„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 2 მაისს, აჭარაში ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება შემდეგ აბონენტებს: 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 3792 აბონენტს ბათუმში, შ.ხიმშიაშვილის, გორგასლის, აღმაშენებლის, შავშეთის, გოგოლის, რურუას, ლეონიძის, გაგარინის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე კახაბრის დასახლების ნაწილს. ხელვაჩაურში, 13:00-დან 17:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 30-30 წუთით შეეზღუდება ელექტროენერგია 2527 აბონენტს შემდეგ …
Author Archives: ია ფრანგიშვილი
ბონისა და გოროდოკის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს წყლის მიწოდება შეეზღუდებათ
ბათუმის წყლის ინფორმაციით, დღეს, პირველ მაისს, ხახულის ქუჩაზე წყალმომარაგების 1000 მმ-იანი მილი დაზიანდა. ამ ეტაპზე მილის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება, რის გამოც წყალმომარაგების მიწოდება ბონისა და გოროდოკის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს 18:00 სთ-მდე შეუწყდება.
ხვალიდან საჯარო სივრცეში მოწევა აიკრძალება
პირველი მაისიდან თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში ცვლილებები ამოქმედდება, რომლის თანახმადაც თამბაქოს მოხმარება იკრძალება ყველა შენობა-ნაგებობასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. კერძოდ, მოწევა შეიზღუდება რესტორნების, კაფეების, ბარების, კვების სხვა ობიექტების, გასართობი კლუბების, ცენტრების, კომერციული-სავაჭრო ობიექტებისა და მაღაზიების ინტერიერში, ანუ უშუალოდ შენობებში. კანონი თამბაქოს მოწევას აკრძალავს სილამაზის სალონებში, სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში, პოლიკლინიკებში, ესთეტიკური მედიცინის ცენტრების, სამედიცინო-სპორტულ-გამაჯანსაღებელი სპა ცენტრების ინტერიერსა …
Continue reading “ხვალიდან საჯარო სივრცეში მოწევა აიკრძალება”
ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები აჭარასა და სამეგრელოში
უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქნის თურქეთში გადატანის მცდელობისთვის 4 სატვირთო მანქანა დაილუქა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს აჭარაში. თურქეთის რესპუბლიკაში გატანამდე აჭარაში, გადამოწმების მიზნით, 6 სატვირთო ავტომანქანა გააჩერეს, რომელთა ძარაზე განთავსებული იყო მურყნის (თხმელას) სახეობის 245 მ3 საშეშე მერქანი. დეპარტამენტის ინფორმაციით, მძღოლების მიერ …
Continue reading “ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები აჭარასა და სამეგრელოში”
დღის სტატისტიკა ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე დღეს 356 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: 298 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 47 – ნიშანში დგომისთვის, 6 – ტროტუარზე დგომის გამო, 5 კი დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.
სად გაითიშება ხვალ შუქი
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: 11:00-დან 19:00 საათამდე 621 აბონენტს ბათუმში: ჯორჯიაშვილის, ჭავჭავაძის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე, დაბა მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლებების ნაწილს. 11:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 986 აბონენტს ხელვაჩაურში: კახაბრის, მეჯინისწყალის, გონიოსა და დაბა ხელვაჩაურის დასახლებების ნაწილს, ასევე ახალსოფელს. 10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით …
ბამბუკების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში
29 აპრილს, 14:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბამბუკების გამოფენა მოეწყობა. ბაღის კოლექციიდან წარმოდგენილი იქნება 16 სახეობის ბამბუკი. გამოიფინება ბამბუკისგან დამზადებული აქსესუარები, რისი შეძენაც დამთვალიერებელს ადგილზევე შეეძლება. გამოფენაზე შესაძლებელი იქნება ბამბუკისგან დამზადებული სხვადასხვა სახის დესერტებისა და კოქტეილის დაგემოვნებაც. გამოფენა გაიმართება პანორამულ გადასახედზე. უახლოესი შესავლელი სალარო უღელტეხილის მხრიდან. გამოფენაზე დასწრება უფასოა.
ახალი ბულვარის რეაბილიტაციისთვის 2 041 884 ლარი დაიხარჯება
ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, ახალ ბულვარში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 30 000 კვ.მ მოცულობის ტერიტორიას, სადაც წლების განმავლობაში ამორტიზებული ფილები სრულად გამოიცვლება, განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, წვიმამიმღები ჭები, ბილიკები კი გრანიტის ფილებითა და ბაზალტის ბორდიურებით კეთილმოეწყობა. ახალ ბულვარში დეკორატიული არხებისა და შადრევნების სარემონტო სამუშაოებიც მიმდინარეობს. ბათუმის ბულვარში სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი – ამფითეატრის მოედნიდან მეჯინისწყლის ხიდამდე. მეორე ეტაპი- …
Continue reading “ახალი ბულვარის რეაბილიტაციისთვის 2 041 884 ლარი დაიხარჯება”
ბათუმში ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა
ბათუმში ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების სარეაბილიტაციო ცენტრი, „იმედის სახლი“ საქველმოქმედო ფონდის, „საქართველოს კარიტასის“ ორგანიზებით შეიქმნა. ცენტრში ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირებს თერაპიული კურსის გავლა უფასოდ შეუძლიათ. „საქართველოს კარიტასის“ წარმომადგენელი, ილია გუჩმანიძე ამბობს, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები ცენტრში ექვსთვიან კურსს გაივლიან, რომელიც მოიცავს სამედიცინო დახმარებას, ფსიქოლოგიურ კონსულტაციას და ბენეფიციარების სრულად უზრუნველყოფას საყოფაცხოვრებო პირობებით: კვება, დამხმარე საშუალებები, რაც ბენეფიციარს სჭირდება ცხოვრებისთვის და …
Continue reading “ბათუმში ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა”
როდის აღდგება წყლის მიწოდება მახინჯაურში
“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, წყალმომარაგების 1200 მმ-იან მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, წყალმომარაგების მიწოდება შეუწყდება მახინჯაურის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის ცნობით, წყალმომარაგება მახინჯაურის ტერიტორიაზე 18:00 საათზე აღდგება.
ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანის მცდელობა საქართველოს საზღვრებზე
საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „ქუთაისის აეროპორტი“, „კარწახი“ და „წითელი ხიდი“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და ნიდერლანდების მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერებისას, 100 აბი ნარკოტიკული, 145 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები, 5,87 გრამი მარიხუანა და ასევე, ცეცხლსასროლი იარაღი …
შსს-მ ბოლო 4 თვეში უკანონო ბრუნვიდან 18 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო 4 თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს 18 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება. ამავე პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემულია 754 პირი, მათ შორის 394 პირი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. …
Continue reading “შსს-მ ბოლო 4 თვეში უკანონო ბრუნვიდან 18 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღო”
ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის მცდელობა სარფში, ქუთაისის აეროპორტში, წითელ ხიდსა და სადახლოში
17-19 აპრილს საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „ქუთაისის აეროპორტი“, „სადახლო-საავტომობილო“, „წითელ ხიდი“ და „სარფი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და ბრიტანეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილებისა და ფიზიკური დათვალიერებისას, 38 აბი ნარკოტიკული, …
ტურისტი: კარგი იდეა ცუდი სისტემით – რას სთავაზობს ბათუმველო მომხმარებელს
ბათუმველოს ბალანსზე დღეისთვის 370 ველოსიპედია. როგორც აიპ-ში გვითხრეს, ველოსიპედები ყოველ წელს რემონტდება. მაგალითად, გასულ წელს ველოსიპედების დეტალების შესაძენად 25 600 ლარი დაიხარჯა. ველოსიპედები გარდა ბუნებრივი ცვეთისა, ვანდალიზმის გამოც ზიანდება. ველოსიპედების სკამები ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაზიანებადი ნაწილია. სკამებს უმეტესად ავტოკალმებითა ან/და ბასრი ნივთებით აზიანებენ, რის გამოც ნაწვიმარზე შეუძლებელია ასეთი ველოსიპედით სარგებლობა. წელს ველოსიპედების შესაკეთებლად 2000-მდე ლარია …
Continue reading “ტურისტი: კარგი იდეა ცუდი სისტემით – რას სთავაზობს ბათუმველო მომხმარებელს “
საქართველოს ნაკრები ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის გამარჯვებულია
დღეს, 22 აპრილს, 2018 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩემპიონატის უკანასკნელ და გადამწყვეტ თამაშში ტაიპეის ყინულის ჰოკეის ეროვნულ ნაკრებთან გაიმარჯვა, ანგარიშით 11:2, რითაც საქართველოს ნაკრები 2018 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის გამარჯვებული გახდა და როგორც ჩემპიონმა II დივიზიონში გადაინაცვლა. ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში საქართველოს ეროვნული ნაკრები 5 …
შავ ზღვაში მესამე საზღვაო ექსპედიცია დასრულდა – კვლევის შედეგები თვის ბოლომდე გამოქვეყნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა მესამე საზღვაო ექსპედიცია დაასრულა. თევზჭერა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა უბანზე, ყველა აქტიურ სიღრმით იარუსზე – თევზსაჭერი ბადის გამოყენებით განხორციელდა. სპეციალური ხელსაწყოების საშუალებით მოხდა არსებული რესურსების სკანირება. სპეციალისტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე, შავ ზღვაში თევზების ბიომრავალფეროვნებისა და მარაგების შესახებ ინფორმაცია დამუშავდა. ასევე, დააკვირდნენ ზღვის ძუძუმწოვრებს. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის …
11:1 ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მესამე თამაშიც მოიგო
კეიპტაუნში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში მესამე დივიზიონის გუნდებს შორის. საქართველოს ნაკრებმა ცოტა ხნის წინ ჰონგ-კონგის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით – 11:1. ეს მათი მესამე გამარჯვებაა მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში. საქართველოს ნაკრებმა 17 აპრილს ბულგარეთის ნაკრები ანგარიშით 5:3, 16 აპრილს კი თურქეთის ნაკრები დაამარცხა, ანგარიშით 6:2. საქართველო 20 აპრილს – სამხრეთ აფრიკას, 22 აპრილს კი – ტაიპეის ნაკრებს ხვდება. …
Continue reading “11:1 ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მესამე თამაშიც მოიგო”
რამდენი ადამიანი დაჯარიმდა დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევის გამო 388 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის დაჯარიმდა – 283 ადამიანი, 7 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 5 – ნიშანში დგომისთვის, 10 – ტროტუარზე დგომისთვის, 2 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო, 1 – პარკირების ორგანიზების წესის დარღვევისთვის.
საქველმოქმედო ნახევარმარათონი ბათუმში – პრიზი 1000, 1500 და 2000 ევრო
21 აპრილს ბათუმში საერთაშორისო ნახევარმარათონი „Great Batumi Night Race”-ი ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში რეგიონს 32 ქვეყნიდან 700-მდე სტუმარი ეწვევა. ბათუმში ნახევარმარათონი წელს პირველად ტარდება. მონაწილეებს შორის იქნებიან მსოფლიო დონის სპორტსმენები, საერთაშორისო მარათონების მონაწილეები გერმანიიდან, ინგლისიდან, ესპანეთიდან და სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან. ბათუმის ღამის ნახევარმარათონი მხარს უჭერს საქველმოქმედო ფონდს „ჩვენ განსხვავებულები ვართ“. მარათონიდან შემოსული თანხის ნაწილი მოხმარდება პროექტს „სარესურსო …
Continue reading “საქველმოქმედო ნახევარმარათონი ბათუმში – პრიზი 1000, 1500 და 2000 ევრო”
წაბლანის ტრაგედია – მეწყერში დამარხული სოფლის ისტორია
1989 წლის 19 აპრილს აჭარის მაღალმთიან სოფელ წაბლანაში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. მაშინდელმა ხელისუფლებამ წაბლანელები ბათუმში, სხვაადსხვა პანსიონატში შეასახლა იმის პირობით, რომ მათთვის საცხოვრებელს გამოყოფდა. პანსიონატებში შეხიზნული წაბლანელების პრობლემის მოგვარებაზე არც ერთმა ხელისუფლებამ არ იმუშავა. სტიქიის შედეგად დაზარალებულებს მხოლოდ 2015 წელს გამოუყეს ნიწის ნაკვეთი ბათუმში. შეიქმნა ბინათმშენებლობის ამხანაგობა – „წაბლანა …
Continue reading “წაბლანის ტრაგედია – მეწყერში დამარხული სოფლის ისტორია”
ხუთი რობოტი, რომელიც შეგიძლიათ 300$-ის ფარგლებში გამოიწეროთ
რამდენიმე ათეული წლის წინ, როცა რობოტები მხოლოდ შორეული მომავლის პერსპექტივა იყო, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სულ რაღაც 30-100 დოლარად, ონლაინ შოპინგის მეშვეობით, პერსონალურ რობოტს შეიძენდა. ახლა ეს სავსებით შესაძლებელია. ჩვენ ხუთი პატარა რობოტი მოვძებნეთ, რომელთა ფასიც 300 დოლარამდეა. რა თქმა უნდა, ისინი ადამიანის აღნაგობისა არ არიან, თუმცა უნარებითა და ფუნქციურობით – ჩვენი გართობა და დახმარებაც …
Continue reading “ხუთი რობოტი, რომელიც შეგიძლიათ 300$-ის ფარგლებში გამოიწეროთ”
ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე გამარჯვებაც მოიპოვა
კეიპტაუნში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში მესამე დივიზიონის გუნდებს შორის. საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთის ნაკრები 17 აპრილს ანგარიშით 5:3 დაამარცხა. ეს მათი მეორე გამარჯვებაა ჩემპიონატის ფარგლებში, 16 აპრილს საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრებიც დაამარცხა, ანგარიშით 6:2. ბულგარეთი – საქართველო (ემოციები, გოლები, საუკეთესო მოთამაშე): See more 19 აპრილს საქართველო ჰონგ-კონგის ნაკრებს ხვდება, 20 აპრილს – სამხრეთ აფრიკას, 22 …
Continue reading “ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე გამარჯვებაც მოიპოვა”
“ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?“ – ახალი კრებულის პრეზენტაცია ბათუმში [ანონსი]
20 აპრილს, 18:30-ზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მოეწყობა პრეზენტაცია წიგნისა „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში? ქალთა პოლიტიკური ბრძოლის ველი“. შეხვედრის ორგანიზატორია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო და პლატფორმა ქალები საქართველოდან Women of Georgia. პუბლიკაციას წარადგენს გენდერის კვლევის მაგისტრი, ფემინისტი აქტივისტი – ნუკრი ტაბიძე და პუბლიკაციის ერთ-ერთი ავტორი, ნაცო ბერიძე-გაბაიძე. სტატიების სერიის „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?” …
აჭარასა და გურიაში წიაღის უკანონო მოპოვების 195 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე, სათანადო ლიცენზიის გარეშე, წიაღის მოპოვების 195 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, ფიზიკური პირი – 186, ხოლო იურიდიული პირი – 9. სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან დღემდე აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე …
Continue reading “აჭარასა და გურიაში წიაღის უკანონო მოპოვების 195 ფაქტი გამოვლინდა”
ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის მცდელობა სარფში, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში
10-16 აპრილს საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „ქუთაისის აეროპორტი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „ბათუმის აეროპორტი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაცია ამის შესახებ შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის, ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს, ისრაელისა და ბრიტანეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილებისა და ფიზიკური …
ნატოს დღეებთან დაკავშირებით სასაზღვრო პოლიციის საჩვენებელი საზღვაო სწავლება ჩატარდა
16 აპრილიდან პირველ მაისამდე საქართველოში ნატოს დღეები აღინიშნება. ნატოს დღეები წელს საქართველოში მეთერთმეტედ ტარდება. შს სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პულისი ესტუმრა. მან სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნო დაათვალიერა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ გადმოცემული 200-ტონიანი ამწით კატარღის ამოღების საჩვენებელ პროცესსაც დაესწრო. შსს-ს …
7000 ლარამდე ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები სარფში
13 აპრილს საბაჟო გამშვებ პუნქტში – ,,სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის, ლ.ყ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. ნაკეთობათა წონამ 105.29 გრამი, საქონლის საბაჟო ღირებულებამ კი, 6 440.6 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა – 6,440.6 ლარის ოდენობით.
ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის მცდელობა სარფის საზღვარზე
10 აპრილს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „ქუთაისის აეროპორტსა“ და „სარფში“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაცია ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა. სამინისტროს ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და პოლონეთის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერებისას, 14 კაპსულა ფსიქოტროპული და 65,135 გრ. ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები …
Continue reading “ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის მცდელობა სარფის საზღვარზე”
ქალი ამბობს, რომ ავტობუსის დაუდევრად დაძვრის გამო დაეცა და დაშავდა
78 წლის ნელი ჩუბინიძე ყვება, რომ მარტის თვეში, 2 ნომერ ავტობუსში ასვლისას მძღოლმა მანქანა ნაადრევად დაძრა, რის გამოც იგი ავტობუსის კიბეზე წაიქცა. ქალი ამის შედეგად ისე დაშავდა, რომ დღემდე უჭირს გადაადგილება. ნელი ჩუბინიძემ ავტობუსში მისი დაზიანების ამბის მოსაყოლად „ბათუმელებს“ მომართა. ის ყვება, რომ ამ შემთხვევის დროს ყურადღება მას არც მძღოლმა და არც კონდუქტორმა არ მიაქცია: …
Continue reading “ქალი ამბობს, რომ ავტობუსის დაუდევრად დაძვრის გამო დაეცა და დაშავდა”
400-მდე დაჯარიმებული ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 384 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის – 330, ნიშანში დგომისთვის – 43, ტროტუარზე დგომისთვის – 7, დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის – 4 ადამიანი.
ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე დღეს მოძრაობა აღდგა
ბათუმი-ხულო-ახალციხის ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე დღეს მოძრაობა აღდგა. ხვალ დღის ბოლომდე გაიხსნება ასევე ახალციხესთან დამაკავშირებელი გზაც, რომელიც ზამთარში თოვლის საფარის გამო იკეტება. კურორტზე თოვლის საფარი გვიან გაზაფხულამდე ნარჩუნდება. აპრილის შუა რიცხვებში ჩაკეტილი გზების გაწმენდის სამუშაოები ტარდება და ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი ხდება. ხულოს მერის ინფორმაციით, მომდევნო ეტაპზე გზის მოწესრიგებისა და ახალი …
Continue reading “ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე დღეს მოძრაობა აღდგა”
საქართველოდან ქალები ემიგრაციაში ევროპაში მიდიან, კაცები – ძირითადად რუსეთში [ინფოგრაფიკა]
ბოლო საყოველთაო აღწერის შედეგებმა აჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციაში, საფრანგეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში ემიგრირებულთა უმრავლესობას მამაკაცები შეადგენენ, ხოლო საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, გერმანიაში, აშშ-ში და ესპანეთში ემიგრანტი ქალები ჭარბობენ. ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი ემიგრანტი (21,7 %) ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, საბერძნეთში (15,9 %) და თურქეთში (11,2 %). ბოლო საყოველთაო აღწერა 2014 წელს ჩატარდა. აღწერის შედეგებით საქართველოდან ემიგრაციაში 88,5 ათასი ადამიანი იმყოფება, …
განთიადში, მახინჯაურსა და თამარის დასახლებაში წყალმომარაგება შეიზღუდება
კომპანია “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალმომარაგების მილი დაზიანდა, რომლის შესაკეთებლად სარემონტო სამუშაოები ტარდება. სარემონტო სამუშაოების გამო დღეს, 12 აპრილს, 17:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება განთიადის, მახინჯაურისა და თამარის დასახლების ზოგიერთ აბონენტს.
„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებელს თაღლითური შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს
„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ მათი სახელით სხვადასხვა ელფოსტის მისამართებზე გაიგზავნა ე.წ. „ფიშინგზე“ მიმართული შეტყობინება, რომლის მიზანია თაღლითური გზით მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სენსიტიური, კონფიდენციალური საბანკო და/ან საგადახდო ინფორმაცია. წერილი იტყობინება, რომ აუცილებელია კლიენტის ანგარიშის “განახლება” ან “გადამოწმება” ელექტრონულ ფოსტაში მოცემული ბმულის საშუალებით, რომელიც ყალბ ვებგვერდზე გადადის. ყალბ ვებგვერდზე შეყვანილი ნებისმიერი ინფორმაცია თაღლითების ხელში ხვდება, …
Continue reading “„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებელს თაღლითური შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს”
სუიციდის სტატისტიკა საქართველოში -2017 [ინფოგრაფიკა]
ავტორი: ია ფრანგიშვილი ინფოგრაფიკა მომზადებულია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“. პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს. ამავე თემაზე: სუიციდის სტატისტიკა საქართველოში / ავტორი: ია ფრანგიშვილი სუიციდის სტატისტიკა საქართველოში [ინფოგრაფიკა]
არადეკლარირებული სიგარეტი სარფსა და წითელ ხიდზე
9-10 აპრილს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – ,,წითელი ხიდი“ და ,,სარფი“, ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების: ფ.ქ-სა და ა.ა-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 5000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს …
Continue reading “არადეკლარირებული სიგარეტი სარფსა და წითელ ხიდზე”