მაისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 332 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მაისის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 332 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 51 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. უწყების ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 57 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 15 …

ბათუმში პარკირების წესების დარღვევის ფაქტები [ფოტო]

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს 18:00 საათის მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე მხოლოდ 3 ადამიანი დაჯარიმდა, 2 – პარკირების ორგანიზების წესის დარღვევისთვის და 1 – პარკირების ორგანიზების წესის განმეორებით დარღვევისთვის.   ფოტოები გადაღებულია რამდენიმე დღის წინ. მოგვაწოდა მკითხველმა.

რა იგეგმება ქობულეთში ბავშვთა დაცვის დღეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ქობულეთში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. ღონისძიება 12:00 საათზე ცენტრალურ პარკში დაიწყება –  საჯარო სკოლების დაწყებითი კლასის მოსწავლეები მხიარულ სტარტებს მოაწყობენ. 14:00 საათზე  ზღაპრის გმირების მონაწილეობით საბავშვო შემეცნებითი და სახალისო წარმოდგენა გაიმართება. მოეწყობა საპნის ბუშტების შოუ, ფერადი ცარცებით მოხატავენ ასფალტის საფარს ცენტრალურ პარკში. 18:00 საათზე  ცენტრალური პარკის …

გახდი მზრუნველობამოკლებული ბავშვების ნახატების პერსონაჟი – პერფორმანსი #მეცაქვარ

პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი, ბათუმის ცენტრალურ პარკში [უამნიდობის შემთხვევაში კი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში] მზრუნველობამოკლებული და სოციალური პრობლემების მქონე ბავშვების ნახატების გამოფენა-პერფორმანსს გამართავს. გამოფენაზე გამოტანილი იქნება ბათუმის საოჯახო ტიპის რამდენიმე სახლის ბავშვების ნახატები შექმნილი თემაზე,  მათი საოცნებო ან/და ახლანდელი გარემო. პერფორმანსის ფარგლებში, მზრუნველობამოკლებული ბავშვების ნახატები ნაჩვენები იქნება პროექტორის საშუალებით …

ფრანების შოუ, მუსიკა და თამაშები ბავშვებისთვის – რა იგეგმება 3 ივნისს ტურისტული სეზონის გახსნაზე

„ზაფხული იწყება აქ“ – 3 ივნისს, ამ სლოგანით ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება ანბანის კოშკის მოპირდაპირედ ზღვის სანაპიროზე. ფესტივალის განმავლობაში იგეგმება 20-მდე სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ფრანების შოუ, პლაჟის ფრენბურთი, დღის ფერადი ფეიერვერკი, სხვადასხვა გასართობი თამაშები ბავშვებისთვის და ცეცხლოვანი შოუ. დღის განმავლობაში ტერიტორიაზე დაუკრავს დიჯეი ბერლინიდან The Drifter, ასევე დაუკრავენ ქართველი დიჯეები: ლაშა გურული, „Chiki“, …

რა შეიცვლება ბათუმის სატრანსპორტო სისტემაში

წელს ბათუმის მერია სატრანსპორტო სისტემის ძირეულ გარდაქმნას იწყებს. ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების სტარტეგია,  რომელიც შემუშავდა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის – „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებით, ბათუმის საკრებულომ აპრილში მიიღო. როგორც ქალაქის მერი აცხადებს, დამტკიცდა მიკროავტობუსების ოპტიმიზაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც, მიკროავტობუსების რაოდენობა 480-დან 250-მდე მცირდება, რისი მიზანიც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს განტვირთავაა. მოძრაობის განტვირთვის მიზნით, დაგეგმილია …

“ქალებს ყველაფერი შეუძლიათ” – NASCAR-ის ავტომრბოლელი ქალი ჯენიფერ ჯო კობი

” საქართველოს მსგავსად სტერეოტიპები ქალებთან დაკავშირებით ამერიკაშიც არსებობს, განსაკუთრებით ქალ მძღოლებთან დაკავშირებით. შტატებშიც იგივეა, ხალხი თავს აქნევს, თვალებს მაღლა მიაპყრობენ და ამბობენ, “ო, ქალი მძღოლი”, მაგრამ, იცით, სტატისტიკა უჩვენებს, რომ ქალები ბევრად უფრო უსაფრთხო მძღოლები არიან, ვიდრე კაცები…” – გვითხრა NASCAR-ის ავტომრბოლელმა ჯენიფერ ჯო კობიმ, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მოწვევით იმყოფება და დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს …

საქართველოს ჩემპიონატი ბილიარდში [ანონსი]

30 მაისიდან პირველ ივნისამდე ბათუმში, საბილიარდო კლუბ „პირამიდაში“, საქართველოს ბილიარდის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი ბილიარდში, სახეობა – „თავისუფალი პირამიდა“. საბილიარდო კლუბი „პირამიდა“ მდებარეობს ტ.აბუსერიძის 73 ნომერში.

მეორადი სამედიცინო ინსტრუმენტების უკანონოდ შემოტანის მცდელობა „წითელ ხიდზე“

28 მაისს საბაჟო გამშვებ პუნქტში – „წითელი ხიდი“ [მარნეული] ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის, ო.ტ-ს მართვის ქვეშ არსებული სამგზავრო ავტობუსის დათვალიერებისას, არადეკლარირებული მეორადი სამედიცინო ინსტრუმენტები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 11 162 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი …

ქობულეთში, თამარ მეფის სანაპიროზე, მოძრაობა ცალმხრივი გახდა

თამარ მეფის სანაპიროზე ამიერიდან სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივი იქნება. სანაპიროზე მოძრაობა ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის ინიციატივით შეიზღუდა. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით,  სანაპიროზე გადასასვლელებზე საგზაო ნიშნები უკვე დამონტაჟებულია. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, სანაპიროზე ცალმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა ტურისტული სეზონისთვის სპეციალურად დაიგეგმა. მოძრაობის შეზღუდვის მიზანია ამ პერიოდში სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობის უკეთ დარეგულირება, მძღოლებისთვის კონფლიქტური ვითარების შემცირება და ქვეითებისთვის უსაფრთხო გადაადგილების საშუალების მიცემა.  

14 693 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო სარფსა და წითელ ხიდზე

25-27 მაისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „წითელი ხიდი“ და „სარფი“- ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების: გ.ა-ს, ე.ზ-სა და მ.ბ-ს ფიზიკური და კუთვნილი ავტომობილის დათვალიერებისას, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საზღვარზე ამოღებული ოქროს ნაკეთობათა საერთო წონამ  253,44 გრამი, ხოლო საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ –  14,693.84 ლარი შეადგინა. საქართველოს …

ქრთამის გადაცემის მომენტში სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გურიაში ერთი პირი დააკავა

ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებაში დახმარებისა და მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის მიცემის ფაქტზე გურიაში მოქალაქე ვაჟა გ. დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვაჟა გ-მ ლიცენზიით გათვალისწინებული კონტურის გარეთ, ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებაში დახმარებისა და მფარველობის სანაცვლოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა …

100 წელი 90 წამში

90 წამში ნახეთ, როგორი ტემპით ვითარდებოდა მოვლენები საქართველოში 100 წლის წინ. არჩევნები, რომელიც 3 დღეს გრძელდებოდა; დამოუკიდებლობის გამოცხადება; 3 წლის შემდეგ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა; ოკუპაციამდე 3 დღით ადრე მიღებული საქართველოს პირველი კონსტიტუცია. 1921 წელს ემიგრაციაში მიდის საქართველოს მთავრობის მცირე ჯგუფი. ქვეყანაში დარჩენილი 1098 დეპუტატი, რომელთაგან მხოლოდ 8 გადაურჩა რეპრესიებს, სხვები ან დახვრიტეს ან გადაასახლეს. საბჭოთა …

რომელი დაავადებებისთვისაა სასარგებლო ზღვაში ცურვა

როგორც ექიმები ამბობენ, ზღვაში ცურვას ხასიათის გაუმჯობესების გარდა დადებითი ზეგავლენა შეუძლია იქონიოს თქვენს ჯანმრთელობაზეც. სხვა დადებით თვისებებთან ერთად, ზღვის წყალში ცურვას შეუძლია გაამაგროს იმუნური სისტემა, გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა, დაატენიანოს კანი და ა.შ. ექიმი-ნევროლოგი მიხეილ მჟავანაძე ამბობს, რომ ცურვა მკურნალობისა და პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ზურგისა და კისრის ოსტეოქონდროზის შემთხვევაში: „ცურვის დროს მოძრაობაშია ყველა კუნთი და …

 სარფსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული მედიკამენტები ამოიღეს

12 – 19 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, ,,გუგუთი“, ,,კარწახი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ტაილანდის, თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეების ავტომობილებისა და  ფიზიკური  დათვალიერების შედეგად, 37 აბი ნარკოტიკული  ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები და 1 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა …

ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების შემოტანის მცდელობა სარფსა და ვალეში

15-20 მაისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სარფი“ და „ვალე“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების: ე.ჩ-სა და ტ.ი-ს კუთვნილი ავტომობილისა და ფიზიკური დათვალიერებისას, ჯამში, 75 ცალი, ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცა.

ტურისტული სეზონი ბათუმში 3 ივნისს გაიხსნება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 3 ივნისს აჭარა ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს. „ზაფხული იწყება აქ“ – ამ სლოგანით ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნა ანბანის კოშკის მოპირდაპირედ, სანაპიროზე იგეგმება. ამ დღეს სანაპიროს საზაფხულო დეკორაციებით მორთავენ. დეპარტამენტის ინფორმაციით, დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ქართველი და უცხოელი დიჯეები „Chiki“, ლაშა გურული, გაბუნია, bedford falls-ი, Groove Phoenix-ი, Vako T-ი იზრუნებენ. საღამოს პროგრამა …

სად გაითიშება ხვალ შუქი აჭარაში

ხვალ, 22 მაისს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს აჭარაში, კერძოდ: ბათუმში: 11:00-დან 15:00 საათამდე 226 აბონენტს – ბათუმში გოგებაშვილის, ქუთაისის, ხულოს, გორგასლის, კ.გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებს.   ხელვაჩაურში: 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 829 აბონენტს გონიოსა და კვარიათის  დასახლებების ნაწილში.   შუახევი-ქედაში: 10:00-დან 19:00 საათამდე 52 აბონენტს ქედის მუნიციპალიტეტის …

სალმონელას გამო ერთ-ერთი თურქული კომპანიიდან ქათმის ხორცის იმპორტი აიკრძალა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქეთის ერთ-ერთი საწარმოდან ფრინველის ხორცის იმპორტი აკრძალა.  ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტის იმპორტის შეჩერების მიზეზი ხორცში ინფექციური დაავადების – სალმონელოზის გამომწვევი ბაქტერია სალმონელას აღმოჩენა გახდა. ბრძანება ამის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. თურქეთის რესპუბლიკის საწარმოდან ,,Erpilic Entegre Tavukculuk Uretim Pazarlama Ve Ticaret Ltd Sti” (Doganci Mah Mudurnu Yolu 7, Bolu, Turkey TR 14-0022)  იმპორტირებულ ფრინველის …

საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის უცხოური გემი დაჯარიმდა

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა. გემის კაპიტანს დაეკისრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატა გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა. გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად გამოავლინეს. გემი საქართველოს ტერიტორიულ …

საჯარო ლექციები ბათუმის არქიტექტურისა და რეკონსტრუქციების მნიშვნელობაზე

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, 2018 წლის 21 და 22 მაისს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში (ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. N37) ბათუმის მიტოვებული სამრეწველო შენობების ადაპტაციისა და ზოგადად, ბათუმის ისტორიული განაშენიანების სტრუქტურის შესახებ საჯარო ლექციები გაიმართება. 21 მაისს, 12 საათზე, საჯარო ლექციას თემაზე: „ბათუმის ძველი (მიტოვებული, უმოქმედო, უსარგებლო) სამრეწველო შენობების რევიტალიზაცია, რეკონსტრუქცია და ადაპტაცია“, წაიკითხავს საქართველოს …

დღეს ყველა მუზეუმში შესვლა უფასოა

დღეს, 18 მაისს, მსოფლიო მასშტაბით მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, აჭარის მუზეუმებში ღონისძიებები, გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები იგეგმება. 18 მაისს ყველა მუზეუმში ღია კარის დღეა გამოცხადებული და სტუმრები უფასოდ დაათვალიერებენ ექსპოზიციებს. 19 მაისს კი მუზეუმებში გაიმართება აქცია „მოდი ღამე მუზეუმში“, რომლის დროსაც ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში …

პარკირების წესების დარღვევა ბათუმში – ჯარიმების სტატისტიკა [ფოტო]

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს პარკირების წესების დარღვევისთვის სულ 374 ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის: პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის – 334, ნიშანში დგომისთვის – 35, ტროტუარზე დგომის გამო – 1, დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის – 3 და 1 –  ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო. ფოტოები გადაღებულია ბოლო ორი დღის განმავლობაში.

დღეს ბათუმში, მემედ აბაშიძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე, მოძრაობა შეიზღუდება

დღეს, 17 მაისს, 19:00-დან 23:00 სთ-მდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ბათუმში,  მემედ აბაშიძის გამზირზე. ამის მიზეზი საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებია. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მემედ აბაშიძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში მოეწყობა ფლეშმობი და სხვა ღონისძიებები. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მემედ აბაშიძის გამზირი გადაიკეტება 26 მაისის ქუჩის კვეთასთან, ხოლო ვაჟა-ფშაველას ქუჩა – …

ახალი ელექტრომობილები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

ბათუმის ბოტანიკურ ბაღმა ორი ახალი ელექტრომობილი შეიძინა. ბოტანიკურ ბაღში ტურისტებს ჯამში 11 ელექტრომობილი ემსახურება, რომელთაგან 5 წელს არის შეძენილი. ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, წელს ელექტრომობილებისთვის ჯამში 169 080 ლარი დაიხარჯა. მათივე ცნობით, თითოეული ელექტრომობილის ფასი 33 816 ლარია. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ტურისტული მარშრუტის საწყისი პუნქტიდან (უნივერსიტეტის ან „მწვანე კონცხის“ მთავარი შემოსასვლელიდან ზღვისპირა პარკამდე ან/და პირიქით) საბოლოო პუნქტამდე, …

ეტლით მოსარგებლისთვის გაუვალი ტროტუარი ბათუმში

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე ბარ „ფლორიდას“ კონსტრუქცია  ისე აქვს მიშენებული, რომ ფეხით მოსიარულე იძულებულია ან ველობილიკზე გადავიდეს, ან მიშენებულ კონსტრუქციაზე ააბიჯოს. მიშენება განსაკუთრებით ართულებს ამ ადგილზე  ეტლით გავლას. მერიის ინფორმაციით, ეს კონკრეტული ობიექტი აღრიცხულია მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ, მისამართზე რამდენჯერმე იყო გასული ზედამხედველობის სამსახური, მაგრამ ობიექტი დაკეტილია და მფლობელის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. როგორც მერიაში ამბობენ, …

ბათუმში „მაკშაურმა“ გაქურდეს

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, სწრაფი კვების ობიექტი „მაკშაურმა“ გაქურდეს. ამ დროისთვის ობიექტზე საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახური მუშაობს. კონკრეტულად რა წაიღეს ობიექტიდან, ამის შესახებ ადგილზე არ საუბრობენ. ამის შესახებ არ საუბრობს არც შსს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ქურდობას გულისხმობს.

უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გასინჯვები არტერიული ჰიპერტენზიის მიმართულებით

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დღეს, 12:00 საათიდან – 16:00 საათამდე ბათუმის ორ სამედიცინო დაწესებულებაში – საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრსა [ბარათაშვილის ქ. 30] და პირველ პოლიკლინიკაში [ტბელ აბუსერიძის ქ. 2], ბათუმის ჰოსპიტალურ სექტორში დასაქმებული კარდიოლოგები ჩაატარებენ უფასო სამედიცინო კონსულტაციებს და გასინჯვებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაისის თვის ყოველ ხუთშაბათს ოჯახის ექიმები და …

პროდუქტების ფასები საქართველოს 6 ქალაქში

საქართველოს სამომხმარებლო კალათაში 305 კომპონენტია, რომელიც საქონლისა და მომსახურების 12 ძირითად ჯგუფს შეადგენს, მათგან ყველაზე დიდი წილი, დაახლოებით 30%, უჭირავს სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებს. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სურსათის წილის ასეთი მაღალი მაჩვენებელი დამახასიათებელია დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის და მათ ინფლაციებს უფრო მგრძნობიარეს ხდის საკვები პროდუქტების ფასების ცვლილებაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სურსათი ხასიათდება მერყევი …

ექსპედიცია შავ ზღვაში სანაპიროს გარემოსდაცვითი სტატუსის დასადგენად

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა საზღვაო ჰიდრობიოლოგიური ექსპედიცია დაასრულა. ექსპედიცია, რომლის მიზანიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსა და ზღვის ბიომრავალფეროვნების შესწავლა და შეფასებაა,  მოიცავდა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ანაკლიის, ფოთის, ქობულეთის, ჩაქვის, ბათუმისა და გონიოს ტრავერსებზე. დეპარტამენტის ხელმძღვანელის, არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით, აღებულია მაკრო და მეიოზოობენთოსის, მეზო, მაკრო (ჟელესებრი) და იქთიოპლანქტონის, ფიტოპლანქტონის (პლანქტონური ალგოფლორა) …

ინტერნეტის რეაქცია ბერას ახალ სიმღერაზე

ბერა ივანიშვილის ახალ სიმღერას Legalize [ლეგალიზება], რომელიც მომღერალმა გუშინ გამოაქვეყნა, იუთუბზე 281 083 ნახვა და 7100 მოწონება აქვს. ფეისბუქზე, ბერას ოფიციალურ გვერდზე გაზიარებულ კლიპს 2700 ზე მეტი დადებითი შეფასება აქვს. „ვისაც უყვარს და არ ასაღებს..“, „რაც მოდის მიწიდან, ვერ ჩამდებს მიწაში, რამდენი შხამი დევს ამ სინთეტიკაში…” – სიმღერას, რომლის მთავარი მესიჯიც მარიხუანას ლეგალიზების მოთხოვნაა, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება …

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე, ნ.ს-ს ფიზიკური დათვალიერებისას არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ოქროს ნაკეთობების საერთო წონამ 94,09 გრამი შეადგინა, საქონლის საბაჟო ღირებულებამ კი – 5 689 ლარი. ოქროს ნაკეთობები 13 მაისს ამოიღეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით,  ფულადი …

112-ის ოპერატორი მოსწავლის მისამართს სკოლების საინფორმაციო სისტემაზე წვდომით დაადგენს

112-ის ოპერატორს შესაძლებლობა ექნება, გადაუდებელი შემთხვევის დროს, სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა  eSchool-ის საშუალებით, ოპერატიულად დაადგინოს დაზარალებული ბავშვის სახელით, გვარითა და სკოლის მონაცემით მისი საცხოვრებელი მისამართი და მშობლების საკონტაქტო ინფორმაცია. ამას შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-სა და განათლებისა სამინისტროს სსიპ-ს „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას“ (EMIS) შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია …

როდის აღდგება წყალმომარაგება სერგი მესხის ქუჩაზე

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, სერგი მესხის ქუჩაზე წყალმომარაგების მილის ტესტირების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების გამო აბონენტებს ამ ქუჩაზე წყალმომარაგების მიწოდება შეეზღუდებათ. წყლის მიწოდება სამუშაოების დასრულების შემდეგ, 18:00 სთ-ზე აღდგება.

დიდ და არასტანდარტულ ზომებზე მორგებული მოდური ტანსაცმელი ბათუმელი დიზაინერებისგან

Poppy Pods-ი [ფოფი ფოდსი] ტანსაცმლის ბრენდია დიდი ან არასტანდარტული ზომების ქალებისთვის, რომელიც ბათუმელმა დიზაინერებმა გერონტი [გერა] სარდანაშვილმა და ნინა მასალკინამ დააარსეს. ატელიე, სადაც დიდი ზომის გოგოებს საინტერესო და მოდურ ტანსაცმელს, მათი სხეულის თავისებურებების გათვალისწინებით შეუკერავენ, უკვე მზადაა შეკვეთების მისაღებად. ატელიე დიდი ზომის მექანიკური მანეკენებითა და სპეციალური თარგებით მუშაობს. რამდენად პასუხობს მოდის ინდუსტრია დიდი და არასტანდარტული …

Exit mobile version