გამოცხადდა მიღება დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ პროგრამაზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, გამოცხადდა მიღება 2018-2019 სასწავლო წლიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. პროგრამის  მიზანია დაწყებითი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადება და მისი უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. „დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს  მიენიჭებათ განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი და უფლება ექნებათ მიღებული კვალიფიკაციით, საქართველოს …

ავარია ბათუმში – დაშავდა ორი ადამიანი

დღეს, 13 აგვისტოს, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, დაახლოებით 9:30 საათზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი. „ცოლ-ქმარს დაეჯახა მსუბუქი ავტომანქანა, ერთს თავის არეში აქვს დაზიანება, მეორეს კი, სავარაუდოდ, ფეხი აქვს მოტეხილი“. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარაში 11 სოფელს შუქი არ მიეწოდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში სოფელ ზემო წინსვლაში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი, ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რის გამოც შეწყვეტილია გაზმომარაგება. „საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი მუნიციპალიტეტებში დაზიანებულ ადგილებზე გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის“. სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარაში შუქი …

კვარიათში მეწყერი ჩამოწვა

კვარიათში, იოანე ლაზის ქუჩაზე მეწყერი ჩამოწვა. როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, ადგილზე იმყოფება ქალაქის მერი, ასევე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. მერიის ინფორმაციით, მეწყერი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის წინაა ჩამოწოლილი. „გადავწყვიტეთ რომ უსაფრთხოების მიზნით ოჯახი დროებით გავიყვანოთ, სანამ არ მოხდება შესწავლა. მალე დაიწყება გაწმენდითი სამუშაოებიც. საიდანაც ჩამოწვა მეწყერი, იქ რ არის დასახლება. თუმცა, უნდა შეიცვალოს წყლის მიმართულება, რომ …

სარფის საბაჟოზე ასი ათასი ლარის ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს დიდი ოდენობით  2 კგ-მდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული  ოქროს ნაწარმის საერთო საბაჟო ღირებულება  100 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით“. საგამოძიებო …

ბათუმში 150-მდე აბონენტს შუქი არ მიეწოდება

ამ დროისთვის ბათუმში 150-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, დილის საათებში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 500-მდე აბონენტს. „თუმცა ამ დროისთვის 150-მდე აბონენტია მხოლოდ გათიშული. დენის გათიშვა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია,“- განაცხადეს კომპანიაში. ელექტროენერგია გათიშულია ქალაქის ე.წ. ჭაობის დასახლებაში. „მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და ვფიქრობთ, პრობლემა მალე აღმოიფხვრება“.

თორნიკე რიჟვაძის მორიგი კომენტარი ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე

დღეს, 9 აგვისტოს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ბევრი კითხვა დასვეს, მათ შორის ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზეც. „მე გეტყვით, რომ წლების განმავლობაში ეს პროცესი (ახალი მეჩეთის მშენებლობა იგულისხმება) მიმდინარეობს. მე მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და ამ პოზიციაზე ვრჩები. შესაბამისად, როცა პროცესი იქნება დასრულებისკენ, რა თქმა უნდა, საზოგადოებას  …

თორნიკე რიჟვაძე: „ოცნების ქალაქის“ პრობლემის გადაჭრა ჩვენი ღირსების საკითხია

დღეს, 9 აგვისტოს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. როგორც რიჟვაძემ განაცხადა, შეხვედრის მიზანი გაცნობითი ხასიათის იყო. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა, მალხაზ ჭკადუამ, კითხვა ე.წ „ოცნების ქალაქის“ პრობლემასთან დაკავშირებით დასვა. მისი თქმით, „ოცნების ქალაქი“ ერთგვარ „აქილევსის ქუსლად“ იქცა აჭარის ხელისუფლებისთვის. როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას მთავრობა და აქვს  თუ არა კონკრეტული …

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, ავტომობილი ქალს და კაცს დაეჯახა

დღეს, დაახლოებით 14:10 საათზე, ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი ორ მოქალაქეს ზებრაზე დაეჯახა. დაშავებულთაგან ერთი სასწრაფო დახმარების სამსახურმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „თავზე ჰქონდა დაზიანება და სხეულზე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები“. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების  დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სხეულის …

დღეს ბათუმში ზღვაზე 5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს, რომ დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. დღის განმავლობაში შავი ზღვის სანაპიროზე ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრს მიაღწიოს. „ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება,“- აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საგანგებო სიტუაციების …

არაქართულენოვანი სკოლები ახალ სახელმძღვანელოებს ვერც წელს მიიღებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის ახალ სასწავლო წელს არაქართულენოვანი სკოლები ახალ სახელმძღვანელოებს ვერ მიიღებენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მინისტრის მოადგილემ, თემურ მურღულიამ უთხრა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ ინფორმაციით, 2013 წლის კვლევების მიხედვით, საქართველოში 213 არაქართულენოვანი სკოლა და 77  სექტორია. აქედან 85  სკოლა მთლიანად აზერბაიჯანულენოვანია, 11 – რუსულენოვანი, 117 კი …

მინისტრის მოადგილე: სკოლის არჩევანი გადამწყვეტი არ არის სახელმძღვანელოს გრიფირებისას

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თემურ მურღულია „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ სკოლების არჩევანი სახელმძღვანელოების გრიფირებისას არ ყოფილა და ვერც იქნებოდა გადამწყვეტი. „რასაც მე პრინციპულად ვეთანხმები“, – ამბობს თემურ მურღულია. მისი თქმით, სკოლებმა, რომლებმაც პირველ ეტაპზე გარკვეული სახელმძღვანელოები პოზიტიურად შეაფასეს, მოგვიანებით აღიარეს, რომ მათი შეფასება არასწორი იყო. „მე ვესაუბრე პედაგოგებს და მათ ეს აღნიშნეს საუბარში. პრინციპში, …

54 წლის შშმ ქალი ლოგინად ჩავარდნილ დედას უვლის

54 წლის მერი 80 წლის დედასთან, შვილთან და ორ შვილიშვილთან ერთად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მერის დედა შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და მოძრაობა არ შეუძლია. შეზღუდული შესაძლებლობისაა მერიც. ოჯახმა საცხოვრებელი ბინა 6 წლის წინ დაკარგა. „ბინა დავაგირავე და ორჯერ ხერხემალზე გავიკეთე ოპერაცია. ისე მოხდა, რომ ფული ვეღარ დავაბრუნე და ბინა წამართვეს“, – გვეუბნება მერი. ოჯახის შემოსავალი …

აგვისტოს ომში დაღუპული ოთხი შაინიძის ოჯახი ომის შემდეგ – რეპორტაჟი ერთი სოფლიდან

აგვისტოს ომში თავდაცვის სამინისტროს 169 თანამშრომელი დაიღუპა, აქედან ხუთი უგზოუკვლოდ დაიკარგა. დაღუპულებს შორის ერთადერთია შაინიძეების გვარი, ვისაც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში ოთხი ჯარისკაცი დაეღუპა. მათგან სამი ქობულეთში, დაბა ოჩხამურში ცხოვრობდა. კაპრალი შაინიძე გიორგი დავითის ძე – ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი სერჟანტი შაინიძე ვაჟა ნოდარის ძე – II ქვეითი ბრიგადა კაპრალი შაინიძე ამირან ნოდარის ძე – …

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალი

სახელმწიფო რვა უმაღლეს სასწავლებელში გარკვეულ ფაკულტეტებს დააფინანსებს. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხრა მიმართულება დაფინანსდება. აქედან ყველაზე მეტი – 200 ადგილი გამოყოფილია ქართული ფილოლოგიისთვის და 400 ადგილი ეკონომიკისთვის. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სახელმწიფო 25 მიმართულებას დააფინანსებს. ყველაზე მეტი – 400 ადგილი გამოყოფილია მშენებლობის მიმართულებით, მეორე ადგილზეა ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო დაფინანსება გამოყოფილია 13 …

გამომცემლობა „ტრიასი“: ყველაზე მოთხოვნად სახელმძღვანელოს გრიფი მოულოდნელად მოუხსნეს

გამომცემლობა „ტრიასის“ ქართული სახელმძღვანელოების ჯგუფის ხელმძღვანელმა ირინე იაშვილმა ფეისბუკზე გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გამომცემლობის მიერ შედგენილი ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი კლასისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო, რომელმაც გრიფირების ყველა ეტაპი გაიარა, მოულოდნელად მოუხსეს გრიფი. ირინე იაშვილის განცხადებით, სახელმძღვანელო ატვირთულო იყო განათლების სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე, სადაც სახელმძღვანელომ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. „ყველაზე მეტმა სკოლამ სწორედ ჩვენი სახელმძღვანელო …

კაფე k2: მერიამ გაფრთხილების გარეშე დაგვაჯარიმა 500 ლარით

ბათუმში, დუმბაძის ქუჩაზე არსებული კაფე „k 2“-ის წარმომადგენელი ლევან ხუჯაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბათუმის მერიის ხმის მონიტორინგის ჯგუფმა გაფრთხილების გარეშე დააჯარიმა. „გუშინ მოგვივიდა ჯარიმა 500 ლარი. შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რის საფუძველზე დაგვაჯარიმეს. ხმაურის მონიტორინგის სამსახურში გვაჩვენს ოქმი, თუმცა ოქმის ბოლოში ეწერა, რომ ხმაური იყო დასაშვებ ნორმაში. ამის მიუხედავად, ჯარიმა მაინც გამოიწერა“, – ამბობს ლევან ხუჯაძე. …

რას ისწავლიან ხულოს პროფესიულ სასწავლებელში სტუდენტები

ხულოში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება, რომელიც ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის“ ფილიალი იქნება. პროფესიული კოლეჯი ხულოს საჯარო სკოლის ბაზაზე გაიხსნება. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, საჯარო სკოლის გვერდით დგას მეორე შენობა და სწორედ აქ განთავსდება პროფესიული სასწავლებელი. შენობა 720 კვ.მეტრია, აქვს 154.5 კვ. მეტრი სარდაფი, სასწავლებელს დარჩება შენობის მიმდებარე ტერიტორიაც. როგორც სამინისტროში აცხადებენ, შენობა მთლიანად …

მარტვილის კანიონს შვიდ თვეში 86 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია

მარტვილის კანიონი ბუნების ძეგლია და იგი სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კანიონის სიგრძე 2400 მეტრია, ჩაჭრის სიღრმე კი – 20-30 მეტრი. კანიონში ორ ადგილზე შემონახულია კირქვის ბუნებრივი ხიდები, შუა წელში წარმოიშობა 12-15 მეტრი სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. ერთი ჩანჩქერი ცნობილია „დადიანების საბანაოს“ სახელით. აქ ჩასასვლელად კირქვის დიდი კვადრატებისგან აშენებულ კიბეს უნდა ჩაუყვეთ. ქვით მოკირწყლული წრიული საფეხმავლო …

ბათუმში 10 აგვისტოს ხელოვნების ფესტივალი იწყება

10 აგვისტოს ბათუმში ხელოვნების ფესტივალი ARGANI დაიწყება, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება. ბათუმის ცენტრალურ პარკში მოეწყობა მხატვრებისა და დიზაინერების ნამუშევრების გამოფენები. „ფესტივალი უმასპინძლებს ხელნაკეთი ნივთების ოსტატებს, იოგას ინსტრუქტორებს, მომღერლებს, მუსიკოსებს, ფოტოგრაფებს, მოქალაქეებსა და ჩვენი ქალაქის სტუმრებს. ფესტივალზე ნახავთ ქართველი ოსტატების საუკეთესო ნამუშევრების გამოფენას, მასტერკლასებს, შოუპროგრამებს, რომლებიც  საოცარ ხელოვნებისა და სილამაზის ატმოსფეროში გადაგიყვანთ,“-ამბობენ ფესტივალის ორგანიზატორები. ფესტივალზე დაგეგმილია …

როგორ მკურნალობენ სისხლში ტყვიის მაღალ შემცველობას

საქართველოში „იუნისეფი“ სექტემბერში იწყებს 2-იდან 10 წლამდე ბავშვების გამოკვლევას სისხლში ტყვიის შემცველობაზე, რომლის შედეგებიც მომავალი წლის პირველ კვარტალში იქნება ცნობილი. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა ფიქსირდება და რა ზომებს უნდა მიმართოს პაციენტმა მკურნალობისთვის? „ბათუმელები“ ამ თემაზე პედიატრ თემურ მიქელაძეს ესაუბრა. ბატონო თემურ, როგორი მკურნალობა ენიშნებათ იმ პაციენტებს, რომლებსაც სისხლში ტყვიის …

სოციალურად დაუცველი ჯგუფების ულტიმატუმი აჭარის ახალ მთავრობას

დღეს, 27  ივლისს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ სოციალურად დაუცველი  ჯგუფები შეიკრიბნენ და აჭარის მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს. მათი განცხადებით, თუკი ხელისუფლება „ოცნების ქალაქის“ პრობლემას საბოლოოდ არ მოაგვარებს, ისინი საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. ხელისუფლებას გარკვეულ მოთხოვნებს უყენებენ იპოთეკით დაზარალებული პირებიც. კახა ხიმშიაშვილი, „ოცნების ქალაქიდან“:  „წლები გადის და ყველა ხელისუფლება გვპირდება „ოცნების ქალაქის“ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ გადაწყვეტილებას არავინ არ …

ანბანის კოშკთან დაჭრილი ორი ახალგაზრდა რეანიმაციაშია, ერთს კი ოპერაცია უტარდება

27 ივლისს, გამთენიისას ბათუმში, ანბანის კოშკთან დაჭრილი ოთხი ახალგაზრდიდან სამი საავადმყოფოში რჩება. როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა მალხაზ ხალვაშმა „ბათუმელებს“ უთხრა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამი დაჭრილია შეიყვანეს. „აქედან ორის მდგომარეობა მძიმეა. ერთ ჰქონდა მსუბუქი ჭრილობა ბარძაყის არეში, დავუმუშავეთ და დღესვე გაეწერა, მეორეს ბარძაყის არტერიაში ჰქონდა ჭრილობა და ჩაუტარდა ოპერაცია. მესამეს ჰქონდა მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა. ამ …

თამარის დასახლებას რამდენიმე საათით წყალი შეუწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს 27 ივლისს, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10:00-დან 14:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ თამარის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს. „წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია SMS შეტყობინების სახით მიეწოდათ“-აცხადებენ „ბათუმის წყალში“. სამუშაოებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შპს ,,ბათუმის წყლის” ცხელი ხაზის მეშვეობით, შემდეგ ნომერზე: (0422) 242222, ან 1152.

აშშ-ის მთავრობა აჭარაში სამი სკოლის რეაბილიტაციაში 1.5 მილიონ დოლარს დახარჯავს

აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, აჭარაში სამ საჯარო სკოლას სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებს. რეაბილიტაციის შემდეგ ტექნიკითა და ლაბორატორიებით სრულად აღიჭურვება ბათუმში მე-18, ქობულეთის და ლეღვას საჯარო სკოლები. რეაბილიტაციაზე  1.5 მილიონი დოლარი დაიხარჯება. „სარეაბილიტაციაო ფართობი მთლიანობაში 8 500 კვადრატულ მეტრს მოიცავს. სასწავლო გარემო  3000-ზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდება“ – მიიჩნევენ აჭარის …

13 ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები ბათუმის ბულვარში აჭარულს იცეკვებენ 

ბათუმის ბულვარში 29-31 ივლისს, 13 ქვეყნის 40-მდე სტუდენტი აჭარულ ცეკვას შეასრულებს. სტუდენტები ჩამოვლენ გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ჰოლანდიიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და რუსეთიდან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ახალგაზრდები რეგიონს ევროპის სტუდენტთა ფორუმის (AEGEE-Tbilisi)  საზაფხულო უნივერსიტეტის პროექტის – „Drop of Wine from Mountain to Sea“ ფარგლებში ესტუმრებიან. „ბათუმში ჩამოსვლამდე სტუდენტები ორი კვირის განმავლობაში  საქართველოს სხვადასხვა რეგიონს …

კონკურსი ბსუ-ში 128 აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობებზე კონკურსი მიმდინარეობს. ვაკანსია გამოცხადებული იყო 128 აკადემიურ თანამდებობაზე. კონკურსი ცხრა ფაკულტეტს ეხება. ამ დროისთვის კონკურსის შედეგები უკვე ცნობილია ხუთ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 17 ვაკანტური ადგილი იყო გამოცხადებული ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, კონკურსში ამდენივე პირი მონაწილეობდა. ხმების საკმარისი რაოდენობა მხოლოდ ერთმა მონაწილემ ვერ მიიღო. იურიდიულ ფაკულტეტზე 8 ვაკანტური ადგილი …

დელფინარიუმი: არ იყიდოთ ბილეთი გადამყიდველებთან

ბათუმის დელფინარიუმი განცხადებას ავრცელებს დელფინების შოუს ბილეთების გადამყიდველებთან დაკავშირებით და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მოტყუვდნენ. „დელფინარიუმის შენობის მიმდებარედ, გარე პერიმეტრზე, მრავლადაა ე.წ „გადამყიდველები“, მოქალაქეთა ერთი და იგივე ჯგუფი, რომლებიც ორმაგ, სამმაგ ფასში ყიდის შოუს ბილეთებს, ეწევიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობას.  გაფრთხილებთ და გთხოვთ!  ნუ მოტყუვდებით და შეიძინეთ ბილეთები წინასწარ, უმჯობესია ონლაინ რეჟიმში, ჩვენივე ვებგვერდზე  ან რამდენიმე დღით …

მთავრობის აპარატის უფროსად არჩილ ჩიქოვანი დანიშნეს, თორნიკე რიჟვაძე მისი მეჯვარეა

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის აპარატის უფროსად, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, არჩილ ჩიქოვანი დანიშნა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოს დეპუტატებთან შეხვედრის განაცხადა, ის არჩილ ჩიქოვანის მეჯვარეა. დეპუტატების კითხვაზე – შექმნის თუ არა მისი და ჩიქოვანის პირადი ურთიერთობები პრობლემებს მმართველობაში, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა რომ – არა. მეჯვარის მიერ მის თანამდებობაზე დანიშვნაში …

ფიროსმანის ქუჩის მცხოვრებლები: მშენებელი კომპანია სადარბაზოს კარებს გვიკეტავს

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის 16 ნომერში მრავალსართულიანი კორპუსის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, კორპუსის მშენებელი ბინის მეპატრონეებს სადარბაზოს კარებს უკეტავს და სახლში შესვლის უფლებას არ აძლევს. „ჩვენ ამ კორპუსში ბინები გვაქვს შეძენილი და ვცხოვრობთ. დაახლოებით 500-600 ოჯახი ვართ.  კომპანია, რომელმაც ეს კორპუსი ააშენა, ბინის მეპატრონეებს თვითნებურ გადასახადებს უწესებს, ითხოვს დაცვის, დასუფთავების მოსაკრებელს. ჩვენ ეს შეთანხმება …

შსს: ბათუმში არასრულწლოვანებმა ოთხი ობიექტი გაქურდეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ოთხი სავაჭრო ცენტრი გაქურდეს. „გამოვლენილია რამდენიმე არასრულწლოვანი“, – ამბობენ სამინისტროს პრესსამსახურში. ოფიციალური ინფორმაციით, ქურდობის შესახებ შეტყობინება დღეს 23 ივლისს შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

ხელვაჩაურში მშენებარე სახლი ჩამოიშალა – დაშავდა ოთხი ადამიანი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მშენებარე სახლის ჩამოშლის შედეგად 4 მუშა დაშავდა. მათივე ინფორმაციით, ოთხივე დაშავებული მუშა გადაყვანილია საავადმყოფოში. „დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“-ნათქვამია სამსახურის განცხადებაში. შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება მიმდინარეოპბს სსკ-ის 240 მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.  

აჭარის ახალმა მთავრობამ მუშაობა დაიწყო

აჭარის ახალი მთავრობა, 21 ივლისს დაამტკიცეს. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ახალი მინისტრები უკვე წარადგინა და ისინი უფლებამოსილების განხორციელებას დღეს, 23 ივლისს შეუდგებიან. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ჯაბა ფუტკარაძე დაინიშნა, სოფლის მეურნეობის მინისტრად კი ტიტე აროშიძე. ჯანდაცვას და  განათლების სამინისტროს კვლავ ინგა შამილიშვილი და ზაალ მიქელაძე უხელმძღვანელებენ. ახალი მთავრობის დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიიღო უმაღლესი საბჭოს, …

თორნიკე რიჟვაძე დავით გაბაიძესთან ნათესაობაზე: ჩვენი მეუღლეები არიან ნათესავები, ჩვენ არა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს, თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრაზე ჰკითხეს, არის თუ არა ის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის ნათესავი. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ისინი ნათესავები არ არიან: „მეუღლეები არიან ნათესავები, ჩვენ არა“. კითხვაზე, ხომ არ შეუშლის ეს ხელს მათ მუშაობაში, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: „ეს უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს არ …

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის მინისტრობის კანდიდატებს ხვდებიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, დღეს, 20 ივლისს, უმაღლეს საბჭოში, აჭარის მთავრობის მინისტრობის კანდიდატებს ხვდებიან. შეხვედრას ესწრება მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძეც. „გუშინ ბევრი საკითხის ირგვლივ ვისაუბრეთ ამომწურავად. მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ვალდებულება, მაინც ჩავთვალეთ საჭიროდ [შევხვედროდით ფრაქციის წევრებს]. რეფორმები გატარდება მმართველობის კუთხით, კომუნიკაცია უნდა იყოს არამარტო მოსახლეობასთან, არამედ ინსტიტუციებთან. გადაწყვეტილი გვაქვს …

აფხაზი გოგონების ცხოვრება და მომავალი ბათუმში

ოთახში მიყოლებით შემოდიან, მერხებთან სხდებიან და შესცქერიან თავიანთ მასწავლებელს, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც მათ აფხაზურ ენას ასწავლის. მწვანე დაფაზე ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებიან ასოები და ისმის ბგერები, რომელიც აფხაზმა გოგონებმა დაბადებიდან 16-17 და კიდევ უფრო დიდი ხნის შემდეგ, პირველად წარმოთქვეს. თანამედროვე, ბათუმელი აფხაზებისთვის აფხაზური „ბაბუების ენაა“, რადგან ამ ენაზე საუბარი მხოლოდ მათგან ესმით ან …

Exit mobile version