასრულწლოვანი გოგონას მობილურზე შემთხვევით განხორციელდა და „ლურჯ ვეშაპს“ არ უკავშირდება. „გამოძიების მსვლელობისას გამოიკითხა ზარის …

ეკლესია კაზინოს გვერდით – ვინ რას და სად აპროტესტებს

ათი დღეა, რაც სარფში, მართლმადიდებელი ეკლესიის გვერდით, კაზინომ დაიწყო ფუნქციონირება. კაზინოს ამოქმედების პარალელურად გამოჩნდა ადამიანების ჯგუფი, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ეკლესიის გვერდით კაზინოს არსებობა  მიუღებელია. ერთ-ერთი ასეთი მოწინააღმდეგე გონიოს მცხოვრები ედო ანთაძეა. „ბათუმელებთან“ საუბარში ის ამბობს, რომ, ზოგადად, კაზინოს წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ეკლესიის გვერდით არ უნდა მუშაობდეს. „პირჯვარს რომ გადაიწერ, გაიხედავ გვერდზე და ეშმაკის სახლია. …

რაში დახარჯავს აჭარის მთავრობა 20 მილიონს, რომელიც ბიუჯეტს დაემატა

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 20 521 500  ლარით გაიზარდა. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის უმაღლეს საბჭოში უთხრეს, ბიუჯეტი  საშემოსავლო გადასახადების ხარჯზე იზრდება და თანხის დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უნდა გადანაწილდეს. იგეგმება კურორტ „გოდერძიზე“ შიდა გზების გაყვანა. ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი წელს ერთი მილიონი ლარით გაიზრდება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ აღნიშნული თანხა გულის ქირურგიის, ონკოლოგიის და ასევე ზრდასრული მოსახლეობის სამედიცინო …

1,2 მილიონი ლარი „აჭარის მუზეუმის“ შენახვისთვის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 2018 წელს 9 მილიონ 554 ათასი ლარით გაიზრდება. აღნიშნული თანხიდან 5 მილიონ 286 ათას 200 ლარი საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის იქნება მიმართული; კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებაზე 628 ათას 300 ლარია გათვალისწინებული, სპორტის მიმართულებით ბიუჯეტი 800 ათასი ლარით გაიზრდება, რომელიც სპორტული ინვენტარის შეძენას უნდა მოხმარდეს. ახალი ორგანიზაციის – …

პროფესიულ სასწავლებლებში 2 700 სტუდენტი მიიღეს

2 700-ზე მეტი  აპლიკანტი პროფესიული სასწავლებლების სტუდენტი გახდა. შედეგები დღეს, 23 მაისს, გამოქვეყნდა. როგორც პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ სამხარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების ათეულში პირველ ადგილს ისევ კულინარია ინარჩუნებს. შემდეგ მოდის ინფორმაციული ტექნოლოგიები, ბუღალტრული აღრიცხვა, მოთხოვნადი გახდა ელექტროობაც. მოთხოვნადი პროფესიების ათეულშია ასევე რესტორნის მენეჯმენტი და სარესტორნო საქმის წარმოება, სტილისტის პროგრამა – კერვა-დიზაინის …

უცხო ენებში მეთორმეტეკლასელების 11 პროცენტი ჩაიჭრა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ენის გამოცდაშიც მეთორმეტეკლასელთა დაახლოებით 11 % ჩაიჭრა. უცხო ენის გამოცდა მეთორმეტეკლასელებმა გუშინ ჩააბარეს. დღეს, 22 მაისს კი, ისინი ისტორიის გამოცდას ჩააბარებენ. როგორც ცენტრში გვითხრეს, საატესტატო გამოცდებს წელს ის პირებიც აბარებენ, ვინც გასულ წელს რომელიმე საგანი ვერ ჩააბარა. „ამიტომ, ჯერჯერობით, დაზუსტებით ვერ გეტყვით, წლევანდელი მეთორმეტეკლასელებიდან რამდენია ჩაჭრილი და რამდენი, …

აფეთქებული სახლის სანაცვლოდ ახალი სახლის მშენებლობაზე აუქციონი არ შედგა

ბათუმში,  ჯინჭარაძისა  და ახვლედიანის ქუჩების კვეთაში, აფეთქების შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლის ადგილზე ახალი სახლის მშენებლობისთვის გამოცხადებული აუქციონი არ შედგა. აუქციონი დღეს, 21 მაისს, უნდა შემდგარიყო, თუმცა აუქციონზე განაცხადი არავინ გააკეთა. აუქციონი ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ბათუმის მერიამ გამოაცხადა. აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულ პირს ოთხი თვის ვადაში 7724,0 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე სამსართულიანი სახლი უნდა აეშენებინა. …

ჩაქვი-ბათუმის გვირაბთან ავარიის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა

ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ექვსი დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.  დაშავებულებს სხვადასხვა სახის მოტეხილობა აღენიშნებათ. ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის მოხდა.  შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

მეთორმეტეკლასელების დაახლოებით სამი პროცენტი ქართულის გამოცდაზე ჩაიჭრა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეთორმეტეკლასელთა დაახლოებით 3 პროცენტი ქართული ენისა და ლიტერატურის საატესტატო გამოცდაზე ჩაიჭრა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი წელს ატესტატს ვერ მიიღებენ. შესაბამისად, აღნიშნული პირები ვერც ეროვნულ გამოცდებს ვერ ჩაბარებენ. დღეს, 21 მაისს კი, მეთორმეტეკლასელები  საატესტატო გამოცდას უცხო ენებში აბარებენ. სკოლებში საატესტატო გამოცდები გუშინ, 20 მაისს, დაიწყო.

გამოცდებზე რეგისტრაციისას შეცდომით ან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ

2018 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება 14 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. თბილისში განცხადებები მიიღება მინდელის ქუჩაზე N9-ში, 10:00 სთ-დან  18:00 სთ-მდე, ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს აპლიკანტის ან გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – …

რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს ბათუმში

შაბათს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმში შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი: 12:00 – 14:00 საათზე პროექტი „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“, მოეწყობა მსვლელობა ქალაქში და სანახაობა საოცრებათა პარკში 12:00 -20:00 საათზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკის გამოფენა „ალი და ნინოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე 12:00 – 20:00 საათზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ანბანის კოშკის გასწვრივ გამოფენას მოაწყობს 12:00 – 20:00 …

მიტოვებული უცხოელი ბავშვები საქართველოში

საქართველოში უცხოელი ბავშვების მინდობით აღზრდაში გადაცემის შემთხვევები იზრდება. როგორც სოციალური მუშაკი ნინო ცეცხლაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ დროისთვის ათი არასრულწლოვანი ბავშვი იმყოფება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ. როგორც სოციალური მუშაკი გვეუბნება, არასრულწლოვანი ბავშვების მზრუნველობის გარეშე დატოვების სხვადასხვა მიზეზი არსებობს და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. არის შემთხვევები, როცა მშობლები საქართველოს გავლით თურქეთის რესპუბლიკაში გადადიან სამუშაოდ და ბავშვებს საქართველოში ძიძებთან ტოვებენ. …

მკვდარი თევზები ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაში

ბათუმში, ცენტრალური პარკის ტბის ზედაპირზე, თევზები ტივტივებენ. თევზების ნაწილი ტბის ნაპირთან ისე ახლოსაა, რომ ადამიანები პატარა ბადეებით ტბაში შეუსვლელად იჭერენ მათ.  თევზებით სავსე პარკები უჭირავთ უფროსებთან მყოფ ბავშვებსაც. „ტბაში მკვდარ თევზებსაც ვხედავთ, როგორ ფიქრობთ, საშიში არ არის აქ დაჭერილი თევზი ჯანმრთელობისთვის?“ – ვკითხეთ მამაკაცს, რომელსაც თევზებით სავსე რამდენიმე პარკი ჰქონდა. „რა ვიცი, ალბათ არა, “- …

პარკირების წესის დარღვევის 344 შემთხვევა ბათუმში – დღის სტატისტიკა

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მონაცემებით, დღეს 18 მაისს, პარკირების წესების 344 შემთხვევა გამოვლინდა. კერძოდ, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – 288, დარღვეულია დგომის მეთოდი – 5, ნიშანში დგომა – 46, ტროტუარზე დგომა – 2, იდგა ავტობუსის გაჩერებაზე – 3 შემთხვევა.

როგორი ფერის ავტობუსი უნდა მოძრაობდეს ბათუმში – მერია მოსახლეობის გამოკითხვას აპირებს

ბათუმის მერის ინფორმაციით, აგვისტოს შუა რიცხვებიდან ქალაქში 15 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვა. წლის ბოლომდე კი ქალაქში 40 ახალი ავტობუსი იმოძრავებს. ავტობუსები, როგორც მერიაში აცხადებენ, ევრო 5 დიზელის, GPS და კონდიცირების სისტემით აღჭურვილი, ადაპტირებული და ნაწილობრივ დაბალძირიანი იქნება. როგორი ფერის უნდა იყოს ქალაქში მოძრავი მუნიციპალური ავტობუსი –  ლურჯი, წითელი თუ ყვითელი, ამასთან დაკავშირებით, როგორც მერიაში „ბათუმელებს“ …

რატომ აღინიშნება „ოჯახის სიწმინდის დღე“ მხოლოდ თბილისში, რუსთაველზე

რატომ აღინიშნება ოჯახის სიწმინდის დღე მხოლოდ თბილისში და როგორ აღმოჩნდნენ ერთმანეთის გვერდით, საპატრიარქო და ქართული ფაშისტური დაჯგუფებები? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძეს ესაუბრა. ბატონო ლევან, ისე გამოვიდა, რომ „ოჯახის სიწმინდის დღეს“ მხოლოდ თბილისში აღნიშნავენ. ხომ არ აჩვენებს ეს ფაქტი, რომ ეს დღე მის მომგონებლებსაც კი არ მიაჩნია საყოველთაოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით?  არავის დაუმალავს, …

ქართულ სკოლებში სიახლეების დანერგვის პრობლემა გვაქვს

ლიდერობასთან და სასკოლო კულტურასთან დაკავშირებით ქართულ სკოლებში პრობლემებია. როგორც დირექტორებს, ასევე პედაგოგებს უჭირთ დაინახონ და შეაფასონ პრობლემა. დირექტორებსა და პედაგოგებს კომპეტენცია არც სიახლეების დანერგვაში ჰყოფნით. რისთვის ტარდება „სკოლების შეფასების განვითარებისთვის“ სამწლიანი კვლევა? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ კვლევის კოორდინატორი, ნათია ანდღულაძე საუბრობს. ნათია, როდის დაიწყო „სკოლების შეფასების განვითარებისთვის“ კვლევა და რა პრობლემა აჩვენა კვლევის პირველმა ეტაპმა? პროექტი, …

უკანონოდ შესახელებულ პირებს სახელმწიფო სოციალურ დახმარებაზე უარს ვეღარ ეტყვის

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონი, რომლის მიხედვითაც უკანონოდ შესახლებულ საქართველოს მოქალაქეს, უფლება არ ჰქონდა სოციალური შემწეობით ესარგებლა. კერძოდ, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი, საქართველოს …

ათი მხატვრის 40 ფერწერული ტილო ბათუმისთვის

დღეს, 16 მაისს, ბათუმში სახვითი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „წელიწადის ოთხი დრო – მეგობრობის პალიტრა ბათუმი 2018“ იწყება. ფესტივალი ათ დღეს გაგრძელდება, მასში ექვსი ქართველი და ოთხი უცხოელი მხატვარი მიიღებს მონაწილეობას და 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გამოფენით დასრულდება. როგორც ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი გუგუშვილი, „ბათუმელებთან“ ამბობს, მხატვრები 40-მდე ფერწერულ ნამუშევარს სამხატვრო სახელოსნოში დახატავენ. აქედან ათი …

რა ფინანსური ზიანი მიიღო „აიისამ“ და რას მოითხოვს ის სტრასბურგში

ქართული პრეზერვატივების ბრენდის „აიისას“ სარჩელი სააპელაციო სასამართლოში უკვე შევიდა. როგორც „აიისას“ დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, კომპანიის ზიანი ჯერ საბოლოოდ დათვლილი არ არის. „თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩვენ აგვეკრძალა სამი დიზაინის პროდუქციის რეალიზება, ასევე დაგვევალა ოთხი სახის დიზაინის პროდუქციის ქსელიდან ამოღება. პროდუქცია იყიდება ცალობითაც და კომპლექტურადაც. ფასების მიხედვით თუ დავიანგარიშებთ, დაახლოებით 6 ათასი ლარის ფინანსურ …

განათლების სამინისტროში სკოლებსა და მშობლებს შორის კონტრაქტის სამუშაო დოკუმენტი არ აქვთ

როცა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, განათლების სისტემის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია წარმოადგინა, ისაუბრა  სკოლასა და მშობელს შორის კონტრაქტის გაფორმებაზე. მინისტრმა თქვა, რომ ფსიქოლოგებთან კონსულტაციის შედეგად შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც სკოლაში ფლაერების სახით დაარიგეს. პრეზენტაციის დროს ითქვა, რომ ფლაერებში მოცემულია რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. „ბათუმელებმა“  სამინისტროდან მოითხოვა სკოლასა და მშობელს შორის გასაფორმებელი კონტრაქტის სამუშაო დოკუმენტი, თუმცა სამინისტროში …

ასი ათასი ლარი კულტურული ღონისძიებებისთვის აჭარაში – კონკურსი

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს მობილობის ხელშემწყობი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარაში რეგისტრირებულ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ადგილობრივ და საერთაშორისო კულტურის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ბიუჯეტი 100 000 ლარია. თითოეულ ბენეფიციარზე თანხა გაიცემა საგრანტო წესით, არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარაში რეგისტრირებულ ფიზიკურ და ფიზიკურ პირთა ჯგუფს ან ინდივიდუალურ …

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლიდან ორი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლიდან ორი მეშვიდეკლასელი გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ბათუმელები“ სკოლის დირექტორს, ნატო გოგუაძეს ესაუბრა. დირექტორის ინფორმაციით, დაახლოებით 14:00 საათზე ერთ-ერთი გოგონა სკოლაში შეუძლოდ გახდა. „სკოლის ექთანმა ბავშვს წნევა გაუზომა, წნევა მომატებული იყო, შემდეგ კი გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება,“ – გვითხრა დირექტორმა. ნატო გოგუაძის თქმით, მეორე მოსწავლე შეუძლოდ ემოციურ ნიადაგზე გახდა. როგორც დირექტორი ამბობს, საავადმყოფოში  მას …

მეთერთმეტეკლასელების საატესტატო გამოცდების განრიგი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2017-2018 სასწავლო წლის მე-11 კლასის მოსწავლეების სკოლის გამოსაშვები გამოცდების განრიგი ცნობილია:  გეოგრაფია – 12 ივნისი;  ბიოლოგია – 13 ივნისი;  ფიზიკა – 14 ივნისი;  ქიმია – 15 ივნისი. 2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მან …

ვინ არიან და რა საფრთხეს უქმნიან ნეონაცისტები ქვეყანას – ინტერვიუ

ვინ დგას ნეონაცისტური, ნეოკონსერვატიული დაჯგუფებების უკან, რომლებიც ყველაზე აგრესიული გზავნილებით გამოირჩევიან და პოლიტიკური პროცესების დროს სისხლისღვრის მოწოდებით გამოდიან. დაჯგუფება აცხადებს, რომ ქმნის „სამოქალაქო გვარდიას“და მათი ძირითადი გზავნილები მათთვის მიუღებელი ჯგუფების განადგურება, „მათი პარპაშის დასრულება“ და შევიწროებაა. როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს სამართლებრივი რეაგირება ამ დაჯგუფებების მიმართ? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ხელმძღვანელი, …

ავარია ბათუმში – დაშავდა ორი ადამიანი

დღეს, 12 მაისს, ბათუმში „კარფურთან“, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის დაშავება გამოიწვია. __________ სალომე გერძაძის ფოტო 

„ეს არის აქცია ძალადობის წინააღმდეგ და არა ნარკოტიკების პროპაგანდა“

„დღევანდელ აქციაზე ჩვენ გვინდოდა იმის თქმა, რომ პოლიციის ქმედება არ უნდა გადაიზარდოს ძალადობაში, დაკავებაში. დღეს, 11:00 საათზე, ჩვენ შევიკრიბებით კლუბ „ბაქანში“, რომ ყველას ვაჩვენოთ, ეს არის ძალადობის საწინააღმდეგო აქცია და არა ნარკოტიკების პროპაგანდა. ცეკვით, ერთად ყოფნით ვაჩვენოთ ყველას, რომ კლუბური ცხოვრება არ არის ნარკოტიკების პროპაგანდა“ – ამბობს ზურა აბზიანიძე, ბათუმში გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე. დღეს, …

ბათუმში პოლიციამ აქციის სამი მონაწილე დააკავა [ფოტო, ვიდეო]

მემედ აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობის დროს, პოლიციამ საპროტესტო აქციის სამი მონაწილე დააკავა. ესენი არიან მარიამ ბეჟანიშვილი, კობა სურმანიძე და გიორგი ბოლქვაძე. აქციის მონაწილეები პოლიციის მისამართით სკანდირებენ – „მოძალადეები“. „სისტემა უნდა დაინგრეს“, „სიჩუმე დანაშაულია“, – გაიძახიან საპროტესტო აქციის მონაწილეები. ასევე ისმის შეძახილები: „ძირს მოძალადე პოლიცია“. „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში ჩანს როგორ აკავებენ აქციის მონაწილეებს: საპროტესტო აქცია „ევროპის მოედანზე“ …

ბათუმში ახალგაზრდები ხელისუფლების ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ

ამ წუთებში ბათუმში, „ევროპის მოედანზე“ ახალგაზრდების საპროტესტო აქცია იმართება. ისინი გუშინ, თბილისში, ღამის კლუბ „ბასიანში“ სპეცრაზმელების შეჭრას და ახალგაზრდებზე ძალადობის ფაქტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები გმობენ, პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტებს და აცხადებენ, რომ ეს ნიშნავს მოქალაქეების წინააღმდეგ ბრძოლას. „ვგმობთ გუშინდელ ფაქტს, ის რაც მოხდა „ბასიანში“ ვთვლოთ, რომ ამით გამოგვიცხადეს ბრძოლა და ომს ომით პასუხობენ ხოლმე“ …

პედაგოგი, რომლის სახელმძღვანელოთი შვეიცარიის სკოლებში ფიზიკას ასწავლიან

12 მაისს, აჭარის განათლების ფონდის მოწვევით, ფიზიკის მასწავლებლებისთვის მასტერკლასებს ბერნის გიმნაზიის ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელი ირმა მგელაძე ატარებს. ირმა მგელაძე შვეიცარიის ფიზიკის კომისიის (DPK) წევრია, მის მიერ მომზადდა და გამოიცა ფიზიკის სახელმძღვანელო, რომლითაც შვეიცარიის სკოლებში ასწავლიან. „ფიზიკის სასწავლო პროგრამა ეთმობა ისეთ თემებს, რომლებიც შეიქმნა მე-17-მე-18, მე-19 საუკუნეებში, რაც წარმოადგენს სასწავლო ფიზიკის სწავლების უზარმაზარ დილემას. ბუნებრივია, …

მუსლიმი გოგონები თავსაფრით და უთავსაფროდ

„ვატარო თავსაფარი, ჩემი არჩევანია“- გვეუბნება 19 წლის მუსლიმი გოგო. საკუთარ არჩევანზე საუბრობს მეორე მუსლიმიც, რომელიც თავსაფარს არ ატარებს. „მე მჯერა რომ ღმერთს ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ“-მიაჩნია მას. 21-ე საუკუნეში საქართველოში მცხოვრები მუსლიმები გვიყვებიან რომ მათი თავისა თუ სხეულის დაფარვა ან არდაფარვა, მათი არჩევანია. ეს არჩევანი კი მათსავე რელიგიურ მრწამსს ემყარება. თავსაფრიანი გოგონების აზრით, ატარო თავსაფარი …

ბათუმის მერიამ სახალხო დამცველის რეკომენდაცია მეჩეთთან დაკავშირებით არ შეასრულა

ბათუმის მერიამ მეჩეთის მშენებლობის საკითხზე სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა – ამის შესახებ სახალხო დამცველის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. 2018 წლის 28 მარტს სახალხო დამცველმა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს რეკომენდაციით მიმართა და იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც მერიამ უარი თქვა მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. სახალხო დამცველი წერს: „მიწის ნაკვეთი, რომელზეც მუსლიმმა თემმა საკულტო ნაგებობის მშენებლობა …

რატომ ვერ იაზრებენ ქართველი ბავშვები წაკითხულს? – ფასილიტატორის შეფასება

PIRLS -ის წიგნიერების საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ ქართველ მოსწავლეებში ისევ დაბალია წაკითხულის გააზრების, ანალიზისა და გამართული კითხვის მაჩვენებელი. რატომ ვერ ახერხებენ ქართველი მოსწავლეები წაკითხულის გააზრებას, რატომ არ შეუძლიათ ანალიზი და ვის მიუძღვის დიდი წვლილი ამ პრობლემაში – მასწავლებელს, მშობელს თუ განათლების სისტემას? პრობლემის შესახებ „ბათუმელები“ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის ფასილიტატორ მასწავლებელსა და ტრენერს, ია კუპრაძეს …

Exit mobile version