წელს ბათუმში თაფლის რიგით მესამე ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალზე, რომელიც 12 აგვისტოს ბათუმის ბულვარის კოლონადებთან უნდა გაიმართოს, ორმოცამდე მეფუტკრე სხვადასხვა სახეობის თაფლს ცოცხალი მუსიკის ფონზე წარადგენს. ფესტივალი ფლეშმობით გაიხსნება. ფესტივალის მსვლელობისას სხვადასხვა სახის გასართობი და სპორტული ღონისძიებაც იგეგმება, მათ შორის ბავშვებისთვისაც. ფესტივალის ორგანიზატორის, აჭარის აგროსერვისცენტრის დირექტორის, გოჩა ბერიძის თქმით, ფესტივალში მონაწილეობას აჭარის მეფუტკრეობის ასოციაციის წარმომადგენლები მიიღებენ. მისივე …
Continue reading “თაფლის ფესტივალი ბათუმში 12 აგვისტოს ჩატარდება”