მთავარი,სიახლეები

სად გაითიშება ხვალ შუქი აჭარაში

21.05.2018
სად გაითიშება ხვალ შუქი აჭარაში

ხვალ, 22 მაისს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს აჭარაში, კერძოდ:

ბათუმში:

11:00-დან 15:00 საათამდე 226 აბონენტს – ბათუმში გოგებაშვილის, ქუთაისის, ხულოს, გორგასლის, კ.გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებს.

 

ხელვაჩაურში:

11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 829 აბონენტს გონიოსა და კვარიათის  დასახლებების ნაწილში.

 

შუახევი-ქედაში:

10:00-დან 19:00 საათამდე 52 აბონენტს ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სილიბაურსა  და ნამონასტრევში.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.