მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა ქალი რეანიმაციაშია

ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა. სასწრაფოს ინფორმაციით, გამოძახება დაახლოებით 40 წუთის წინ მიიღეს. შემთხვევა ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა. „ქალი თავდაპირველად კონტაქტური იყო, თუმცა შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც ის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ბაუ) გადაიყვანეს. ამ დროისთვის დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია“, – გვეუბნებიან სასწრაფო დახმარების სამსახურში. სასწრაფოს ინფორმაციით, დაშავებული ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და …

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელად რუსუდან შავიშვილი დაინიშნა

ახალი ხელმძღვანელი დღეს, 3 სექტემბერს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ წარადგინა. სამინისტროს ინფორმაციით, რუსუდან შავიშვილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელად კონკურსის გზით დაინიშნა. ის მანამდე  ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელად აქამდე ნინო ნიჟარაძე მუშაობდა, აჭარის მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს. რუსუდან შავიშვილი 2015-2018 წლებში იყო „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010“-ის …

ენმ-ის აზრით, კორუფციულ ნიშნებს შეიცავს ტენდერი, რომელიც „იბიარდიმ“ ავტობუსების შესაძენად ჩაატარა

ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მირდატ ქამადაძემ დღეს, 3 სექტემბერს, ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მერიამ ახალ, მუნიციპალურ ავტობუსებში თვითღირებულებაზე მეტი გადაიხადა. მისი თქმით, მერია ავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას არ ასაჯაროებს. „ჩვენ მივმართეთ მერიას ოფიციალურად და გამოვითხოვეთ ხელშეკრულება, თუმცა ხელშეკრულება არ მოგვაწოდეს. მოგვაწოდეს მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია, რომლის თანახმად, ეს ავტობუსები შეძენილია უკრაინული კომპანია „ჩერკასკი ავტობუსისგან“. …

დაზიანებული ქვის ფილები დუმბაძის ქუჩაზე

ბათუმში, ევროპის მოედნის გვერდით, ნოდარ დუმბაძის ქუჩაზე, ქვის ფილები დაზიანებულია. დამტვრეული ფილები მთელ ქუჩას გასდევს. ქუჩაზე ბევრი ტურისტი მოძრაობს, აქ ხშირად სხვადასხვა სახის ღონისძიება ტარდება. ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდულია, თუმცა აქ მანქანები ხშირად მოძრაობენ, ზოგიერთი მძღოლი კი დუმბაძის ქუჩას პარკინგადაც იყენებს. დაზიანებულია ქვის წინაღობები, რომლებიც ხელს უნდა უშლიდეს მანქანების შესვლას ქუჩაზე. ქვის წინაღობებზე დამაგრებული იყო …

ავარია ბათუმში

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, დაახლოებით 14:00 საათზე, ერთმანეთს ორი ტაქსი შეეჯახა.  ავარიის გამო ქუჩაზე მოძრაობა რამდენიმე წუთით შეფერხდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს თქმით, საპატრულო პოლიციაში ავარიის შესახებ შეტყობინება არ შესულა.

პენსიონერები და შშმ პირები მედიკამენტებს 50 პროცენტიანი ფასდაკლებით მიიღებენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 სექტემბრიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. „პრეპარატებზე ფასები ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისათვის მნიშვნელოვნად შემცირდება. აღნიშნულ ჯგუფებს, ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე საბაზრო ღირებულების 50 პროცენტით და მეტი ოდენობის ფასდაკლება შეეხებათ“. ფასდაკლება ვრცელდება შემდეგი დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე: ►გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ►დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული); ►ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები; …

შსს-მ შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი აამოქმედა

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 2018 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა. რისკის შეფასების ინსტრუმენტი მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვისა და განმეორებითი ძალადობის პრევენციის მნიშვნელოვანი გარანტიაა. ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის …

ახალი მარშრუტი სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის აჭარაში

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარაში ახალი ტურისტული მარშრუტის „ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი“ – მარკირება მიმდინარეობს. ახალი მარშრუტი ალპურ ზონაშია და მასზე მოგზაურობისას ტურისტი ულამაზეს ტბებს, ჩანჩქერებს, ციხეებსა და იაილებს გაივლის. „ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი – მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტს მარშრუტზე შეუძლია,“-ამბობენ ტურიზმის დეპარტამენტში. მათივე …

ბსუ-ში ისტორიული ბუხრების აღდგენას აპირებენ

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველ კორპუსში ისტორიული ბუხრების აღდგენას გეგმავენ. როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, უნივერსიტეტის შენობაში ბუხრები რამდენიმე ადგილზე იყო განთავსებული. „ერთი ბუხარი იქნება პირველ სართულზე, დერეფნის ბოლოში, მეორე ბუხარიც იქნება დერეფნის ბოლოში, ოღონდ მეორე სართულზე. ამჟამად ამ კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და იყო საუბარი იმაზე, რომ ამ კორპუსის ის იერ-სახე აღგვედგინა“, – …

ბათუმში პრინტის საერთაშორისო ფესტივალი იწყება

21 აგვისტოს ბათუმში „პრინტის საერთაშორისო ფესტივალი – LIFE – N – STYLE“ გაიხსნება, რომელიც 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.  პროექტის ავტორი ასოციაცია „არტ-კავკასიაა“. ფესტივალში რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობს. ფესტივალი „ბოტანიკოში“ გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს, შვეიცარიისა და აზერბაიჯანის სერიგრაფიის (ხელით ბეჭდვა) სახელოსნო. 22 აგვისტოს აჭარის ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება ოფორტის სახელოსნოს ნამუშევრები. ასევე იქნება  ნამუშევრები საქართველოდან, ესპანეთიდან, სომხეთიდან, ლიბანიდან, …

თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ბათუმში გადმოიყვანეს

თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს ერთი მოქალაქე, ვენერა ოსტიაშვილი, დღეს, 20 აგვისტოს, საქართველოში გადმოიყვანეს. ის მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გააგრძელებს. ორი დაშავებული კი თურქეთის საავადმყოფოში რჩება. ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში 14 აგვისტოს, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, ავარია მოუვიდა ქართულ სანომრენიშნიან ავტომანქანას, რომელსაც გადაჰყავდა საქართველოს 21 მოქალაქე – დროებით მომუშავე სეზონური …

„ველმონდის“ კაზინოს მუშაობის უფლება მისცეს

სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდის“) კაზინომ მუშაობა განაახლა. სასტუმროს იურისტის, კახა წერეთლის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კაზინოს ფუნქციონირების ნება დართო. „სასამართლოს 9 ივნისის გადაწყვეტილება შეეხო როგორც კაზინოს, ასევე სასტუმროსაც. შესაბამისად, ის გადაწყვეტილება აღსრულდა. თუმცა ჩვენ ვმუშაობდით ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ჩათვალა შესაძლებლად, რომ კაზინო გაიხსნას,“ – ამბობს იურისტი. მისი თქმით, კიდევ არის …

საგრანტო დაფინანსება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე

საქართველოს მთავრობის 9 აგვისტოს დადგენილებით, 2018-2019 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური ოდენობა 1 498 500 ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობა სპეციალობების მიხედვით: დადგენილების მიხედვით, თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, …

ბრძოლა მეჩეთისთვის და მეჩეთის წინააღმდეგ

„მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა იმაში, რომ თავისუფლად შევძლო ვემსახურო ჩემს რელიგიურ მრწამსს“, – ასე ფიქრობს ბათუმელი მუსლიმი თეონა ვარშალომიძე. მისი აზრით, ბათუმში ახალი მეჩეთი საჭიროა, რადგან არსებული მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს. საქართველოში ძალიან ბევრი მოქალაქე თეონას კატეგორიულად არ ეთანხმება. არსებობს ბევრად რადიკალური მოსაზრებებიც. ვინ ითხოვს მეჩეთს მეჩეთს ბათუმში აჭარაში მცხოვრები მუსლიმები …

რატომ გაჩეხეს ხეები „რესპუბლიკურის“ ეზოში

ბათუმის „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში ხეები გაჩეხეს. ბათუმის გამწვანების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გაჩეხილი ხეები კერძო საკუთრებაშია. „ჩვენ არ მოგვიჭრია. ცოტა ხნის წინ ტოტი იყო ჩამოტეხილი, ღობის გარეთ იყო, ამიტომ ჩვენმა სამსახურმა აალაგა, ახლა კი როგორც გვითრეს, ხე ნახევრად წაქცეული იყო. ეს ხეები ღობის შიგნითაა, კერძო საკუთრებაშია და ჩვენ არ გვეხება,“-ამბობს ირაკლი ბერიძე, გამწვანებისა და ლანდშაფტურის დაგეგმარების სამსახურის …

ბათუმის მერია: ახალი ავტობუსები გზაშია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, „ისუზუ ატამანის“ მოდელის ცისფერი ავტობუსები, რომლებმაც ქალაქში უნდა იმოძრაოს, უკვე გზაშია. 15 ერთეულ ავტობუსს ბათუმის მერია EBRD – ის მხარდაჭერით ყიდულობს.  მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები ევრო 5 სტანდარტისაა და 60 მგზავრზეა გათვლილი. „წლის ბოლომდე ქალაქში 25 ერთეული ავტობუსი იმოძრავებს“. „ახალი ავტობუსები აღჭურვილია GPS სისტემით, კონდენციონერით, არის ადაპტირებული“. ახალი ავტობუსების მოწოდებაზე ხელშეკრულებას 16 …

რატომ ვერ შეელია მთავრობა რელიგიის სააგენტოს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის შემოსავალი 2017 წელს 75 715 ლარი იყო. აქედან, პრემიის სახით 5 ათასი ლარი აიღო, დანამატის სახით კი – 35 300 ლარი. შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, წელს თავმჯდომარე თვეში, ხელფასის სახით, 6 000 ლარს იღებს, შესაბამისად, მისი შემოსავალი ამ დროისთვის უკვე 42 ათასი ლარია. ოფიციალური დოკუმენტის …

კონკურსი არაქართულენოვანი სკოლებისთვის კონსულტანტ და დამხმარე მასწავლებლის შესარჩევად

სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის არაქართულენოვანი სკოლებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კონსულტანტ-მასწავლებლების და დამხმარე მასწავლებლების  შესარჩევ კონკურსს აცხადებს. კონკურსი პროგრამის – „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება“ ფარგლებში ცხადდება. პროგრამის ფარგლებში კონსულტანტ-მასწავლებლების ფუნქცია-მოვალეობა იქნება ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის შესაბამისად ქართულის, როგორც მეორე ენის  სწავლება სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის ან კახეთის არაქართულენოვან სკოლაში. ასევე,  სკოლის ბაზაზე არაფორმალური …

ბათუმში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარია თამარის დასახლებაში, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით დილის 7:00 …

43 ვაკანსია 12 საგნის კონსულტანტ-მასწავლებლის შესარჩევად

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამის –  „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში კონსულტანტ – მასწავლებლის პოზიციაზე შესარჩევ კონკურსს აცხადებს. კონკურსის ფარგლებში 43 ვაკანსიაზე 12 საგნის სპეციალისტი შეირჩევა. შერჩეული კანდიდატები აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის საჯარო სკოლებში განაწილდებიან. ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული კონსულტანტ – მასწავლებლების ფუნქცია – მოვალეობა იქნება ეროვნული …

ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალი BIAFF-ი 16 სექტემბერს დაიწყება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის საავტორო ფილმების მე-12  საერთაშორისო კინოფესტივალი 2018 წლის 16-23 სექტემბერს ჩატარდება. „კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების მიღება 2018 წლის პროგრამისთვის. BIAFF 2018 ფესტივალის სრული პროგრამა გამოცხადება პირველ სექტემბერს. აგვისტოს შუა რიცხვებიდან პერიოდულად დაანონსდება ფესტივალის სხვადასხვა სექციის მონაწილე ფილმების სია“. კინოფესტივალი 16 სექტემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში გაიხსნება.  გახსნის ცერემონიაზე  ქართული კინოს 110 წლისთავის …

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 18 აგვისტოს დაიწყება – რას ითხოვს გარემოს ზედამხედველობა

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2018 წლის 18 აგვისტოს დაიწყება.  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ  გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი), ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის …

„ხედის დამახინჯებას ჩვენც განვიცდით“- ჯიხური ლითონის ბოტასებთან ბულვარში

ბათუმის ბულვარში, პლაჟთან, სასეირნო ბილიკზე, ლითონის მწვანე ფერის ბოტასები 2012 წელს განათავსეს. ლითონის სკულპტურის დიზაინერი დავით გოგობერიშვილია. მწვანე ბოტასებთან საკმაოდ ხშირად იღებენ ფოტოებს როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივები. მანამდე, სანამ ბოტასების გვერდით რკინის ჯიხური გაჩნდებოდა, ბოტასების ირგვლივ ზღვის ხედი იშლებოდა. ცოტა ხნის წინ კი, მწვანე ბოტასები თითქმის რკინის ჯიხურის კარებთან აღმოჩნდა. ლითონის მწვანე ბოტასების გვერდით რკინის …

ბაკალავრებისა და მაგისტრების 2018-2019 წლების საგრანტო დაფინანსება

საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობას ბაკალავრებისა და მაგისტრანტების საგრანტო დაფინანსების საკითხი წარუდგინა. პროექტის მიხედვით, ნიჭიერი სტუდენტებისთვის სახელმწიფომ დაფინანსება უნდა გამოყოს. სამინისტროს ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წლისათვის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის გამოყოფილი თანხა 25 323 750 ლარს შეადგენს, საიდანაც 12 723 750 ლარი პრიორიტეტული მიმართულებებისთვის, ხოლო 12 600 000 ლარი – სახელმწიფო სასწავლო გრანტისათვის დაიხარჯება. კატეგორიების მიხედვით თანხა …

„ხელვაჩაურის მერია დანაპირებს არ ასრულებს“ – გემულაურის მოსახლეობა წყალს ითხოვს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გემულაურის მოსახლეობა მერიას წყლის პრობლემის მოგვარებას სთხოვს. როგორც სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, მერია მათ სოფლის ტყეში აღმოჩენილ წყაროზე სათავე-ნაგებობის მოწყობას დაჰპირდა, თუმცა ახლა დანაპირების შესრულებაზე უარს ამბობს. „ჯერ გვითხრეს, თუ წყალს იპოვით, სოფელში მოყვანაში ჩვენ დაგეხმარებითო. ვიპოვეთ წყარო, მერიის წარმომადგენლები მივიდნენ, შეამოწმეს, დაათვალიერეს. გაკეთდა პროექტი და ტენდერიც გამოცხადდა 300 ათას ლარზე,“-გვეუბება სოფლის მცხოვრები …

4 პირი „ქურდული სამყაროს წევრობის“ და „ქურდული საქმიანობის მხარდაჭერის“ ბრალდებით დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით“, მოსამართლის განჩინებით ოთხი პირი დააკავეს. ხოლო „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად არის მიცემული თენგიზ ხოფერია. „გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის მაისში დ.გ.-მ, რომელსაც ფინანსური საკითხზე დავა ჰქონდა თ.ბ.-სთან, მატერიალური უპირატესობის მიღების მიზნით მიმართა თურქეთში მყოფ ,,კანონიერ ქურდ“ თენგიზ ხოფერიას, …

გამოცხადდა მიღება დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ პროგრამაზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, გამოცხადდა მიღება 2018-2019 სასწავლო წლიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. პროგრამის  მიზანია დაწყებითი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადება და მისი უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. „დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს  მიენიჭებათ განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი და უფლება ექნებათ მიღებული კვალიფიკაციით, საქართველოს …

ავარია ბათუმში – დაშავდა ორი ადამიანი

დღეს, 13 აგვისტოს, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, დაახლოებით 9:30 საათზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი. „ცოლ-ქმარს დაეჯახა მსუბუქი ავტომანქანა, ერთს თავის არეში აქვს დაზიანება, მეორეს კი, სავარაუდოდ, ფეხი აქვს მოტეხილი“. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარაში 11 სოფელს შუქი არ მიეწოდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში სოფელ ზემო წინსვლაში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი, ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რის გამოც შეწყვეტილია გაზმომარაგება. „საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი მუნიციპალიტეტებში დაზიანებულ ადგილებზე გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის“. სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარაში შუქი …

კვარიათში მეწყერი ჩამოწვა

კვარიათში, იოანე ლაზის ქუჩაზე მეწყერი ჩამოწვა. როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, ადგილზე იმყოფება ქალაქის მერი, ასევე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. მერიის ინფორმაციით, მეწყერი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის წინაა ჩამოწოლილი. „გადავწყვიტეთ რომ უსაფრთხოების მიზნით ოჯახი დროებით გავიყვანოთ, სანამ არ მოხდება შესწავლა. მალე დაიწყება გაწმენდითი სამუშაოებიც. საიდანაც ჩამოწვა მეწყერი, იქ რ არის დასახლება. თუმცა, უნდა შეიცვალოს წყლის მიმართულება, რომ …

სარფის საბაჟოზე ასი ათასი ლარის ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს დიდი ოდენობით  2 კგ-მდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული  ოქროს ნაწარმის საერთო საბაჟო ღირებულება  100 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით“. საგამოძიებო …

ბათუმში 150-მდე აბონენტს შუქი არ მიეწოდება

ამ დროისთვის ბათუმში 150-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, დილის საათებში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 500-მდე აბონენტს. „თუმცა ამ დროისთვის 150-მდე აბონენტია მხოლოდ გათიშული. დენის გათიშვა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია,“- განაცხადეს კომპანიაში. ელექტროენერგია გათიშულია ქალაქის ე.წ. ჭაობის დასახლებაში. „მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და ვფიქრობთ, პრობლემა მალე აღმოიფხვრება“.

თორნიკე რიჟვაძის მორიგი კომენტარი ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე

დღეს, 9 აგვისტოს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ბევრი კითხვა დასვეს, მათ შორის ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზეც. „მე გეტყვით, რომ წლების განმავლობაში ეს პროცესი (ახალი მეჩეთის მშენებლობა იგულისხმება) მიმდინარეობს. მე მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და ამ პოზიციაზე ვრჩები. შესაბამისად, როცა პროცესი იქნება დასრულებისკენ, რა თქმა უნდა, საზოგადოებას  …

თორნიკე რიჟვაძე: „ოცნების ქალაქის“ პრობლემის გადაჭრა ჩვენი ღირსების საკითხია

დღეს, 9 აგვისტოს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. როგორც რიჟვაძემ განაცხადა, შეხვედრის მიზანი გაცნობითი ხასიათის იყო. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა, მალხაზ ჭკადუამ, კითხვა ე.წ „ოცნების ქალაქის“ პრობლემასთან დაკავშირებით დასვა. მისი თქმით, „ოცნების ქალაქი“ ერთგვარ „აქილევსის ქუსლად“ იქცა აჭარის ხელისუფლებისთვის. როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას მთავრობა და აქვს  თუ არა კონკრეტული …

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, ავტომობილი ქალს და კაცს დაეჯახა

დღეს, დაახლოებით 14:10 საათზე, ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი ორ მოქალაქეს ზებრაზე დაეჯახა. დაშავებულთაგან ერთი სასწრაფო დახმარების სამსახურმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „თავზე ჰქონდა დაზიანება და სხეულზე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები“. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების  დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სხეულის …

დღეს ბათუმში ზღვაზე 5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს, რომ დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. დღის განმავლობაში შავი ზღვის სანაპიროზე ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრს მიაღწიოს. „ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება,“- აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საგანგებო სიტუაციების …

Exit mobile version