საგამოძიებომ შეისწავლოს მზია ამაღლობელის დაკავებისას მისი უფლებების დარღვევის ფაქტები – მედიაომბუდსმენი

„მედიაომბუდსმენი“ განცხადებას ავრცელებს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის სისხლის სამართლის კოდექსით დაკავების შესახებ. განცხადებაში ვკითხულობთ: „2025 წლის 11 იანვარს, გვიან საღამოს, ბათუმში, აქციაზე პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ უკანონოდ დააკავეს მზია ამაღლობელი, შპს „გაზეთი ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, თავდაპირველად, პლაკატის გაკვრისთვის წარწერით „იფიცება საქართველო“. მანამდე, დღის განმავლობაში, ბათუმში იგივე მიზეზით უკანონოდ დააკავეს ცხრა …

დაუყოვნებლივ გათავისუფლეთ მზია ამაღლობელი – ჟურნალისტების განცხადება და აქცია თბილისში

დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს, 12 იანვარს, განცხადება გაავრცელეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ და მიმართეს საქართველოს შს სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს. განცხადებაში ვკითხულობთ: „12 იანვარს, ღამით, პოლიციამ ბათუმში უკანონოდ დააკავა ონლაინგამოცემების „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 808 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 750] ტანკი – 9 756 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 20 289 ერთეული [+18] საარტილერიო სისტემა – 21 839 ერთეული [+22] MLRS – 1 260 ერთეული [+0] …

აქციებზე დაკავებულების სხდომა განახლდა ადვოკატების, ბრალდებულების და მათი ახლობლების გარეშე

11 იანვარს, საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებზე დაკავებული 8 პირის პროცესი ბრალდებულების, ადვოკატებისა და ბრალდებულების ოჯახის წევრების გარეშე განახლდა. ბრალდებულების დაცვას სახაზინო ადვოკატები ახორციელებენ. „სრული ბარდაგია არანაირი სასამართლო და არანაირი სამართალი“, – ამბობს დაკავებული სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის მამა. ამ სასამართლო პროცესზე უნდა გაირკვეს ტოვებს თუ არა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე დაკავებულებს კვლავ წინასწარ პატიმრობაში. სხდომა …

დღეს ქობულეთში ევროპული მარში იგეგმება – „ქობულეთი იმსახურებს ევროპულ მომავალს“

დღეს, 11 იანვარს, ქობულეთში იგეგმება ევროპული მარში. მარშის მონაწილეები 17 საათზე შეიკრიბებიან ქობულეთის მერიასთან. თანაქალაქელებო, დროა, ჩვენი ხმა კვლავ გაიგონონ! ქობულეთი და მთელი საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს – თავისუფლებას, განვითარებას, ღირსეულსა და უკეთეს ცხოვრებას! ევროპული ღირებულებები ნიშნავს დაცულ უფლებებს, სამართლიანობასა და მნიშვნელოვან შესაძლებლობებს თითოეული ჩვენგანისთვის. ეს ჩვენი შანსია, გავაძლიეროთ ჩვენი ქალაქი და ქვეყანა, გავერთიანდეთ და …

საპროტესტო აქციების 8 მონაწილის საქმე დღეს სასამართლოში განიხილება

დღეს, 11 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილე 8 ადამიანის სასამართლო პროცესი. საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს, ხოლო პროკურორები ვაჟა თოდუა და გიორგი მუკბანიანი არიან. სასამართლო იხილავს შემდეგი დაკავებულების საქმეებს: თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გიორგაძე და ისლამ ალიევი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი. გამოძიება თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 806 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 570] ტანკი – 9 751 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 20 271 ერთეული [+18] საარტილერიო სისტემა – 21 817 ერთეული [+28] MLRS – 1 260 ერთეული [+0] …

ხანძარი იყო ბათუმში, რურუას ქუჩაზე

ხანძარი იყო დღეს, 10 იანვარს, საღამოს ბათუმში, რურუას ქუჩაზე. ხანძარი გაჩნდა მაღალსართულიანი კორპუსის ბინის სამზარეულოში. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო სახანძრო სამსახური. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

პესკოვი ამბობს, რომ პუტინი მზადაა ტრამპს წინაპირობების გარეშე შეხვდეს

პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზადაა, ტრამპს პირობების გარეშე შეხვდეს და ამისთვის აშშ-ის პოლიტიკური ნებაა საჭირო. „პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ღიაა კონტაქტისთვის საერთაშორისო ლიდერებთან, მათ შორის, აშშ-ს პრეზიდენტთან და მათ შორის დონალდ ტრამპთან. ამისთვის არ არის საჭირო არავითარი პირობები. საჭიროა ორმხრივი სურვილი და პოლიტიკური ნება პრობლემების დიალოგის გზით გადაჭრისთვის“ …

ტრამპი აცხადებს, რომ პუტინს მასთან შეხვედრა სურს

აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დაიწყო მზადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის. მედიის ცნობით, ტრამპმა ამის შესახებ რესპუბლიკელ გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა, ფლორიდაში, 9 იანვარს. მან თქვა, რომ პუტინმა გამოთქვა შეხვედრის სურვილი და ახლა ამ შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს. „მას სურს შეხვედრა და ჩვენ ამას ვამზადებთ“, – თქვა ტრამპმა. მას მოლაპარაკებების კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, მაგრამ …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 იანვრის 21 საათიდან 11 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 0 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 804 930 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 830] ტანკი – 9 741 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 20 253 ერთეული [+32] საარტილერიო სისტემა – 21 789 ერთეული [+24] MLRS – 1 260 ერთეული [+0] …

აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს გაუგზავნეს დასასანქცირებელთა სია, მათ შორისაა რიჟვაძეც – „რადიო თავისუფლება“

რადიო „თავისუფლება“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ. „თავისუფლების“ ცნობით,  სიაშია „ოცნებასთან“ დაკავშირებული 25 პირი, რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, …

ზაპოროჟიეში რუსეთის თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 113 დაშავდა

8 იანვარს რუსეთის თავდასხმას უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთმა ორი КАБ-ით, მართვადი საჰაერო ბომბით დაბომბა ქალაქ ზაპოროჟიეს საცხოვრებელი უბნები. დაბომბვის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი, განადგურდა მრავალსართულიანი შენობები და ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბოლო ცნობებით დაბომბვის შედეგად 113 ადამიანი დაშავდა, მათგან 10-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ზაპოროჟიეში დღევანდელი დღე, 9 იანვარი, გლოვის დღედ გამოცხადდა. უკრაინული მხარის ცნობით, მხოლოდ …

ასამბლეაში არ დაადასტუროთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება – 3 ოპოზიციური კოალიციის მიმართვა ევროსაბჭოს

სამი ოპოზიციური კოალიცია, რომლებმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართავს, არ დაადასტურონ ასამბლეაში საქართველოს „საპარლამენტო” დელეგაციის უფლებამოსილება. უცვლელად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს, რომლის ხელმომწერებიც არიან – „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“: „ძვირფასო პრეზიდენტო, ჩვენ, საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მოგმართავთ თხოვნით, ევროპის საბჭოს …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 803 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 430] ტანკი – 9 731 ერთეული [+17] ჯავშანტექნიკა – 20 221 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 21 765 ერთეული [+36] MLRS – 1 260 ერთეული [+0] …

ბათუმში ქალი დაიღუპა კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად

დღეს, 8 იანვარს, ბათუმში, ქალი დაიღუპა კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად. შემთხვევა საღამოს, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს შუახნის ქალი გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.

1921 წლის ოკუპაცია – არის მსგავსება ასი წლის წინანდელ მოვლენებსა და დღევანდელობას შორის?

რა კავშირია საქართველოს 1921 წლის ოკუპაციასა და დღევანდელ მოვლენებს შორის? – „ბათუმელების“ სტუდიაში საუბრობენ ფილოლოგიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნანა ტრაპაიძე და ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე. ნახეთ ვიდეო.

რას წერს აშშ-ში ყოფილი ელჩი ჯო უილსონის მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე

2016 წელს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნისას, კონგრესმენი ჯო უილსონის მხარდაჭერით, რომელსაც ახლა პროპაგანდა ქვეყნის მტრად წარმოაჩენს, საქართველოს სახელმწიფომ მიიღო ამერიკული ჯილდო “თავისუფლების მოკავშირე” და ამით გახდა პირველი ნატოს არაწევრი ქვეყანა, რომელიც ამ სტატუსს ფლობს.სამხრეთ კაროლინაში მოქმედი „თავისუფლების ფონდის“ სახელით თავისუფლების მოკავშირე 2016 წელს ჯილდო საქართველოს მაშინდელ ელჩს არჩილ გეგეშიძეს კონგრესმენმა ჯო უილსონმა გადასცა. სწორედ ამ …

ირანში 901 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით – გაიზარდა ქალების სიკვდილით დასჯის შემთხვევები

გაეროს ცნობით, 2024 წელს ირანში სულ მცირე 901 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, მათ შორის 40 ადამიანი – მხოლოდ დეკემბრის ერთ კვირაში. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ცნობით, ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევების უმრავლესობა უკავშირდება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებს, მაგრამ ასევე, სიკვდილით დასაჯეს დისიდენტები და 2022 წლის საპროტესტო აქციებში მონაწილე პირები. გაერო აღნიშნავს, რომ ირანში გაიზარდა ქალების სიკვდილით …

რუსეთის 7 რეგიონს უკრაინული დრონები დაესხა თავს – ქალაქ ენგელსში იწვის ნავთობის საწყობი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 8 იანვარს, ღამით, რუსეთის 7 რეგიონს უკრაინული დრონები დაესხა თავს. რუსული მხარის ცნობით, გასულ ღამეს სულ 32 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ამჯერად უკრაინული დრონების სამიზნე იყო სარატოვის, კურსკის, როსტოვის, ბელგოროდის, ბრიანსკის, კრასნოდარისა და ვოლგოგრადის ოლქები. ტელეგრამის რუსულ არხებზე წერენ, რომ აფეთქება მოხდა ქალაქ ენგელსში, სადაც დრონის აფეთქების შედეგად ნავთობის საწყობში ძლიერი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 801 670 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 660] ტანკი – 9 714 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 20 205 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 21 729 ერთეული [+19] MLRS – 1 260 ერთეული [+0] …

მასწავლებელი პროგრამიდან ნაწარმოებების ამოღებაზე – „ოცნებისგან არ ველოდები არაფერს ეროვნულს“

რატომ ამოიღო განათლების სამინისტრომ ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ამოიღო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, სულხან-საბას და სხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებები, სადაც ყველაზე აქტიურადაა განხილული რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ანტიკოლონიალური აჯანყებები, ხაზგასმულია ქართველი ერის ბრძოლა თავისუფლებისთვის? „ბათუმელების“ სტუდიაში ამ თემაზე საუბრობენ ჟურნალისტი ლელა დუმბაძე და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ქამადაძე.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 იანვრის 21 საათიდან 8 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 0 …

რუსეთმა ამ დრომდე 800 ათასი სამხედრო დაკარგა ომში – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 800 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 970] ტანკი – 9 710 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 20 189 ერთეული [+25] საარტილერიო სისტემა – 21 710 ერთეული [+45] MLRS – 1 260 ერთეული [+2] …

რატომ გააუქმა ვიზიტი საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა

„მადლობელი ვარ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმასი ამ გადაწყვეტილების მიღების გამო. ივანიშვილის რეჟიმს არ უნდა მიეცეს ლეგიტიმაციის მსგავსი რამაც კი. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!“ – ეს არის ბოლო პოსტი, რომელიც დღეს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა დაწერა X-ზე. კონგრესმენის ეს მადლობა ეკუთვნის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას, რომელმაც 8-10 იანვარს თბილისში დაგეგმილი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 798 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 550] ტანკი – 9 700 ერთეული [+14] ჯავშანტექნიკა – 20 164 ერთეული [+45] საარტილერიო სისტემა – 21 665 ერთეული [+62] MLRS – 1 258 ერთეული [+1] …

6 იანვარს ბათუმში პროტესტის მონაწილეები საშობაო მსვლელობას აანონსებენ

6 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია საღამოს 22 საათზე შეიკრიბება, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები მსვლელობას გეგმავენ. „ერთად შევხვდეთ შობას, მსვლელობა იქნება წმინდა ბარბარეს ეკლესიამდე“ – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სტუდენტური ჯგუფი „პერსპექტივა“ ავრცელებს. მსვლელობის გამართვის შესახებ დღეს, 5 იანვარს, საპროტესტო აქციაზეც განაცხადეს. 6 იანვარს ზუსტად 40 დღე ხდება, რაც ბათუმში, თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში …

ავარია ქობულეთის ავტობანზე – არიან დაშავებულები

დღეს, 5 იანვარს, საღამოს ავტოავარია მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს შეეჯახა 3 ავტომანქანა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახური. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა. ავარიის გამო ავტობანზე საცობია.

ათობით უკრაინული დრონი დაესხა თავს რუსეთის ქალაქ ტაგანროგს

5 იანვარს, ღამით, რუსეთში, როსტოვის ოლქში მდებარე ქალაქ ტაგანროგს უკრაინული დრონები დაესხა თავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ერთ ღამეში, რუსეთის საჰაერო სივრცეში 61 უკრაინული დრონის ჩამოგდების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, მათგან 37 დრონი – როსტოვის ოლქის თავზე ჩამოადგეს. მედიის ცნობით, დრონების თავდასხმის შედეგად ტაგანროგში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსების კედლები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 2024 წლის დეკემბრის …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 იანვრის 21 საათიდან 6 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა, დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო მთიან …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 796 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 730] ტანკი – 9 686 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 20 119 ერთეული [+26] საარტილერიო სისტემა – 21 603 ერთეული [+25] MLRS – 1 257 ერთეული [+0] …

„სირცხვილო!“ – პროტესტი და შეძახილები ბათუმში ნუცა ბუზალაძის საახალწლო გამოსვლის დროს

დღეს, 4 იანვარს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტზე ნუცა ბუზალაძის გამოსვლისას საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პლაკატები მიიტანეს, რომელზეც საპროტესტო აქციების დროს ნაცემი და დაკავებული ადამიანები იყვნენ გამოსახული. „სირცხვილო! სირცხვილო!“ – ეძახდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები მომღერალს, რომელიც წელს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტებზე გამოდის. შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოში მიმდინარე პროტესტის, „ოცნების“ ხელისუფლების მიერ აქციის …

„გუდაურში ფეხზე დამდგარს გამიკეთეს გამაყუჩებელი, ტრავმატოლოგიც კი არ ჰყავთ“ – მოქალაქე

თორნიკე აბულაძე, „სოლიდარობის თემის“ აღმასრულებელი დირექტორი ფეისბუქზე წერს, რომ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ზამთრის კურორტზე, გუდაურში, სამედიცინო მომსახურება ფაქტობრივად არ არსებობს. „სოციალურ კეთილდღეობაზე და ადამიანის ბაზისურ საჭიროებსაც კი ვერ აკმაყოფილებს ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა. კურორტ გუდაურს, რომელიც ცნობილია მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სათხილამურო სივრცედ, სამედიცინო მომსახურება აქვთ 0, მოგიყვებით ჩემს გამოცდილებას. სრიალისას დავიზიანე და გამიტყდა მარცხენა …

21 იანვარს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებია

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში 21 იანვარს რექტორის არჩევნებია ჩანიშნული. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად ბსუ-მ არჩევნები 2024 წლის ბოლოს გამოაცხადა. არჩევნებში მონაწილეობის მსურველი კანდიდატების რეგისტრაცია ბსუ-ს საარჩევნო კომისიაში 6 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება [დასვენების დღეების გამოკლებით]. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს …

4 იანვარს ბათუმში აქცია გაიმართება – პროტესტის 38-ე დღე

დღეს, 4 იანვარს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან პროევროპული საპროტესტო აქცია ანონსდება. ბათუმში დღეს ყოველდღიური, უწყვეტი პროტესტის 38-ე დღეა. მოქალაქეები ყოველ საღამოს იკრიბებიან საკონსტიტუციო სასამართლოსთან, რათა გააჟღერონ საპროტესტო მოძრაობის მთავარი მოთხოვნები: ხელახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლება. უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს თბილისში და პერიოდულად იმართება აქციები საქართველოს სხვა ქალაქებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებშიც. რა ხდება? საქართველოში მიმდინარეობს …

Exit mobile version