Batumelebi | ბათუმში აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე-6 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება ბათუმში აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე-6 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე-6 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

30 სექტემბრიდან 2 ოქტომბერის ჩათვლით, ბათუმში, ყინულის სასახლეში,  აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე-6 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა – “Agro Batumi 2016” გაიმართება.

გამოფენაში მონაწილეობენ კომპანიები საქართველოდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან. „Agro Batumi 2016”- ის მონაწილე კომპანიები,  საკუთარ პროდუქციას სამი დღის განმავლობაში გამოიტანენ გამოფენაზე. ღონისძიების ფარგლებში იგეგმება სარეკლამო და საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები და ასევე, შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან.

გამოფენა-გაყიდვის ორგანიზატორია კომპანია “GEONET EXPO–ს“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან