სერ ელტონ ჯონის კონცერტი შეკვეთილში [+ფოტო]

ბრიტანელმა მუსიკოსმა სერ ელტონ ჯონმა, 30 ივნისს, საკუთარ ბენთან ერთად  შეკვეთილში Black Sea Arena-ზე ორსაათიანი კონცერტი გამართა. „ბლექ სი არენას“ კარი საღამოს , დაახლოებით ექვს საათზე გაიღო. კონცერტის დაწყებამდე ადგილზე მისული მაყურებლისთვის,  დიდ ეკრანზე არგენტინა–საფრანგეთის თამაშიც უჩვენეს. როგორც აღმოჩნდა, სერ ელტონ ჯონი ფეხბურთის დიდი მოყვარულია. კომპანია „ისთერნ პრომოუშენის” ინფორმაციით  მათ მუსიკოსის სხვა მოთხოვნებთან ერთად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი …

სად ჩაქრება ხვალ შუქი ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური  სამუშაოების  გამო შაბათს, 30 ივნისს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: 6-დან 9 საათამდე 2145 აბონენტს ხელვაჩაურის სოფლებში: ჩელტაში, ორთაბათუმში, კაპრეშუმში, აგარაში, წინსვლასა და მიმდებარე სოფლებში, ასევე მწვანე კონცხის და მახინჯაურის დასახლებების ნაწილს. 10-დან 17 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 799 აბონენტს მეჯინისწყლის, თოდოგაურის, კახაბირს, ურეხის და მახვილაურის დასახლებების ნაწილში. 2 ივლისს, 6-დან 11 …

ბათუმში რესპირაციული ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს

ბათუმში საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-6 საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს.  მასში 30 ქვეყნის 1100 დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის მეცნიერები ევროპის, ამერიკის, აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან. საერთაშორისო კონგრესის თემატიკა შეეხება რესპირაციული მედიცინის ყველა ასპექტს: ონკოლოგია და ქირურგია, კრიტიკული მედიცინა და ინფექციები, ტუბერკულოზი და ასთმა, ალერგია და ფილტვის ქრონიკული დაავადებები, პედიატრია და ნეონატოლოგია. კონგრესის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური …

რა ჩემპიონატები ჩატარდება ბათუმში საპლაჟო ფეხბურთში

პირველი ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით ბათუმის ქვიშის მოედანზე („მაგნოლიას“ მოპირდაპირე მხარეს) გაიმართება აჭარის ღია ჩემპიონატი საპლაჟო ფეხბურთში. გარდა ამისა, 7-9 ივლისს ბათუმის ქვიშის მოედანზე გაიმართება საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი [საკვალიფიკაციო] ქვიშის ფეხბურთში. ჩემპიონატის მეორე ეტაპი [პლეიოფები] გაიმართება 3-5 აგვისტოს. ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი გუნდები მოიპოვებენ საგზურს 2019 წლის ევროპის ჩემპიონთა თასზე. ჩემპიონატში მონაწილეობენ: ბსუ (ბათუმი), თელავი …

რამდენი სალონი დაჯარიმდა ბათუმში სტერილიზაციისა თუ დეზინფექციის წესების დარღვევისთვის

ბათუმის მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების ინფორმაციით, ბათუმში იანვრიდან დღემდე 42 სალონია შემოწმებული, მათგან 19 შემთხვევაში სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის, სტერილიზაციისა და დეზინფექციის წესების, ასევე სახიფათო ნარჩნების შეგროვების წესების დარღვევა. სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების უფროსის, ნუგზარ ცეცხლაძის ინფორმაციით გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 19 ოქმი შედგა, მათ შორის: 8 არასტერილურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, 5 არარეგისტრირებულ …

მინისტრის მოადგილე აგვიანებს – აქცია „კირნათი ჰესთან“

დღეს ხელვაჩაურში, „კირნათი ჰესთან“, კვლავ შეიკრიბა მარადიდისა და კირნათის მოსახლეობა, რომლებიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრას ელოდნენ, თუმცა იგი დანიშნულ დროს არ გამოჩნდა და შეხვედრა ხუთ საათამდე გადაიდო, იქამდე კი აქცია შეჩერდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ მთავრობის წარმომადგენელი დროულად არ გამოცხადდება, ისინი გზას გადაკეტავენ. მარადიდისა და კირნათის მოსახლეობა კომპანია „აჭარენერჯის“ ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. …

ბათუმში მეოთხე სართულიდან ჩამოვარდნილი კაცი გარდაიცვალა

ბათუმში, თამარის დასახლებაში, საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან, შუახნის კაცი ჩამოვარდა. ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში გვითხრეს, რომ ადგილზე მისულ მედიკოსებს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორ გამოიყურება მსოფლიოს ყველაზე უშნო ძაღლი

მსოფლიოს ყველაზე უშნო ძაღლის კონკურსის გამარჯვებული 9 წლის ინგლისური ბულდოგი სახელად ჟა-ჟა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური გამოცემა Independent-ი ავრცელებს. ყოველწლიური კონკურსი დაიწყო, როგორც პაროდია სუფთა ჯიშის ძაღლების ტრადიციული კონკურსისა, სადაც ძაღლები უბეწვო სხეულებით, გადმოგდებული ენებითა და უცნაური თვალებით მეპატრონეებთან ერთად გამოვიდნენ წითელ ხალიჩაზე. მათ მსაჯები აფასებდნენ. შეუხედავი ძაღლების მეპატრონეებს საკმაოდ კარგი სტიმული აქვთ, ყოველწლიურად მიიყვანონ …

სააგენტო: დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა +39, +41 გრადუსს მიაღწიოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს, რომ 28 ივნისიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება. 28 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა +39, +41 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში 28 ივნისიდან 3 ივლისამდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +36, +41 გრადუსია მოსალოდნელი.   დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის …

ნარკოტიკული მედიკამენტების შემოტანის მცდელობა სარფში, ბათუმის პორტსა და აეროპორტში

20-22 ივნისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,სარფი“, ,,ბათუმის პორტი“ და ,,ბათუმის აეროპორტი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და საუდის არაბეთის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგებისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 55 აბი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი …

უსაფრთხოების დაცვის მიზნით ენერგო-პრო ჯორჯია მოსახლეობას მიმართავს

ტურისტულ სეზონზე, დამსვენებელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად,  განსაკუთრებით აქტუალური ხდება უსაფრთხოების წესები, რომლებიც დაცული უნდა იყოს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების, ქვესადგურების თუ ნებისმიერი სხვა ენერგოობიექტის სიახლოვეს. ამიტომ „ენერგო-პრო ჯორჯია“ მოსახლეობას აფრთხილებს: ენერგოობიექტების დაცვის ზონებში უნებართვო შესვლის ან მიახლოების შემთხვევაში შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს, შესაბამისად, მსგავს ადგილებში მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას არსებული უსაფრთხოების წესები. მოსახლეობისთვის დაუშვებელია მიწის ზედაპირზე, …

ნარკოტიკული მედიკამენტების შემოტანის მცდელობა ბათუმის აეროპორტში

14 ივნისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სადახლო-საავტომობილო“ და ,,ბათუმის აეროპორტი“  ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა. უწყების ინფორმაციით მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და საუდის არაბეთის მოქალაქეების  კუთვნილი ბარგის, დათვალიერებისას, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველობის  მედიკამენტები ლირიკა (LYRYCA 300 მგ-იანი  – 9 …

360 000 ლარის ღირებულების ოქროსა და ვერცხლის კონტრაბანდა საქართველოს საზღვარზე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ხუთი ფაქტი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ოთხ შემთხვევაში, ბრალდებულებმა, მათივე მართვის ქვეშ არსებულ სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტების „სადახლოს“, „სარფის“ და „ნინოწმინდის“ გავლით შემოიტანეს დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის – ჯამში 4.6 კგ …

პოლიეთილენის ბოთლები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები ბათუმის მდინარეებში

ბათუმის მერია ბათუმში მდინარეების კალაპოტების წმენდის ფოტომასალას ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მდინარე ბარცხანის ნაპირებიდან და კალაპოტიდან პოლიეთილენის ბოთლები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები ამოიღეს. ბათუმის მიმდებარე და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მდინარეები და ხევები საყოფაცხოვრებო ნარჩენებით მუდმივად ბინძურდება. მარინოლიტერი არის ზღვაში სხვადასხვა წარმოშობის ნაგავი. ეს შეიძლება იყოს: პოლიომერიული მასალა, პენოპლასტი, ქაღალდი, ტოტები, ფიჩხები და სხვა ნივთები, რაც მდინარეების …

გარემოს ეროვნული სააგენტო: მოერიდეთ გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვართან კონტაქტს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარატმენტი შავი ზღვის სანაპირო ზოლში ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის ფაქტებთან დაკავშირებით კომპლექსურ კვლევებს აწარმოებს. ზღვის ძუძუმწოვრების გამორიყვის შემთხვევები ყოველ წელს ფიქსირდება და უმეტესად ზღვის ძუძუმწოვრის  დაღუპვის მიზეზი ტოქსიკო-პათოლოგიური ფაქტორია, რაც დაბინძურებას ან დაავადებას გულისხმობს.  ზღვის ძუძუმწოვრის ნავიგაციური ტრავმით ანუ მცურავი საშუალების (გემი, კატერი, …

მასკარონები და ატლანტები ბათუმის შენობებზე [ფოტო]

ბათუმის ქუჩების თვალიერებისას  შეამჩნევდით, რომ ზოგიერთი ძველი შენობის ფასადიდან ადამიანების სახეებისა და ზოგჯერ ცხოველების თავის მქონე დეკორატიული ელემენტები გიცქერთ, ეს მასკარონები და ატლანტებია. “სულ თავიდან მასკარონების ფუნქცია ავი სულების შეშინება იყო და მიიჩნეოდა, რომ შენობებზე გამოსახული ეს სახეები შენობებს დაიცავდა ავი სულების შესვლისგან. ტერმინი მასკარონი მე-17 საუკუნეში გამოიყენეს… მასკარონები გროტესკული გამოსახულებებია, რომელიც რაიმე ან ვინმე …

ერთ დღე-ღამეში შექმნილი პიესა და სპექტაკლი – ფესტივალის გამარჯვებული ბათუმიდან

სპექტაკლი “იმოძრავე” სულ ახლახან რუსთაველის თეატრში გამართული 24- საათიანი “ექსპერიმენტული თეატრის ფესტივალის” გამარჯვებულია. 15-წუთიანი სპექტაკლის რეჟისორი, ბათუმელი არჩილ გოგუაძე. ფესტივალის ფარგლებში, ექვსმა რეჟისორმა წინა ღამით დაწერილი პიესების მიხედვით 6 სპექტაკლი დადგა. ფესტივალზე მოწვეულმა დრამატურგებმა ლოტოტრონის პრინციპით აარჩიეს მსახიობები და მათთან შეხვედრის და საუბრის შემდეგ დაიწყეს პიესების წერა. საამისოდ მათ ერთი ღამე ჰქონდათ. დილით კი რეჟისორებმა და …

9 ათასი ლარის არადეკლარირებული ოქრო სარფში

16 ივნისს საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. სომხეთის მოქალაქეს, ი.მ-ს ხელბარგში  9 352 ლარის ღირებულების ოქროსა და ვერცხლის არადეკლარირებული საიუველირო ნაკეთობები ჰქონდა მოთავსებული. ნაკეთობათა ერთიანმა წონამ 6 869  გრამი შეადგინა. სსკ-ს 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ი.მ-ს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი …

სარფში არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს

14 ივნისს  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში – „სარფი“, აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ორი ფაქტი დააფიქსირეს. კერძოდ, 1200 ღერი სიგარეტი „პირველი“ (PIRVELI) და 180 ღერი სიგარეტი „ზუმერიტი“ (ZUMERRET) კანონდამრღვევ პირს, კ.მ-ს, სხეულზე ჰქონდა დამაგრებული. ასევე, „სარფში“, მებაჟე ოფიცრებმა ამოიღეს 480 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი „პირველი“ (PIRVELI), რომელიც …

უფასო ავტობუსი რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით

ხვალ, 15 ივნისს, რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, #12 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება, ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. ავტობუსი თბილისის მოედნიდან ჭავჭავაძის, აბუსერიძისა და ფრიდონ ხალვაშის ქუჩების გავლით, მახოს ხიდამდე მოძრაობს. აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობა დილის 07:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე უფასო იქნება.

ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახის წევრობამდე მიიყვანს საქართველოს ევროპული გზა – მიხეილ ჯანელიძე

“საქართველო აღიარებულია ლიდერად ევროპული ტრანსფორმაციის პროცესში. ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, ინოვაციების, კულტურის, ენერგეტიკის, გარემოს, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და სხვა სფეროებში,  მრავალ მნიშვნელოვან მიმართულებაზე ევროკავშირის დახმარება – ეს ევროინტეგრაციით განპირობებული სიკეთეების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია,” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემრულებელმა, …

ბათუმის საერთაშორისო კონფერნციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ იმსჯელეს

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა” ფარგლებში გამართული პირველი სესია აღმოსავლეთ პარტნიორობის თემატიკას მიეძღვნა. ცოტა ხნის წინ კონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატები განიხილეს. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ, რომელმაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობასა და მიზნებზე, ასევე აღიშნულ ფორმატში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. საკუთარ გამოსვლაში მიხეილ …

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა” მიმდინარეობს

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა” მიმდინარეობს. რიგით მე-15 საერთაშორისო კონფერენცია წელს, პირველად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჯანელიძის თქმით, კონფერენციაზე იმსჯელებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატსა და პერსპექტივებზე, ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე. “აღსანიშნავია ბოლო წლების განმავლობაში ევროინტეგრაციის კუთხით გადადგმული განსაკუთრებული ნაბიჯები. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს ჩვენ მივიღეთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, ასევე …

ნურის ტბაში თევზების დახოცვის მიზეზის დასადგენად სინჯებს დღეს აიღებენ [ფოტო]

რამდენიმე დღეა ბათუმის ცენტრალურ პარკში ნურის ტბის გამო მძაფრი, უსიამოვნო სუნი დგას. ორი დღის წინ კი ტბაში დახოცილი თევზები გამოჩნდნენ, რომლებსაც დასუფთავების სამსახური პერიოდულად იღებს წყლიდან, თუმცა მკვდარი თევზები ტბის ზედაპირზე კვლავ ტივტივებენ. ნურეს ტბის პრობლემას რამდენიმე წელია იკვლევენ, თუმცა დაჭაობების თავიდან აცილების ზუსტი გზები ჯერაც არ არის ცნობილი. ტბის საკითხი ახლა ააიპ ინფრასტრუქტურისა და …

სოფელ ცხმორისში საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა

ქედის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფელ ცხმორისში ვასაძეების ოჯახის საცხოვრებელს ხანძარი გაუჩნდა. ოჯახის წევრები არ დაშავებულან. ადგილზე მობილიზებულია 3 სახანძრო და 1 სამაშველო ბრიგადა. ხის ერთსართულიანი სახლის და დამხმარე ნაგებობის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ლევან ვასაძის ოთხწევრიან ოჯახში 1 მცირეწლოვანია.  

ბათუმის აკვარიუმში თევზის ჯიში – გარრა რუფა გაამრავლეს

ბათუმის აკვარიუმში ახალი ჯიშის თევზი – გარრა რუფა გაამრავლეს. ბათუმის დელფინარიუმის ინფორმაციით, ხელოვნურ პირობებში გარრა რუფას გამრავლება საკმაოდ რთულია, საამისოდ „მზადდება“ წყალი სპეციალური შემადგენლობით – მასში უნდა ხარობდეს 15-მდე სახეობის მცენარე. ბათუმის აკვარიუმის თანამშრომლებმა, არსებობისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად, სპეციალურად გამოყოფილ აკვარიუმში რთული საფილტრაციო სისტემა დაამონტაჟეს, შეარჩიეს რამდენიმე წყვილი და ისინი ახალ საინკუბაციო სივრცეში მოათავსეს. გარრა რუფას …

ძველი ბათუმის იატაკები [ფოტო]

ბათუმში ბევრი საინტერესო ადგილია, რომელთა ნახვაც ტურისტებისა და ადგილობრივებისთვისაც ერთნაირად საინტერესოა. ძველი შენობების თვალიერებისას სადარბაზოებში ქვევით დახედვაც არ დაგავიწყდეთ, ბევრ ისტორიულ სახლში საუკუნის წინ დაგებული ფილები უკვე აღარ არსებობს, თუმცა დღემდე არაერთი სახლის სადარბაზოში ძველი იატაკი სრულად ან ფრაგმენტულად არის შენარჩუნებული. სახლები, რომელთა სადარბაზოების იატაკებს ახლა დაათვალიერებთ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.   ამავე თემაზე: ძველი …

სად ჩაქრება შუქი ბათუმში – უახლოესი 3 დღის განრიგი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 9  ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს. ბათუმში, 06:00-დან 10:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 4448  აბონენტს შემდეგ ქუჩებზე: მაიაკოვსკი ნონეშვილი შავშეთი ერისთავი ჭიჭინაძის და მიმდებარე ქუჩებს ასევე თამარის, ახალშენის და ფერიის დასახლებების ნაწილში. ხულოში, 12:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 7 აბონენტს სოფელ ქვემო ვაშლოვანში. 10 ივნისს, ბათუმში, 05:00-დან 09:00 …

რატომ გაძვირდა პარკში ატრაქციონები

ბათუმის ცენტრალურ პარკში იმ ატრაქციონების ფასი, რომელთა ბილეთიც 50 თეთრი ღირდა – გაორმაგდა, რამაც მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია. საქმე ის არის, რომ სულ ახლახან, ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე მიწის ნაკვეთები და საბაშვო ატრაქციონები 10-წლიანი იჯარით გასცა კერძო პირზე. როგორც ატრაქციონების ახალი მოიჯარე ეკატერინე ნიკოლაიშვილი ამბობს, ფასის ზრდის მიზეზი ის გადასახადები და …

შვიდი კონცერტი, რომელიც წელს არ უნდა გამოტოვოთ

ქართველი მსმენელი უკვე შეეჩვია იმას, რომ ტურისტულ სეზონზე საქართველოში მსოფლიო მასშტაბის მუსიკოსები ჩამოდიან, გამონაკლისი არც წლევანდელი ზაფხულია. გთავაზობთ იმ კონცერტების ჩამონათვალს, რომელთაგან ყველას თუ არა, რამდენიმეს მაინც ღირს დაესწროთ. RÓISÍN MURPHY  თბილისში ირლანდიელი მომღერალი, მუსიკოსი და პროდიუსერი, 90-იანებში ელექტრონული პოპ კოლექტივის Moloko-ს ვოკალისტი RÓISÍN MURPHY გამოვა. იგი საქართველოში ფესტივალ TBILISI OPEN AIR-ის ფარგლებში ჩამოდის, რომელიც 22-24 ივნისს იმართება. …

დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 522 ადამიანი დაჯარიმდა. ჯარიმები ასე გადანაწილდა: პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – 418; დარღვეულია დგომის მეთოდი – 5; ნიშანში დგომა – 94; ტროტუარზე დგომა – 2; დგომა-გაჩერების წესის დარღვევა – 3. ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება

თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება. ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 650 ათასამდე ლარია გათვალისწინებული.  ახალი საბავშვო ბაღი თამარის დასახლებაში 210 აღსაზრდელს მოემსახურება. როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, შენობაში ახლა წყლის, საკანალიზაციო და გათბობის სისტემებს აწყობენ. მთავრობის ინფორმაციით შენობის ფასადი გრანიტის ფილებით შეიფუთება, ეზოში კი სათამაშო მოედანი მოეწყობა. მთავრობისვე ინფორმაციით, …

ვინ ისარგებლებს მერიის საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამით

ბათუმის მერია  საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა წელს გაფართოვდა და პროგრამით მოსარგებლეთა კატეგორიებს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებიც ისარგებლებენ.   პროგრამა თორმეტდღიან სარეაბილიტაციო კურსს მოიცავს და ივლისიდან სექტემბრამდე გაგრძელდება. პროგრამის ბიუჯეტი 304 ათას 170 ლარია, მასში 584 ადამიანი ჩაერთვება. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: · სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების (ხუთი და მეტი შვილი), შშმ პირებისა და ომში დაზარალებულ პირთა რეაბილიტაცია ურეკში; · მცირე ტიპის საოჯახო …

ქობულეთში ფერდსამაგრ კედლებსა და გაბიონებს აშენებენ

ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო  ფერდსამაგრი კედლები და გაბიონები 64 ადგილზე მოეწყობა.  ფერსამაგრი კედლებისა და გაბიონების მოწყობის მიზანი სტიქიის დროს საცხოვრებელი სახლების დამეწყვრის რისკის შემცირებაა. სამუშაოების განსახორციელებლად 1 618 277 ლარი დაიხარჯება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის თანხა აჭარის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. ქობულეთის მუნიციპალიტეტში 116 ადგილზე საყრდენი კედლებისა და ფერდსამაგრი სამუშაოების განსახორციელებლად  პროექტი უკვე შეძენილია. …

ბათუმელი რამაზ ზოიძე ევროპის ჩემპიონია

სტამბულში დასრულდა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი ბერძნულ ჭიდაობაში, ფინალურ ბლოკში 2 ქართველი ფალავანი ასპარეზობდა. საქართველოსა და აჭარის ნაკრების წევრმა რამაზ ზოიძემ 3-2 მოუგო თურქ ჩენგიზ არსლანს. ეს მის კარიერაში მეოთხე ევროპული ოქროს მედალია. ფინალურ ბლოკში მოასპარეზე დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ) მინიმალური ანგარიშით დაამარცხა უკრაინელი ვიქტორ პეტრიკი და ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. სტამბულში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის …

Exit mobile version