სანდასუფთავების თანამშრომლებმა სამი სული პირუტყვი, მათ შორის ორი ხბო დაიჭირეს

დღეს, 9 აგვისტოს, „სანდასუფთავების“ სამსახურის თანამშრომლებმა უმეთვალყურეოდ დატოვებული სამი სული პირუტყვი, მათ შორის ორი ხბო დაიჭირეს. მეპატრონეს კანონით გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრა, რომელიც თითოეულ  შემთხვევაზე 20 ლარია [ჯამში 60 ლარი]. გარდა ამისა, გუშინ „სანდასუფთავების“ თანამშრომლებმა 8-სული უპატრონოდ მოხეტიალე პირუტყვი დაიჭირეს და სპეციალურ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.

ქობულეთში ბუნგალო “ჰავანა” სრულად დაიწვა

დღეს, გამთენიისას, ქობულეთის სანაპიროზე მდებარე ბუნგალო “ჰავანას“ ცეცხლი გაუჩნდა. ზარი ხანძრის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში 05:17 წუთზე შევიდა. როგორც უწყებაში ამბობენ, გამოძახებაზე სამი სახანძრო ავტომობილი გავიდა, „ორი კამაზის ტიპის ავტომანქანა და წყალმზიდი ათტონიანი. სამი მანქანა მუშაობდა”. ადგილზე მისულ მეხანძრეებს ცეცხლი მთლიანად მოდებული დახვდათ ნაგებობაზე, “ხის მასალა იყო და არავინ იცის, საიდან დაიწყო ხანძარი,” – გვითხრეს …

ჰემოფილიის სამკურნალო მედიკამენტების კონტრაბანდის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო დოკუმენტაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტის ექსპორტის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს. სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ მედიკამენტების რეალიზატორმა კომპანიამ 2 აგვისტოს საქართველოდან ცენტრალური აზიაში, კერძოდ უზბეკეთის რესპუბლიკაში, ექსპორტის მიზნით, ექსპორტის საბაჟო რეჟიმში, საბაჟოზე წარადგინა გენეტიკური დაავადებით – ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა სამკურნალოდ …

აქცია საკონსტიტუციო სასამართლოს წინ [ფოტო]

მარიხუანას ლეგალიზაციის საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოს წინ, რომლის ორგანიზატორიც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაა:

როგორ იცვლება ბათუმი Google Map-ზე

Google პერიოდულად აახლებს მსოფლიოს სატელიტურ რუკებს. ბათუმის ბოლო რუკა Google-მ  2018 წლის 27 მაისს გაახლა, პირველი კი 2004 წელს გადაიღო. იხილეთ როგორ იცვლებოდა ქალაქი წლების განმავლობაში Google Map-ის მონაცემებით. Google Earth ბლოგის ინფორმაციით, Google Map-ზე შესაძლოა მონაცემები რამდენიმე თვის ინტერვალითაც გაახლდეს, მაგრამ ისინი შესაძლოა არ ასახავდეს რეალურ დროს. Google Earth-ი მონაცემებს სხვადასხვა თანამგზავრიდან და წყაროდან …

სად წავიდეთ წვიმის დროს ბათუმში

წვიმა აჭარის სანაპიროს კლიმატის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია და თუ ზაფხულში ბათუმში ჩამოსულს მზიანი ამინდის ნაცვლად წვიმა დაგხვდათ, ფერადი საწვიმარი მოისხით და ბათუმის მუზეუმებს, კინოს, თეატრს, სავაჭრო ცენტრებს ესტუმრეთ ან სულაც ძველი ბათუმის ქუჩებში ისეირნეთ და ქალაქის არქიტექტურას გაეცანით. ჩვენ შევეცდებით ის ადგილები გირჩიოთ, სადაც წვიმიან ამინდშიც შეძლებთ ბათუმში დროის საინტერესოდ გატარებას. მაშ ასე, სად შეიძლება …

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ძეგლების 3D გრაფიკის შექმნაზე მუშაობს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ძეგლების 3D გრაფიკის შექმნაზე მუშაობა დაიწყო. სააგენტო პრეზენტაციას „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების 3 განზომილებიანი გრაფიკა“ ხვალ, 3 აგვისტოს, 12:00 საათზე, განათლების სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გამართავს. სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის 3-განზომილებიანი გრაფიკის პირველი ნიმუში. ასევე, წარმოდგენილი და განხილული იქნება მოდელირების პროცესი. სააგენტოს მიერ შეიქმნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების 3-განზომილებიანი გრაფიკა, …

6000-მდე ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა სარფში

31 ივლისს საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფში“ არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ლ.ზ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 102.18 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 5,721 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი …

ფრინველებზე დაკვირვების სეზონი აჭარაში 15 აგვისტოს გაიხსნება

3-8 სექტემბერს აჭარა გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში ადგილობრივების გარდა რეგიონს ორნითოლოგები და მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაც ეწვევიან. ყოველდღიურად ფესტივალის სტუმრებისთვის პროფესიონალი ექსპერტებისა  და გიდების თანხლებით მოეწყობა შემეცნებით-გასართობი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე: ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. ასევე, გაიმართება ლექციები და პრეზენტაციები, …

გრიგოლეთში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

დღეს, 30 ივლისს, გრიგოლეთში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა.  გარდაცვლილი სავარაუდოდ, აჭარაში, მდინარე ჭოროხში დაკარგული მამაკაცია, რომელსაც მაშველები ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. 51 წლის მამაკაცი 27 ივლისს სოფელ შარაბიძეების მიმდებარედ მდინარე ჭოროხის ნაპირას მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და საბანაოდ შესვლა გადაწყვიტა მდინარეში. წინასწარი ინფორმაციით, იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. მეგობრებმა მისი მდინარიდან გამოყვანა ვერ მოახერხეს და სამაშველო სამსახურს …

ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა, რომლის მიზანია დაავადებისგან თავისუფალი ზონის შექმნა აჭარაში

აჭარის რეგიონი ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას შეუერთდა. ეს პროექტი გულისხმობს ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსის და C ჰეპატიტის ინტეგრირებულ სკრინინგს და ტუბერკულოზის გამოსავლების გაუმჯობესებას აჭარის რეგიონში. პროექტის ფარგლებში იგეგმება ინოვაციური, პაციენტზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვა. პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები გუშინ, 29 ივლისს, დაიწყო და 2 აგვისტომდე გაგრძელდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ აჭარის რეგიონი ხასიათდება დაავადების მაღალი დონით ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით, …

საქართველოს მთავრობამ ატმოსფერული ჰაერის სტანდარტი დაამტკიცა

პირველი აგვისტოდან საქართველოში ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტები ინერგება, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხი თანამედროვე ევროპული სტანდარტების გამოყენებით შეფასდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „ჩვენ მივიღეთ ევროპული დონის სტანდარტი ჰაერში ზღვრული ნორმების შესახებ, განსაზღვრულია სხვადასხვა ტიპის დამაბინძურებლების ზღვრები, მათ შორის მძიმე მეტალების და დიოქსიდების. დღეიდან შესაძლებლობა გვექნება, რომ ატმოსფერული ჰაერი …

რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრების ხელფასი იზრდება

რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრების ხელფასი იზრდება, ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ცვლილების მიხედვით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ექიმი, ექთანი და მძღოლი 30%-ით მაღალ ხელფასს მიიღებს. ამ დროისთვის, რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერტიფიცირებული ექიმის ანაზღაურება ერთ მორიგეობაზე 100 ლარს, ექთნის – 66 ლარს, ხოლო მძღოლის 58 ლარს შეადგენს. ახალი სახელფასო განაკვეთის მიხედვით კი, ეს …

რუსეთში ფესტივალზე მუსიკოსები მილიტარიზმის პროპაგანდის გამო მონაწილეობაზე უარს ამბობენ

ჟურნალ esquire-ის რუსული გამოცემის ინფორმაციით, რუსეთში როკ-მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ  ფესტივალზე „ნაშესტვიე“, რომელიც 3-5 აგვისტოს გაიმართება, რამდენიმე ჯგუფი მონაწილეობაზე უარს ამბობს,.ამის მიზეზი ფესტივალში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩართულობაა. ჯგუფებმა “პოშლაია მოლი” [Пошлая Молли], “ელიზიუმი” [Элизиум], “პორნოფილმი” [Порнофильмы], “დისტემპერი” [Дистемпер] და “იორშ”-მა [Йорш] თავიანთი გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ ფესტივალის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს გააგრძელონ თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან, …

„სიმპსონების“ რეჟისორის ახალი მულტსერიალი ალკოჰოლის მოყვარულ პრინცესაზე აგვისტოში გამოვა

კომპანია ნეტფლიქსმა  Comic Con -ის ფესტივალზე “სიმპსონებისა” და “ფუტურამას” რეჟისორის, მეთ გრეინინგის ახალი ანიმაციური სერიალის, “განჯადოების” სრული ტრეილერი აჩვენა. იმ უდიდესი წარმატების შემდეგ, რაც გრეინინგს „სიმპსონებმა“ და „ფუტურამამ“ მოუტანა, ნეტფლიქსმა მას ახალი ანიმაციური კომედიური შოუს შექმნა შეუკვეთა. როგორც  ბრიტანული გამოცემა  NME  იუწყება, ნეტფლიქსმა შოუს 20 ეპიზოდი შეუკვეთა, რომელიც ორ სეზონად დაიყოფა.  პირველი 10 ეპიზოდი მომავალ თვეში, 17 აგვისტოს …

ბათუმის მერიამ შშმ პირების ასისტენტების გადამზადება დაიწყო

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო. ასისტენტები გადამზადების 7 დღიან მიზნობრივ კურსს გაივლიან. პროგრამის ფარგლებში 8 ასისტენტია შერჩეული, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, უსინათლო შშმ პირებისა  და ეტლით მოსარგებლე შშმ პირების გაცილებას უზრუნველყოფენ. საწყის ეტაპზე აღნიშნული სერვისით  48 ბენეფიციარი ისარგებლებს. ერთი ასისტენტი ექვს ბენეფიციარს მოემსახურება დათითოეულს კვირაში ორჯერ გაუწევს დახმარებას.  პროგრამა საპილოტეა და წელს პირველად ხორციელდება, მისი ბიუჯეტი 28 ათას 800 ლარს შეადგენს.  

გატარებული ხორცის შენახვის ვადა 6 საათია – კიდევ რა უნდა ვიცოდეთ ხორცის შეძენისას

სურსათის ეროვნული სააგენტო, რეკომენდაციებს ავრცელებს – თუ რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას. უპირველ ყოვლისა აუცილებელია, რომ ხორცის რეალიზაციისას და შეძენისას ხორცი მოთავსებული იყოს სამაცივრე განყოფილებაში. იდეალურ პირობებში, ხორცის შენახვის საუკეთესო ტემპერატურა არის +6 გრადუსი. მომხმარებელმა ხორცის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოს (დახლზე ან დახლში განთავსებულ) ეტიკეტირებას, რადგან ეტიკეტზე მოთავსებულია ყველა ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს …

1496 ბავშვი მინდობით – ვითარება ბავშვთა სახლების შემდეგ [ინფოგრაფიკა]

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში მინდობით აღზრდაში სულ განთავსებულია 1496 ბავშვი; 2016 წლის მონაცემებით მინდობით აღზრდის ქვეპროგრამით ისარგებლა – 1355 ბავშვმა; 2017 წელს მინდობით აღზრდაში სახელმწიფო 1448 ბავშვზე ზრუნავდა; 2016 წელს მიმღები ოჯახის უპირატესობით მინდობით აღზრდიდან გაშვილდა 4 ბავშვი;  2017 წელს – 7; 2018 წელს – 5 ბავშვი; „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ …

“სანდასუფთავებამ” ახალ ბულვარში ძროხები დაიჭირა

ახალი ბულვარის ტერიტორიაზე “სანდასუფთავების” სამსახურის თანამშრომლებმა ცხრა სული პირუტყვი დაიჭირეს, რომლებიც  საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. საქონლის მფლობელები ადმინისტრაციული წესით, 50 ლარით დაჯარიმდნენ. ახალი ორზოლიანი გზა ქობულეთში, სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კილომეტრ/საათია – უსაფრთხოება

ჩაქვსა და მახინჯაურში მომხმარებლებს წყალმომარაგება საღამომდე შეეზღუდებათ

ბათუმის წყლის ონფორმაციით, დღეს, 16 ივლისს, ჩაქვისა და ჩაისუბნის სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგება შეზღუდულია. წყლის მიწოდება შეუწყდა ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებს ჩაქვის და მახინჯაურის ტერიტორიაზე. კომპანიის ინფორმაციით, აბონენტებს წყალმომარაგება 21:00 საათამდე აღუდგებათ.

ზაფხულში ნაწლავური აშლილობების შემთხვევებმა იმატა

ზაფხულის სეზონზე, აჭარაში ნაწლავური აშლილობების მატება ფიქსირდება, თუმცა ეპიდსეზონისთვის დამახასიათებელი დინამიკით – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ აჭარაში სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეას და საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შემთხვევების რაოდენობა ივნისს, ჯამურად 1400-ს აღწევს. წელს ივნისის თვეში შემთხვევათა რაოდენობა თითქმის 2-ჯერ მეტია ვიდრე, გასულ თვეებში. შემთხვევათა …

შუახევში კინოკლუბს გახსნიან

შუახევში კინოკლუბი გაიხსნება, რომლის ფარგლებში ფილმების ჩვენება და განხილვა მოეწყობა. კინომოყვარულთა კლუბი შუახევის მერიის ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის განყოფილების ინიციატივით იქმნება. შუახევის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელი ამირან ხიმშიაშვილი ამბობს, რომ კინოჩვენებებისთვის ადგილს სულ მალე შეარჩევენ. „ფილმები, რომლებსაც კინოჩვენებებისთვის შევარჩევთ, იქნება ძირითადად სოციალურ პრობლემებსა და აქტუალურ თემებზე, ანუ იმ თემატიკის ფილმები, რაც შემდეგ საინტერესო დისკუსიისა და განხილვის საგანი …

თანამედროვე 3D დიზაინის შექმნის, მოდელირებისა და 3D ბეჭდვის უფასო კურსები ბათუმის ამერიკულ კუთხეში

ბათუმის ამერიკულ კუთხეში თანამედროვე 3D დიზაინის შექმნის, 3D მოდელირებისა და 3D ბეჭდვის კურსები ტარდება. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებსაც კომპიუტერის საბაზისო ცოდნა გააჩნიათ (იგულისხმება ინტერნეტში მუშაობა, სწრაფი ღილაკები, საოფისე პროგრამები, მარტივი დიზაინების აწყობა). შეხვედრები გაგრძელდება 17-20 ივლისის ჩათვლით (12:00 სთ-16:00 სთ) 3D – New Ways Camp გულისხმობს ახალგაზრდების დაინტერესებას სამგანზომილებიანი ობიექტების შექმნისთვის, დაპროექტებას, …

გარემოს დანაგვიანებისთვის ბათუმში მოქალაქე დაჯარიმდა

სანდასუფთავების ინფორმაციით, დღეს ბათუმში მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო მოქალაქე 100 ლარით დაჯარიმდა. შპს „სანდასუფთავების“ მონაცემებით, 2018 წელს, იანვრიდან ივლისამდე, ქუჩების დანაგვიანებისთვის 60 ჯარიმა დაიწერა, მათგან ნაწილი სამშენებლო ნარჩენების ქუჩაში დატოვებისთვის, ნაწილი კი – საყოფაცხოვრებო ნარჩენებით და სხვა ტიპის დანაგვიანებისთვის. მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებს მოქალაქის თუ კომპანიის დაჯარიმება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ თავად გახდებიან …

ხელოვნების უნივერსიტეტთან ტერიტორიას, სადაც სკვერის მოწყობა იგეგმება, ასუფთავებენ

ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ  რეკრეაციულ ზონას ასუფთავებენ. ამ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა იგეგმება, თუმცა როდის დაიწყება შესაბამისი სამუშაოები, უცნობია. მერიაში ამბობენ, რომ ტექნიკურ დეტალებს ჯერ კიდევ აზუსტებენ. როგორც მერიაში გვითხრეს, ტერიტორია ძალიან დაბიძურებული იყო, საჭირო გახდა ბალახის გაცელვა და იქედან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. აქ, მიმდებარედ მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ წლებია ამ ტერიტორიას მოქალაქეები ტუალეტის დანიშნულებითაც იყენებენ, რის …

აჭარაში მე-12 საერთაშორისო ოფროუდ ფესტივალი ჩატარდება

17-22 ივლისს  რიგით XII საერთაშორისო ოფროუდ ფესტივალი საქართველოში შუახევში, ჩიხურის მთაზე ჩატარდება. ეს ფესტივალი წლებია ტარდება სხვადასხვა ადგილებში და მასში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ჯიპერები მონაწილეობენ. ორგანიზატორების ცნობით, წელს ფესტივალზე ელოდებიან მონაწილეებს: ბულგარეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან, ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, მონღოლეთიდან, ირანიდან, სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. წინასწარი ინფორმაციით, ფესტივალზე თავს მოიყრის 300-მდე ავტომობილი. შეჯიბრის განრიგი ამ …

სექტემბრიდან პროდუქტებზე ქართული ეტიკეტირების ახალი რეგულაცია ამოქმედდება

დღეს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2018 წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც სურსათზე განთავსებული ეტიკეტი უნდა იყოს ძალიან მკაფიო შრიფტით დაწერილი, მომხმარებელს რომ არ გაუჭირდეს ამ ინფორმაციის ამოკითხვა. ჯარიმები პროდუქტებზე ქართულენოვანი ეტიკეტების არარსებობასა და სხვა წესების დარღვევისთვის 2014 წლიდან ამოქმედდა, თუმცა როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ვასილ …

ბავშვთა სარაგბო ფესტივალის გამარჯვებული ფურტიოს გუნდი გახდა

შუახევში დასავლეთ საქართველოს ბავშვთა სარაგბო ფესტივალი გაიმართა. მოედანზე 9 გუნდის 60-მდე 2004 წელს დაბადებული და უმცროსი ასაკის მორაგბეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ფესტივალი ფურტიოს რაგბის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. დასავლეთ საქართველოს ბავშვთა სარაგბო ფესტივალი მუნიციპალიტეტის მერიის, შუახევის ფეხბურთისა და რაგბის განვითარების სკოლის ორგანიზებით და საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით ჩატარდა. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მიზანია, მასობრივი სპორტის სახეობის პოპულარიზაციასთან ერთად, ბავშვთა …

რა აჩვენა კვლევამ ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებების შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰეპა პლუსმა“ ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებების შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევის თანაავტორი, გენდერის სპეციალისტი გვანცა კვინიკაძე ამბობს, რომ კვლევის მთავარი ფოკუსი იყო ტრანსგენდერი ადამიანების ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე (იგულისხმება კერძო და უფასო სერვისები, რასაც საყოველთაო  დაზღვევის პროგრამა აფინანსებს).  კვლევა, რომელშიც 14 ტრანსგენდერი ადამიანი მონაწილეობდა, 2018 წლის  იანვარ-ივნისში ჩატარდა.  რესპონდენტების განცხადებით, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა მათთვის ძალიან  მწირია, განსაკუთრებით …

ქობულეთში ზაფხულის ფესტივალი ჩატარდება

8 ივლისს ქობულეთის ცენტრალურ პარკსა (აღმაშენებლის გამზ. N279) და პარკის მიმდებარედ სანაპიროზე ზაფხულის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა სივრცეები სხვადასხვა სპორტული აქტივობისთვის. ჭადრაკში, ნარდში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფრენბურთში გაიმართება შეჯიბრი. სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით. ასევე გაიმართება ზღვის გასართობი თამაშები. მოეწყობა სივრცეები ბავშვებისთვის. ქალაქის ქუჩებში დილიდან იმოძრავებს ავტობუსები, სადაც იქნება კარაოკე და გამაგრილებელი …

შუახევში, სამთო სეზონთან დაკავშირებით, მთების მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს

შუახევში სამთო სეზონთან დაკავშირებით, მთების მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს. პროგრამაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28650 ლარი გამოიყო. მგზავრებს საშუალება ექნებათ, უსაფრთხოდ გადაადგილდნენ კატრიანის, გრძელგორის, ყავრიანის, ჩირუხის, ღომას, თაგინურის, ჯანჯღნარის, მერიაყელის, შედრეკილისა და თეთრობის იალაღებზე. პროგრამა მუნიციპალიტეტში უკვე მესამე წელია ხორციელდება.

100-მდე ფერადი ფრანი ცაზე – ფრანების ფესტივალი ბათუმში

28-29 ივლისს ბათუმის სანაპიროზე, ბულვარის მიმდებარედ ფრანების ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალი კლუბი KiteDreams-ისა და აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. კლუბი KiteDreams-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიჯეი ლაშა გურული (კუკულაძე) ამბობს, რომ მათ საკუთრებაში 100-მდე ფრანია, მათი ფორმები და ზომები სხვადასხვაა, “ყველაზე პატარები ნახევარმეტრიანი ფრანებია, ყველაზე დიდები კი 15 -მეტრიანი ფრანები გვაქვს” – ამბობს ის. ფესტივალზე მისულ სტუმრებს შეეძლებათ სამოყვარულო ფრანების გაშვება, …

ბათუმის ცენტრალურ პარკში ტბა ისევ გამწვანდა [ფოტო]

ბათუმის ცენტრალურ პარკში ტბის ზედაპირი კვლავ გამწვანდა. მისი უმეტესი ნაწილი გაუმჭვირვალეა. ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, ტბის პრობლემებს სპეციალისტები იკვლევენ, თუმცა კვლევის შედეგები როდის გახდება ცნობილი, ჯერ არ იციან. ამერიკული სამეცნიერო-კვლევითი ონლაინჟურნალი Lake Scientist-ი  წერს, რომ ტბის ფერი და გამჭვირვალობა საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას იძლევა როგორც უშუალოდ ტბაზე [მასში წყალმცენარეების ზრდისა და ამ ტბის წყლის ხარისხის შასახებ], …

ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობა სარფსა და სხვა საზღვრებზე

28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, ,,ნინოწმინდა”და ,,ქუთაისის აეროპორტი“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, სომხეთის, საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, 114 აბი და 55 კაფსულა -ფსიქოტროპული, 64 აბი და 26 კაფსულა …

Exit mobile version