უახლოეს დღეებში ბათუმში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, პირველ ივლისს, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში დღისით 25-30, ღამით კი 20-25 გრადუსი იქნება. მთაში – დღისით 23-28 და ღამით 10-15 გრადუსი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
მომდევნო ორი დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა ორი-სამი გრადუსით მოიმატებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ზღვის წყლის ტემპერატურა ამჟამად 23,5 გრადუსია.