მთავარი,სიახლეები

კონკურსი ფოტოგრაფებისთვის

05.07.2018
კონკურსი ფოტოგრაფებისთვის

ცხადდება ღია კონკურსი ბათუმის ფოტოდღეების მთავარ გამოფენაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის. ფოტოდღეების ისტორია იწყება 2016 წლიდან, პროექტის – Odesa – Batumi Photo Days- ის ფარგლებში.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, 2018 წელს ფესტივალი  უფრო მრავლისმომცველ სახეს მიიღებს. „გამოფენის თემა იქნება se@ experience – რაც შეიძლება ითარგმნოს „ნახე გამოცდილება“ ან „ზღვა გამოცდილება“. კონცეფცია დაფუძნებულია განსხვავებული ხედვისა და ღრმა განცდის უნარზე, ზღვა – როგორც სუბსტანციის სიმბოლო, გარემოსი ან პირადი ჰორიზონტის.

„ფოტოდღეების მიზანია ერთგვარი ექსპერიმენტის განხორციელება, გამოხატვის ახალი ფორმების პოვნა და თქვენი პირადი პროფესიული გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა“.

მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ 40 მონაწილე შეირჩევა, თითოეული არტისტისგან შემდგომ შეირჩევა 1 წინადადება და ფოტოსურათი. თითოეული სურათი და წინადადება უნდა გაიგზავნოს ბათუმის ფოტოდღეების ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

წელს ფესტივალი გაიმართება 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით.

ძირითადი გამოფენის პარალელურად, ფოტოდღეების ფარგლებში, გაიმართება კიდევ სამი გამოფენა, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში და ხოლო აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში მოეწყობა სხვადასხვა ქართული და უცხოური გამოფენა.

ასევე, დაგეგმილია ქართული, პოლონური და სხვა ფოტოგრაფიის საუკეთესო საერთაშორისო მაგალითების ღამის ჩვენებები.

„თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ ინფორმაციით, ძირითად პროგრამასთან ერთად, გახსნისა და დახურვის ცერემონიალები მონაწილეებსა და სტუმრებს ქართული ელექტრონული მუსიკით მდიდარ, განსაკუთრებულ და დასამახსოვრებელ ღამეებს ჰპირდება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 ივლისი.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფეისბუქ (Odessa-Batumi Photo Days) და ინტერნეტგვერდებზე ( Casbatumi.ge) .

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: