შემოღობილი ტროტუარი გორგასლის ქუჩაზე

ბათუმში, ვახტანგ გორგასლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში, რესტორმა „იკრამ“ ტროტურზე სავალი ნაწილი ხის ღობით შემოსაზღვრა. გადაკეტილი ტროტუარის გამო ფეხით მოსიარულეები იძულებულნი არიან, ველობილიკზე გაიარონ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის, ეკონომიკური საქმიანობის, ნებართვების განყოფილების უფროსი, თამაზ გოგიტიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ რესტორან „იკრას“ ტროტუარის შემოღობვაზე ნებართვა მერიისგან არ აქვს. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, თენგიზ მესხიძე კი ამბობს, …

სკოლადამთავრებულებისთვის ატესტატების გაცემა დაიწყო

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სკოლადამთავრებულებს იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში განათლების დამადასტურებელი ატესტატების მიღება უკვე შეუძლიათ. „მიმდინარე წელს 12-კლასდამთავრებული 40 000-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული და ისინი ატესტატებს – სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს – განაცხადის წარდგენის დღიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ,“- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს ატესტატის დაჩქარებული წესით …

მანანა რატიანი: ბევრი პედაგოგი სქემაზე ისე მსჯელობს, რომ წაკითხული საერთოდ არ აქვს

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას კვლავ განიხილავენ პედაგოგები აქტიურად. პედაგოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ „სქემამ აზრი დაკარგა“, „მასწავლებელი დააშორა მოსწავლეს“. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ის საჭიროა. რამდენად არგუმენტირებულია პედაგოგების პრეტენზიები? – „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ კონსულტანტი, მანანა რატიანი საუბრობს. ქალბატონო მანანა, რაში ეთანხმებით და რაში არა იმ პედაგოგებს, ვინც სქემას აკრიტიკებს? სქემით …

ქედაში მუნიციპალური საწარმოს დირექტორი დააკავეს

დღეს, 25 ივნისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქედის მუნიციპალური საწარმოს „კომუნალურ სერვისის“ დირექტორი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, თაკო გოდერძიშვილის განმარტებით, შპს-ეს დირექტორი, სავარაუდოდ, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით არის დაკავებული. „ოფიციალურ ინფორმაციას ხვალ გავავრცელებთ და დეტალებზე მაშინ ვისაუბრებთ,“-გვეუბნებიან საგამოძიებო სამსახურში.

მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს ბათუმში კაპიტნები დააჯილდოვეს

დღეს, 25 ივლისს, ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებმა  მემედ აბაშიძის ქუჩაზე საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობამ ბათუმის ნავსადგურში გადაინაცვლა, სადაც მეზღვაურებსა და სტუდენტებს მეზღვაურის დღე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიულოცა. დღეს რამდენიმე კაპიტანს საპატიო ჯილდო გადაეცა. დაჯილდოვდა ბათუმის ნასადგურის შორეული ნაოსნობის კაპიტანი, თემურ გადელია, რომელიც არის ღირსების ორდენის კავალერი და წლების განმავლობაში ეწევა საგანმანათლებლო …

ბათუმში ზღვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დღეს, 23 ივნისს, დაახლოებით 17:30 საათზე ბათუმში მაშველებმა ზღვაში 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, პირველადი მონაცემებით გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  

18 ფრანგული თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში

დღეს 23 ივნისს ბათუმის აეროპორტში, 18 ფრანგული თვითმფრინავი დაეშვა. მოყვარული ფრანგი მფრინავები საქართველოს გასაცნობად ჩამოვიდნენ. პილოტები საქართველოში საკუთარი თვითმფრინავებით ,,საფრანგეთი-საქართველო“-ს ავიატურის ფარგლებში ჩამოფრინდნენ. როგორც ერთ-ერთი მფრინავი ჟან მიშელ კოლინო ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, ის პირველად დეკემბერში ჩამოვიდა საქართველოში და მას შემდეგ სხვა მფრინავებთან ერთად დაგეგმა ტური საქართველოში. მფრინავები სამხრეთ საფრანგეთიდან არიან. „ჩვენ ვიყავით სერბეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, უნგრეთსა …

საყოფაცხოვრებო ნარჩენები არდაგანის ტბაში [ფოტო]

არდაგანის ტბა ბათუმში ერთ-ერთი პოპულარული ადგილია. ტბაზე განთავსებულია მოცეკვავე შადრევანი და კაფეები. ტბის ირგვლივ მრავლად არიან უცხოელი ტურისტებიც. ტბა ხშირად არის დაბინძურებული საყოფაცხოვრებო ნარჩენებით.    

პარიზის ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი კონკურსს აცხადებს

ფრანგული ინსტიტუტი და საფრანგეთის კულტურის სამინისტრო აცხადებენ კონკურსს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის რეზიდენციის პროგრამაში მონაწილეობისთვის „პარიზი – 2019“. ვისთვისაა განკუთვნილი პროგრამა? პროგრამა განკუთვნილია უცხოელი ხელოვანებისთვის, რომელთაც სურთ განავითარონ საკუთარი სახელოვნებო კვლევის პროექტი პარიზში მინიმუმ სამი თვის განმავლობაში. აღნიშნული ხელოვანები შეირჩევა ფრანგული ინსტიტუტების ქსელის მიერ. შერჩევის პირობები: კანდიდატის პროფესიული ბიოგრაფიის გარდა, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროექტის ხარისხს, პარიზში …

პედაგოგების საგნობრივი გამოცდების განრიგი

პედაგოგების კომპეტენციის დამადასტურებელი ზაფხულის გამოცდები მიმდინარე წელს  11 ივლისს დაიწყება. პირველი გამოცდა იქნება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში პირველიდან მეოთხე კლასის პედაგოგებისთვის. 12 -13 ივლისს პედაგოგები პროფესიული უნარების გამოცდას ჩააბარებენ. 18 ივლისს გამოცდებს 7-8 კლასების მასწავლებლები ჩააბარებენ მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, სამოქალაქო განათლებასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 20 ივლისს გამოცდები შემდეგ საგნებში ჩატარდება: ინგლისური ენა – …

ეროვნული გამოცდები ორ ივლისს დაიწყება – იხილეთ გამოცდების განრიგი

2018 წლის ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება. პირველი გამოცდა 2-3 ივლისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება.  5-6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები; 9-10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა; 9 – ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა; 10 – ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა; 10 – ივლისი (პირველი სესია) – გერმანული ენა; 13 – ივლისი (მეორე სესია) – მათემატიკა; 16 – ივლისი (პირველი და მეორე სესია) – გეოგრაფია; 17 – ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია; 19 – ივლისი (პირველი სესია) – ლიტერატურა; 20 – ივლისი (მეორე სესია) – ბიოლოგია; 24 – ივლისი (პირველი სესია) – სამოქალაქო განათლება; 25 – ივლისი (პირველი სესია) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; 25 – ივლისი (პირველი სესია) – ქიმია; 26 – ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა. 2018 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსი კი 23 ივლისს გაიმართება.     

როგორ გააკონტროლებს ბათუმის მერია გადაჭარბებულ ხმაურს[ვიდეო]

გადაჭარბებული ხმაურისთვის ბათუმის მერია პირველი ივლისიდან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დააჯარიმებს. დღემდე ამის უფლება მხოლოდ საპატრულო პოლიციას ჰქონდა. როგორ და ვის მიერ მოხდება გადაჭარბებული ხმაურის ინსპექტირება, ამის შესახებ „ბათუმელებს“  მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში უთხრეს, რომ დეტალები პირველი ივლისის შემდეგ ეცოდინებათ. „თავად ეს სამსახურია ჯერ ჩამოყალიბების სტადიაზე და როცა პირველი ივლისის შემდეგ მერიას გადმოეცემა ხმაურზე ინსპექტირების …

ბუკნარში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ბუკნარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ქობულეთში საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავების სიმძიმის შესახებ ქობულეთის სასწრაფო დახმარების სამსახური ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გვაწვდის. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.  

რა იცვლება განათლებაში – სიმონ ჯანაშია მამუკა ბახტაძის პროგრამის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ, პარლამენტში თავისი სამოქმედო პროგრამა წარადგინა, სადაც საკმაოდ დიდი ნაწილი განათლების რეფორმას ეხება. რა იყო სიახლე წარმოდგენილ პროგრამაში და უნდა ველოდეთ თუ რა ახალი სასწავლო წლიდან „ფუნდამენტურ ცვლილებებს განათლებაში“, როგორც ამას მამუკა ბახტაძე ამბობს? პრემიერობის კანდიდატის პროგრამას „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია აფასებს. ახალი არაფერი იყო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პროგრამაში, უბრალოდ, ფრაზებია …

ტრენინგები მუსლიმი ქალების პოლიტიკური და სოციალური აქტივობისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირი“  იწყებს ტრენინგებს სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მუსლიმი ქალების  როლის გასაძლიერებლად. ტრენინგის მონაწილე ქალები ორი თვის განმავლობაში მოისმენენ ლექციებს. კურსის დასრულების შემდეგ  კი, როგორც პროექტის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე ამბობს,  მუსლიმი ქალები  ევროპის ქვეყნებში გაემგზავრებიან. „ვაპირებთ, შეხვედრები გავმართოთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკოსებთან, საზოგადო მოღვაწეებთან და ასე შემდეგ. ჩვენი მთავარი მიზანია, უფრო მეტი აქტიურობა იყოს …

სახელმწიფო ელექტროსისტემამ  ძეგლის დაცვის ზონაში ანძა კანონდარღვევით დადგა

„ახალციხე-ბათუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის დროს ანძა ისე დადგეს ძეგლის დაცვის ზონაში, რომ შესაბამის უწყებებთან არ შეუთანხმებიათ. ანძა ქედაში, კოლოტაურის ციხესთან დგას, ციხე კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს [კმდს] უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მირზა ცეცხლაძის თქმით, სახელმწიფო ელექტროსისტემას უარი ეთქვა ძეგლის დაცვის ზონაში ანძის დადგმაზე, თუმცა ანძა მაინც დაიდგა. „თავის დროზე ჩვენ საქმის …

რა შემთხვევაში ჰპირდება პედაგოგებს ხელფასის გაზრდას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 

მამუკა ბახტაძემ, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატია, იმ პრიორიტეტების ჩამონათვალი წარმოადგინა, რომლებიც მისი გაპრემიერების შემთხვევაში შესრულდება. პროგრამაში საკმაოდ ვრცელი ადგილი უჭირავს განათლების სფეროს. ერთ-ერთ პუნქტში, სადაც ის პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების უწყვეტობაზე საუბრობს, ასევე ნათქვამია, რომ „მთავრობა იზრუნებს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე და მათ ღირსეულ ანაზღაურებაზე“. თუმცა უფრო ქვემოთ ვკითხულობთ, რომ ეს ანაზღაურება ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე იქნება …

რატომ იხოცებიან ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაში თევზები – ლაბორატორიული კვლევის შედეგები

აჭარის ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში ბათუმის ცენტრალური პარკის ტბიდან აღებული სინჯები შეამოწმეს. როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, ამ ეტაპზე ტბის ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ანალიზი ჩატარდა, რის შედეგადაც ტბაში ტოქსიკური ნივთიერებების არსებობა არ დადგინდა. „არც ჟანგბადის ნაკლებობას აჩვენებს ანალიზი,“ – გვითხრეს მერიაში. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუკი არ არის ტბა ტოქსიკური, მაშინ რა იწვევს თევზების სიკვდილს? მერიაში გვეუბნებიან, რომ ამის დასადგენად დამატებითი …

სტაჟირება სტუდენტებისთვის აშშ-ის საელჩოში

აშშ-ის საელჩო აცხადებს სტაჟირებას სტუდენტებისთვის 2 ვაკანტურ ადგილზე. პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მიეცეთ ამერიკულ გარემოში საგარეო ურთიერთობების მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობაა. დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ამ სტაჟირებით მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება აშშ-ის საელჩოში, საგარეო ურთიერთობების სფეროში, ამერიკულ გარემოში. მოცემული სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, არ გულისხმობს რაიმე სახის სარგებელს ან სამომავლო დასაქმების ვალდებულებას. თუმცა „ჩვენი სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ მომავალი კარიერული …

დაჯარიმების 35 შემთხვევა ბოლო ერთ თვეში ბათუმის ბულვარში

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში ბულვარის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული დარღვევებისთვის 35 საჯარიმო აქტი დაიწერა. მათ შორის: ველოსიპედის მოძრაობის წესების დარღვევისთვის 23 ჯარიმა დაიწერა,  ელექტრომობილების მართვის წესების დარღვევისთვის – 2, მოპედის დაჯარიმების ერთი შემთხვევა იყო. არდაგანის ტბაში სამშენებლო ნარჩენების ჩაყრის გამო 500 ლარით დაჯარიმდა ერთი პირი, საზოგადოებრივი ადგილის ჩახერგვისთვის კი, შვიდი პირი დაჯარიმდა 500-500 …

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში აჭარიდან კონკურსანტები ვერ მოხვდნენ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული დასახელდა, სადაც აჭარიდან მონაწილე ვერც ერთი კონკურსანტი ვერ მოხვდა. აჭარიდან კონკურსში ექვსი პედაგოგი მონაწილეობდა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრები არიან: ელისო აბრამიშვილი – საჩხერის მუნიციპალიტეტის, ქალაქ საჩხერის სსიპ ილია ჭავჭავაძის #2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი   ნინო გურეშიძე – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის (ქართული ენა …

სკოლის ექსკურსიების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა დირექტორს და სკოლას დაეკისრება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, სკოლა ვალდებულია პასუხისმგებლობა აიღოს არა მარტო სკოლის მიერ ორგანიზებული ექსკურსიების უსაფრთხოებაზე, არამედ თვითორგანიზებულ ექსკურსიებზეც. მინისტრის მოადგილე ლია გიგაური „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ სკოლა ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება იმ კომპანიისგან იქირაოს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება  როგორც მძღოლის პროფესიონალიზმზე, ასევე მიაწვდის მათ ტექნიკურად გამართულ სატრანსპორტო საშუალებას. „მნიშვნელოვანია ისიც, რომ როცა ბევრი ბავშვი გადაადგილდება,  …

აყალბებენ თუ არა პედაგოგები დოკუმენტებს? – ინტერვიუ სქემის მონიტორინგის მენეჯერთან 

არის თუ არა ინფორმირებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგების მხრიდან „პრაქტიკის კვლევის“  სავარაუდო  ყიდვის შემთხვევებთან დაკავშირებით და როგორ ამონიტორინგებს ცენტრი სქემით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის პროგრამის მონიტორინგის მიმართულების მენეჯერი, კახა ჟღენტი საუბრობს. ბატონო კახა, ბოლო პერიოდში პედაგოგები და განათლების სფეროში დასაქმებული პირები ღიად საუბრობენ …

წინასწარი ინფორმაციით, ბათუმში 4 წლამდე გოგო ცემით მოკლეს

ბათუმში 4 წლამდე ასაკის ბავშვი ცემით მოკლეს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ სხვადასხვა ინფორმირებულმა პირებმა დაუდასტურეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვი ოჯახთან დაახლოებულმა პირმა მოკლა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი პოლიციის მე-7 განყოფილებასთან თავად ბრალდებულმა დატოვა. გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, არც მკვლელობაში ბრალდებული და არც მოკლული …

რომელ საგანში ჩაიჭრა ყველაზე მეტი მეთერთმეტეკლასელი

ამ წუთებში სკოლებში მეთერთმეტეკლასელები ფიზიკაში საატესტატო გამოცდას აბარებენ. მეთერთმეტეკლასელებმა უკვე ჩააბარეს გამოცდა გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გეოგრაფიის გამოცდაზე მოსწავლეების 2 პროცენტი ჩაიჭრა, ბიოლოგიაში კი – 5 პროცენტი. მეთერთმეტეკლასელები ხვალ, 15 ივნისს, ბოლო გამოცდას ქიმიაში ჩააბარებენ.

ყიდულობენ თუ არა მასწავლებლები „პრაქტიკის კვლევას“?

„ერთი კითხვა მაქვს, შესაძლოა უცნაურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ შეგიძლიათ დამიწეროთ კვლევა და თანხა რამდენი იქნება გადასახადი?“- ეს კითხვა ერთ-ერთმა მასწავლებელმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში კოლეგებს დაუსვა, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. სტატუსის ქვემოთ განათლების სფეროში მომუშავე ადამიანები წერდნენ, რომ მსგავსი შეთავაზებები, პრაქტიკის კვლევის დაწერასთან დაკავშირებით, მათაც არაერთხელ ჰქონიათ. ტრენერი და განათლების სპეციალისტი ანა კვიჟინაძე წერდა, რომ პრაქტიკის …

რატომ არ წავიდა თურქეთში გაზსადენის გახსნაზე პრეზიდენტი – ადმინისტრაციის კომენტარი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნამდვილად იყო მიწვეული თურქეთში ტრანსანატოლიური მილსადენის (TANAP) გახსნის ცერემონიაზე, თუმცა როგორც პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, „მისი (ანუ პრეზიდენტის) განრიგიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა წასვლა“. პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ როცა პრეზიდენტი მიიწვიეს, „ეს საბოლოოდ დადასტურებული არ იყო“. „ჩვენ არც გაგვივრცელებია პრესრელიზი, რომ პრეზიდენტი დაესწრებოდა ცერემონიას“, – გვითხრეს პრესსამსახურში. საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ …

რატომ ზრდის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო თანხას ყოველწლიურად

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გასულ წელს სხვადასხვა ქვეყანაში აჭარის რეკლამირებისთვის ბიუჯეტიდან 5 165 000 ლარი დახარჯა, წელს ამისთვის 6 მილიონ 720 ათასი ლარია გათვალისწინებული, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, რეგიონის რეკლამირებისთვის 7 270 000 ლარი დაიხარჯება. სამიზნე ქვეყნების ჩამონათვალი წელსაც თითქმის უცვლელია. სიახლე მხოლოდ ერთია –  ტურიზმის დეპარტამენტი დიდი ბრიტანეთში იწყებს სარეკლამო კამპანიას. სამიზნე ქვეყნების …

სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო მასწავლებელი აჭარიდან

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ყოველწლიურ ფორუმზე  სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინეს. გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდნენ. აჭარიდან სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკას პედაგოგმა, იამზე მემარნემ მიიღო. იამზე მემარნე უფროსი მასწავლებელია და ის სკოლაში სამოქალაქო განათლების გარდა, „ჩვენი საქართველოს“ ასწავლის. ასევე არის სპეციალური მასწავლებელი. „ბათუმელები“ გამარჯვებულ პედაგოგს ესაუბრა. „ჩემი პროექტები, რომლებიც მოსწავლეებთან …

შეხვედრა ბათუმის ამერიკულ კუთხეში მიგრაციის საკითხებზე

ბათუმის ამერიკულ კუთხეში 15 ივნისს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება პოტენციურ მიგრანტებთან (მოსწავლეები, სტუდენტები, მშობლები, ნებისმიერი დაინტერესებული პირი). შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი თემები, როგორიცაა,  უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში, თავშესაფრის მოთხოვნა ევროკავშირის ქვეყნებში, ლეგალური მიგრაცია, სწავლა საზღვარგარეთ, არალეგალური მიგრაციის საფრთხეები/ტრეფიკინგი. შემოთავაზებული იქნება რამდენიმე როლური თამაში. შეხვედრა 17:00 საათზე გაიმართება. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციას მიგრაციის სფეროში, …

დაგვის მოსახლეობა გზას და წყალს ითხოვს

ამ წუთებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციაში დაახლოებით 200-მდე სოფლის მცხოვრები მონაწილეობს, ისინი ხელისუფლებას გზასა და სასმელ წყალს სთხოვენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბადრი მუკუტაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ სოფელი უკვე რამდენიმე წელია წყლისა და გზის გარეშეა დარჩენილი. „200 ოჯახი ვცხოვრობთ ამ სოფელში. იმისთანა გზაა, თუ გაწვიმდა, სახლში ვერ მიხვალ. არც წყალი …

კონკურსი მწერლებისთვის – „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ქართველი  მწერლებისთვის აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს  –  „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“. ცენტრის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია მწერლებმა ხელი შეუწყონ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და ჯანსაღი, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებას სკოლაში. „წელს, კონკურსის მრავალფეროვნებისთვის, საერთო სათაურის  ქვეშ, სკოლისა და მასწავლებლის ცხოვრებიდან ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი ღირებულებების თემა გამოვყავით. რაც იმას ნიშნავს, რომ მწერლებმა უნდა შექმნან ნაწარმოებები, რომლებიც ისეთი …

სარფში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სარფში დღეს, 11 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე, ზღვაში 47 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც სამაშველო სამსახურის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, ძებნა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. „პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში შევიდა ზღვაში,“ – გვითხრეს სამაშველოში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. …

მეთერთმეტეკლასელებისთვის საატესტატო გამოცდები ხვალ დაიწყება

ხვალ, 12 ივნისს, მეთერთმეტეკლასელებისთვის საატესტატო გამოცდები იწყება, დღეს კი, მოსწავცლეები პრეტესტს გაივლიან. პირველ გამოცდას მეთერთმეტეკლასელები გეოგრაფიაში ჩააბარებენ, 13 ივნისს ბიოლოგიაში გამოცდა ჩატარდება, 14 ივნისს კი – ფიზიკაში. საატესტატო გამოცდები 15 ივნისს ქიმიის გამოცდით დასრულდება. მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან.

„თუ სისტემამ მასწავლებელს აგრძნობინა, რომ მოტივაცია არაფერს ნიშნავს, ეს დიდი საფრთხეა“

დღეს, 4 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, პედაგოგებს PIRLS-ის წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები გააცნეს. კვლევის მიხედვით, საქართველოში მეოთხეკლასელ მოსწავლეებს წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვთ. გამოკითხვაში ხუთი ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. კვლევის პრეზენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო შეფასებების მხარდაჭერის პროექტის კოორდინატორმა ნინო რევიშვილმა და კვლევის კოორდინატორმა ნათია ანდღულაძემ გამართეს. „ბათუმელები“ ნინო რევიშვილს ესაუბრა. ქალბატონო ნინო, რა …

ხანძრის შედეგად ცხმორისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარი ხის ორსართულიან შენობაში გაჩნდა. როგორც ქედის მერი ლევან გორგილაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ხანძარმა სახლი მთლიანად გაანადგურა. „ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერ არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობა სახელდება,“ – ამბობს ლევან გორგილაძე. სახლში ოთხი ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის ერთი ბავშვი. როგორც ქედის მერი ამბობს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ …

Exit mobile version