კვირას, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ბათუმში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.
09:45 – შეხვედრა ექვსი მაისის პარკთან;
10:50 – მსვლელობა, იუნკერების საფლავის გვირგვინით შემკობა და მოწყობა მეათე ნავმისადგომზე;
11:55 – საპატიო სტუმრების სიტყვით გამოსვლა;
12:20 – ჯილდო საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
13:00 – ბათუმის სახელმწიფო აკადემიისკენ მსვლელობა;
15:00 – WISTA Georgia – სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო – საჯარო ლექცია თემაზე „პროფესია მეზღვაური“.
დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობა ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზეც გაიმართება. დილის ცხრა საათიდან თორმეტ საათამდე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი და ბათუმის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ გამოფენას მოაწყობენ.
საღამოს ექვს საათზე ევროპის მოედანზე კონცერტი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ჯაზ-ბენდი Asea Soul-ი. აღნიშნულ ღონისძიებას ბათუმის ბოტანიკური ბაღიც შეუერთდება, დღის განმავლობაში ევროპის მოედანზე გამოიფინება მცენარეები, რომლის შეძენა დამთვალიერებელს ადგილზევე შეეძლება.