განათლება,მთავარი,სიახლეები

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

15.05.2019
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში მომზადება-გადამზადების პროგრამებზე მსმენელთა რეგისტრაცია დაიწყო.  ამ ეტაპზე, როგორც განათლების სამინისტრო აცხადებს, 400-მდე მსურველის მიღებაა შესაძლებელი.

პროგრამაზე რეგისტრაცია, დაშვების წინაპირობები და  პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.vet.emis.ge.

პირველ ეტაპზე პროფესიულ გადამზადება-მომზადებას მსურველებს სამშენებლო და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით სთავაზობს სახელმწიფო. „ივნისიდან კი მოკლევადიან პროგრამებს სხვადასხვა სფეროში კერძო კომპანიებიც შესთავაზებენ“.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან. პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: