უცხო ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურეს

პანამისა და სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურეს. გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 2 ფაქტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გამოავლინეს. ორივე გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციები …

შეზღუდვები სერგი მესხის, მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩების წყალმომარაგებაში

კომპანია “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, მაიაკოვსკის ქუჩაზე დაზიანდა 300 მმ-იანი წყალმომარაგების მილი. მილის აღსადგენად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც სერგი მესხის, მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩებს წყლის მიწოდება შეუწყდება. კომპანიის ცნობით, ამ ქუჩებზე წყლის მიწოდება 14:00 საათზე აღდგება.  

9 აპრილის ტრაგედიის ქრონოლოგია აშშ-ის არქივში დაცული საიდუმლო დოკუმენტებიდან

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 29 წელი შესრულდა.  საბჭოთა კავშირის სადამსჯელო საჯარისო ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია 29 წლის წინ, გამთენიისას დაარბიეს. აშშ-ის საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ 1989 წლის აპრილის თვეში საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს მოიცავს, ორი წლის წინ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა IDFI-მ …

ბათუმის პორტის დირექტორი თანამდებობას ტოვებს

ბათუმის საზღვაო პორტის გენერალურმა დირექტორმა დანიარ მუხამედ რახიმმა, განცხადება დაწერა თანამდებობის დატოვების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის საზღვაო ნავსადგური ავრცელებს. ადმინისტრაციის განმარტებით, ამის მიზეზი პორტის თანამშრომლების ჯანმრთელობის გაუარესება გახდა, რომლებმაც ოთხი დღის წინ დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობის აქცია დაიწყეს. ისინი პორტში დაგეგმილ რეორგანიზაციას აპროტესტებდნენ. როგორც პორტის ადმინისტრაცია იუწყება, თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია და შიმშილობა შეწყვიტეს.   პორტის …

366 ჯარიმა პარკირების წესების დარღვევისთვის – დღის სტატისტიკა ბათუმში [10 ფოტო]

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 366 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: 316 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის,  1 ორმაგი პარკირებისთვის, 37 ნიშანში დგომის გამო, 7 ტროტუარზე დგომისთვის, 3 დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 2 ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო. ფოტოები გადაღებულია, ბოლო 10 დღის განმავლობაში.

ბათუმის პორტში მოშიმშილე ორი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბათუმის პორტში ორი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში გვითხრეს, რომ ერთ-ერთი მათგანი მაღალი არტერიული წნევის გამო გადაიყვანეს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მეორე მოშიმშილეს გადაყვანის მიზეზი გულის არეში ტკივილები გახდა. ბათუმის პორტის თანამშრომლებმა დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობის აქცია, ოთხი დღის წინ დაიწყეს. ისინი პორტში დაგეგმილ რეორგანიზაციას აპროტესტებენ. …

წყლის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდება ბონი-გოროდოკის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, მამია ვარშანიძის ქუჩაზე წყალმომარაგების მილი დაზიანდა. მათივე ცნობით, დაზიანების შესაკეთებლად დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან, 14:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება ბონი-გოროდოკის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს. ამავე თემაზე: შეზღუდვები ბონის წყალმომარაგებაში შეზღუდვები „ბონი-გოროდოკის“ წყალმომარაგებაში

კუსტარულად დამზადებული ჯეკ დენიელსის რეალიზაციისთვის აჭარაში ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის დამზადება-გასაღების და ყალბი აქციზური მარკების გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, ბრალდებული ყალბი აქციზური მარკებით ნიშანდებული, კუსტარულად დამზადებული ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის – ვისკი ჯეკ დენიელსის რეალიზაციას ახდენდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია …

საიდუმლო დოკუმენტი აშშ-ის არქივიდან – “აფხაზეთის პირველი მდივანი გადაყენებულია”

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან მალე 29 წელი შესრულდება.  საბჭოთა კავშირის სადამსჯელო საჯარისო ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია 29 წლის წინ, გამთენიისას დაარბიეს. აშშ-ის საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ (დაზვერვის დირექტორატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოსკოვში აშშ-ის საელჩო) 1989 წლის აპრილის თვეში საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს …

სროლა YouTube-ს სათავო ოფისში: დაჭრილია 4 ადამიანი, სროლაში ეჭვმიტანილი ქალი მკვდარია

დაახლოებით საათნახევრის წინ Youtube-ს სათავო ოფისის ტერიტორიაზე, რომელიც კალიფორნიის შტატის, ქალაქ სან-ბრუნოში მდებარეობს, სროლა იყო. როგორც BBC-ი იუწყება, სროლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. სან ბრუნოს პოლიციის ცნობით სროლაში ეჭვმიტანილი ქალი შენობაში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, მან სუიციდი ჩაიდინა. Associated Press-ის ცნობით, სან-ფრანცისკოს მთავარი ჰოსპიტალი სროლის შედეგად დაშავებულ სამ პაციენტს მკურნალობს, მათგან ერთ-ერთის, 36 წლის კაცის მდგომარეობა …

საქართველოს ეროვნული ნაკრები ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის შეხვედრებისთვის ემზადება, რომელიც 16-22 აპრილს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიმართება. ნაკრები 3-13 აპრილის ჩათვლით ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის მოედანზე გადის შეკრებას. ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკაში 14 აპრილს გაემგზავრება. ნაკრების შემადგენლობა: №1 – ამბროლავა კახა (მეკარე) №23 – დავითაშვილი მიხეილ (მცველი) №7 – დუმბაძე ვიტალი (ფორვარდი) №21 – ფილიმონოვი …

განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები სარფში

28-31 მარტს საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი”, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, დღეს გაავრცელა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების: მ.შ-სა და ა.შ-ს  ფიზიკური დათვალიერებისას, სხეულზე, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს. …

აშშ-ის არქივში დაცული საიდუმლო დოკუმენტები აფხაზეთთან დაკავშირებულ არეულობაზე 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან მალე 29 წელი შესრულდება.  საბჭოთა კავშირის სადამსჯელო საჯარისო ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია 29 წლის წინ, გამთენიისას დაარბიეს. ორი წლის წინ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა IDFI-მ გამოაქვეყნა აშშ-ის საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ (დაზვერვის დირექტორატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოსკოვში აშშ-ის საელჩო) 1989 წლის …

15 000-მდე ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო „სარფსა“ და „წითელ ხიდზე“

30 მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ და „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების: ე.მ-სა და ვ.ვ-ს  კუთვნილი ბარგის და ფიზიკური დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. ნაკეთობათა საერთო წონა 232.67 გრამია. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ კი, საერთო ჯამში 14 502 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის …

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობა სარფსა და სადახლოში

პირველი მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სადახლო-საავტომობილო“ და „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა რუსეთისა და საქარველოს მოქალაქეების, კ.ნ-ს, ნ.ა-სა და ლ.დ-ს ფიზიკური დათვალიერებისას არადეკლარირებული აქციზური მარკით სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული, ჯამში, 3,360 ღერი სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და დაჯარიმდნენ 1000 ლარით.

პორტის დირექტორი გაფიცვაზე: ეს გამოიყენება პორტში დესტაბილიზაციისთვის

ცოტა ხნის წინ ბათუმის პორტის თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა “ბათუმის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორმა, დანიარ მუხამედ რახიმმა. “ვაცხადებ, რომ ბრძანება ადმინისტრაციის შემცირების შესახებ არ გაცემულა. ეს განიხილებოდა, როგორც მოდელი და სამუშაო განხილვა. მაგრამ განსაზღვრული პირების მიერ ეს გამოიყენება პორტში დესტაბილიზაციისთვის. როგორც ჩანს, ყველას არ მოსწონს პორტის მშვიდი და თავდაჯერებული მუშაობა,” – ამბობს ის. დანიარ მუხამედ რახიმის განცხადებით, …

შეზღუდვები ბონის წყალმომარაგებაში

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, სერგი მესხის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დაზიანდა წყალმომარაგების მილი. რის გამოც ტარდებას სარემონტო სამუშო და ბონის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას 14:30 საათიდან, 16:00 საათამდე, შეეზღუდება წყალმომარაგება.

ბათუმში, თბილისსა და სენაკში კანონდარღვევით მოქმედი ექვსი სათამაშო აპარატი დალუქეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმში, თბილისსა და სენაკში უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ადამიანთა ჯგუფი გამოავლინა, რომლებიც თანხას კანონდარღვევით მოქმედი სათამაშო აპარატების საშუალებით იღებდნენ. უწყების ინფორმაციით, პირთა ჯგუფს დიდი ოდენობით შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით, სამ ქალაქში, ხალხმრავალ ადგილებში – ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი …

როგორ გადავაჩვიოთ ღამის ქოთანს მიჩვეული ბავშვი უნებლიე შარდვას

შარდის შეუკავებლობა ხშირი პრობლემაა პატარებში. როგორც წესი, ბავშვების უმრავლესობა 5 წლის ასაკამდე სრულად არის მიჩვეული ტუალეტის გამოყენებას. თუმცა, ხდება ისეც, რომ მოულოდნელად, ღამის ქოთანს მიჩვეული ბავშვები კვლავ იწყებენ უნებლიე შარდვას. როგორც სპეციალისტები ამბობენ, უნებლიე შარდვის მიზეზები შესაძლოა იყოს როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური. პირველ რიგში ფიზიოლოგიური მიზეზები უნდა გამოირიცხოს, ექიმს კი მაშინ უნდა მიმართოთ, როცა უნებლიე …

500 ლარამდე ჯარიმა ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ბზის მოჭრისთვის

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის  დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ბზის მოჭრაზე კონტროლს განსაკუთრებით ამკაცრებს. სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, თავი შეიკავონ ბზის მოჭრისგან. სამართალდარღვევაზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, დაშვებულია ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძო სანერგეებში გამოყვანილი ბზის რეალიზაცია. ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს როგორც …

შსს-მ ბოლო სამ თვეში ოჯახში დანაშაულის ბრალდებით 855 პირი დააკავა

შს სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, ოჯახური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 855 პირი დააკავეს. მათ შორის: რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულებს, ბრალდებულთა ძირითადი ნაწილი დაკავებულ იქნა ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით. რაც შეეხება კონკრეტულ მუხლებს, დაკავებული 855 პირიდან: 585 მათგანი …

RÓISÍN MURPHY და ტომ ოდელი თბილისი ოფენ ეარზე

Tbilisi Open Air / AlterVision-ის ლაინ აფი ცნობილია. როგორც ცოტა ხნის წინ ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე  ითქვა, წელს „თბილისი ოფენ ეარზე“ 70-ზე მეტი არტისტი გამოვა, მათ შორის ირლანდიელი მუსიკოსი Roisin Murphy, ადრე ელექტრონული პოპ კოლექტივის Moloko-ს ვოკალისტი და ინგლისელი მომღერალი ტომ ოდელი. ფესტივალის ლაინ აფი ასე გამოიყურება: 22 ივნისი- მთავარი სცენა: KAYAKATA || REJJIE …

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს გარემოსდაცვითი სტატუსის პირველი ბიულეტენი აპრილში გამოქვეყნდება

შავი ზღვის სანაპირო წყლების ბიოლოგიური მონიტორინგის მარტის თვის ეტაპის საველე ნაწილი დასრულდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით,  საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს გარემოსდაცვითი სტატუსის პირველი ბიულეტენი, პირველად ისტორიაში, აპრილში მომზადდება. სანაპირო წყლების ბიოლოგიური მონიტორინგი გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) და საზღვაო …

“ასეა სულ”-ის საქველმოქმედო კონცერტი კაფე დელირიაში

დღეს, 28 მარტს, კაფე „დელირიაში“, ჯგუფი “ასეა სულ” [ათინა ჯანუაშვილი და Bek Bekson], ბათუმელი ვეტერინარის, გიორგი კალანდაძის დედის მკურნალობისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად საქველმოქმედო კონცერტს ჩაატარებს. დღეს “დელირიაში” შესვლის მინიმალური ფასი 5 ლარია, სწორედ ამ გზით შეგროვებული თანხა გადაეცემა გიორგი კალანდაძეს დედის მკურნალობის ხარჯების შესამცირებლად. საქველმოქმედო კონცერტი “გულიდან გულში” 20:00 საათზე დაიწყება. კაფე „დელირია“ მდებარეობს ბათუმში, ყაზბეგის ქუჩის 8 …

რომელ საათზე აღდგება გოროდოკში წყლის მიწოდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გოროდოკში, წყალმომარაგების ქსელზე მიმდინარე სამუშაოების გამო,  წყლის მიწოდება რამდენიმე წუთის წინ შეიზღუდა. წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე, 13:00 საათამდე აღდგება.

ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის შენახვა – გასაღების ფაქტზე ბრალდებულის სახით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში ჯამში 2 100 აშშ დოლარის ოდენობის 21 ერთეული ყალბი 100 – დოლარიანი კუპიურა გაასაღა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, …

სამინისტრო მებაჟე-ოფიცრების თანამდებობებზე ვაკანსიებს აცხადებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ვაკანსიებს აცხადებს მებაჟე-ოფიცრების ვაკანსიებზე. ვაკანსიები გამოცხადებულია საბაჟო დეპარტამენტის 12 საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე-ოფიცერზე, მათ შორის ,,ბათუმის აეროპორტში”, ,,ბათუმის პორტსა” და  ,,სარფში”. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბათუმის პორტში  სამ თანამშრომელს, ბათუმის აეროპორტში ორს, სარფში კი რვა თანამშრომელს აიყვანს. მებაჟე-ოფიცრების თანამდებობრივი სარგო 1300 ლარია. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ …

სასტუმროს პერსონალის სახანძრო უსაფრთხოებაზე გადამზადება დაიწყო

დღეს, 27 მარტს, აჭარაში სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით სასტუმრო სექტორის პერსონალის გადამზადება დაიწყო. ტრენინგზე  ეტაპობრივად აჭარაში მოქმედი 80-მდე განთავსების ობიექტის 320 ადამიანი გადამზადდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ტრენინგი 16 ჯგუფისთვის ჩატარდება და მასში ჩართული იქნებიან  სასტუმროს მენეჯერები და სხვა თანამშრომლები. ტრენინგების თემატიკა მოიცავს შრომის და სახანძრო უსაფრთხოების წესების, რისკფაქტორების, საგანგებო სიტუაციების მართვის და მათი შეფასების საკითხებს. სასტუმროს მენეჯერებსა და …

ვის შეუწყდება წყლის მიწოდება ხვალ ბათუმში

დადიანის ქუჩაზე, ახლად შექმნილი წყალმომარაგების ქსელის ტესტირების მიზნით, „ბათუმის წყლის“ კონტრაქტორი კომპანია ტექნიკური სამუშაოების შესრულებას გეგმავს. ამის გამო ხვალ, 27 მარტს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, წყალმომარაგების მიწოდება შეუწყდება დადიანის ქუჩას: სერგი მესხისა და ერისთავის ქუჩების მონაკვეთში. „ბათუმის წყლის“ განმარტებით,  წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია SMS შეტყობინების სახით უკვე მიაწოდეს. აბონენტებს სამუშაოებთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მიღება …

არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა წითელ ხიდზე და სარფში

24-25 მარტს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – ,,წითელი ხიდი” და „სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების: ნ.ს-ს, ნ.ჯ-ს, ზ.ა-სა  და მ.დ-ს კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერებისას არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო წონა 291,45 გრამი იყო, საერთო საბაჟო ღირებულებამ კი ჯამში 19,355.31 ლარი შეადგინა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, …

10 ვაკანსია ბათუმის ბულვარში

“ბათუმის ბულვარი” 10 ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსს აცხადებს. ორი ვაკანსია გამოცხადებულია ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე, კიდევ ორი ვაკანსია –  გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტის პოზიციაზე. ერთი ვაკანსიაა გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე, სამი ვაკანსია – იურიდიული, ქონების მართვისა და მონიტორინგის სამსახურის მეორე კატეგორიის …

როდის აღდგება წყლის მიწოდება განთიადში

განთიადში მცხოვრებ აბონენტებს,  ტექნიკური სამუშაოების შესრულების მიზნით, წყალმომარაგების მიწოდება დღეს, 16:00 საათამდე შეუწყდებათ. „ბათუმის წყალის“ ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების მიზეზი გახდა ის, რომ კონტრაქტორმა კომპანიამ, რომელიც განთიადის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა, ავარიულად დააზიანა წყალმომარაგების მილი.   განთიადის ტერიტორიაზე ტექნიკური სამუშაოები ტარდებოდა 23 მარტსაც, რის გამოც მარკოზ აჭარელის ქუჩასა და მიმდებარე შესახვევებს წყალმომარაგება შეეზღუდათ.  

7000-ზე მეტი ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზების მიზნით, ერთ შემთხვევაში – 880 კოლოფი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 551 კოლოფი ე.წ. ელექტროსიგარეტისთვის განკუთვნილი „HEETS”-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო …

ბათუმში მშვილდოსნობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო

დღეს, 23 მარტს, ბათუმში დაიწყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მშვილდოსნობაში. ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 40-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის 5 პარასპორტსმენი. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩემპიონატი 3 დღეს გაგრძელდება და გამარჯვებული 25 მარტს გამოვლინდება. ფოტო:  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი

Exit mobile version