ბათუმში წერეთლის ქუჩაზე კაცის ცხედარი იპოვეს


დღეს, სამ მაისს, დაახლოებით დილით რვა საათზე, ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, 60 წლამდე ასაკის კაცის ცხედარი იპოვეს. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისვლისას კაცი უკვე გარდაცვლილი იყო. შსს-ს ცნობით, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე იყო.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ექიმებმა ადგილზე ნახეს მეორე მამაკაციც, რომელიც ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com