მთავარი,სიახლეები

26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები ბათუმში

25.05.2017
26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები ბათუმში

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბათუმში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება.

12:00 – ვეფხისტყაოსნის წიგნების გამოფენა – 6 მაისის პარკი, ასევე, ბსუ-ს სტუდენტები წაიკითხავენ „ვეფხისტყაოსანს“ ქართულ და უცხოურ ენებზე. მოეწყობა ნახატებისა და კალიგრაფიულად შესრულებული „ვეფხისტყაოსნის“ სტროფების გამოფენა. ამავე დროს დაარიგებენ 26 მაისის თემატიკაზე მომზადებულ კოკარდებს;

12:00 – სპორტული თამაშები (ჭადრაკი, ნარდი, შაში, მაგიდის ჩოგბურთი) ვეტერანთა შორის – ვეტერანთა კლუბი „ნონა“.

12:00 – დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გვირგვინით შემკობა და ფოტოგამოფენა – საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მოედანი;

12:20 – მსვლელობა იუნკერების მემორიალიდან საოცრებათა პარკისკენ და ფლეშმობი;

12:30 – სამხედრო ტექნიკის გამოფენა – ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია;

13:00 – 26 მაისის მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა-ევროპის მოედანი;

15:00 – „საერთაშორისო ტურნირი მოზარდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში“ – სასპორტო სკოლა (ფიროსმანის ქ №14);

17:00 – ბათუმის მუსიკალური ცენტრის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის კონცერტი – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი;

20:00 – საზეიმო გალა კონცერტი-საოცრებათა პარკი (ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია);

22:30 – ფეიერვერკი (ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია).

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008