„რესპუბლიკური საავადმყოფო“ მუშაობას აღარ შეწყვეტს

„რესპუბლიკური საავადმყოფო” მუშაობას აღარ შეწყვეტს, – ამის შესახებ „ბათუმელებს“ საავადმყოფოს ექიმებმა უთხრეს. „ეკონომიკის მინისტრი იყო მოსული და შევთანხმდით, რომ შეჩერება არ არის აუცილებელი“, – ამბობს „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმი, ბენო ჭელიძე. კითხვაზე, ვის აწყობდა საავადმყოფოს მუშაობის შეჩერება 6 თვით, ან როგორ არის შესაძლებელი შეჩერების გარეშე ახლის აშენება, ბენო ჭელიძემ ასე გვიპასუხა: „ეს აღარ არის აქტუალური და …

რას აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ 130 ოჯახი უშუქოდ არ დარჩეს

„ვერავისგან ვერ მივიღეთ პასუხი, რას გააკეთებენ. დღე-დღეზე უშუქოდ დარჩენას ველოდებით“, – გვითხრა გივი მიქელაძემ. ის ერთ-ერთია ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულთაგან. ამ დასახლებაში მცხოვრები 130 ოჯახი ერთი ადგილობრივი მკვიდრის, თემურ ბოლქვაძის მრიცხველით სარგებლობს. თვითნებურად შესახლებულებს ენერგოკომპანია ცალკე აბონენტად არ არეგისტრირებს. მათ საკუთრების ან ქონების კანონიერი ფლობის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ. „თემურ ბოლქვაძის სახლი აღებაშია და …

დარღვევა ბათუმის ციხეში, რის გამოც არავინ დასჯილა

პატიმარი ბათუმის ციხიდან ტელეფონით სარგებლობის უფლების დარღვევას აპროტესტებს. გვწერს, რომ წინასწარ სთხოვენ იმ ტელეფონის ნომრებს, ვისთანაც აპირებს საუბარს. მსჯავრდებულ ლ.მ.-ს გასული წლის 20 ივნისის ფაქტზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მიუმართავს. ინსპექტორმა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დაადგინა. ინსპექტორის აპარატში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მსჯავრდებული მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იმყოფება [ბათუმის მე-3 საპყრობილე], მაგრამ კონკრეტულად პატიმარი ლ.მ. ნახევრად …

შუახევში სახლი დაიწვა – გაუწმენდელი გზის გამო სახანძრო ადგილზე ვერ მივიდა

შუახევში, სოფელ კვიახიძეებში, გივი ფუტკარაძის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შუახევის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, სოსლან ზოიძემ მოგვაწოდა. მისი თქმით, ხის ორსართულიანი სახლი დაიწვა, რადგან სახანძრო სამსახურის მანქანა თოვლისგან გაუწმენდელი გზის გამო ადგილზე ვერ მივიდა. სოფელში ამ დრომდე ვერ ავიდა შუახევის გამგებელიც. ტარიელ ებრალიძე ამბობს, რომ გზა გაწმენდილიც რომ ყოფილიყო, ხანძრის ჩაქრობა შეუძლებელი იქნებოდა: „იმდენად …

ბათუმში გარდაცვლილი დედა-შვილი შინმოვლის პროგრამაში ჩართული არ ყოფილა

ბათუმში გარდაცვლილი დედა-შვილი მერიის „შინმოვლის” პროგრამით არ სარგებლობდნენ. ისინი პოლიციამ გუშინ ინასარიძის ქუჩაზე საკუთარ ბინაში გარდაცვლილები იპოვა. შინმოვლის პროგრამას“ ბათუმის მერია ახორციელებს, რომლის ფარგლებში ოჯახს კვირაში ერთხელ ექიმი, ხოლო ორჯერ ექთანი სტუმრობს. პროგრამა, ძირითადად, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე და სოციალურად დაუცველ ადამიანებზეა გათვლილი. გარდაცვლილების მეზობლების თქმით, ბოლო დროს მწოლიარე დედას შვილი უვლიდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის …

ამინდის პროგნოზი: მოსალოდნელია ძლიერი ყინვა

2 თებერვალს, თოვის შეწყვეტის შემდეგ, მოსალოდნელია ძლიერი ყინვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში გვითხრეს, რომ ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა აჭარის მაღალმთიანეთში, სადაც ღამით 10-15 გრადუსი ყინვაა მოსალონდელი. სანაპირო ზოლში კი, ტემპერატურა – 6 გრადუსამდე დაიკლებს. „დღეს, 31 იანვარს, დღის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება ღრუბლიანი, უმეტესად უნალექო ამინდი, ზოგიერთ ადგილზე მოსალოდნელია მცირე თოვა. ხვალისთვის ველოდებით დროგამოშვებით თოვას. მთაში …

თავშესაფრით მოსარგებლეები სადილის გარეშე

ბათუმში მესამე დღეა თოვს, ქალაქში მოქმედი ღამის თავშესაფრები კი დღისით იკეტება. სად მიდიან დღისით ადამიანები, რომლებიც ღამის თავშესაფრებით სარგებლობენ? „ჩვენთან დღისით იკეტება თავშესაფარი და საღამოს 6 საათზე იხსნება“, – გვითხრა თამაზ მღებრიშვილმა. ის საქველმოქმედო ფონდ „კარიტასის“ ბათუმის თავშესაფრის ხელმძღვანელია. მისი თქმით, თოვის გამო თავშესაფრით მოსარგებლეთა რაოდენობა არ გაზრდილა და ამჟამად იქ 28 ადამიანი ათევს ღამეს. თოვის …

როცა პროკურორის ვინაობა საიდუმლოა

„პროკურორს რა უნდა ჰქონდეს დასამალი? რა ლეგიტიმური მიზანი არსებობს იმისთვის, რომ პროკურორის ვინაობა დაიშტრიხოს?“, – ეს კითხვა დღეს მოსამართლე მერაბ ტურავამ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელს დაუსვა. საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს სარჩელს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლოს ნებისმიერ ღია სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას დაინტერესებული პირი ისე გაეცნობა, რომ იქ დაშტრიხული აღარ იქნება: პროკურორი, მსჯავრდებული, ან პროცესში მონაწილე რომელიმე სხვა პირი. …

„ბათუმის ბულვარში“ დასაქმებულთა რაოდენობა 37-ით გაიზარდა

„ბათუმის ბულვარის“ ახალი დებულება დღეს, 27 იანვარს, აჭარის მთავრობამ დაამტკიცა. „სტრუქტურის შეცვლით ბათუმის ბულვარი უფრო ეფექტურად განახორციელებს თავის ფუნქციას,“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. შეცვლილი დებულების მიხედვით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის 7 სამსახურს კიდევ ერთი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური დაემატება. მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ სამსახურის დამატება პირიქით, …

„რესპუბლიკური საავადმყოფო“ მალე მუშაობას შეაჩერებს

„ისე არ უნდა მოხდეს, როგორც სპორტსკოლის შემთხვევაში. ყველა ექიმს უნდა ავუხსნათ და დაველაპარაკოთ ამის შესახებ“, – დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძემ მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს. რამაზ ბოლქვაძემ ინფორმაცია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ წარმოადგინა, მათ შორის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე. ზურაბ პატარაძეს სხდომაზე არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმებოდა „ექიმებთან დალაპარაკებაში“. „ამაში იგულისხმებოდა ის, …

სათვალთვალო კამერების ჩანაწერების წვდომაზე ექსკლუზივი პროკურატურას აღარ აქვს

საკონსტიტუციო სასამართლომ ახლახანს დააკმაყოფილა მოქალაქეების, ნადია ხურციძის და დიმიტრი ლომიძის სარჩელი. ისინი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლს ასაჩივრებდნენ, რომლის მიხედვითაც ქუჩებსა და სხვადასხვა ობიექტებში განთავსებულ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე წვდომა აქამდე მხოლოდ პროკურატურას ჰქონდა. დღეიდან, პროკურატურას რჩება უფლება ამოიღოს ვიდეოჩანაწერები სასამართლოს ნებართვით, თუმცა, ასეთივე უფლებით შესაძლოა სხვებმაც ისარგებლოს მომავალში, თუმცა ვინ? – ამაზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. ნადია …

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, ჯემალ დუმბაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განაჩენი დღეს, 26 იანვარს გამოუტანა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებით, ჯემალ დუმბაძე 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა. საქმეზე არსებითი განხილვა არ შემდგარა. ბრალის აღიარების შემდეგ, პროკურატურამ მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. ჯარიმის გარდა, ჯემალ დუმბაძეს ოთხწლიანი პირობითი სასჯელი დაუწესდა. 2 წლის განმავლობაში ის ვერ იმუშავებს საჯარო დაწესებულებებში, ასევე …

ვინ მიიღებს სარგებელს სესხის გალარებით

17 მარტამდე ნებისმიერ მოქალაქეს დოლარში აღებული სესხის ლარში გადატანა შეუძლია. ხელისუფლება თავდაჯერებულია, რომ მთავრობისა და ეროვნული ბანკის ეს ერთობლივი პროგრამა ლარის კურსის გამყარებას გამოიწვევს და მოსახლეობა შეღავათს იგრძნობს. რატომ ამბობს  მოქალაქეების უმეტესობა ჯერჯერობით ე.წ. ლარიზაციაზე უარს და რა რისკებს შეიცავს დოლარში აღებული სესხის ეროვნულ ვალუტაში გადატანა? „ბათუმელები“ ფინანსისტს, გიორგი ქათამაძეს ესაუბრა. ბატონო გიორგი, რა პირობებით სთავაზობენ …

როგორ მივიღოთ ინფორმაცია მიწის რეგისტრაციაზე

„წინასაარჩევნოდ გვითხრეს, დაგიკანონებთ მიწებსო და შევიტანეთ რეესტრში აზომვითი ნახაზები. მას შემდეგ პასუხს ველით“, – გვითხრა ესმა ცეცხლაძემ. ის მახვილაურში ცხოვრობს, რომელიც ამჟამად ბათუმის ტერიტორიაა. ესმას ოჯახი 20 წელია ყოფილი მეურნეობის მიწებს იყენებს. მისი თქმით, რეესტრისგან თვეების განმავლობაში, კონკრეტულად კი გასული წლის სექტემბრის შემდეგ, ცხელ ხაზზე დარეკვის დროს, მხოლოდ ასეთ პასუხს იღებს: „მიმდინარეობს მონაცემების მოძიება“. ესმა …

აქცია გენეტიკური ექსპერტიზის მოთხოვნით

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილები გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ, რაც მათი აზრით, ბრალდებულის, ვაჟა ხ.-ს უდანაშაულობას დაამტკიცებს. ვაჟა ხ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედება ბრალი. ამ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას, დიდი ალბათობით, დღეს მიიღებს. თუკი მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს დაადასტურებს, ვაჟა ხ.-ს 8-დან 20 წლამდე თავისუფლების …

კანაფის მოყვანა – გაუქმდება თუ არა თავისუფლების აღკვეთით დასჯა

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არსებითი განხილვა დაიწყო სარჩელის, რომელიც ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერების, მათ შორის, კანაფის უკანონო დათესვას, მოყვანას და კულტივაციას ეხება. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, თავისუფლების აღკვეთით ვეღარ დასჯიან ადამიანს კანაფის კულტივაციისთვის. მოსარჩელეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგინაშვილი თვლიან, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი არღვევს „საქართველოს კონსტიტუციის“ …

რატომ იხურება ავეჯის მაღაზიები ბათუმში

ავეჯისა და საოჯახო ნივთების 4 ცნობილი მაღაზია ბათუმში იხურება. მაღაზიის მფლობელები დახურვას ლარის გაუფასურებას და შესაბამისად, იმპორტირებული საქონლის გაძვირებას არ უკავშირებენ. კვლევის მიხედვით კი, ავეჯით და საოჯახო ნივთებით ვაჭრობის სექტორში 22 პროცენტით შემცირდა ბრუნვა. ჯერ არ დახურულა, მაგრამ აბრა, ფართობის გაქირავება-გაყიდვის შესახებ უკვე გამოკრულია გორგასლის ქუჩაზე, მაღაზია VALENTIN-ის შესასვლელთან. მაღაზიაში ზურაბ გოგიტიძე დაგვხდა, ბათუმის ოფისის …

მკვლელობის მცდელობის საქმე

მოსამართლე ირაკლი შავაძე იაკობ ა.-ს საქმეს განიხილავს. მას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გასული წლის 17 ივლისს სოფელ თხილნარის ერთ-ერთ კაფეში ცეკვის დროს გიზო დ. დაჭრა. 18 ივლისს პოლიციელებმა იაკობ ა. დააკავეს. დაცვის მხარე მოუყვა „ბათუმელებს“, რომ 19 ივლისს პოლიციაში თავისით გამოცხადდა სხვა ახალგაზრდა, დაზარალებულის ბიძაშვილის ქმარი, რომელმაც თქვა, რომ დანაშაული მან …

„ტვ25“-ის დირექტორი ირინა ყურუას ტელევიზიიდან წასვლაზე

„ტვ 25“-დან საინფორმაციო სამსახურის უფროსის და გადაცემა „დიალოგის“ წამყვანის წასვლას ტელევიზიის დირექტორი, მურთაზ ფრანგულაშვილი დღეს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოეხმაურა. მან ირინა ყურუას წასვლას „დრამატული“ და „თეატრალიზებული“ უწოდა. „ტვ 25“-ის დირექტორი დარწმუნებულია, რომ ირინამ არხი „აჭარის ტელევიზიაში“ გადასვლის გამო დატოვა და მენეჯმენტს ახალი მოდელის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. თავად ირინა ყურუა კი ამბობს, რომ შეთავაზება დასაქმებაზე …

ირინა ყურუამ „ტვ 25“ დატოვა

ჟურნალისტმა ირინა ყურუამ „ტელეარხი 25“ დატოვა. ის საინფორმაციო გამოშვება „მაცნეს“ მთავარ რედაქტორად და გადაცემა „დიალოგის“ წამყვანად მუშაობდა. ირინა ყურუა არხიდან წამოსვლის მიზეზად ტელევიზიის დირექტორის მხრიდან შეთავაზებულ მოდელს ასახელებს, რაც, მაგალითად, საინფორმაციო სამსახურში რეპორტიორების შემცირებას ითვალისწინებს. მისი თქმით, ტელევიზიას ფინანსური რესურსის პრობლემა ნამდვილად აქვს, თუმცა მენეჯმენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ის მიიჩნევს, რომ ახალმა მოდელმა, რაც გასართობი …

დამეწყრილ მოსახლეობას ხელისუფლება ბინებს უმიწოდ, ხულოს ცენტრში სთავაზობს

„მოვრიგდით, შედეგი უკვე გვაქვს. ნებისმიერ დროს, როცა ოჯახები თანხმობას განაცხადებენ, ჩვენ მზად ვართ მათი ტრანსპორტირება მოვახდინოთ“, – უთხრა „ბათუმელებს“ რამაზ ჯინჭარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. სოფელ თხილვანაში მეწყერი 10 იანვარს გააქტიურდა. გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, აქ მცხოვრები 62 ოჯახის განსახლება აუცილებელია, რადგან მათ მეწყრისგან საფრთხე ემუქრებათ. რამაზ ჯინჭარაძემ ვერ დაგვიკონკრეტა, რამდენმა ოჯახმა განუცხადა თანხმობა ქირით გასვლაზე სამთავრობო …

„საქართველოს ფოსტა“ ყოფილ თანამშრომელს უკანონო გაფიცვაში ადანაშაულებს

უკანონო გაფიცვას „საქართველოს ფოსტა“ ლელა რაზმაძეს ედავება. ლელა ფოსტის ყოფილი თანამშრომელია და ისიც სასამართლოში უჩივის ყოფილ დამსაქმებელს. საქმეს ხელვაჩაურის სასამართლოში მოსამართლე ნუგზარ მგელაძე განიხილავს. ლელა რაზმაძემ ერთხელ უკვე მოუგო სასამართლოს სამივე ინსტანცია „საქართველოს ფოსტას“, თუმცა იგი ბათუმის ნაცვლად, ხულოში აღადგინეს. სამსახურში აღდგენილ თანამშრომელს „ფოსტასთან“ ხელშეკრულება აღარ გაუფორმებია. აცნობა, რომ ამ მანძილზე [ბათუმიდან ხულოში] სამსახურში სიარული …

რატომ უთვალთვალებენ კაფეები საკუთარ კლიენტებს & გამოკითხვა

რესტორნები და კაფეები ბათუმში საკუთარ კლიენტებს უთვალთვალებენ. ვიდეოკამერები ამ ტიპის დაწესებულების შიგნით იმდენია და ისეთ ადგილებში განთავსებული, რომ თავისუფლად შეიძლება ნებისმიერ კლიენტზე ინფორმაციის მიღება: ვის შეხვდით, ვის ესაუბრებოდით, რა მიირთვით, რა დროს… კაფე-რესტორნების მენეჯერები არ მალავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციას ვიდეოჩანაწერების შესახებ სამართალდამცველებს აწვდიან. „ჩვენ ყოველთვის ვეხმარებით ჩვენს პოლიციას, კანონმორჩილი ხალხი ვართ“, – გვითხრა „გარდენსის“ …

პატიმარი ქალი მინისტრის ბრძანებას ასაჩივრებს

მსჯავრდებული ქალი ნატალია დ. მე-5 დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანებას ასაჩივრებს. სარჩელი უკვე დარეგისტრირდა საკონსტიტუციო სასამართლოში. პატიმარს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აწუხებს. სარჩელში წერია, რომ საავადმყოფოში გეგმიური ოპერაციის ჩასატარებლად მას  2014 წლის 24 აგვისტოდან 2015 წლის 9 ივნისამდე ალოდინეს. პატიმარი მინისტრის 2014 წლის 10 აპრილს გამოცემულ ბრძანებას ასაჩივრებს, რომელიც მსჯავრდებულების, ასევე ბრალდებულების სამოქალაქო სექტორის სამკურნალო დაწესებულებებში გადაყვნას არეგულირებს. …

ვინ გამოაკლდა დელეგატებს აჭარიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობისთვის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას ხვალ ბათუმიდან 733 დელეგატი დაესწრება. „პარტიიდან რამდენიმე ლიდერის წასვლა არ ასახულა აჭარის ორგანიზაციაზე. აქ მხოლოდ ხულოს საკრებულოს ოთხი წევრი და რაულ თავართქილაძე გამოგვაკლდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ელგუჯა ბაგრატიონი, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი. ამ დრომდე „ბათუმელები“ ვერ დაუკავშირდა პეტრე ზამბახიძეს, უმაღლესი საბჭოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“. მის პარტიიდან წასვლის …

ერთი გამარჯვებული – აჭარის ტელევიზიის კონკურსის შედეგი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის კონკურსის შედეგი უკვე ცნობილია. ჟიურიმ კონკურსში მონაწილე 14 კანდიდატიდან მხოლოდ ერთი შეარჩია – თეონა ბაკურიძე. ის აჭარის ტელევიზიის წამყვან-რეპორტიორი გახდება. აჭარის ტელევიზიაში ვაკანტური რჩება საინფორმაციო გამოშვების რედაქტორისა და ვებრედაქტორის ადგილები.აღნიშნულ პოზიციებზე ჟიურიმ ამ ეტაპზე ვერავინ შეარჩია. ჟიურის წევრები იყვნენ ჟურნალისტები: ზვიად ქორიძე, ნატა ძველიშვილი და შორენა ღლონტი. აჭარის ტელევიზიის ადამიანური რესურსების …

11-ჯერ გადავადებული „გონიოს ხიდის“ აღდგენა

„გონიოს ხიდის“ აღდგენა 2014 წლიდან დღემდე გრძელდება და ვერ სრულდება. თავდაპირველი ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც კომპანია „ზიმოსა“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის 2015 წლის 28 იანვარს გაფორმდა, სამუშაოები გასული წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო. მას შემდეგ ხელშეკრულებაში 11-ჯერ შევიდა ცვლილება. დღეს მდინარე ჭოროხზე არსებულ „გონიოს ხიდთან“ ბრიფინგი ნოდარ დუმბაძემ გამართა, ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და თქვა, …

რას სთავაზობს ხელისუფლება თხილვანას მოსახლეობას

ხულოში, სოფელ ქვედა თხილვანას მოსახლეობა უსაფრთხო საცხოვრებელ ადგილებზე გადაყვანას ითხოვს. გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, აქ მცხოვრები 62 ოჯახის განსახლება აუცილებელია, რადგან მათ მეწყრისგან საფრთხე ემუქრება. მეწყრული პროცესები თხილვანაში 10 იანვარს გააქტიურდა. გუშინ, 17 იანვარს სოფელში მისულმა ხელისუფლებამ მოსახლეობასთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. „ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბესიკ ბაუჩაძეს ესაუბრა. გუშინ აღნიშნეთ, რომ შეიქმნებოდა კომისია, თუმცა ცნობილია, რომ …

სასათბურე მეურნეობა სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ სასამართლოში უჩივის

კომპანია „V&T Agro“ სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ სასამართლოში უჩივის. უკრაინელი ბიზნესმენების მიერ დაარსებული ეს კომპანია ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში იმ სასათბურე მეურნეობას ფლობს, რომელიც გასული წლის იანვარში, დიდთოვლობის დროს ჩამოინგრა. კომპანია ზარალის 80%-ის ანაზღურებას ითხოვს, რასაც სადაზღვევო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა. „სათბურის თოვლისგან განადგურების შემდეგ, აპრილში ადგილზე ჩამოვიდნენ ექსპერტები და თქვეს, რომ რამდენიმე დღეში დაიდებოდა დასკვნა. „ალდაგი“ …

არღვევს თუ არა კანონს დეპუტატი, რომელიც პროფკავშირის ხელმძღვანელად რჩება

უმაღლესი საბჭოს წევრი, ილია ვერძაძე, პროფესიული კავშირების აჭარის გაერთიანების ხელმძღვანელის პოსტსაც ინარჩუნებს. უმრავლესობის წარმომადგენელი ამაში პრობლემას ვერ ხედავს. „ეს არის ჩემი ტვირთი. გამომეკიდონ ერთი დილის ცხრიდან საღამოს ცხრამდე რამდენ საქმეს ვაკეთებ…“ – უთხრა ილია ვერძაძემ „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბრის დროს. ილია ვერძაძე კანონის იმ ნორმაზე აქცენტირებს, რომელიც უმაღლესი საბჭოს დეპუტატს საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობას არ …

ყაჩაღობაში ბრალდებულ “სანტას“ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა 26 წლის ჯემალ მ-ს, რომელსაც ყაჩაღობაში ედება ბრალი. აღმკვეთი ღონისძიება ბრალდებულს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ შეუფარდა. გამოძიების ვერსიით, 31 დეკემბრის საღამოს სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა ბრალდებულმა სუპერმარკეტ „იალჩინში“ მდებარე სავალუტო ჯიხურიდან სათამაშო იარაღის მუქარით 8820 ლარი გაიტაცა. წინასასამართლო სხდომა საქმეზე თებერვალში შედგება. პროკურატურა ჯემალ მ.-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავება, რაც …

რამდენს ხარჯავენ ძალოვანი უწყებები ყვითელ პრესაში

ბულვარულ გამოცემებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის დახარჯვას სახელმწიფო უწყებები არ ერიდებიან. მაგალითად, ჟურნალი „სარკე“ თითქმის ყველა ძალოვან უწყებაში პოპულარული გამოცემაა. შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდული გამოცემების შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელს ჯამში 28 322 ლარს დახარჯავს, მათ შორის იმაში, რომ პოლიციელებმა წლის განმავლობაში ჟურნალები „სარკე“, „თბილისელები“, ან „გზა“ წაიკითხონ. სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან ერთად ეს უწყება ფულს ხარჯავს ისეთ გამოცემებშიც, …

ავტოავარიის შედეგად აჭარაში სამი პოლიციელი დაშავდა

გონიოში მომხდარი ავტოავარიის შედეგად სამი პოლიციელი დაშავდა. შემთხვევა გუშინ, 16 იანვარს, საღამოს მოხდა. სამივე პოლიციელი და კიდევ ერთი დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ავარიის შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების პირველადი მონაცემებით, მოქალაქემ, რომელიც „ოპელის“ მარკის ავტომანქანას მართავდა, დაარღვია საგზაო მანევრირების წესი და შეეჯახა „ფოლკსვაგენს“, რომლითაც სამი პოლიციელი გადაადგილდებოდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ოთხივე დაზარალებულის …

„არ გამოვრიცხავ, ლევან ვარშალომიძის ნაცვლადაც მათთვის სასურველი კადრი შეიყვანონ უმაღლეს საბჭოში“

„ეს არის დაბალი ღირებულებების მქონე ადამიანების პოლიტიკური შურისძიება, ეს სიგიჟეა“, – ასე აფასებს ომარ მეგრელიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი საკუთარი პარტიის გენერალური მდივნის გადაწყვეტილებას. სერგო რატიანმა ცესკოს მიმართა და “ნაციონალური მოძრაობის” პროპორციული საარჩევნო სიიდან პარლამენტის რამდენიმე დეპუტატობის კანდიდატის ამოღება მოითხოვა, მათ შორის, ომარ მეგრელიძის. ომარ მეგრელიძე “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სიის რიგით 29-ე წევრია. პარლამენტში ამჟამად …

მოგონებები ახალ წელზე ბათუმის მოხუცთა სავანიდან

„არაფერი მაქვს მოსაყოლი, ცუდი რესპოდენტი ვარ…“ რამდენჯერმე გვითხრა საუბრის დროს სოლომონ მირიანაშვილმა. მუსიკოსია, ორკესტრანტი იყო. ახალ წელსაც მუსიკით უნდა შეხვდეს… ხელიდან ტელეფონს არ დებს, ისევე, როგორც იქვე მყოფი სხვა მოხუცები. ელოდებიან, როდის დარეკავენ ახლობლები. „ამ ახალ წელსაც მარტო ვიქნები. მე აქ ვიქნები, ისინი – იქ. თბილისში არიან, მაგრამ აქვე ხომ არაა, ორი ფეხის ნაბიჯზე? მე …

ადამიანის უფლებების დარღვევის გახმაურებული შემთხვევები აჭარაში 2016 წელს

ავღანეთში, ISAF -ის სამხედრო მისიის შესრულების დროს გონიოელი რამაზ ბერიძე ნაღმზე აფეთქდა. იმავე დღეს მეორეჯერ მოხვდა ნაღმზე, როცა ის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავდათ. რამაზმა ცალ ყურში მთლიანად დაკარგა სმენა, მეორეში – ნაწილობრივ. ავღანეთიდან დაბრუნებულ ოთხი ომის მონაწილეს და ათწლიანი სამხედრო გამოცდილების მქონე ვეტერანს თავდაცვის სამინისტრომ 2014 წელს ისე შეუწყვიტა ხელშეკრულება, რომ კომპენსაციაც არ გადაუხადა. რამაზ ბერიძის …

Exit mobile version