ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ერთ-ერთი მანქანა ქუჩის გამყოფი ზოლის ჯებირს დაეხაჯა და საპირისპირო მხარეს გადავიდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველის თქმით, მსუბუქმა ავტომანქანამ გზა ქვეითს დაუთმო, რა დროსაც მას უკან მომავალი მანქანა დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება არ დაწყებულა. ადმინისტრაციული მოკვლევის შედეგად სამართალდამრღვევი მძღოლი დაჯარიმდება.