სიცხე და ხმაური – ცხოვრება რესტორნის უკანა ეზოში

ბათუმში, რესტორან“ ისტანბულის“ უკან, პატარა, საერთო ეზოში შესვლისთანავე ზაფხულის სიცხე ორმაგდება. ეზოში რესტორნის კონდიცირების სისტემა გამოდის, სამზარეულოს ორთქლი, ნახშიროჟანგი გამწოვებიდან… რესტორანი „ისტანბული“ ქუთაისის ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. რესტორნის უკან მდებარე იტალიურ ეზოში რვა ოჯახი ცხოვრობს. მათგან ყველაზე ახლოს, რესტორნის სამზარეულოს უკანა შესასვლელთან, სვეტლანა ლიხვაროვას ბინაა. „ნახეთ, თერმომეტრი  34 გრადუსს აჩვენებს, არადა, საღამოს 10 საათია …

მშენებლობა ბადეებისა და მოაჯირების გარეშე – როგორ მუშაობს ზედამხედველობა

დაცული იყო თუ არა სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სადაც 17 აგვისტოს მუშა გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა? – „ბათუმელების“ კითხვაზე ბათუმის მერიაში დღეს, 21 აგვისტოს გვითხრეს, რომ ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობენ. მშენებლობებიდან მუშების გადმოვარდნის, დაშავების, ან გარდაცვალების ტენდენცია გრძელდება. ბათუმის ქუჩებში ზედიზედ შეგიძლიათ ნახოთ მშენებლობები სამშენებლო ბადეების, ან მოაჯირების გარეშე. მერიის ზედამხედველობის …

საპროცესო შეთანხმება „ბათუმის აქციის საქმეში“ ბრალდებულებთან

„ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივ ძალადობაში ბრალდებულ 18 პირთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმებას მიაღწია. გამონაკლისი ბრალდებული ლაშა დეკანაძეა. იგი ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს. ბრალის აღიარება კი საპროცესო შეთამხმების მთავარი პირობაა. „ლაშა არის უდანაშაულო და თავად პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ მას არაფერი დაუშავებია. ის ძალიან ბევრ კადრშია დაფიქსირებული. მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება არაფერს ცვლის,“ – …

რაში დახარჯავს ბათუმის მერია აჭარის მთავრობისგან გამოყოფილ 2 მილიონს

ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები შედის. სახელმწიფო ბიუჯეტმა ბათუმისთვის 207 700 ლარი გამოყო, აჭარის მთავრობამ – მილიონ 974 973 ლარი. ამას გარდა, ბათუმის მერიას საკუთარი შემოსავლებიც დაუგროვდა 750 ათასი ლარის ოდენობით. ჯამში ბათუმის ბიუჯეტი 2 მილიონ 932 773 ლარით იზრდება. ცვლილებების პროექტის განხილვას რიგგარეშე სხდომაზე ბათუმის საკრებულო ხვალ, 21 აგვისტოს გეგმავს. ცვლილებების პროექტის მიხედვით, თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურის …

ბათუმის მერია „მის საქართველოს“ გამოსავლენად 50 ათას ლარს დახარჯავს

ბათუმის მერია „მის საქართველოს“ გამოსავლენად 50 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს. პროექტი ბათუმის საკრებულოს წევრებს უკვე მიეწოდათ. ხვალ, 21 აგვისტოს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაა დანიშნული, სადაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა გადაწყდეს, ღირს თუ არა ამ თანხის დახარჯვა კიდევ ერთ სილამაზის კონკურსში. კიდევ ერთი სილამაზის კონკურსის – Miss & Mister Planet-ისთვის ბათუმის მთავრობას გათვალისწინებული აქვს 61 967 ლარი. …

186 ათასი ლარი თამარ მეფის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა ხიდის ასაშენებლად

ბარცხანის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე, ფეხით მოსიარულეთა ხიდის აშენება იგეგმება. გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ ხვალინდელ სხდომაზე უნდა მიიღოს. თუკი საკრებულო ბიუჯეტში ცვლილებას დაამტკიცებს, ხიდის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდება. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 186 100 ლარი იქნება. თამარ მეფის ქუჩაზე გადასასვლელი ხიდის აშენებაზე მერიამ გადაწყვეტილება ავტოსაგზაო შემთხვევების გახშირების შემდეგ მიიღო. ბოლოს, 9 ივლისს, ამ ქუჩაზე 12 წლის ბავშვს დაეჯახა …

ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე იმუშავა სახანძრო სამსახურმა და ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ჩააქრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი გაჩერებულ ავტომანქანას გაუჩნდა, რომელშიც არავინ იჯდა. დაწყებულია გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.  

5 წლის ბავშვს ქუჩაში მანქანა დაეჯახა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაგნოლიას“ საცხოვრებელ სახლთან 5 წლის ბავშვს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში გადაიყვანა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბავშვს სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის“ ინფორმაციით, ბავშვი იმყოფება „ემერჯენსის“ განყოფილებაში, უტარდება კვლევები და იმყოფება ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ. მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …

ჯარისკაცი ავღანეთში მისიაზე: ფულისთვის არ წახვალ იქ, საიდანაც შესაძლოა ვეღარ დაბრუნდე

საერთაშორისო სამხედრო მისიაში საკონტრაქტო სამსახურზე „ბათუმელების“ სტატიას სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ საზოგადოების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ხოლო მკითხველთა აგრესიულმა ჯგუფმა, სამხედრო მისიაში მყოფი ჯარისკაცების მიმართ ასეთ ფრაზებიც კი გამოიყენა: „დაგიქირავებს მკვლელად, ან საზარბაზნე ხორცად“. „300 დოლარის მონა ხარ, აბა რა ხარ?“, „მერე იტყვიან: იქ საქართველოს იცავდაო…“ დისკუსიაში ჩაერთვნენ საერთაშორისო მისიის მონაწილე ქართველი ჯარისკაცებიც. ერთ-ერთმა მათგანმა დაწერა: „…სამწუხაროდ, ჩვენ მტრებად მარტო ის …

ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ლაშა კომახიძე იქნება

„დაველოდოთ მოვლენებს“ – ასე უპასუხა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლაშა კომახიძემ „ბათუმელების“ შეკითხვას ბათუმის მერობის კანდიდატობაზე. მინისტრმა გვითხრა, რომ მერობის კანდიდატის ოფიციალურ დასახელებამდე არ არის ბევრი დრო დარჩენილი და „მერე ყველა ყველაფერს გაიგებს“. მერობის კანდიდატის ვინაობას არ ამხელენ პარტია „ქართულ ოცნებაში“. პარტიის პრესსამსახურმა გვითხრა, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება კანდიდატების წარდგენა და ამ დღეს უნდა დაველოდოთ. …

გაზგასამართი სადგურის აფეთქებისგან დაშავებული გარდაიცვალა

ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაშავებული პირი დღეს დილით გარდაიცვალა. დაშავებული გუშინ კლინიკა “მედინადან” გადაიყვანეს თბილისის დამწვრობის ცენტრში. მას აფეთქების შედეგად კანის დაახლოებით 90 პროცენტი ჰქონდა დამწვარი. აფეთქების შედეგად კიდევ ერთი დაშავებული მკურნალობას განაგრძობს თბილისის დამწვრობის ცენტრში.  

გაზგასამართი სადგურის აფეთქებისგან დაშავებული თბილისში გადაჰყავთ

გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაშავებული თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ. პაციენტს რამდენიმე წუთის წინ დაატოვებინეს კლინიკა „მედინა”. „დაშავებული გადაჰყავს რეანომობილს. ის ისევ მართვით სუნთქვაზეა დამოკიდებული და ტრანსპორტირება ხორციელდება ყველა წესის დაცვით,” – უთხრა “ბათუმელებს” ზაალ მიქელაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა. მინისტრის თქმით, პაციენტის გადაყვანა გუშინაც განიხილებოდა, მაგრამ მისი მეუღლე ამის წინააღმდეგი იყო. დაშავებულს კანის დაახლოებით 90 პროცენტი …

ღამის კლუბში 17 100 ლარის გამოძალვის საქმე – რა უთხრეს დაზარალებულებმა მოსამართლეს

თურქეთის სამი  მოქალაქე დეტალურად მოუყვა მოსამართლე ლევან გელოვანს, როგორ გამოსძალეს მას ფული ბათუმში მდებარე ღამის კლუბში. ღამის კლუბ „ვოგში“ თანხის გამოძალვის საქმეზე პროკურატურამ თურქეთის სამ და საქართველოს ერთ მოქალაქეს წაუყენა ბრალი. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ერთ შემთხვევაში თურქეთის მოქალაქეებს ხილის ასორტსა და სასმელში 9800 ლარის გადახდა მოსთხოვეს. კიდევ ერთ შემთხვევაში კი, დაზარალებულებს 17 100 ლარის გადახდას …

მოსამართლე: სამედიცინო დასკვნის მიხედვით მერაბ ღოღობერიძეს ოპერაცია არ სჭირდება

“უკვე ნათელია, რომ მერაბ ღოღობერიძე ცდილობდა სასამართლო პროცესის გაჭიანურებას,” – ამ სიტყვებით დაიწყო დღევანდელი სხდომა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. სამედიცინო კლინიკა “მედინას” დასკვნის მიხედვით, მერაბ ღოღობერიძეს ქირურგიული ოპერაცია არ სჭირდება და მას მხოლოდ მკურნალობის კურსი დაუნიშნეს. მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეს ის კლინიკაა, სადაც მერაბ ღოღობერიძემ ოპერაციის გაკეთება თვითონ ისურვა. მერაბ ღოღობერიძეს ირაკლი ჩხვირკიასთან ერთად …

რატომ აღიქვამს ზოგჯერ ქობულეთს თურქეთად Facebook-ი?

„ფეისბუკი“ ზოგიერთ მომხმარებელს თავის საცხოვრებელ ადგილს არასწორად უჩვენებს. მაგალითად, ქობულეთში მცხოვრები ზოგიერთი ადამიანის „საცხოვრებელ მისამართში“ წერია, რომ ჩურუქსუში ცხოვრობს, თურქეთის ტერიტორიაზე. „ბათუმელებს“ რამდენიმე პირმა შეატყობინა, რომ საცხოვრებელი მისამართის ხელახლა მითითების მიუხედავად, ქსელი მათ მაინც სხვა ქვეყნის მცხოვრებლებად აღიქვამს. „ბუნებრივია, აბსურდულია ვარაუდი, რომ ამას ვინმე მიზანმიმართულად აკეთებს. ზოგადად ხშირია საცხოვრებელი მისამართის არასწორი ჩვენება და ეს არ …

ნიღბიანმა პირმა ბათუმში ერთი ახალგაზრდა დაჭრა და სამს თავს დაესხა

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის დასაწყისში ნიღბიანი, შეიარაღებული პირი ოთხ ახალგაზრდას თავს დაესხა. დანით დაჭრილი ერთი ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც თვითმხილველი “ბათუმელებს” მოუყვა, სამი ბიჭი და ერთი გოგო მარკეტთან იდგნენ, თავდამსხმელი კი მათთან მოტოციკლით მივიდა და ფიზიკური განადგურებით დაემუქრა. თვითმხილველის თქმით, ისინი ერთმანეთს იცნობდნენ და ცეცხლსასროლი იარაღი თავდამსხმელს ხელიდან გააგდებინეს. საბოლოოდ, ნიღბიანმა პირმა დანით დაჭრა ერთ-ერთი …

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ მოხდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა მშენებლობიდან გადმოვარდნილ მუშას მრავლობითი დაჟეჟილობა  და კიდურების დაზიანება დაუფიქსირა. დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულ შუახნის მამაკაცს ფეხი აქვს მოტეხილი. დაწყებულია გამოძიება 240-ე მუხლის შესაბამისად, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას …

აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია

16 აგვისტოს ხანძრის შედეგად დაშავებული ადამიანების მდგომარეობა ისევ მძიმეა. ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქების შემდეგ საავადმყოფოში ორი პირი გადაიყვანეს. „ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა, ვისი სხეულის 90 პროცენტი დამწვარია, ისევ კრიტიკულია,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. მინისტრი განმარტავს, რომ დამწვრობის ეროვნულ ცენტრთან  კონსულტაცია გაიარეს და მიიღეს რჩევა, რომ ამ ეტაპზე პაციენტის თბილისში გადაყვანა …

ურეცეპტოდ გაყიდული 206 მედიკამენტის გამო ორი აფთიაქი დაჯარიმდა

სამი აფთიაქის წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავა მოსამართლე სალიხ შაინიძემ დღეს, 17 აგვისტოს განიხილა. აფთიაქების დაჯარიმება სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ მოითხოვა. სამივე შემთხვევაში სააგენტომ სხვადასხვა სახის მედიკამენტის ურეცეპტოდ გაცემის ფაქტი დააფიქსირა, ასევე აფთიაქებს გარე პერიმეტრზე არ აქვთ განთავსებული კანონით სავალდებულო ვიდეო სათვალთვალო კამერები. ერთ-ერთ პროცესზე მოსამართლემ იკითხა: კი მაგრამ რა ღირს ეს ვიდეო სათვალთვალო კამერა? „ძვირი არ …

პეტრას ციხესთან, ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცი იპოვეს

ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მაშველებმა გამთენიისას იპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცი საბანაოდ გუშინ, საღამოს შევიდა ზღვაში ჩაქვის სანაპირო ზოლში. სამძებრო სამუშაოები, რაშიც პოლიციაც იყო ჩართული, ღამით შეწყდა. სამაშველო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამაშველო სამუშაო დილით განახლდა და მაშინვე იპოვეს მამაკაცის ცხედარი ციხისძირში, ზღვის სიღმეში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძოიებს 115-ე მუხლის შესაბამისად, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას …

ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცის ძებნა უკვე შეწყვიტეს

მაშველებმა ჩაქვში, ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდა მამაკაცის ძებნის სამუშაოები უკვე შეწყვიტეს. ამ უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ ძებნა გათენებისთანავე განახლდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჩართული იყო პოლიციაც. მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 112-ზე შებინდებისას შევიდა. შს სამინისტროში ამბობენ, რომ გაუჩინარებული პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა არ აკონკრეტებენ საქართველოს მოქალაქეა თუ უცხოელი. ამ უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქებაზე?

„არ უნდა გამოევლინა მერიას არაფერი,“ – კატეგორიულად უპასუხა ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელების“ შეკითხვას მერიის პასუხისმგებლობის შესახებ, როცა ქალაქში გაზგასამართი სადგური აფეთქდა. გაჩენილი ხანძრის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა, დაინგრა და დაიწვა ექვსი საცხოვრებელი სახლი, ავტომანქანები. ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა თქვა ისიც, რომ გაზგასამართი სადგური იყო „კუსტარული და უნებართვო“, თუმცა მერი ვერ ხედავს მერიის პასუხისმგებლობას, როცა …

შსს: ოზურგეთში მასპინძელს სტუმარი სანადირო თოფით ჰყავს მოკლული

  ოზურგეთში მომხდარ მკვლელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელებს“ დამატებითი ინფორმაცია მოაწოდა. საუბარია 14 აგვისტოს ოზურგეთში მომხდარ შემთხვევაზე. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა სანადირო თოფით მოკლა მასთან სტუმრად მყოფი მამაკაცი. „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ზ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასთან სტუმრად მყოფი, 1988 …

ბათუმში გაზგასამართი აფეთქდა – დანგრეული და დამწვარია ექვსი სახლი

ხანძარი გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ჩააქრეს. ხანძრის შედეგად მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი, აფეთქებულია გაზგასამართი სადგური, დანგრეული და დამწვარია 6 სახლი, დამწვარია გაზგასამართი სადგურის სამი და კიდევ ერთი მსუბუქი ავტომანქანა. ადგილზე მისულმა ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა განაცხადა, რომ გაზგასამართი სადგური ასლან აბაშიძის ქუჩაზე, 147-ში უნებართვოდ და კუსტარულად იყო მოწყობილი. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ხანძრისგან დაზარალებულებს ბინის …

ხანძრის შედეგად დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელია

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა. იგი სამედიცინო კლინიკა „მედინას“ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. „ძალიან მძიმე ხარისხის დამწვრობაა, დაახლოებით სხეულის 90 პროცენტი დამწვარია, რაც ფაქტობრივად სიცოცხლესთან შეუთავსებელია. პაციენტი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე და ტარდება შესაბამისი სამედიცინო პროცედურები,“ – გვითხრა ჯუმბერ უნგიაძემ, სამედიცინო კლინიკა „მედინას“ ხელმძღვანელმა. ახალგაზრდა კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის …

ბათუმში ხუთი სახლი იწვის

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, ხუთი საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, ასევე სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ხანძარია ასევე ლერმონტოვის ქუჩაზე. ამ ქუჩაზე რამდენიმე საწყობი იწვის. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის დაშავებული არავინ არის და საავადმყოფოში არც ერთი პირი არ გადაუყვანიათ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. სამაშველო და სახანძრო სამსახურში სატელეფონო …

ოზურგეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა გუშინ ღამით ბრალდებული დააკავეს. საუბარია 14 აგვისტოს შემთხვევაზე, როცა 30 წლის ქობულეთელი მამაკაცი ოზურგეთში, სოფელ ნაღობილევში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ოზურგეთში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საპენსიო ასაკის გათანაბრების საკითხი შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილავს

„ჩვენ მოვითხოვთ დისკრიმინაციული ნორმის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი განსხვავდება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ვაშაძემ, პოლიტიკური პლატფორმის „ახალი საქართველოს“ ლიდერმა. ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ დღეს, 16 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი დაარეგისტრირა. სარჩელის მოთხოვნაა  „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ანტიკონსტიტუციურად ცნობა. ეს მუხლი ადგენს მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკს – 65, ქალებისთვის …

პატიმარი: დამსაჯეს, რადგან სახალხო დამცველს მივწერე

„ბავშვობიდან ვიცი, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ჭკუა, თუნდაც მცირედი, ოღონდ საკუთარი, ესეთი პოლიტიკა არ გამიგია – არც საჩივარი დაწერო და არც გიმკურნალებთ, მაგრამ ერთ საკანში დაგტოვებთო. თუ არ დათანხმდები, დაშლიან საკანს, მარტო ერთ პატიმარს განათავსებენ საკანში, გამწარების ათასნაირი მეთოდი აქვთ…“ – გვწერს პატიმარი დავით ხ. ბათუმის ციხიდან. მსჯავრდებულის თქმით, ის საკანში მარტო მას შემდეგ დატოვეს, …

საქმეები, რომელთა გამოძიებას პროკურატურა არ ამთავრებს

„ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს“ და „საგამოძიებო ორგანოების მიმართ გარკვეულ უნდობლობას ნერგავს“, – ამ ფრაზებით აფასებს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე სისხლის სამართლის წესით დაწყებულ და დაუსაბუთებლად გაჭიანურებულ საქმეებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საშიშ ტენდენციას იმ საქმეებში ხედავს, სადაც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ჩაიდინეს სავარაუდო დანაშაული, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა და არც შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიუღია პროკურატურას. ერთ-ერთი საქმე, …

ბათუმში პიკნიკ-ფესტივალი გაიმართება

ბათუმში, 6 მაისის პარკში, პიკნიკ-ფესტივალი გაიმართება. „ჩვენ ვკრავთ წრეს“ –  დაარქვა ფესტივალს ორგანიზატორების ჯგუფმა, რომლებიც ფესტივალს პირველად აწყობენ. ისინი ტურისტებს და ადგილობრივებს 19 და 20 აგვისტოს ელიან. „ჩვენი მიზანია რეგიონში არსებული სხვადასხვა სფეროს პოპულარიზაცია გართობასთან ერთად,“ – ამბობს მაია ანანიძე, ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი. შპს „წრე“, რომელიც ამ ფესტივალს ამზადებს, სამომავლოდ სხვა ფესტივალების ორგანიზებასაც აპირებს. პიკნიკ-ფესტივალი …

ადამიანის უფლებათა სამართლის საზაფხულო სკოლა ბათუმში დასრულდა

კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართლის საზაფხულო სკოლა ბათუმში დასრულდა.  სკოლის ორგანიზატორი  საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო. საზაფხულო სკოლის მეათე ნაკადს 27 მსმენელი წარმოადგენდა. ისინი საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სამართალმცოდნეობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შორის შეარჩიეს. 27 მსმენელისგან 7 საუკეთესო გამოვლინდა, მათ შორის იმიტირებული სასამართლო პროცესის 2 საუკეთესო მონაწილე. საუკეთესო მსმენელებს სიმბოლური საჩუქარი – მოსამართლის …

უმაღლესი საბჭოს ახალი ინიციატივა გრანტების მისაღებად

დონორი ორგანიზაციებისგან პირდაპირი წესით გრანტების მისაღებად უმაღლესი საბჭო კანონპროექტის შემუშავებას აპირებს. დადგენილების პროექტს უმაღლესი საბჭოს ბიურომ უკვე დაუჭირა მხარი. თუკი უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი დაამტკიცებს, კანონში „გრანტების შესახებ“, ასევე საბიუჯეტო კოდექსში ცვლილება შევა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ სახელისუფლებო ორგანოებს პირდაპირ შეეძლებათ სხვადასხვა სახის გრანტის მიღება. დღეს მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციის მიხედვით, გრანტის მისაღებად, მაგალითად …

ქართველი ემიგრანტები ერაყში სამუშაოდ

რამდენიმე წელია ქართველი ემიგრანტები სამუშაოდ ერაყშიც მიდიან. იმის მიუხედავად, რომ ცხელ წერტილებთან ახლოს უწევთ მუშაობა, უფრო იმას დარდობენ, რომ იქ ზაფხულობით განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურაა. განსხვავებული კლიმატის გამო ბევრ მათგანს აწუხებს სტომატოლოგიური პრობლემები, ასევე ცვივა თმა. „ბათუმელები“ სოციალურ ქსელ „ფეისბუკით“ ერაყში მყოფ რამდენიმე ქართველ ემიგრანტს ესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ ნაცნობების დახმარებით მოახერხეს ერაყში სამუშაოდ წასვლა. ჯემალ მემარნე …

ვიდეოკამერის ჩანაწერის ამოღება ადვოკატებსაც შეუძლიათ

ქუჩებსა და კერძო ობიექტებში განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერის ამოღება ადვოკატებსაც შეუძლიათ. აქამდე ვიდეოჩანაწერის ამოღების უფლებას კანონი, ექსკლუზიურად, მხოლოდ პროკურორებს აძლევდა. 2017 წლის 27 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმატიული შინაარსი გააუქმა, რომლის მიხედვითაც ვიდეოკამერის მფლობელი ვალდებული იყო, პროკურორისთვის ჩანაწერი გადაეცა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ძალადაკარგული ნორმა პარლამენტს უნდა შეეცვალა, მაგრამ პარლამენტარებს ამ …

მერაბ ღოღობერიძე: მაქვს გაუსაძლისი ტკივილები, ოპერაციას არ მიკეთებენ

სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებიდან „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე „ბათუმელებს“ ტელეფონით დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. მან გვითხრა, რომ აწუხებს გაუსაძლისი ტკივილი და ექიმის რეკომენდაციის მიუხედავად, ქირურგიულ ოპერაციას არ უკეთებენ. „კონსულტაცია გავიარე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში. მაქვს ექიმის, ნატალია რევიაშვილის სამედიცინო დასკვნა, რომელიც 20 ივლისით თარიღდება და სადაც წერია, რომ მესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია. საშინელი ფიზიკური ტკივილები მაქვს… …

Exit mobile version