გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 ნოემბრის 21 საათიდან 13 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 10 – 15 გრადუსი შიდამთიან რაიონებში: დღისით: 20– 25 გრადუსი ღამით: 6 – 11 გრადუსი ზღვის …
Author Archives: ბათუმელები
ახალგაზრდების თვალი, ანუ ვის რა ასწავლა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა” აჭარაში
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ 22 წლის ხდება. ამ დროის განმავლობაში ორგანიზაციას 60-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ საქმიანობამ არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალა სასიკეთოდ. მადონა ფალავანდიშვილი ქედის სათემო განათლების ცენტრის თანამშრომელია, ფინანსისტად მუშაობს. მადონა ამბობს, რომ მისი პროფესიული უნარების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის იმ პროექტებს, რომლებშიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დახმარებით მოხვდა. „2021 წელს „თავისუფალ ჟურნალისტთა …
Continue reading “ახალგაზრდების თვალი, ანუ ვის რა ასწავლა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა” აჭარაში”
“ტურისტერი” – ტურიზმის ფესტივალი დამთავრდა
ბათუმში დამთავრდა ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალი „ტურისტერი“, რომელშიც სპიკერები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. „ტურისტერს“ ბათუმი 10-11 ნოემბერს მასპინძლობდა. ფესტივალის ფარგლებში მსმენელს საშუალება ჰქონდა წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებისთვის მოესმინა, რომლებიც ტურიზმის სფეროში არსებულ ტექნოლოგიურ სიახლეებზე აწვდიდნენ ინფორმაციას. „ტურისტერზე“ მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ გამოსვლებს რომელიც ეხებოდა თანამედროვე მოგზაურობისთვის აუცილებელ სერვისს, ციფრულ პასპორტს, სტუმარმასპინძლობის სექტორში არსებულ ახალ …
Continue reading ““ტურისტერი” – ტურიზმის ფესტივალი დამთავრდა”
მაღალმთიანი აჭარის ხმა მედიაში – დისკუსია ბათუმში
„მაღალმთიანი აჭარის ხმა მედიაში“ – ამ თემაზე გაიმართება შეხვედრა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, 12 ნოემბერს, კვირას, 17:00 საათზე. შეხვედრამდე 1 საათით ადრე, 16:00 საათზე კი ამავე სივრცეში გაიხსნება ფოტოგამოფენა, რომელიც მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობას ასახავს. შეხვედრის პირველ ნაწილში “ბათუმელების” ჟურნალისტი ევა [ნინო] ართმელაძე ისაუბრებს თავის გამოცდილებაზე, რაც მაღალმთიანი აჭარის სოფლებსა და იალაღებზე მცხოვრები ადამიანების, მათი …
Continue reading “მაღალმთიანი აჭარის ხმა მედიაში – დისკუსია ბათუმში”
ავარია ბათუმში – დაშავდა სამი ადამიანი
დღეს, 11 ნოემბერს ავარია მოხდა ბათუმში. ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. “ბათუმელების” ინფორმაციით ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
რას იხსენებს კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლზე“
თათია ბოლქვაძე კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრია საერთაშორისო განვითარების მიმართულებით. სწავლობდა კოლეჯებში, სინგაპურსა და უელსში. ბაკალავრიატი ოქსფორდის უნივერსიტეტში ისწავლა. დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტი. თათია ამბობს, რომ მისი საგანმანათლებლო გზა 14 წლის ასაკში ჯერ „ბათუმელების“ მედიასკოლაში, მედიასკოლიდან კი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ დაიწყო. „14 წლის ვიყავი, როცა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ მოვხვდი. მაშინ ძალიან დაინტერესებული ვიყავი …
Continue reading “რას იხსენებს კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლზე“”
აჭარა ქალებზე და ოჯახში ძალადობის სტატისტიკაში მეორე ადგილზეა – შემაკავებელი ორდერი
2023 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის საქმეზე 573 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა 1059 ადამიანზე – ასეთია შს სამინისტროს სტატისტიკა. ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოიწერა თბილისში – 324, მეორე ადგილზე კი აჭარაა, სადაც პოლიციამ 76 შემაკავებელი ორდერი გამოწერა ქალთა მიმართ ძალადობის საქმეზე 145 პირის მიმართ [შემაკავებელი ორდერი შეიძლება გამოიწეროს რამდენიმე პირზე]. აჭარაში გამოწერილი შემაკავებელი …
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ნოემბრის 21 საათიდან 11 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი შიდამთიან რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
ვისი დამსახურებაა, რომ კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაცია გაიცა? – გამოკითხვა ბათუმში
რატომ და როგორ ხვრეტდნენ ადამიანებს სტალინური რეპრესიების დროს – ინტერვიუ
ავტორი: ელიზა ეფაძე _________________ 1937-38 წლებში ათიათასობით ადამიანი საბჭოთა კავშირში ხალხის მტრად შერაცხეს და დახვრიტეს ან გადაასახლეს. 2017 წელს ბათუმთან რეპრესირებულთა მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს – ინფორმაცია ამის შესახებ 2019 წელს გავრცელდა. დახვრეტილთა შორის იყვნენ სხვადასხვა ეროვნების, პროფესიის ადამიანები, მათ შორის სასულიერო პირებიც. რა ვიცით ამ სამარხების შესახებ და რატომ არის მნიშვნელოვანი საბჭოთა რეპრესიების შესწავლა? – …
Continue reading “რატომ და როგორ ხვრეტდნენ ადამიანებს სტალინური რეპრესიების დროს – ინტერვიუ”
დისკუსია მომავალ იურისტებთან – ჟურნალისტური საქმიანობის დაცვის სტანდარტები
ბათუმში სტუდენტები, მომავალი იურისტები, პლურალისტური მედიისა და თავისუფალი ჟურნალისტური საქმიანობის დაცვის სტანდარტებს განიხილავენ. ბსუ-ს და სხვა უმაღლესის სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან დისკუსია 10 ნოემბერს, 12 საათზე, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გაიმართება. სტუდენტებს აღნიშნულ თემებზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე, თამარ წულუკიძე ესაუბრება. შეხვედრა იმართება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დისკუსიათა ციკლის – „მედიის თავისუფლება – გზა …
Continue reading “დისკუსია მომავალ იურისტებთან – ჟურნალისტური საქმიანობის დაცვის სტანდარტები”
464 000 ლარი ავეჯისთვის ხალხს წინასწარ გამოართვა – პროკურატურის ბრალდება თაღლითობაზე
პროკურატურის ცნობით, ავეჯის დამამზადებელი კომპანია შპს “დემეს” წარმომადგენელს, მომხმარებელთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანია „დემეს“ წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში ყალბი რეკლამები განათავსა. ბრალდებულმა 2021-2022 წლებში, ავეჯის დამზადების მსურველი მოქალაქეები სოცქსელებში რეკლამებით მიიზიდა და ავეჯის დამზადების სანაცვლოდ, დაზარალებულებს ანგარიშზე თანხები წინასწარ ჩაარიცხვინა. „ამ გზით, ბრალდებულმა ჯამში მოტყუებით 464.687 ლარი მიიღო, …
კვირას ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხილის გამოფენაა – დასწრება უფასოა
კვირას, 12 ნოემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხილის გამოფენა გაიმართება. გამოფენა 12 საათზე გაიხსნება და მთელის დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამოფენა გაიმართება ბოტანიკური ბაღის ჩაქვის მხარეს მდებარე შესასვლელთან ახლოს, ზღვისპირა პარკში. მთელი დღის განმავლობაში ბაღში შესვლა უფასო იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. როგორც ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გვითხრეს, ტრადიციულ ხილის გამოფენაზე წელს წარმოდგენილი იქნება ბოტანიკურ ბაღში მოყვანილი სხვადასხვა სახეობის ციტრუსი, …
Continue reading “კვირას ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხილის გამოფენაა – დასწრება უფასოა”
რუსი ბლოგერები ხერსონის აღმოსავლეთ სანაპიროზე უკრაინელების გამოჩენაზე წერენ – ISW
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW 7 ნოემბრის რუსეთ-უკრაინის ომის მიმოხილვაში, რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა გადაისროლეს შეზღუდული რაოდენობის ჯავშანტექნიკა ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროზე და განაგრძობენ უფრო დიდ სახმელეთო ოპერაციას დაახლოებით ბატალიონის ზომის მსუბუქ ქვეითთა დაჯგუფებით. ISW-ი ეყრდნობა რუს სამხედრო ბლოგერებს, რომელთაც გაავრცელეს ინფორმაციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. რუსი სამხედრო ბლოგერების თქმით, აღმოსავლეთ …
Continue reading “რუსი ბლოგერები ხერსონის აღმოსავლეთ სანაპიროზე უკრაინელების გამოჩენაზე წერენ – ISW”
9 ნოემბერს გაზი თითქმის მთელ ბათუმში გაითიშება – „სოკარი“
კომპანია „სოკარის“ ცნობით, 9 ნოემბერს 06:00 საათიდან ბათუმის მუნიციპალიტს გაზის მიწოდება თითქმის სრულად შეუწყდება. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გაზი ბათუმში მხოლოდ აბონენტების მცირე ნაწილთან არ შეწყდება. „სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდება დაიწყება 10 ნოემბერს 13:00 საათიდან და სრულად აღდგება 11 ნოემბრის დღის ბოლომდე. ასევე, 9 ნოემბრის 06:00 საათიდან 10 ნოემბრის 13:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში …
Continue reading “9 ნოემბერს გაზი თითქმის მთელ ბათუმში გაითიშება – „სოკარი“”
რა სარგებლობა მოაქვს ევროკავშირს? – ტესტი
The page is synchronized. Edit the page only on Tilda.cc
„მთავრობის სიჩუმის საპირწონედ გამოვედით ქუჩაში“ – საპროტესტო აქცია ბათუმში
„არა რუსეთს“ – ამ სლოგანით დღეს, 7 ნოემბერს, ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა გააპროტესტეს – 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი კი, ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს. „არა რუსეთს, არა ოკუპაციას, პასუხისმგებლობა აიღოს ხელისუფლებამ, რომ ადამიანებზე იფიქროს,“ …
Continue reading “„მთავრობის სიჩუმის საპირწონედ გამოვედით ქუჩაში“ – საპროტესტო აქცია ბათუმში”
9 ნოემბერს გაზი შეუწყდება ბათუმის, ქობულეთის, ოზურგეთისა და ხელვაჩაურის ნაწილს
„სოკარის“ ცნობით, 9 ნოემბერს, დილის 06:00 საათიდან „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ“ მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ოზურგეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის დიდ ნაწილს, ასევე, ქალაქ ქობულეთის მოსახლეობას. კომპანიის ცნობით, აბონენტებისთვის გაზმომარაგების მიწოდება დაიწყება 10 ნოემბრის შუადღის 13:00 საათიდან ეტაპობრივად და სრულად 11 ნოემბრის დღის ბოლომდე აღდგება. კომპანია „სოკარ …
Continue reading “9 ნოემბერს გაზი შეუწყდება ბათუმის, ქობულეთის, ოზურგეთისა და ხელვაჩაურის ნაწილს”
ბათუმში 358 მძღოლი დააჯარიმეს ავტომანქანის მავნე გამონაბოლქვის გამო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2 თვეში, 4 სექტემბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის საქართველოში 1 839 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა. ყველაზე მეტი – 803 დარღვევა თბილისში დაფიქსირდა, 407 დარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 358 – ბათუმში, 271 კი – რუსთავში. დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მიმდინარე წლის 4 …
Continue reading “ბათუმში 358 მძღოლი დააჯარიმეს ავტომანქანის მავნე გამონაბოლქვის გამო”
ირანელმა ნობელის პრემიის ლაურეატმა ციხეში შიმშილობა დაიწყო
მედიის ცნობით, პატიმრობაში მყოფმა ირანელმა უფლებადამცველმა, ნობელის პრემიის წლევანდელმა ლაურეატმა მშვიდობის დარში, ნარგეს მოჰამადიმ შიმშილობა დაიწყო. BBC-ის ინფორმაციით, 51 წლის მოჰამადი მისთვის და სხვა ირანელი მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმასა და ჰიჯაბის ტარების სავალდებულო კანონს აპროტესტებს. მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ნარგეს მოჰამადის გულისა და ფილტვების დაავადების გამო გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება, პროკურატურა მის საავადმყოფოში გადაყვანაზე …
Continue reading “ირანელმა ნობელის პრემიის ლაურეატმა ციხეში შიმშილობა დაიწყო”
+25 გრადუსი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 ნოემბრის 21 საათიდან 8 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 10 – 15 გრადუსი შიდამთიან რაიონებში: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 5 – 10 …
Continue reading “+25 გრადუსი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში”
მედიის როლი მიგრაციის საკითხების გაშუქებაში – დისკუსია
რა როლი აქვს მიგრაციის საკითხების გაშუქებაში მედიას? – ამ თემაზე ბათუმში დისკუსია გაიმართება. დისკუსიას „ბათუმელების“ ჟურნალისტი, მანანა ქველიაშვილი გაუძღვება. შეხვედრა „ბათუმელების“ ოფისში 7 ნოემბერს, 17:00 საათზე დაიწყება. დისკუსიაზე მოწვეულნი არიან ის მოქალაქეები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს მრავალწლიანი ემიგრაცია და საბოლოოდ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს. დისკუსიაზე განხილული იქნება, თუ რა გავლენას ახდენს მედიის მიერ გაშუქება საზღვარგარეთ წასვლის …
Continue reading “მედიის როლი მიგრაციის საკითხების გაშუქებაში – დისკუსია”
უკრაინელ ძალებს წინსვლა აქვთ ხერსონის აღმოსავლეთ სანაპიროზე – ISW
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ISW-ი რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს, რომ უკრაინელმა ძალებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტის მახლობლად და მიაღწიეს დადასტურებულ მიღწევებს დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში და ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროზე 5 ნოემბერს. ISW-ი ანგარიშში მიუთითებს უკრაინის გენერალური შტაბის ცნობებზე იმის შესახებ, რომ უკრაინის ძალებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტის სამხრეთით და მელიტოპოლში – დასავლეთით. გეოლაკაციის კადრები …
Continue reading “უკრაინელ ძალებს წინსვლა აქვთ ხერსონის აღმოსავლეთ სანაპიროზე – ISW”
„ქეა კავკასიას“ ტრენინგები ბათუმში უკრაინელი ლტოლვილებისთვის
„ქეა კავკასიამ“ ბათუმში 3-5 ნოემბერს ტრენინგების სერია გამართა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინელი ბიზნესის მფლობელების გაძლიერებას საქართველოში. ტრენინგები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ბუღალტერია, გადასახადები, ბიზნესის დაგეგმვა, იურიდიული ასპექტები, მარკეტინგი და სოციალური მედია მცირე ბიზნესისთვის. სესიები მორგებულია უკრაინელ მეწარმეებზე, რაღა მათ მიიღონ საჭირო ცოდნა და გამოცდილება მცირე ბიზნესის წარმატებისა და მდგრადობის გასაძლიერებლად. „ქეა კავკასია“ აღნიშნავს, რომ მცირე …
Continue reading “„ქეა კავკასიას“ ტრენინგები ბათუმში უკრაინელი ლტოლვილებისთვის”
კადიროვმა 15 წლის შვილი უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად დანიშნა
ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, თავისი 15 წლის შვილი, ადამ კადიროვი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად დანიშნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რამზან კადიროვმა ტელეგრამზე 25 სექტემბერს ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მისი შვილი, ადამ კადიროვი, ყურანის დაწვაში ბრალდებულ ნიკიტა ჟურაველს სასტიკად სცემს და დაწერა, რომ ამაყობს საკუთარი შვილით. ამ ვიდეოს რუსეთის პრეზიდენტთან არსებულმა ადამიანის უფლებათა …
Continue reading “კადიროვმა 15 წლის შვილი უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად დანიშნა”
რუსეთმა დაბომბა უკრაინელი ჯარისკაცების დაჯილდოების ცერემონია – არიან დაღუპულები
დასავლეთ უკრაინაში, ზაკარპატიის ოლქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა 128-ე ბრიგადის ჯარისკაცების მასობრივი დაღუპვის გამო. რუსეთმა, სავარაუდოდ, საზეიმო დაჯილდოების ცერემონია დაბომბა. მედიის ცნობით, ტრაგედია 3 ნოემბერს, დილის 10-11 საათზე მოხდა. რუსეთმა „ისკანდერის“ რაკეტა დაარტყა იმ ადგილს, სადაც სამხედროები იყვნენ შეკრებული დასაჯილდოებლად. უკრაინული მედიის ცნობით, დაიღუპა 20-ზე მეტი სამხედრო, არიან დაჭრილები. ინფორმაცია 128-ე ბრიგადის ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ოფიციალურად …
Continue reading “რუსეთმა დაბომბა უკრაინელი ჯარისკაცების დაჯილდოების ცერემონია – არიან დაღუპულები”
სად გაითიშება გაზი ბათუმსა და ხელვაჩაურში 6 ნოემბერს
კომპანია „სოკარის“ ცნობით, ხვალ, 6 ნოემბერს, ბათუმში გაზის მიწოდება შეუწყდება გენერალ ასლან აბაშიძის #69,71,75,77-ში მცხოვრებ აბონენტებს. სოკარის ცნობით, გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღგება. ასევე, 6 ნოემბერს, ხელვაჩაურში გაზის მიწოდება შეუწყდება ახალსოფლის, ავგიის 2 ჩიხის აბონენტებს. გაზი აქ 12:00-დან 14:00 საათამდე იქნება გათიშული. გაზის გათიშვის მიზეზი დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 ნოემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 305 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990] ტანკი – 5 284 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 9 953 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 7 375 ერთეული [+12] MLRS – 867 ერთეული [+6] საზენიტო საბრძოლო …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 ნოემბერი”
ბათუმში +27 გრადუსამდე დათბება – როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ნოემბრის 21 საათიდან 5 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 22 – 27 გრადუსი ღამით: 7 – 12 გრადუსი შიდამთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 6– 11 გრადუსი …
Continue reading “ბათუმში +27 გრადუსამდე დათბება – როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 ნოემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 304 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +830] ტანკი – 5 276 ერთეული [+11] ჯავშანტექნიკა – 9 939 ერთეული [+38] საარტილერიო სისტემა – 7 363 ერთეული [+35] MLRS – 861 ერთეული [+7] საზენიტო საბრძოლო …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 ნოემბერი”
რატომ ვერ ხდება გარღვევა ფრონტზე უკრაინაში – ბრიტანეთის დაზვერვის განმარტება
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური დღეს, 3 ნოემბერს, X-ზე წერს, რომ ბოლო კვირებში გაგრძელდა ომის დასაწყისშივე გამოვლენილი ტენდენცია – თუ ფრონტზე გარემოებები არ შეიცვალა, სახმელეთო ბრძოლის ბალანსი ძირითადად თავდაცვითი ძალების სასარგებლოდაა. ბრიტანეთის დაზვერვის დღევანდელ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ სამხრეთით უკრაინის შეტევა შედარებით სტატიკურია რუსეთის კარგად მომზადებული თავდაცვითი პოზიციების ორ მთავარ ხაზს შორის. ასევე, ქალაქ ავდიივკასთან …
Continue reading “რატომ ვერ ხდება გარღვევა ფრონტზე უკრაინაში – ბრიტანეთის დაზვერვის განმარტება”
ქართველი ექიმი უკრაინაში ოქროს ჯვრის მედლით დააჯილდოვეს
უკრაინაში, ომში მონაწილე ქართველი ექიმი, უმცროსი სერჟანტი ქეთი ლეშკაშელი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოქროს ჯვრის სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა. დაჯილდოების ამსახველი ფოტო და ვიდე მასალა ქეთი ლეშკაშელმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა. ქეთი ლეშკაშელი უკრაინაში 2022 წელს, ომის დაწყებიდან მოკლე ხანში ჩავიდა გერმანიიდან, მონაწილეობს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, დაჭრილებსა და დაშავებულებს პირველად სამედიცინო დახმარებას უწევს. ამავე თემაზე: 27 წლის ქართველი …
Continue reading “ქართველი ექიმი უკრაინაში ოქროს ჯვრის მედლით დააჯილდოვეს”
წელს ავარიის შედეგად საქართველოში 304 ადამიანი დაიღუპა
გასულ სამ თვეში საქართველოში 121 ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად და 2027 დაშავდა – ასეთია შს სამინისტროს 2023 წლის მესამე კვარტალის სტატისტიკა. დაღუპულთაგან 14 ქვეითი იყო. რაც შეეხება 2023 წლის სრულ სტატისტიკას ამ დრომდე [იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით], ამ პერიოდში საქართველოში 304 ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ბოლო წლების სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს სიკვდილის …
Continue reading “წელს ავარიის შედეგად საქართველოში 304 ადამიანი დაიღუპა”
14-25 წლის ახალგაზრდებს „კლუბი სინერგია“ უფასო ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებას სთავაზობს
„კლუბი სინერგია“ არის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური ზრუნვის სერვისი, რომელიც უფასოდ ემსახურება 14-დან 25 წლამდე მოზარდებსა და ახალგაზრდებს, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს. სერვისის მიზანია ფსიქოაქტიური საშუალებების ავადმოხმარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენცია. კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული სერვისი გახსნილია თბილისსა და ბათუმში. „კლუბი სინერგია“ ფუნქციონირებს ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ბაზაზე, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის – „სამოქალაქო …
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 ნოემბრის 21 საათიდან 4 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან მცირე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 12 – 17 გრადუსი შიდამთიან რაიონებში: დღისით: 18 – …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
ბათუმის შემოვლითი გზა 2024 წელს დასრულდება – ინფრასტრუქტურის მინისტრი
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ დღეს, 2 ნოემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ 2024 წელს დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა. „რაც შეეხება ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს – გარდა გახსნილი მონაკვეთებისა, 81-ე კილომეტრზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. საბოლოო ჯამში, იმ პროგრესის და ნაწარმოები სამუშაოების გათვალისწინებით, 2024 წელს, მათ შორის, ბათუმის შემოვლითი გზის დასრულება არის გათვალისწინებული. ეს არ არის მხოლოდ, ასე …
Continue reading “ბათუმის შემოვლითი გზა 2024 წელს დასრულდება – ინფრასტრუქტურის მინისტრი”