გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 21 ივნისს, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ელვა, ჭექა და წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება ღამით 13-18, დღისით კი 18-23 გრადუსი, მთაში – ღამით 8-13, დღისით – 15-20 გრადუსი.
22 ივნისს შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, მომდევნო ორ დღეს, 23-24 ივნისს კი, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.