„ბებიას უთხრეს, რომ გეი ვარ და მომკლავენ“

„ბებიას უთხრეს, რომ გეი ვარ და მომკლავენ. ამოათრიე აქ და ლინჩის წესით გავასამართლებთო…“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ივა ყურშუბაძე. ივას თქმით, სოფელ ჩაისუბანში მარტოდ მცხოვრებ მის ბებიას შვილიშვილის ფიზიკური განადგურებით ახლობლები 18 მაისს დაემუქრნენ. 17 მაისს სოფელში „აჭარის ტელევიზიის“ გადაცემა „ჰეშთეგი“ ნახეს, სადაც ივა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაზე და თანასწორობაზე საუბრობდა. „მუქარის გარდა, ბებიას სიტყვიერი შეურაცხყოფაც …

საკვებისა და მუსიკალური ცენტრის ჯგუფურ ქურდობაში ბრალდებულები სასამართლომ გაამართლა

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით გელაშვილმა, ჯგუფურ ქურდობაში ბრალდებულები გაამართლა. ამ საქმეში მთავარი მოწმე ტაქსის მძღოლი იყო, რომელმაც მოსამართლეს უთხრა, რომ მას პოლიციელებმა ჩვენების მიცემა აიძულეს. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში მოხდა. გამოძიების ვერსიით, სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზია ევგენი გ.-მ და დათო გ.-მ გატეხეს. მაღაზიიდან იმ ღამით 1300 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტი წაიღეს, …

მოსამართლე მუსლიმ თემს: „რა ვქნათ, ჩვენი ბრალი არ არის“

“ბათუმის მეჩეთის საქმის” განხილვა ისევ გადაიდო. მორიგი პროცესი 12 ივნისს გაიმართება და მოსამართლე მხოლოდ მხარეების რეპლიკებს მოისმენს. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს პროცესის ბოლოს არ დაუმალავს, რომ ამით მან მერიას კიდევ ერთი შანსი მისცა მოლაპარაკების მისაღწევად – დღეს, 22 მაისს, გამართულ სხდომაზე ბათუმის მერიამ სხდომის კიდევ ერთხელ გადადება მოითხოვა და ივნისის პირველ კვირაში შეხვედრა დააანონსა. მოსამართლემ შუამდგომლობა …

მოსამართლემ ბათუმის მეჩეთის საკითხის განხილვა დაიწყო

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს კიდევ ერთხელ მოსთხოვა პროცესის გადადება ბათუმის მერიამ. მერიის იურისტმა თქვა, რომ სხვადასხვა ღონისძიების გამო ვერ შეხვდნენ მუსლიმ თემს და შეხვედრა ივნისის პირველ კვირაში აუცილებლად გაიმართება. “ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა მუსლიმი თემის მიმართ, ეს არის უსამართლობა…” – მიმართა მოსამართლეს ერთ-ერთმა მუსლიმმა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სხდომის განხილვა აღარ გადადო და დასძინა, რომ ბათუმში ახალი …

მარიხუანას თუ მოსაწევად იყიდი, 500 ლარით დაგაჯარიმებენ – სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება

მარიხუანას შეძენისა და შენახვის კუთხით დღეს, 21 მაისს, ახალი გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ. სასამართლომ სამართალდარღვევად მიიჩნია მცირე ოდენობით მარიხუანას შეძენა-შენახვა. პოლიციელებმა სამი ადამიანის დაჯარიმება თბილისში მას შემდეგ გადაწყვიტეს, როცა მათ ჩხრეკის დროს მცირე ოდენობით მარიხუანა აღმოუჩინეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებულებმა თქვეს, რომ მარიხუანა სახლში მიჰქონდათ იმისთვის, რომ პირად სივრცეში მოეწიათ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ადამიანებს …

რაზე გაურიგდნენ „იალჩინ მარკეტს“ კონსულტანტები სასამართლოში

“არ აქვს აზრი არაფერს, იწელებოდა პროცესები… მოწმეები ვინც გვყავდა, ისინიც აღარ მოვიდნენ, რომ სიმართლე ეთქვათ. ჩვენ ერთიანად ისე გამოგვყარეს სამსახურიდან, რომ არავის უთქვამს, რატომ გაგვიშვეს,” – გვითხრა ირაკლი მამულაძემ. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც “იალჩინ მარკეტს” სასამართლოში უჩივლა, სამსახურში აღდგენა მოითხოვა და განაცდურის ანაზღაურებაც. “იალჩინ მარკეტიდან” 10 კონსულტანტი ერთდროულად 2017 წლის 24 ნოემბერს გაათავისუფლეს. კონსულტანტებს …

ვინ ითხოვს საქართველოში თავშესაფარს და ვის მისცეს ლტოლვილის სტატუსი

2019 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში თავშესაფრის სტატუსის მიღება უცხო ქვეყნის 264-მა მოქალაქემ ითხოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, პირველ კვარტალში მხოლოდ სამ მოქალაქეს მიანიჭეს ლტოლვილის სტატუსი. აქედან ერთი რუსეთის მოქალაქეა, ორის მოქალაქეობა კი – დაუდგენელი, ისინი არასრულწლოვნები არიან. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე ხშირად საქართველოში ლტოლვილის სტატუსს ირანელები ითხოვენ. ჯამში 264 ადამიანიდან 117 ირანის …

ქალმა თავის მოკვლამდე 16-ჯერ მიმართა პოლიციას – შსს მის ოჯახს 25 ათას ლარს გადაუხდის

შინაგან საქმეთა სამინისტროს 25 ათასი ლარის გადახდა მოუწევს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად იმ ქალის საქმეზე, რომელმაც ქმრისგან მრავალჯერ ძალადობის და პოლიციელების უმოქმედობის შემდეგ თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე ქალმა 16-ჯერ მიმართა პოლიციას. ოჯახში მისულმა პოლიციელებმა ორჯერ შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, ერთხელ – გამოძიება დაიწყეს, თუმცა ვერაფერი დაადგინეს და ძიება შეწყვიტეს. სასამართლოს გარდაცვლილი ქალის დედამ მიმართა შსს-ს და პროკურატურის წინააღმდეგ …

ვინ არის თორნიკე ონიანი – 16 წლის ბიჭის წამების საქმე პოლიციის უფროსის წინააღმდეგ

თორნიკე ონიანი ბოლნისის პოლიციის უფროსი აღარ არის. ამის შესახებ „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში უთხრეს. თორნიკე ონიანი ბოლნისში პოლიციას ხელმძღვანელობდა, სადაც 16 წლის ბიჭი აწამეს, სცემეს, ხელი მოტეხეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ. ამ საქმეზე ამ დრომდე დასჯილი არავინაა. მსხვერპლი ბიჭი ამბობს, რომ მას უშუალოდ პოლიციის უფროსმა სცემა. „ასეთი ამბავი უახლოეს ისტორიას არ ახსოვს, რაც „ქართული ოცნება“ …

რა დადგინდა ვიდეოკადრებით – პოლიციის შენობაში განთავსებული ჰოსტელის ძარცვის საქმე

“ამ კადრში ხედავთ, რომ ჰოსტელში შესვლის ინიციატორები ბრალდებულები არ ყოფილან, იქ ჯერ თავად დაზარალებული შედის…” – მიმართა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა მოსამართლე ლევან გელოვანს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 მაისს პროკურატურის ბოლო მტკიცებულება – ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები გამოიკვლიეს. საუბარია გასული წლის 4 დეკემბერს ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ჰოსტელის ძარცვაზე. ეს ჰოსტელიც იმ შენობაშია, სადაც პოლიციის მე-6 …

ხულოს მერობის მდუმარე და მოლაპარაკე კანდიდატები წინასაარჩევნოდ

„მაღალი თანამდებობიდან მეტის გაკეთება შეიძლება,“ – მიიჩნევს როლანდ აბულაძე. ის ხულოს მერობის ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატია, რომელიც ამავდროულად ხულოს მერიაში ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობს. მას და მერობის სხვა კანდიდატებს „ბათუმელები“ წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ესაუბრა. 19 მაისს საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხულოში, მერს აირჩევენ. ხულოში მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის, თუმცა მათი უმრავლესობა ამ დრომდე მედიაში არ გამოჩენილა. …

ბათუმში პოლიციის ავტომანქანა ბავშვს დაეჯახა

პოლიციის ავტომანქანა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ბავშვს დაეჯახა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ თვითმხილველებმა შეატყობინეს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურეს შს სამინისტროშიც. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ბავშვს კოჭი აქვს დაზიანებული. ამ დროისთვის ის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრშია გადაყვანილი. მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა ზებრიდან მოშორებით მოხდა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილიდან გაყვანილია ავტომანქანა და მოხსნილია შესაბამისი ლენტებიც. შს სამინისტროს …

სად წაიღო პოლიციამ მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული ძვირადღირებული ავტომანქანები

„ინტერპოლის მოთხოვნით, მესაკუთრეებს ართმევენ მანქანებს ისე, რომ კანონს არღვევენ“, – ამბობს ადვოკატი ედიშერ მახარაძე. კანონის დარღვევად იურისტი სამართალდამცავი ორგანოების გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ მოქალაქეებს ავტომანქანებს ართმევენ და შემდეგ თვეობით ან წლობით პოლიციის განყოფილებების ეზოებში აჩერებენ. საუბარია მსუბუქ ავტომანქანებზე, რომლებიც ძირითადად ევროპის ქვეყნებში მოიპარეს ან თაღლითური გზით მიითვისეს, შემდეგ საქართველოში ჩამოიტანეს და გაყიდეს. ადვოკატის მტკიცებით, …

ემიჯნება თუ არა გია აბულაძე სააკაშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებას ხულოზე

მიხეილ სააკაშვილის ფრაზას „ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდით დაჯდებოდა და მისი სუნი არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა“, პარტიის სხვა ლიდერები არ ემიჯნებიან. მაგალითად, ასმათ დიასამიძემ თქვა, რომ სააკაშვილი ამავე გამოსვლაში ხულოს მოსახლეობას „მოეფერა“, გია აბულაძე კი ირწმუნება, რომ მხოლოდ ნეპოტიზმზე გაკეთებული განცხადებები მოისმინა. ხულოს სამხატვრო გალერეაში ცოლის დასაქმებას ანზორ ბოლქვაძეც ადასტურებს, თუმცა რატომ არის რიგით …

„მისი სუნი რომ არ მაწუხებდა, ეს ჩემი პრობლემაა“ – სააკაშვილმა ანზორ ბოლქვაძე შეურაცხყო

„ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდით დაჯდებოდა და მისი სუნი არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა,“ – განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ამავე შეხვედრაზე, სადაც ის შეურაცხმყოფელ ლექსიკას იყენებს, ყოფილ თანაპარტიელს „დეგრადირებული დეპუტატი“ უწოდა. შეხვედრა ემიგრანტებთან გერმანიაში, მიუნხენში შედგა. „…არის ერთი დეგრადირებული ყოფილი დეპუტატი ხულოში, ბოლქვაძე, ჩემი სირცხვილი, რომ ის …

ავარია ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალზე – დაშავდა ოთხი ადამიანი

ქობულეთი – ბათუმის ავტომაგისტრალზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ოთხი დაშავებული ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სიმბოლურად ამოყირავებული ავტომანქანა აქვს განთავსებული კამპანიის ფარგლებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ცოლის ცემაში ბრალდებული: არ ვიცი, რატომ დარეკა მან პოლიციაში

ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ი.კ. სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დღეს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებული 2 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. გამოძიების ვერსიით, ი.კ.-მ საკუთარ სახლში სიტყვიერი კონფლიქტის შემდეგ ცოლს სახეში გაარტყა და თმებში მოქაჩა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ბათუმში მოხდა. “არ ვიცი, რატომ დარეკა მან პოლიციაში… ჩვენ მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება გვქონდა…” – აცხადებს ბრალდებული. ა.კ. …

ბათუმში ნაცემი კაცი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბათუმში, მელაშვილის ქუჩაზე, დაახლოებით საღამოს რვა საათზე კაცს სცემეს. იგი ექიმებმა უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს რეფერალურ ჰოსპიტალში. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, 30 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იყო და მას სხეულზე ნაკაწრები აღენიშნებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. დადგენილია ორი სავარაუდო დამნაშავე, რომლებიც ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში …

მუშებს კომპანია ხელფასს არ უხდის – დარღვევაზე რეაგირებას არავინ ახდენს

„ყურადღება არავინ მოგვაქცია, აქვს საერთოდ დავას აზრი?“ – კითხულობს ქედაში მცხოვრები რემზი დიასამიძე. ის და კიდევ სამი ადამიანი სოფელ ხარაულაში, ასევე, შუახევის სოფელ უჩამბაში სოფლების გზის დამცავი კედლების ჩამოსხმაზე მუშაობდნენ. სამუშაოების შესრულებას დაახლოებით ოთხი თვე დასჭირდა. მუნიციპალიტეტებმა შესრულებული სამუშაო ჩაიბარეს, კომპანიამ ფული აიღო, დამცავი კედლის მშენებლები კი, უხელფასოდ დატოვეს. „გვითხრეს, რომ დასრულდება სამუშაო, ერთიანად მოგცემთ …

სიკვდილი გზაში – როგორ ისჯებიან მძღოლები ავარიების შემდეგ

ჯარიმა და პირობითი მსჯავრი – ეს შედეგი დგება ყველაზე ხშირად, როცა მძღოლები ადამიანებს ქუჩაში სხვადასხვა ტრანსპორტით ეჯახებიან. ჯარიმას ხშირად იყენებენ მაშინაც, როცა ავარიის შედეგად ადამიანი კვდება. ავტოსაგზაო შემთხვევების შემდეგ გამოძიება ძირითადად სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად იწყება, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. „ბათუმელებმა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოდან გამოითხოვა ამ მუხლით განხილული …

ანზორ ბოლქვაძე: მე ქალისთვის არ მომითხოვია სასტუმროს დატოვება, ბიჭს მოვთხოვე

„მე იმ ქალისთვის [ხათუნა ბერიძე] არ მომითხოვია სასტუმროს დატოვება, ბიჭს მოვთხოვე,“ – ამბობს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე. საუბარია „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის მიერ 7 მაისს გავრცელებულ ვიდეოზე. კადრში ჩანს დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, რომელიც დაჟინებით სთხოვს სტუმარს დატოვოს სასტუმრო „ხულო“. დეპუტატი კადრში ამბობს, რომ ეს სასტუმრო ხულოში მისი საკუთრებაა და მას აქვს ამის (სტუმრის გაძევების) უფლება. ანზორ ბოლქვაძის თქმით, მან სასტუმროს …

მშენებლობიდან ჩამოვარდნილი მასალა ავტომანქანას დაეცა

ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, შინდისის სკვერთან მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო მასალები გადმოცვივდა. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის, უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებულ ღობეებსა და ბადეებს აქ ვერ ნახავთ. „მასალები ცვივა და საფრთხეა ყოველთვის, ბავშვების გამო მეშინია უფრო… სულ ვიძახი, იმ მხარეს ნუ გადიხართ სათამაშოდ-მეთქი. გუშინწინ, ძლიერი ქარი როცა იყო, მეზობლის მანქანას დაეცა მშენებლობიდან გადმოვარდნილი ძელი,“ – …

“უკვდავი პოლკი” ბათუმში გეორგიევსკის ლენტების გარეშე

“უკვდავი პოლკის” აქციაზე შეკრებილები ბათუმში უკვე დაიშალნენ. მათ წელს გეორგიევსკის ლენტები და საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის სხვა სიმბოლოები არ გამოუყენებიათ. “გაგვაფრთხილეს და ამიტომ არ გამოვიყენეთ, ჩვენ არ ვართ პოლიტიკური მოძრაობა,”- გვითხრა ლიკა ზახაროვამ, ეროვნული კონგრესის და უკვდავი პოლკის ორგანიზატორმა. მას და პოლკის სხვა მხარდამჭერებს გმირთა ხეივანში, ჟიული შარტავას ბიუსტთან და 9 აპრილის მემორიალთან მიახლოების საშუალება არ …

9 მაისი 1 ვეტერანით

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმა 9 მაისი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ანატოლი კაჭარავას საფლავთან მიულოცეს, თუმცა ვეტერანები შეხვედრას არ დასწრებიან. აქ მხოლოდ ერთი ვეტერანი გამოჩნდა – ვასილ ტოცკი. ბათუმის მერიის პრესსამსახურის უფროსი, თეკლა ჩიჩუა ამბობს, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ყველა ვეტერანს მიაწოდეს. “როგორც გავიგე, მათ ფიზიკურად არ შეეძლოთ მისვლა,” – აღნიშნა თეკლა ჩიჩუამ. მისივე …

ბათუმში გაზი დაახლოებით ორი დღე არ იქნება

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, გაზის ცენტრალური მილსადენი დაზიანდა. ამ დროისთვის [15:40] ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, გადაკეტილია ქუჩა. „უსაფრთხოების მიზნით, მთელი ბათუმი მალე სრულიად გამოირთვება… გაზის მიწოდება ხვალ [დილიდან] ეტაპობრივად აღდგება, მაგრამ ორი დღე დაგვჭირდება სავარაუდოდ,“ – გვითხრა „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ვახტანგ ბერიშვილმა. ბერიშვილის თქმით, ცენტრალური მილსადენი რეფერალურ კლინიკასთან ახლოს, ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ ნიადაგის …

დეპუტატის სასტუმროდან ენმ-ის წევრის გაძევებაზე გამოძიება დაიწყო

იძულების მუხლით ხულოს სასტუმროს ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევა წუხელ, 7 მაისს, სასტუმრო „ხულოში“ მოხდა. სასტუმროს მესაკუთრემ, პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ სასტუმროს ნორმის დაცლა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს – ხათუნა ბერიძეს მოსთხოვა. დეპუტატს არ განუმარტავს მიზეზი, რის გამო მოსთხოვა მან სტუმარს სასტუმროს დატოვება. დეპუტატმა სასტუმროს …

როგორ აპირებენ ექიმები პაციენტების ნდობის მოპოვებას – დისკუსია

„ფაქტია, რომ პროტესტს გამოხატავენ ხშირად სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და ფაქტია, რომ ადამიანები სამკურნალოდ ძირითადად მიდიან თურქეთში,“ – განაცხადა დღეს, 7 მაისს, სასტუმრო „რედისონში“ გამართულ შეხვედრაზე მართვის კომპანია GGM-ის ხელმძღვანელმა, გენო გელაძემ. ამ ორგანიზაციამ მოაწყო დისკუსია ექიმებსა და პაციენტებს შორის შექმნილი პრობლემების გასაანალიზებლად. გენო გელაძე მიიჩნევს, რომ სამედიცინო დაწესებულებების მონოპროფილურობა გააძლიერებს კლინიკებს. „კომუნისტური ჯანდაცვა მსოფლიოში იყო …

არასწორად განთავსებული საგზაო ნიშნები ბათუმის ქუჩებში

„ეს ნიშანი გვაფრთხილებს ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოების შესახებ. იგი მაფრთხილებელი ნიშანია და, შესაბამისად, დასახლებულ პუნქტში ქუჩის გადაკვეთამდე 50 მეტრზე უნდა იყოს განთავსებული. ბათუმში რამდენიმე ქუჩაა, სადაც ეს მაფრთხილებელი ნიშანი არასწორად, ფორმალურად არის განთავსებული,“ – გვიყვება ბათუმის ერთ-ერთი ავტოსკოლის ხელმძღვანელი, ვიქტორ კვირკველია. მან ბათუმში რამდენიმე ქუჩა გვაჩვენა, სადაც მისი მტკიცებით, საგზაო ნიშნები ურთიერთსაპირისპირო და დამაბნეველია, ან ისინი …

ხულოს მერობის კანდიდატი: შსს ყოველთვის იყო ადეკვატური

„კანონის დარღვევა არ მომხდარა ერთი წამითაც პოლიციის მხრიდან“, – ასე აფასებს ვახტანგ ბერიძე ხულოში, სოფელ ღურტაში 5 წლის წინ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლას. ვახტანგ ბერიძე მაშინ ხულოს პოლიციის უფროსი იყო, ახლა კი, ხულოს მერობის კანდიდატია „ქართული ოცნებიდან“. მან ვერ გვითხრა, რა კანონი დაარღვიეს მოქალაქეებმა, თუკი თვითონ, როგორც პოლიციელი, კანონიერად მოქმედებდა. რას ჰპირდება ყოფილი პოლიციელი ხულოს …

ენმ-ის მერობის კანდიდატი ხულოში: ყველა სოფელში მინისაწარმოს ავაშენებ

ხულოს მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – ირაკლი ჯორბენაძე ყველაზე ხშირად გზების პრობლემებზე საუბრობს. მისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა მოუწესრიგებელი საავტომობილო გზებია. „ბათუმელებმა“ ხულოს მერობის კანდიდატს ჰკითხა, აქვს თუ არა გაანგარიშებული, რამდენი  დაჯდება ხულოს ყველა სოფელში გზების კეთილმოწყობა და სად ნახავს ამ ფულს ირაკლი ჯორბენაძე, თუკი ის ხულოს მერი გახდება. ხულოს მერის არჩევნები 19 …

„ძიალოგი“ – რა მოიფიქრეს სტუდენტებმა პოლიტიკური ოპონენტების დასამეგობრებლად

„ამ აპლიკაციით თქვენი პოლიტიკური ოპონენტი შესაძლოა თქვენი მეგობარი გახდეს,“ – ამბობს მარიამ ცერცვაძე. მან ხუთ მეგობართან ერთად მობილური აპლიკაცია შექმნა. აპლიკაცია პოლიტიკური პოლარიზების შემცირების პროექტის ფარგლებში გაკეთდა Democracy Reporting International Georgia-ს მხარდაჭერით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და „ფორსეტის“ ორგანიზებით გამართულ ჰაკათონზე. აპლიკაცია პოლარიზებულ პოლიტიკურ რეალობაში საერთო ინტერესების მქონე პოლიტიკური ოპონენტების დაახლოების შესაძლებლობას იძლევა. აპლიკაციით სარგებლობა ივლისიდან …

საია ნათია კაპანაძის საქმეზე: ბათუმის სასამართლომ პრაქტიკა უარესობისკენ შეცვალა

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ არსებული პრაქტიკა უარესობისკენ შეცვალა,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი მარიამ გოგოსაშვილი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.  ბათუმის სასამართლომ დღეს, 3 მაისს, უარი თქვა აჭარის ტელევიზიაში დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შეჩერებაზე. ნათია კაპანაძე თანამდებობიდან 19 აპრილს გადააყენეს. კონკურსი აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის შესარჩევად 25 აპრილს გამოცხადდა. სასამართლოში ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭოს მიერ …

ვინ ითხოვს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას

„შეზღუდვებს სიძულვილის ენის გამოყენებაზე ის ჯგუფები ითხოვენ, რომლებიც ხშირად თავად იყენებენ სიძულვილის ენას და ძალადობენ,“ – მიიჩნევს გიორგი მშვენიერაძე, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი. ბოლო პერიოდში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით არსებულ ინიციატივებზე გიორგი მშვენიერაძემ დღეს ბათუმში გამართულ მედიაფორუმზე ისაუბრა. „ბათუმელებმა“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა. რამდენიმე ინიციატივა იყო, რაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ეხებოდა. თქვენი დაკვირვებით, რა ფორმებს …

სასამართლომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი არ შეაჩერა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შეჩერებაზე უარი თქვა. შუამდგომლობაზე მოსამართლემ სხდომის გამართვის გარეშე დღეს, 3 მაისს, იმსჯელა. სასამართლოს სარჩელით აჭარის ტელევიზიის ყოფილმა დირექტორმა ნათია კაპანაძემ მისი თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ მიმართა. იგი ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მიერ უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. სარჩელთან …

საქართველოში მედიის განვითარების ინდექსი გაუარესდა

მედიის განვითარების ინდექსი საქართველოში გაუარესდა – მონაცემები ბათუმში გამართულ მედიაფორუმზე ეკა ბასილაიამ გააჟღერა, IREX-ის მედიის განვითარების ინდექსის მკვლევარმა. დღეს, 3 მაისს, ბათუმში მედიაფორუმი გაიხსნა პრესის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. ფორუმის ორგანიზატორი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოა. 2018 წელს საქართველოში მედიის განვითარების ინდექსი იყო 2.26, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული მედია შერეულად მდგრადი …

 აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე: „არ არის გამორიცხული, სხვა კადრებიც გავრცელდეს“

„ამ ჩანაწერზე წვდომა ტელევიზიის ყველა თანამშრომელს შეეძლო. არ არის გამორიცხული, რომ სხვა კადრებიც იყო დაკოპირებული და გავრცელდეს,“ – ამბობს ჯემალ გვეტაძე. ის აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილეა ტექნიკური მიმართულებით. მას ვკითხეთ, ხომ არ უნდა ველოდოთ სოციალურ ქსელში ტელევიზიაში გადაღებული ახალი ფარული კადრების გავრცელებას. აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის თათბირის კადრი გუშინ, პირველ მაისს დაახლოებით 14:00 …

Exit mobile version