განათლება,მთავარი,სიახლეები

კინოფესტივალ Giffoni-ის გამარჯვებულები ბათუმიდან

14.05.2019
კინოფესტივალ Giffoni-ის გამარჯვებულები ბათუმიდან

კინოფესტივალ Giffoni-ის სამი გამარჯვებული გამოავლინეს. სამი გოგონა იტალიაში, ქალაქ ჯიფონში გაემგზავრება კონოფესტივალზე. აქედან ორი გამარჯვებული ბათუმელია.

13 წელს ზემოთ ასაკში, ბათუმელმა თინათინ დოლიძემ და გორელმა მარიამ გელაშვილმა გაიმარჯვეს კონკურსში, 16 წელს ზემოთ ასაკში კი – ბათუმელმა თამარ ტაბიძემ.

წელს ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალი 49-ედ უმასპინძლებს მოზარდებს მთელი მსოფლიოდან. საქართველო კი მეშვიდედ იქნება წარდგენილი საერთაშორისო კინოფესტივალზე. კონკურსის წესების მიხედვით, კინოხელოვნებით დაინტერესებული მოზარდები განიხილავენ ფილმებს. დისკუსია ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. ფესტივალის მიზანია, მოზარდ კრიტიკოსთა ახალი თაობის აღზრდა და განვითარება.

ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო კომპონენტს – კონკურსანტებს შესაძლებლობა აქვთ ტრენინგები და მასტერკლასები მსოფლიო დონის რეჟისორებთან, მსახიობებთან და მომღერლებთან გაიარონ.

წელს კონკურსის წესები მცირედით შეიცვალა და გამარჯვებულებს წინა წელს გამარჯვებული მოზარდები ავლენდნენ.

„ჯიფონში ჩასვლის დროს ოჯახებში ვიცხოვრებთ. დაახლოებით 8-10 დღე დავრჩებით, ვუყურებთ ფილმებს და განვიხილავთ. იქნება დაჯილდოებაც სხვადასხვა ნომინაციაში. ბოლოს კი რამდენიმე ცნობილ მსახიობს შევხვდებით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ ტაბიძე.

„კონკურსში პირველად მივიღე მონაწილეობა, გასაუბრების პრინციპი საკმაოდ ადვილია, თანატოლების გარემოცვაში ნერვიულობის მიზეზი საერთოდ არ გაქვს და თავს გახსნილად გრძნობ. ერთმანეთის გაცნობის შემდეგ მოკლემეტრაჟიან ფილმს ვუყურეთ, რის ირგვლივაც დისკუსია გავმართეთ. გავიმარჯვე და მივიღე დაფინანსება კინოფესტივალზე დასასწრებად“, – გვეუბნება თინათინ დოლიძე.

თინათინ დოლიძე სკოლა „ნიკეში“ სწავლობს, თამარ ტაბიძე კი ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: